ფინანსები
ახალი ამბები
- ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალაისტორიკოსი, თსუ-ს პროფესორი, გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა,_ ამის შესახებ განცხადებას უნივერსიტეტი facebook-ზე აქვეყნებს. ,,ბატონ გიორგის მრავალი წელი აკავშირებდა უნივერსიტეტთან, ისტორიის მიმართულების სტუდენტების უამრავმა თაობამ გაიარა მის თვალწინ, აღზარდა არაერთი შესანიშნავი ისტორიკოსი. ძალზედ დიდია მისი დამსახურება საქართველოს ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის შესწავლისა და განვითარების მიმართულებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, სტუდენტებს. პანაშვიდი: 21 იანვარი (ხუთშაბათი), 17:00 საათიდან; გამოსვენება: 22 იანვარი, 14:00 საათი; მისამართი: სიონის საკათედრო ტაძარი (სიონის ქუჩა N°3)" - წერია ... ...
- Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა (R) საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ - Global Finance თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2021 წლის საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა. ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგნ დაკომპლექტებულმა სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებული ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთშორისო დაფარვის დონე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური ტექნოლოგიები და სხვა. ქვეყანაში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 50%-ს აჭარბებს. „მოხარული ვართ, რომ თიბისიმ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო თიბისი ბანკის N1 პოზიციას ადასტურებს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით და ხაზს უსვამს - ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებას რამდენად აქტიურად ვუჭერთ მხარს. ამ მხარდაჭერის მტკიცებულება ჩვენი არაერთი საერთაშორისო ჯილდოა. 2020 წლის განმავლობაში, თიბისიმ ამ მიმართულებით არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და სოლიდური ფინანსური რესურსიც მოიზიდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღიარების მოპოვება გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე წლის შემდეგ, რომლის დროსაც მოვახერხეთ, რომ ვაჭრობის ფინანსირების კუთხით,მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული პროდუქტები და სერვისები უწყვეტად შეგვეთავაზებინა", - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. Global Finance-ის გარდა, ვაჭრობის დაფინანსების სფეროში როგორც ქვეყნის საუკეთესო პროვაიდერს, თიბისის საერთაშორისო აღიარება მოპოვებული აქვს ისეთი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა - EBRD, ADB, Commerzbank. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული. წლების განმავლობაში, თიბისის Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. (R) ... ...
- "თითქოს უნდა უბიწოების კოლექტიურად დაკარგვა და ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაზე უარს ეუბნებიან" ალეკო ელისაშვილის საქციელი არათუ პოლიტიკურ, არამედ პიროვნულ ლოგიკასაც სცდილება. ერთი მხრივ, რაღაცას იპრანჭება, მეორე მხრივ ფაქტია, რომ ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა. თითქოს, ეს არის შემთხვევა, როდესაც მას უნდა უბიწოების კოლექტიურად დაკარგვა და ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაზე უარს ეუბნებიან, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირების ფაქტზე საუბრისას განაცხადა. როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, ელისაშვილი „ბავშვივით იქცევა და სამარეს ითხრის“. „მიუხედავად იმისა, რომ მისი არგუმენტები ზოგჯერ ლოგიკურად ჟღერს და მისაღებიც კია, მისი საქციელი სცდილება ყოველგვარ ღირსებას, აბსოლუტურად ღირსებადაკარგული სუბიექტივით იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის ისტორიაში ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ძალიან ცუდად იქცეოდა, რაღაც ტიპის თამაშის წესების დაცვის იმიტაციას მაინც ახდენდა და მან ყველა წითელი ხაზი გადალახა, პირველ რიგში, ადამიანური. ფაქტია, რომ მისი მოქმედებები და მისი რიტორიკა მიმართულია იქითკენ, რომ „ქარულმა ოცნებამ“, როგორც თვითონ ამბობს მისმა ოპონენტმა, ძალიან კარგად იგრძნოს თავი და მაქსიმალურ კომფორტში იყოს. ამ ქვეყანაში პრობლემა ხომ არ არის ოპოზიციის ურთიერთობა? არის უამრავი პრობლემა და ის მეხუთეხარისხოვან პრობლემაზე ისეთ ისტერიკაშია ჩავარდნილი, რითაც ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფოებრივი პრობლემა გადაფარა მაშინ, როდესაც ადამიანებს, სულ სხვა პრობლემები აწუხებთ. ამ დროს ის რაზე იწყებს ლაპარაკს? ძალიან სამწუხაროა, თუმცა დანარჩენი ოპოზიციის რეაქციაც გასაკვირია ჩემთვის. ისინიც რჩებიან ამ პოლემიკაში. ალეკო ელისაშვილს შესვლა თუ უნდა - შევიდეს, ნუ ოცნებობს მაინცდამაინც კოლექტიურ შესვლაზე, თუ უნდა შესვლა, შევიდეს და ატაროს ეს ტვირთი. მას ხომ მიაჩნია, რომ მართალია? კი ბატონო, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. სხვა პარტიებს სხვა ტაქტიკა და სტრატეგია აქვთ, შეიძლება მცდარი, მაგრამ გაანებოს თავი. სხვებმაც გაანებონ ალეკო ელისაშვილთან სტუდიებში ჯდომას თავი და პოლემიკას. ამით ხომ ხელისუფლების საქმეს აკეთებენ? ოპოზიცია როცა ამას ვერ ხვდება, რა კომენტარი უნდა გავაკეთო? - განაცხადა ხუხაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე გუშინ ალეკო ელისაშვილს „რუსთავი 2“-ის ეთერში სიტყვიერად დაუპირისპირდა და მას მატყუარა და ავანტიურისტი უწოდა. ხაზარაძემ ელისაშვილს მოუწოდა, ოპოზიციის გვერდით არ გაიაროს და განაცხადა, რომ მისნაირ ადამიანს ხელს არ ჩამოართმევს. წყარო: ... ...
- გურული მეციტრუსეები: „ერთი ქარხნის აშენება რა გახდა ოზურგეთში?“გასული წლის შემოდგომაზე, ორიოდე თვის წინ, გურულ მეციტრუსეთა დიდი ნაწილს მანდარინი გაუყიდავი დარჩა. _პანდემიაა და ჩაიკეტაო, გვეუბნებიან. კი მარა, სეზონის დასაწყისში რომ იმდენი მყიდველი დადიოდა, მაშინ არ იყო პანდემია? რომ გაგვარკვიონ, რა ხდება, ვინმემ ჩვენკენ რომ გამოიხედოს, მილიონერებნით რომ არის პარლამენტი ავსებული, არ შეიძლება? ვინც მოასწრო მანდარინის გაყიდვა ნოემბრის დასაწყისში, ცოტა ხეირი კი ნახა. ნახევარზე მეტს კი ეზარალა ან უფრო დაბალ ფასში გაყიდა. რა გახდა გურიაში ერთი ციტრუსოვანების ქარხნის აშენება? ჟურნალისტები უნდა დაგვეხმაროთ, რომ ეს ყოველდღე ვუკიჟინოთ მთავრობას და მივიდეს მათ ყურამდე. სოფელი რომ ვერა და ვერ წამოდგა ფეხზე, დააბრალონ რამენაირად ისევ გლეხს, _ ასეთ საყვედურებს გამოთქვამენ „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: მერიის, კონჭკათის, ნაღობილევის, შრომის, ნატანების მცხოვრებლები, რომლებსაც გასულ შემოდგომაზე ციტრუსოვანები ეზარალათ. მეციტრუსეები იხსენებენ კომუნისტების მმართველობის იმ დროს, როცა მარტო ოზურგეთში ორი დიდი ქარხანა იყო და ციტრუსოვანებს აბარებდნენ. _ყველა სოფელში მიმღები პუნქტი იყო. მარტო ციტრუსი კიარა, არცერთი ხილი არ რჩებოდა ჩაუბარებელი. მთავრობამ კეთილი ინებოს და იფიქროს ერთი არასტანდარტული პროდუქციის მიმღები ქარხნის აშენება მაინც. წარმადობასა და პოროდუქციის გასაღებაზეც თვითონ იფიქრონ. ეს შესაძლებელია და ძალიან აუცილებელი, რომ ხალხმა ამოისუნთქოს. თუმცა, არაა ნება სწორედ მათ მხრიდან. ჟურნალისტები უნდა დაგვეხმაროთ. საკრებულოს და მერიას ჩვენც უნდა მივმართოთ, რომ მთავრობამდე ხმა მივიდეს და მოტხოვნა კატეგორიული გახდეს, _ გვეუბნებიან ციტრუსოვანი პლანტაციების მფლობელები, ვანო და ციალა ღლონტები, ავთო ჩხარტიშვილი, შაქრო ლომჯარია და სხვები. ისინი განმარტავენ ასევე, რომ „ნატანებსა და მერიაში რომ „სატყუარა ქარხნებია“ გახსნილი და სულ დაკეტილია, ისეთ საწარმოებზე არავინ მიგვითითონო“. „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ სტატიას, სადაც დაინტერსებული გურული მეციტრუსეეები კარგად აანალიზებენ არსებულ ვითარებას და სურთ, მათი მოთხოვნა სშუქცევადი ... ...
- “არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს"_ აქცია ზუგდიდშიზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ, ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აღნიშნულ აქციას სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. მათი თქმით, ისინი 2020 წლის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ . ამასთან, აქციის მონაწილეები კარვებსაც შლიან. ადგილზე მობილიზებულია ... ...
არქივი
⚏ტესტები
ტესტი _ ნიუტონი, მარადონა, „ტიტანიკი“, ქართველი მხატვრობა და პოეზია...
ვინ დაწერა „ალისფერი სიმბოლო“ („Scarlet...ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?
რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?
ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?
როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი
მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...
იცი თუ არა გეოგრაფიატესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?
რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...ტესტი _ გამოიცანი შემთხვევა ისტორიული ფოტოს მიხედვით
ბენ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციამარჯვენა ყური უკეთესად ისმენს

იტალიელმა სწავლულებმა კიეტის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევებით დაადგინეს, რომ ადამიანები უკეთ...
საუკუნის ბოლოს დედამიწის მოსახლეობა 10 მილიარდს მიაღწევს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის რაოდენობა 2050...
ქალისთვის საშიში პროფესიები

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სპეციალისტებმა ბევრი იმსჯელეს თუ ცოტა, დაადგინეს,...
⚏კარმიდამო ჩემი
ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი..."მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო
ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს
დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის..."მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში
შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?
ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული
საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი
ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია...."შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"
შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...რას უნდა მიაქციონ ყურადღება მევენახეებმა თუ ვენახის ბიოწესებით მოვლას გადაწყვეტენ
საქართველო ითვლება კულტურული ვაზის წარმოშობის..."ზარალი გვანახა შორიდან, მაგრამ გავუმკლავდით" _ კორონასგან დაუმარცხებელი "სამოთხის კლასტერი" ქობულეთში
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მცხოვრები...დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას
პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს
ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....
⚏ა კიდო