"ისწავლიან, ბატონო, ფეხბურთელები თამაშს"

ფინანსები

"ისწავლიან, ბატონო, ფეხბურთელები თამაშს"

8 დეკ. 2013, 22:23:05
2013 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 2014 წლის ბიუჯეტი გაზრდილია 1 307.4 ათასი ლარით, ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით, შემცირებულია 5 724.9 ათ. ლარით, რაც გამოწვეულია იმით, რომ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში ინფრასტრუქტურის სამუშაოებზე თანხის მოცულობა ასახული არ არის, ასევე 2014 წლის პროექტში გათვალისწინებული არ არის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხები, რომლებზედაც თანხების გამოყოფა მოხდება 2014 წლის დასაწყისში.

ბიუჯეტის გადასახდელები გაანგარიშებულია არსებული შტატების, საბიუჯეტო დაწესებულებების შენახვისათვის საჭირო თანხებზე, არსებული რესურსებიდან გამომდინარე და გათვლილია სულ 4 770.4 ათას ლარზე, აქედან: მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შენახვაზე დაიხარჯება 1 998.8 ათასი ლარი, მათ შორის: წარმომადგენლობითი ორგანოების შენახვაზე 550.0 ათასი და აღმასრულებელი ორგანოების შენახვაზე სამსახურების ჩათვლით) _ 1 343.0 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ, გასულ წელს შრომის ანაზღაურებაზე 936,5 ათასი ლარი გაიცა. მომავალი წლის ბიუჯეტში კი ეს თანხა 1 998.8 ათასი ლარით არის განსაზღვრული, რაც საჯარო მოხელეთა ხელფასების მატებითაა გამოწვეული.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დაცვის ხარჯები შეადგენს 12,0 ათას ლარს; თავდაცვის ღონისძიებებზე _ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შენახვაზე დაიხარჯება 127.0 ათასი ლარი); სახანძრო დაცვის სამსახურის ხარჯები შეადგენს 250,0 ათას ლარს.

როგორც გამგეობაში განმარტავენ, ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით, აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება.

პროექტით ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციაზე 374,0 ათასი ლარია მიმართული, აქედან: საგზაო სამუშაოებზე პირველ ეტაპზე (დიდთოვლობა, სტიქია და სხვა საგზაო სამუშაოები) დაიხარჯება 40.0 ათასი ლარი; ა(ა)იპ კომუნალური სამსახური "სხივი"-ს სუბსიდირებაზე დაიხარჯება 250.0 ათასი ლარი, მათ შორის: განათებაზე (დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება, განათების ქსელის მოვლა-შენახვაზე) - 115,0 ათასი ლარი და დასუფთავებაზე - 135.0 ათასი ლარი;

_ მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დაბა ჩოხატაურის დასასვენებელი პარკის და სკვერის კეთილმოწყობა, _ განმარტავენ გამგეობის საფინანსო სამსახურში.

არადა, 2012 წელს პარკისა და სკვერის კეთილმოწყობისთვის 200 ათას ლარზე მეტი დახარჯეს.

მომავალ წელს, ა(ა)იპ "კურორტ ბახმაროს" დაფინანსებაზე გამოყოფილია 65,0 ათასი ლარი. როგორც გამგეობაში ამბობენ, დაწესებულების მიზანია კურორტ ბახმაროს ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა-პატრონობა, შემეცნებითი, გასართობი და სპორტული დანიშნულების ობიექტების შექმნა, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, კომუნალური მომსახურების ეფექტური პირობების უზრუნველყოფა.

ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება დამსვენებელთა მოზიდვა, მოსახლეობის გაჯანსაღების, დასვენების, სამედიცინო და კომუნალური მომსახურების ეფექტური პირობების უზრუნველყოფა. საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. კურორტის ტერიტორიის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. საქუჩო განათების და წყალმომარაგების სისტემის მოვლა-პატრონობის ხელშეწყობა, ინდივიდუალური სააგარაკო სახლების და სხვა ობიექტების მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

საგანმანათლებლო ღონისძიებებზე 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაიხარჯება 728,0 ათასი ლარი, აქედან ა(ა)იპ სკოლამდელი და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო სააღმზრდელო დაწესებულება "მომავალის" შენახვაზე 650.0 ათასი ლარია განსაზღვრული.

_ გაიხსნება ბაგა-ბაღები ისეთ სოფლებში, სადაც კონტიგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნება მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. უფრო კონკრეტულად კი საბავშვო ბაღები სოფელ ამაღლებაში, ზოტში, ვან-ზომლეთში, ხევში გაიხსნება, _ ამბობენ გამგეობაში.

ამ ეტაპზე ჩოხატაურში ფუნქციონირებს 15 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 550 ბავშვი.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საბავშვო ბაღების მასწავლებლებს და აღმზრდელებს 40%-ით გაეზრდებათ.

ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შენახვაზე 68.6 ათასი ლარია გათვალისწინებული; სპორტული, კულტურული, ახალგაზრდული ღონისძიებების და რელიგიის შენახვას 966.0 ათასი ლარი მოხმარდება (ეს მუხლი, რომელიც წლებია მუნიციპალიტეტების ბიუჯეტშია ჩასმული საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ამ საკითხზე ჟურნალისტურ გამოძიებას უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ. ავტ.)

პროექტის თანახმად, დაფინანსება ეზრდება შპს საფეხბურთო კლუბ "ბახმარო 2009"-ს. წლევანდელ ბიუჯეტში არსებულ 85 ათას ლარს ემატება 65 ათასი ლარი და მომავალ წელს 150.0 ათას ლარს მიიღებენ.

ჩვენს კითხვაზე, რატომ უზრდიან "ბახმაროს” დაფინანსებას, მით უმეტეს, როცა გუნდი ამ სეზონში უმეტესად აგებს, გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ზურაბ ჩანტლაძე ასე გვპასუხობს: _ ისწავლიან, ბატონო, ფეხბურთელები თამაშს. ჩვენც მასე ვიყავით. თავიდან არაფერი ვიცოდით და ნელ-ნელა ვისწავლეთ. ნახეთ, რა გუნდი ეყოლება ჩოხატაურს მომავალს წელს.

აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კლუბი "ბახმარო” (ე.წ. განახლებული) ბოლო ხუთი წელია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზეა და ამ დროის განმავლობაში, განსაკუთრებული წარმატებებით ვერ დაიკვეხნის.

კულტურის განვითარების ხელშეწყობას მოხმარდება 548.0 ათასი ლარი, მათ შორის, ა(ა)იპ კულტურის ცენტრის სუბსიდირებაზე _ 218.0 ათასი ლარი დაიხარჯება; ა(ა)იპ საბიბლიოთეკო გაერთიანების სუბსიდირებაზე 86.0 ათასი ლარი; ა(ა)იპ სამუზეუმო გაერთიანების _ 98.0 ათასი ლარი; ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლის _ 66,0 ათასი ლარი და ა(ა)იპ სამუსიკო სკოლის სუბსიდირებაზე 80.0 ათასი ლარი დაიხარჯება. ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსებას 10.9 ათასი ლარი მოხმარდება.

აღნიშნული თანხების უმეტესობა ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ხელფასებს მოხმარდება. ისევე, როგორც მიმდინარე წელს. თანაც იმ ფონზე, როცა ა(ა)იპ-ებში ბევრი უცნაური შტატია დაშვებული: მაგალითად, დეკორატორი, სცენარისტი (ოღონდ რისი არავინ იცის), სელექციონერები (ამ შტატის ფუნქციაც გაუგებარია), სპეციალისტი ზეპირსიტყვიერების დარგში; სპეციალისტი ბავშვთა შორის მუშაობის საკითხებში; ლოჯისტიკაზე პასუხისმგებელი პირი; ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი პირი.

საკმაოდ უცნაური, ბევრ შემთხვევაში უფუნქციო შტატების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ამაზე სხვა საგაზეთო სტატიაში გესაუბრებით. მართალია, ხელისუფლება ხმამაღლა აღიარებს ბევრი შტატის არსაჭიროებას, თუმცა, აღიარება, მხოლოდ სიტყვიერად ხდება.

2014 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები 326.0 ათასი ლარით დაფინანსდება, აქედან, საზოგადოებრივი ჯანდაცვას მოხმარდება 76.0 ათასი ლარი (მათ შორის მიზნობრივი ტრანსფერი _ 64,0 ათასი ლარი და 12,0 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტით, საიდანაც დაფინანსდება 11 საფერშლო პუნქტი), დანარჩენი 250,0 ათასი ლარი სოციალურ დახმარებებზე დაიხარჯება, მათ შორის: 18 წლის ზევით მკვეთრად გამოსახული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სამედიცინო სტაციონალურ მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დაიხარჯება _ 7,5 ათასი ლარი; ახალშობილთა ოჯახებზე დახმარებაზე _ 15,0 ათასი ლარი; 0-18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარებასა და სტაციონალურ სამედიცინო მომსახურეობაზე _ 20,5 ათასი ლარი, (მათ შორის: სტაციონალურ სამედიცინო მომსახურებაზე _ 4,5 ათასი ლარი); მრავალშვილიანი (4 და მეტ 18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახების დახმარებაზე _ 25,0 ათასი ლარი; უხუცეს დღეგრძელთა დახმარებაზე (100 წელზე ზევით) _ 1,5 ათასი ლარი; დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარებაზე _ 3,6 ათასი ლარი; სამშობლოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურებაზე _ 2,5 ათასი ლარი; საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარებაზე _ 10.1 ათასი ლარი; მარტოხელა, უპატრონო პირთა სარიტუალო მომსახურების ხარჯებზე _ 4,0 ათასი ლარი; სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება, გადაუდებელ შემთხვევაში ბინის შესყიდვის ან დაქირავების ხარჯებზე _ 101,0 ათასი ლარი; ონკოლოგიურ დაავადებულთა სამედიცინო სტაციონალური მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე _ 8,0 ათასი ლარი; ლტოლვილთა დახმარებაზე (სათბობის შეძენა, სხვა აუცილებლობიდან გამომდინარე ერთჯერადი დახმარება და დაკრძალვის ხარჯი) _ 11.1 ათასი ლარი; ფენიკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარებაზე _ 9.6 ათასი ლარი; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახებისადმი მატერიალური მხარდაჭერა _ 3,6 ათასი ლარი; თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირთა დახმარება, რომლებიც გადიან დიალეზის კურსს _ 14,0 ათასი ლარი.




 ახალი ამბები
  • თიბისის მობაილბანკს ფულადი გზავნილების განაღდების ფუნქციონალი დაემატა (R)დღეიდან, თიბისის მობაილბანკში ფულადი გზავნილების განაღდება  შესაძლებელია. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, შესაბამისი ფუნქციონალი მობაილბანკს უკვე დაემატა.   სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებელმა აპლიკაციის მთავარ მენიუში  გადარიცხვების კატეგორიაში გზავნილის მიღების ღილაკს უნდა დააჭიროს და მიჰყვეს ინსტრუქციას.  მომხმარებლები, რომლებიც თანხას თიბისის მობაილბანკით გაანაღდებენ, ავტომატურად ჩაერთვებიან  ფულადი გზავნილების აქციაში და შესაძლებლობა ექნებათ, მოიგონ 5000 ლარამდე თანხა.  ფულადი გზავნილების კამპანიის  ფარგლებში,  ფულად პრიზს თიბისის 3000- მდე მომხმარებელი მიიღებს. ფულადი საჩუქრის მიღების შესაძლებლობა  ყველა იმ მომხმარებელს აქვს,  ვინც სწრაფ გზავნილს  დისტანციურ არხების საშუალებით (ინტერნეტბანკის, მობაილბანკის, ვებგვერდის - tbcgzavnili,ge,-ს ან ცხელი ხაზის საშუალებით) ან ფილიალში ვიზიტით გაანაღდებს.  აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/money-transfer-campaign-has-started  ... ...
  • აუქციონი ოზურგეთში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახისთვისქართველი მხატვარია ნინო ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს _ ის ოზურგეთში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახის დასახმარებლად აუქციონს აწყობს.  “მეგობრებო, გამარჯობა! კვლავ დაგიბრუნდით საქველმოქმედო აუქციონით. დღევანდელ დღეს ვუძღვნით ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაღდადში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ხარაბაძეების ოჯახს. ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს _ წლინახევრის ბიჭს გაჭირვებაში ზრდიდნენ, დედა მეორე შვილზე მშობიარობისას გარდაიცვალა. ახალშობილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. დღევანდელ აუქციონზე გაიყიდება ილუსტრაცია ნოდარ დუმბაძის ლექსისთვის „ფისო“ _ მუყაო, აკრილი, 42/30 სმ. თანხა, რისი გადახდაც გსურთ ილუსტრაციის შესაძენად, დააფიქსირეთ კომენტარებში და აუცილებლად მოგვწერეთ პირადი შეტყობინების სახითაც. გარკვეული ხარვეზების გამო, ზოგიერთი კომენტარი დროულად არ ჩანს. ილუსტრაციის საწყისი ფასია 200 ლარი. აუქციონი დასრულდება დღეს, 22:00. თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს. ნინო“, _ წერს ნინო ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში კაცი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი აეროპორტის გზატკეცილზე დაეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ... ...
  • 29 მაისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადი გაკონტროლდებასაზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან შეცვლილი პრინციპით იმუშავებს. როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება ტრანსპორტში და გაჩერებებზე. „იქნება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც ტრანსპორტში, ასევე გაჩერებებზე. ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება“, _ განაცხადა ხმალაძემ. ხმალაძის განმარტებით კონტროლი იქნება მეტროში შეშვებაზე. ... ...
  • „ბახვი 2" ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკანონოა - EMC სასამართლოს მიმართავს ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, „ბახვი 2" ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკანონოა. EMC-მა ადგილობრივი გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია "ეკოს" სახელით, ოზურგეთში, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის - ბახვი 2-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის თაობაზე მიღებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2020 წლის 23 აპრილს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში მიიღო. გზშ-ის ანგარიშით დგინდება, რომ 36 მგვ-იანი სიმძლავრის დადგმული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება დაგეგმილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავას მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტი ითვალისწინებს არარეგულირებადი, დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას და ექსპლუატაციას. "ბახვი 2" ჰესის ინფრასტრუქტურული ობიექტები განთავსდება მდინარე ბახვისწყლის მარცხენა სანაპიროზე, "ბახვი 3" ჰესის სათავე ნაგებობიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით ზედა ბიეფში, ზღვის დონიდან 1370-504 მეტრ ნიშნულებს შორის. პროექტის მიხედვით, ჰესის სათავე კვანძიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი კურორტი ბახმარო, მდებარეობს 6570 მეტრში, ჰესის ძალური კვანძიდან (ჰესის შენობა) უახლოესი საცხოვრებელი ზონა, სოფ. უკანავა დაცილებულია 2315 მეტრით, ხოლო სოფ. ვაკიჯვარი 3375 მეტრით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გარდა პროექტით გათვალისიწნებულისა, ჰესის მშენებლობა ასევე ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ვანისქედი, ოქროსქედი, უკანავა, ფამფალეთი, ბახვი, მთისპირი და მშვიდობაური - სადაც მდინარე ბახვისწყალი ჩაედინება. პროექტის განმახორციელებელი შპს "ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერის" მიერ დაფუძნებული და 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია შპს "ბახვი 2"-ია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოცემული და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი (გზშ) ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ, მათ შორის, მოსახლეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, წყალზე, ჰაერზე, ნიადაგზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე და სხვა მატერიალურ ფასეულობებზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ მოიცავს სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას, არ ეფუძნება სრულყოფილ კვლევებს, მათ შორის, არ არის სრულყოფილად გამოკვლეული ფიზიკურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ყველა ფაქტორი; არ არის გამოკვლეული და შეუფასებელი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის კუმულატიური ეფექტი, მისი მშენებლობისა და ექსპლუატაციის გავლენა კურორტ ბახმაროს ეკოსისტემაზე, ასევე, იმ სოფლებსა და მცხოვრებ მოსახლეობაზე, სადაც მდინარე ჩაედინება. გარდა ამისა, არსებითად პრობლემურად დგას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოების მონაწილეობის საკითხი, რამდენადაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სამინისტროს მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ინფორმირებისა და რეალური მონაწილეობითი პროცესის გარეშე განხორციელდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს გამოუსწორებელი ზიანის რისკის ქვეშ აყენებს. ორგანიზაციამ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო იქნება ოზურგეთის მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის უფლების დაცვისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ჰიდრორესურსების მართვის რეალური კონტროლის მექანიზმი. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?