ზურა შევარდნაძე: ოჯახური სადილის მოშლა რამეს უფრო დიდს ხომ არ ნიშნავს?

ფეისბუქსტატუსები

ზურა შევარდნაძე: ოჯახური სადილის მოშლა რამეს უფრო დიდს ხომ არ ნიშნავს?

9 თებ. 2020, 19:34:14

ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ბებია დიდ ხის გობზე, ნაშუადღევს იწყებდა ჭადის ზელვას.. ისე ებრძოდა ცომს თითქოს გაბრაზებულია და ჯავრს იყრისო. თავის ჭკუაზე მოიყვანდა, დიდ გახურებულ ქვის კეცზე შქერის ფოთოლს გაუფენდა და უშველებელ გუნდას ზედ გადააგორებდა, ღადარსაც უხვად დააყრიდა და სუფრას გაშლიდა.,

სადილად სულ იყო ერთი წველა ყველი, მწვანილი, მჟავე კეჟერა და რამე ერთი იჯრა ცხელი კერძი, ჩახანით ბუხარში ჯაჭვზე, ყოველ დღე სხვადასხვა.
თუნუქის კიდეს ხშირ ხშირად წამოწევდა და შეამოწმებდა, 4 თითის სისქე ჭადი თავს, რომ მოიშრობდა და მზისფრად შეწითლებას, დაიწყებდა ბავშვებს გამოგვძახებდა "არიქა ნენა, უხმეთ ბაბუათქვენსო.."

ბაბუა სულ ზურგზე დიდი გოდრით, ხელში წალდით, მხარზე თოხით ან ცელით მახსოვს.. სულ მუშაობდა, სულ..
მოვიყვანდით ბაბუას, შემოვეხვეოდით და თუნგში ნელთბილი წყლით გამოვეგებებოდით, მხარზე გახამებული ტილოთი. ბაბუა დინჯად დაიბანდა ხელებს, მკლავებს, და კიდევ უფრო დინჯად გაიმშრალებდა სახეს. მაშინ მეჩვენებოდა, რომ განგებ ნელა ირჯება და ჩვენს ჯინაზე არ ჩქარობს. პერანგს შეიცვლიდა, ბოლო ღილამდე შეიკრავდა და მაგიდას შემოუსხდებოდით ყველანი. თვალს მოგვავლებდა, ვითომ პირველად გვხედავდა, სათითაოდ დაგვათვალერებდა , ძალიან ფრთხილად ჭიქაში ღვინოს დაისხამდა ყელწვრილი გრაფინიდან, ცაში აიხედავდა და ორ სიტყვას იტყოდა: "იცოცხლეთ შვილებო.
ეს იმას ნიშნავდა, რომ შეგვიძლია ვეცეთ და ბრდღვნა გავადინოთ ყველაფერს..
მწვანილს, კიტრს და პამიდორს სხვა გემო და სურნელი ქონდა. კეცს რომ არეკავდა ბებია და ჭადს მაგიდის კიდეზე ჩამოტეხავდა ოხშივარი ასდიოდა.. ჩახანიდან თუხთუხებდა თხილიანი ქათამი.

მას შემდეგ ასეთი უძლეველობის, ერთიანობის, დაცულობის, სიკეთის, ერთმანეთის პატივისცემის, თანაგრძნობის და თანამოაზრეობის განცდით ერთი დღეც აღარ მიცხოვრია.. ეს იყო შეუცვლელი ემოცია. ის სიმარტივე, სიჯანსაღე და გემო რაც მაშინ , ხომ კარგა ხანია გაქრა და დაიკარგა.

30 წელი გავიდა.. ყველაფერი შეიცვალა.
ოჯახების უმრავლესობა ერთად აღარ სადილობს.
ერთ ჭერ ქვეშ ვცხოვრობთ და ცალცალკე ვიცმუცნებით, კაცმა აღარ იცის ვინ , რას, სად და როდის.
ამ ოჯახური, ერთად სადილის მოშლა რამეს უფრო დიდს ხომ არ ნიშნავს?
პასუხი მგონი ვიცი, მაგრამ არ მომწონს და არ მინდა, ძალიან არ მინდა ასე იყოს..“-წერს ზურა შევარდნაძე.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?