უფრო დაფასდება, ვიდრე მოკლულის სახლის კედელზე მიწერილი ორი სიტყვა: ,,დედა, მიყვარხარ!" - გიორგი კეკელიძე


ფეისბუქსტატუსები

უფრო დაფასდება, ვიდრე მოკლულის სახლის კედელზე მიწერილი ორი სიტყვა: ,,დედა, მიყვარხარ!" - გიორგი კეკელიძე

6 ივლ. 2020, 19:11:53

პოეტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ხაშურში მომხდარ მკვლელობას სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმიანება.

„ეე, ძმაო, შენ რა იცი, ტო, მაგან რა ქნა? იცი? არ იცი! ვაფშე, კაცმა არ იცის, რა მოხდა რეალურად!" "თუ ეგრეა, რასაც ამბობენ, დასაბრედი იქნებოდა!" ,,ქალი? ქალი ისეთს იზამს და ისე გადაგრევს, რო, მოკვლა რა არი?" ,,მოიცა, მე ლიჩნად მანდილოსნების სადღეგრძელოს ვამბობ, ძმა, თორე ეგეთების კი არა!", ,,ნუ, მარა ადამიანია მაინც, სიკვდილისთვის ყველა ცოდვაა, ერთი შემოარტყი რა და მიაგდე!"
ჩვენ, ჩვენ ვლაპარაკობთ ამას. ძლიერი კაცები. "ძლიერი". და არა მხოლოდ ის კაცი, ვინც დღეს ცოლი მოკლა, ვინც გუშინ წვავდა და გუშინწინ ახრჩობდა. ჩვენც რიგში ვდგავართ. ხელში სიტყვების დანა და რევოლვერი გვიჭირავს. არანაკლებ მძაფრი და სასიკვდილო. ხვალ სხვაგვარი სიკვდილების იოლად მომასწავებელი. და ქალები. ქართველი ქალები. ერთი საერთო ამოოხვრა გადაფურცლავს მათ ცხოვრებას და ხვალ უკვე ფერმკრთალ ამბად გვემახსოვრება. და თუ თავს მოვატრიალებთ, მხოლოდ საარქივო მასალებს შეყინული უსისხლო სიტყვები შეგვახსენებენ, რომ "ამა წლის ამ რიცხვში, მოქალაქე A-მ მოკლა მოქალაქე B. სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე". მოლპა ყველა ნიადაგი, მოლპა და ზანზარებს. ისედაც ღიაა უფსკრული. ღიაა. გველის. და ასე ნელ-ნელა ჩაგვყლაპავს და გაგვაქრობს. ჩაგვყლაპავს, სანამ მშიშარა კაცების ბოხი ამონაკვნესი: ,,ეე, ძმაო, შენ რა იცი, აბა, მაგ ქალმა რა ქნა?!" უფრო დაფასდება, ვიდრე მოკლულის სახლის კედელზე მიწერილი ორი სიტყვა: ,,დედა, მიყვარხარ!" - წერს გიორგი კეკელიძე.




 ახალი ამბები
  • ჯო ბაიდენი: “…როცა საკითხებზე დებატები (საქართველოს) პარლამენტში გაიმართება და არა ქუჩაში!““თ "თქვენი ვარდების რევოლუცია მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა მთავრობა გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მონაწილეობრივი იქნება; როცა საკითხებზე დებატები პარლამენტში გაიმართება და არა ქუჩაში. როცა გადაჭრით მთავარ კონსტიტუციურ საკითხებს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ძალაუფლების ბალანსის თაობაზე; და როცა საარჩევნო ასპარეზი თანასწორი იქნება. როცა მედია სრულად დამოუკიდებელი და პროფესიონალური გახდება, რომელიც ხალხს მიაწვდის ინფორმაციას, ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად და საკუთარი მთავრობისგან მიღებულ გადაწვეტილებებზე ანგარიშვალდებულებას მოითხოვს; როცა სასამართლო გარე გავლენისგან გათავისუფლდება და კანონის უზენაესობა დამყარდება, და როცა ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი, კონსტიტუციური და დემოკრატიული პროცესით მოხდება და არა ქუჩაში“, _ ასე მიმართა ქართველ პოლიტიკოსებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას 2009 წლის 23 ივლისს. მაშინ, ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის რანგში, უკვე მეორედ იყო სტუმრად საქართველოში. როგორც ვხედავთ, 12 წლის შემდეგაც ეს გამოწვევები კვლავ აქტუალურია საქართველოსთვის. ფოტო: ... ...
  • აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს წმინდა გიორგის ორდენის კავალერია“მე დავტოვე ქვეყანა იმაში დარწმუნებულმა, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრა, კომუნიზმის დასრულების შემდეგ ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა“, _ თქვა ჯო ბაიდენმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ. ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში ის აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩამოვიდა საქართველოში. ვიზიტის მიზანი ქვეყნის მხარდაჭერა და ჰუმანიტარული ტვირთის გადმოცემა იყო. მალე, ჯო ბაიდენი ობამას შეთავაზებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი გახდა. პირველი ვიზიტის წლისთავზე, ბაიდენი სწორედ ამ რანგში ეწვია მეორედ საქართველოს. ამ დროს, პრეზიდენტი ობამა მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ბაიდენის ვიზიტს სწორედ მოსკოვთან “გადატვირთვის“ პოლიტიკას უკავშირებდნენ და შეშფოთებასაც გამოთქვამდნენ, რომ რუსეთთან ახალი ურთიერთობები  საქართველოს “ხარჯზე“ არ დამთბარიყო. ამ შეშფოთების გასაფანტად, ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა: “თბილისში ეს ვიზიტი მართლაც გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს... მე ვიცი, ბევრი წუხს, რომ ჩვენი მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა საქართველოს ხარჯზე მოხდება. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ _ არა, საქართველოს ხარჯზე არ მომხდარა, არ მოხდება და ვერ მოხდება“. სწორედ ამ ვიზიტისას, ჯო ბაიდენი საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვეს. ფოტო: ... ...
  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავსსაქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.  როგორც გიორგი გახარია „ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს,  საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.  „ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად  ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას", - აღნიშნავს გიორგი ... ...
  • ანა აბრამიშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება35 წლის რუსთაველ ახალგაზრდას, ანა აბრამიშვილს მოქალაქეების დახმარება ესაჭიროება. გასული წლის თებერვალში, ჰემორაგიული ინსულტის გადატანის შემდეგ, ექიმებმა ანა აბრამიშვილს სისხლძარღვების არტერიო-ვენური მალფორმაციისა და თავის ტვინის ცერებრული ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს. იმ დროიდან. ის მოწყვეტილია აქტიურ ცხოვრებას _ ექიმების მკაცრი რეკომენდაციით დაუშვებელია მისი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რამაც შეიძლება ნებისმიერ დროს რისკის ქვეშ დააყენოს მისი სიცოცხლე. მდომარეობა დღითი-დღე კრიტიკული ხდება, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ მისი მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება. ანა აბრამიშვილის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაციაა საჭირო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ჩატარდეს, ამისთვის კი 68 000 აშშ დოლარია საჭირო. ანა აბრამიშვილს ექიმები აძლევენ გარანტიას, რომ ოპერაციის ჩატარების შემდეგ, რამდენიმე თვეში ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ „თიბისი ბანკსა“ და "საქართველოს ბანკში" გახსნილ ანგარიშებზე. თანხის ჩარიცხვა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდანაცაა შესაძლებელი. თიბისი ბანკი: #GE21TB7671645061100002; საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000100997087.  მიმღები ანა აბრამიშვილი. მოქმედებს საქველმოქმედო ზარიც მაგთის, ბანის და ბილაინის აბონენტებისთვის _0901701322. Paypal: Anna.abramishvili85@gmail.com, პირადი ნომერი: ... ...
  • თელავში, სოფელ ქვემოხოდაშენში ხანძარი იყო - ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდათელავში, სოფელ ქვემოხოდაშენში ერთ-ერთ ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სახანძრო ბრიგადები დროულად მივიდნენ, მეორე სართული სრულად დაიწვა.როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ომარ აჩუაშვილმა განუცხადა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის გამომწვევ პირველად ვერსიად ელექტროგაყვანილობა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....