ა(ა)იპ-ებს აუდიტი შეამოწმებს

ფინანსები

ა(ა)იპ-ებს აუდიტი შეამოწმებს

2013 დეკ 3 16:54:13
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, ზურაბ ჩანტლაძის თქმით, გეგმა, ფაქტობრივად, შესრულებულია 3 763,8 ათასი ლარით _ 9,0 ათასი ლარის გადამეტებით.

_ აქედან, ქონების გადასახადის გეგმა იყო 189, 2 ათასი ლარი, შემოსულია 231 ათასი ლარი, ანუ 41 ათასი ლარით მეტი. სხვა შემოსავლებში, 474, 9 ათასი ლარის ნაცვლად, შემოსულია 489,8 ათასი ლარი _ 14,9 ათასი ლარით მეტი. არ შესრულდა მხოლოდ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გეგმა, კერძოდ, ხე-ტყის მოსაკრებლის, საიდანაც ბიუჯეტს 30,3 ათასი ლარი დააკლდა. არაფინანსური აქტივების კლებიდან შემოსავლები გეგმით გათვალისწინებული 5 ათასი ლარის ნაცვლად, შემოსულია 6,7 ათასი ლარი. მიღებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარებები (ტრანსფერები), სულ 2729, 5 ათასი ლარი, რასაც გეგმა ითვალისწინებდა, _ განმარტავს ჩანტლაძე.

მისივე ინფორმაციით, ამავე პერიოდის გადასახდელებში, ნაცვლად 3 756, 9 ათასი ლარისა (ნაშთის ჩათვლით) გახარჯულია 3 752,1 ათასი ლარი, ანუ 4,8 ათასი ლარით ნაკლები, _ თქვა ზურაბ ჩანტლაძემ.

ჩანტლაძის თქმით, ცალკეული საბიუჯეტო დაწესებულებების მიხედვით, როგორც საერთო მოცულობაში, ისე ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, თანხების გადახარჯვას ადგილი არ აქვს.

ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულომ 325 ათასი ლარი გახარჯა; გამგეობამ სამსახურების ჩათვლით _ 709,4 ათასი ლარი; არქივი დაფინანსებულია 5,4 ათასი ლარით; აუდიტორულ შემოწმებაზე გაიხარჯა 0,2 ათასი ლარი; შენობების ტექნიკური პასპორტების და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადების და საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნების ხარჯები შეადგენს 4,7 ათას ლარს; ადმინისტრაციული შენობის დაცვაზე გახარჯულია 4,6 ათასი ლარი; კავშირგაბმულობის ხარჯები შეადგენს 8,7 ათას ლარს; სახანძრო-სამაშველო სამსახურს გახარჯული აქვს 105,8 ათასი ლარი; თავდაცვით ღონისძიებებზე (სამხედრო სამსახური) _ 68,4 ათასი ლარი; გზების მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე _ 683,4 ათასი ლარი; კომუნალური სამსახური "სხივის" დაფინანსებაზე _ 174, 0 ათასი ლარი; უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციაზე გახარჯულია 2,0 ათასი ლარი; დაბის კეთილმოწყობაზე (საახალწლო ღონისძიებებზე) გაიხარჯა 8,1 ათასი ლარი; ა(ა)იპ "კურორტ ბახმაროს" დაფინანსებაზე _ 34,5 ათასი ლარი; სოფლის მხარდაჭერის პროგრამებზე გახარჯულია 206,0 ათასი ლარი; სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე _ 49,4 ათასი ლარი; საბავშვო ბაღების დაფინანსებაზე _ 345,0 ათასი ლარი; მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დაფინანსებაზე _ 36,2 ათასი ლარი; განათლების სისტემის ხელშეწყობის პროგრამაზე _ 8,4 ათასი ლარი; სასპორტო სკოლის დაფინანსებაზე _ 90,0 ათასი ლარი; სპორტის განვითარების ცენტრმა 76,3 ათასი ლარი დახარჯა; კლუბმა "ბახმარომ" _ 75,7 ათასი ლარი; სამხატვრო სკოლამ _ 43,2 ათასი ლარი; ბიბლიოთეკების გაერთიანებამ _ 60,7 ათასი ლარი; მუსიკალურმა სკოლამ _ 65,8 ათასი ლარი; სამუზეუმო გაერთიანებამ _ 68 ათასი ლარი; კულტურის ცენტრის მიერ 159,0 ათასი ლარი გაიხარჯა; ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსებაზე 3,8 ათასი ლარია დახარჯული; რელიგიის დაფინანსებაზე _ 18,1 ათასი ლარი; გურიის საჭადრაკო ფედერაციას 7,0 ათასი ლარი გადაურიცხეს; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 9 თვეში 47,6 ათასი ლარი დახარჯა; სოციალურ დახმარებებზე 171,7 ათასი ლარი დაიხარჯა.

გამგებლის სარეზერვო ფონდიდან 27 596 ლარია დახარჯული. აქედან, სოფელ წიფნარის გზის ხარჯთაღრიცხვის შედგენასა და შეკეთებაზე _ 6 694 ლარი; სპორტდარბაზის სახურავის შეკეთებაზე _ 757 ლარი; სოფელ ფარცხმის წყალსადენის შეკეთებაზე _ 500 ლარი; დაბის სასაფლაოს ღობის შეკეთებაზე _ 1 202 ლარი; გამგეობაში გაზის მონტაჟზე _ 642 ლარი; გამგეობის სამუშაო ოთახების შეკეთებაზე _ 801 ლარი; "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელზე მიერთებისთვის (სოფლების განათების) _ 2 200 ლარი; იურიდიული მომსახურების საავანსო თანხა (მარინე კორძაძე) 1000 ლარის ოდენობით გაიცა; კურორტ ბახმაროს შიდა გზების და წყალსადენის სისტემების შეკეთების ხარჯთაღრიცხვის ღირებულება _ 4 000 ლარიც გამგებლის სარეზერვო ფონდიდან დაიხარჯა; დაბლაციხის, ხიდისთავის და გოგოლესუბნის სასაფლაოებთან მისასვლელი გზის სამუშაოებზე 6 323 ლარი დაიხარჯა; სოფელ ვაზიანში წყალსადენის რემონტზე _ 500 ლარი; სოფელ ამაღლების საჯარო სკოლაში რესურსოთახის მოწყობისთვის _ 2 987 ლარი.

9 თვის ანგარიშმა, რომელიც ზურაბ ჩანტლაძემ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე წარადგინა, ბევრი შეკითხვა გააჩინა, განსაკუთრებით, კულტურის ცენტრის ხარჯებმა. როგორც სხდომაზე გაირკვა, ცენტრს თანხა თითქმის სრულად აქვს დახარჯული, რაც დეკემბერში ხელფასების პრობლემას შექმნის.

ბიუროზე ა(ა)იპ-ების საკითხი რამდენჯერმე დაისვა. საკრებულოს წევრის, დავით შარაშიძის განმარტებით, აუცილებელია ყველა ა(ა)იპ-ის საქმიანობა აუდიტმა შეისწავლოს და მთავარ კითხვას _ რამდენად მიზნობრივად იხარჯება თანხები ა(ა)იპ-ებში, პასუხი გაეცეს:

_ ძალიან დიდი ხანია, ამას ვითხოვ. არავინ თქვას, რომ ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები რაიმეს დამოუკიდებლად აკეთებენ _ მათ ყოველთვის აქვთ მითითება. ისიც უნდა გავიგოთ, ვისი ბრძანებით და რატომ ხდება წლის ბოლომდე ბიუჯეტის ამოწურვა. მოვიწვიოთ კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი და ვკითხოთ, რა ხდება, ვინ დაავალა. აუცილებელია, ყველა ა(ა)იპ-ის საქმიანობა საფუძვლიანად შემოწმდეს. დამერწმუნეთ, რომ ბევრისთვის კარგი შედეგი არ დადგება, _ აღნიშნა შარაშიძემ.

ა(ა)იპ-ების შემოწმების საკითხს საკრებულოს სხვა წევრები და თავმჯდომარეც დაეთანხმნენ.

_ ვამბობთ, რომ მოვიწვიოთ აუდიტი და შევამოწმოთ?! კი, ბატონო, მოვიწვიოთ. მე თანახმა ვარ. დააშავა ვინმემ? პასუხი აგოს. არავის აქვს იმუნიტეტი, დამერწმუნეთ, _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ.

როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, არც საკრებულოს და არც გამგეობას არ აქვს უფლება, ა(ა)იპ-ების საქმიანობა მათ მიერ მოწვეულ აუდიტს შეამოწმებინონ:

_ თავად ა(ა)იპ-ებმა უნდა მოიწვიონ აუდიტი და წარმოადგინონ დასკვნა, _ აღნიშნეს დეპუტატებმა.

ზოგიერთი მათგანის მიერ დაისვა შეკითხვა _ რამდენად ობიექტური იქნება თავად ა(ა)იპ-ების მიერ მოწვეული აუდიტის დასკვნა.

დეპუტატები ამ საკითხზე საბოლოოდ ვერ შეჯერდნენ, თუმცა, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ყველა ა(ა)იპ საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს, ძალაში დარჩა.

ბიუროს სხდომაზე ითქვა ისიც, რომ ახლო მომავალში საკრებულო ყველა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის სრულ ანგარიშს მოისმენს. ანგარიში, როგორც მათ საქმიანობას, ასევე ფინანსურ სფეროს და საშტატო ერთეულებსაც შეეხება.

აღსანიშნავია, რომ კანონის თანახმად, ა(ა)იპ-ებს ვალდებულება აქვთ, საკრებულოს პერიოდულად ანგარიში წარუდგინონ:

_ თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირები ე. წ. ა(ა)იპ-ები, ვალდებულები არიან, საკრებულოს წინაშე პერიოდულად წარსდგნენ ანგარიშით არა მხოლოდ მათ მიერ გაწეული საქმიანობების შესახებ, არამედ, ფინანსური ანგარიშითაც, ანუ საკრებულოს მიერ დამტკიცებული მათი წლიური ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯის გაწევის ანგარიშით. აღნიშნულ ანგარიშში თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე მიზნობრივი ხარჯი დაგეგმილზე მეტია (ანუ გადახარჯულია) ან კიდევ უცებ აღმოჩნდა, რომ წლიურად დამტკიცებული ბიუჯეტი დროზე ადრე ამოიწურა, ამაზე, რა თქმა უნდა, თავად საკრებულომ უნდა იმსჯელოს, ხოლო მიზეზების ახსნის ვალდებულება ამ შემთხვევაში ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს ეკისრება. ამის გარდა, შესაძლო დარღვევების მიზეზების ობიექტურად დადგენის მიზნით, საკრებულოს შეუძლია, მოითხოვოს შესაბამისი ა(ა)იპ-ის აუდიტორული შემოწმება, ხოლო თუ დადგინდა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა, ან საკრებულოს თანხმობის გარეშე მოხდა ა(ა)იპ-ის რომელიმე ხარჯის თვითნებურად გაზრდა, გადათამაშება ან კიდევ უმიზეზოდ თანხების ამოწურვა წლის ბოლომდე, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დადგეს ანგარიშვალდებული პირების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო თუ საკითხი ეხება საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ფლანგვას, მაშინ არც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოირიცხება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის ხელმძღვანელმა ლევან ხინთიბიძემ.




 ახალი ამბები
  • ქმარმა ცოლი საჭმლის დროულად არ მიტანის გამო გაკოჭა, სცემა და დანით დაჭრა14 თებერვალს, მარნეულის რაიონში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა მის გამო, რომ მეუღლემ დროულად არ მიუტანა საჭმელი, სასტიკად სცემა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მტავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. როდესაც დაზარალებული  წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, იატაკზე წააქცია და ხელ-ფეხი პლასტმასის ე.წ. ხამუთებით შეუბოჭა, რა დროსაც ცოლის წინააღმდეგობის დასაძლევად ფეხში დანა ჩაარტყა. ქალი შებოჭილი, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში იყო და ამ დროის განმავლობაში ქმარი მას ფიზიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის მისაყენებლად ფეხებით და ხელებით სცემდა. სამართალდამცველებმა გ.გ. 2018 წლის 17 თებერვალს დააკავეს. მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) და 111,1441 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება) წარუდგინა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • ახალციხეში გარყვნილი ქმედებისთვის პაკისტანის მოქალაქე დააკავესახალციხეში 7 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ქმედების  პაკისტანის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ახალციხის სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით ... ...
  • გზავნილებიდან მიღებული შემოსავალი სესხის გაცემისას დამაბრკოლებელი ფაქტორი აღარ იქნება„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების ვადა არ იცვვლება და ძალაში შედის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. კარგია ის, რომ ინდუსტრია და მარეგულირებელი ისეთ კონფიგურაციაზე შეთანხმდნენ, რომელიც მისი ეტაპობრივი დანერგვის საშუალებას იძლევა“, -ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ დამფუძნებელმა განუცხადა. მისი განმარტებით, ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებების შედეგად, სესხის გაცემისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში, დაუსაბუთებელი შემოსავლების გათვალისწინებაც მოხდება. „რეგულაციების შესახებ არსებული დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირველი ვერსია გამოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორისთვის, შემოსავლები, რომლებიც დოკუმენტებით არ არის დადასტურებული, კვლავ იქნება მიჩნეული შემოსავლად და მისი დადგენის სექტორში არსებული პრაქტიკა იქნება გათვალისწინებული. ასევე ჩვენთვის პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება ბიზნესის დაფინანსების კუთხით. გარკვეულწილად შეიზღუდება სამომხმარებლო დაკრედიტება და მოექცევა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოში. საქართველოში მთელი ჯამური შემოსავლის მხოლოდ 45%-ია ხელფასის სახით არსებული შემოსავალი. დანარჩენი ფრაგმენტული, სეზონური და არარეგულარული ბიზნესშემოსავლებია. ასევე ჩვენი კლიენტების შემთხვევაში, დიდი წილი უჭირავს უცხოეთიდან განხორციელებულ გზავნილებს. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინება მოხდა რეგულაციებში. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, რეგულაციებმა სწორი სახე მიიღო. ჩვენ გავაგრძელებთ ბიზნესის დაფინანსებას და ასევე კლიენტების სამომხმარებლო საჭიროებების დაკრედიტებას, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ამ ოჯახების ფინანსური პრობლემები წარმოიშვას,“- განაცხადა არჩილ ბაკურაძემ. „კრისტალის“ დამფუძნებლის პროგნოზით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ფინანსური სექტორი ზრდას განაგრძობს, მაგრამ ტემპი შენელდება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის დადგენილებით, „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალი რეგულაციები საბანკო სექტორზე 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ 15 ნოემბრამდე გადაიწია. დანარჩენ საფინანსო სექტორზე კი რეგულაციების გავრცელება 2019 წლის იანვრიდან ... ...
  • საბერძნეთში ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯესსალონიკის სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობის ვადა საქართველოს მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაულის ჯამით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Protothema წერს.  სასამართლომ საქართველოს მოქალაქე არალეგალი მიგრანტების ტრეფიკინგის ცხრა შეთხვევაში ცნო დამნაშავედ, რომლებიც 2016-2017 წლებში ხორციელდებოდა. კრიმინალურ დაჯგუფებას, რომლის მეთაური საქართველოს მოქალაქე იყო, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მიგრანტები თურქეთიდან სალონიკსა და ათენში გადაჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი პროცედურის დროს, ავარიაში დაიღუპა ირანის მოქალაქე, რომლის საშუალებითაც პოლიციამ დაჯგუფებაზე გასვლა მოახერხა.  საქართველოს მოქალაქესთან ერთად ადამიანების ტრეფიკინგში დამნაშავედ საბერძნეთის ერთი და მოლდოვის ერთი მოქალაქე ... ...
  • "ინტერის" მაისური კახა კალაძისთვის და ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე -"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას „ქართული ოცნების“ წევრების გაღიზიანება მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არჩევნების პირველ ტურში წაგების გამო, კახა კალაძე ბაგა-ბაღების დირექტორებს ავიწროებს. ოპოზიციის წარომადგენელმა სხდომაზე მილანის საფეხბურთო ნაკრების „ინტერის“ ფორმა მიიტანა და განაცხადა, რომ დედაქალაქის მერს არ ესმის თბილისელების, ამიტომ მას მისივე ენით უნდა დაელაპარაკოს. „თბილისური და ქალაქური არ ესმის მერს და არაფრის გათვალისწინება არ უნდა. ხალხის წინააღმდეგ რომ არის სულ, დედაქალაქის მერს მის ენაზე მინდა, დაველაპარაკო. ეს არის მილანის „ინტერის“ ფორმა. „მილანი" და მილანის „ინტერი“ არიან დაპირისპირებულები და კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც "ინტერის" ფეხბურთელებს, როგორც მოწინააღმდეგეებს. ეს ფორმა გადაეცით კალაძეს,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რის შემდეგაც ის უმრავლესობის დეპუტატებისკენგაემართა და სცადა მათთვის მაისური გადაეცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი შეეცადა, ლევან ხაბეიშვილისთვის მისივე მოტანილი მაისური ჩაეცვა.  ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში ხველას

ექიმები გვაძლევენ რამდენიმე რჩევას, რომელიც...

ზოდიაქოს რომელი ნიშნები დაწყვილდებიან 2019 წელს?

ვერძი და მშვილდოსანი _ ვერძსა...

„შერიგებული“ ვარსკვლავები

ერთხელ მაინც გაიგებდით ისტორიას იმის...

როგორ ავიცილოთ თავი რთული სიტუაციებიდან

თუ თქვენ ვინმე გიყვირით, შეინარჩუნეთ...

წიწიბურის დიეტა

წიწიბურას სასარგებლო თვისებების წყალობით შესაძლებელია...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?