რა თანხა იხარჯება აიპ-იების თანამშრომელთა ხელფასებზე

ფინანსები

რა თანხა იხარჯება აიპ-იების თანამშრომელთა ხელფასებზე

26 ნოე. 2010, 20:59:28

"ნაციონალური" ხელისუფლება ყოველ წელს ხელისუფლებას "ქამრების შემოჭერისკენ" მოუწოდებს, ადგილობრივი ჩინოვნიკები კი, როგორც ირკვევა, ქამრებს სულ უფრო და უფრო უშვებენ _ მათი თვიური სარგო საკმაოდ სოლიდურია იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უამრავი ადამიანი შიმშილობს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა კარგა ხანია, კადრების შემცირების პირობას დებს და ამაში კვერს სამხარეო ადმინისტრაციაც უკრავს, თუმცა, ჩვენს მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტაციით საპირისპირო მტკიცდება _ სახელფასო უწყისები ამ დროის ჩინოვნიკთა მადის შესახებ ბევრ რამეს ამბობს.
დღეს, ჩვენი მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო იურიდიული პირების (აიპ-ების) სახელფასო მონაცემებს წარმოგიდგენთ. აიპ-ები ბიუჯეტიდან ანუ ჩვენი, ხალხის ჯიბიდან ფინანსდებიან.
თანამდებობების სახელწოდებები, რომლებსაც ქვემოთ გაეცნობით, ბევრ შემთხვევაში უცნაურია, რაც იმის ლოგიკურ ეჭვს ქმნის, რომ შტატები ხელოვნურად არის გაბერილი. არსებობს ინფორმაცია, რომ გარკვეულ ადგილებზე ისეთი ადამიანები არიან გაფორმებულნი, რომლებიც სინამდვილეში იქ არ მუშაობენ, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, "ფული თეთრდება". ჩვენი წყარო ამბობს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ბევრი პიროვნება ერთდროულად რამდენიმე, ერთმანეთისთვის მკვეთრად შეუთავსებელ პოსტს ითავსებს (გურიის გუბერნატორმა, ცოტა ხნის წინ, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ორ სამსახურში ერთი და იგივე პირების მუშაობის პრაქტიკას ბოლო მოეღებოდა და უმუშევარ ხალხს დაასაქმებდნენ, თუმცა, ეს პირობა დღემდე შეუსრულებელია).
დღეს ჩვენ აიპ-ების სახელფასო უწყისების სახელობით სიას და საშტატო განრიგს გთავაზობთ. იმ შემთხვევაში, თუ ამ სიაში გაურკვევლობას აღმოაჩენთ ან კიდევ ნახავთ, რომ თქვენი სახელით ვინმე ბოროტად სარგებლობს, დაგვიკავშირდით და ერთად დავადგინოთ სიმართლე.
აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც წყარო ამბობს, არასამეწარმეო იურიდიული პირები იმ "ნაციონალთა" დასასაქმებელი ადგილია, რომლებიც წინა მოწვევის საკრებულოში პარტიის სახეს წარმოადგენდნენ ან კიდევ არჩევნების დროს აქტიურად მუშაობდნენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ. მართალია თუ არა ეს ინფორმაცია, ეს მკითხველმა გადაწყვიტოს ქვემოთ მოყვანილი უკომენტარო ინფორმაციის საფუძველზე.


სამუზეუმო გაერთიანება

გაერთიანების ხელმძღვანელს, ნათელა კალანდაძეს, ხელფასის სახით, ყოველთვიურად 470 ლარი ეწერება; სპეციალისტს კომპიუტერულ დარგში იური კალანდაძეს _ 200; მეცნიერ მუშაკ ცისანა კალანდაძეს _ 250; ექსკურსიათმძღოლს ლელა ცინცაძეს _ 250; დამლაგებელ ლამზირა შარაშიძეს _ 130 ლარი; ფონდების მცველი ტერეზა ბაიაჯანია და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 270 ლარს შეადგენს; სამუზეუმო გაერთიანების ბუღალტერი მაია გოგოლაძეა და იგი 380 ლარს იღებს.
ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის დირექტორს, თამაზ ჩიგოგიძეს ხელფასი 300 ლარი აქვს; ექსკურსიათმძღოლს, ვაჟა დუმბაძეს _ 250; ამდენივეს იღებს მეცნიერ-მუშაკი მარიკა ვანიშვილი.
მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი რუსუდან კალანდაძე 270 ლარი იღებს; მეცნიერ-მუშაკი თეონა მჟავანაძე _ 125 ლარს.
ნიკო მარის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელს, ალექსანდრა მარს 270 ლარი აქვს ხელფასი; გურიის ერისთავების ციხე-დარბაზის დარაჯს, თეიმურაზ ჯანბერიძეს _ 115 ლარი.
სამუზეუმო გაერთიანების თანამშრომელთა ხელფასებში ერთი თვის განმავლობაში 3 730 ლარი იხარჯება.

სპორტის ცენტრი
სპორტის ცენტრის დირექტორი ზურაბ ჯინჭარაძეა და თვეში ანაზღაურების სახით 470 ლარს იღებს. ბენო თავბერიძე სპეციალისტია და 300 ლარი ეწერება. ბუღალტერ შორენა გასაშვილს _ 380 ლარი; ოპერატორ ლეილა სოხაძეს _ 250 ლარი; ქართული ხალხური ჭიდაობის მწვრთნელ ივანე კობიძეს _ 250 ლარი; სელექციონერ შმაგი ოსეფაიშვილს _ 250 ლარი; მეთოდისტს ემზარ დოლიძეს _ 200 ლარი; მეთოდისტია გიორგი ჩანტლაძეც და ისიც 200 ლარს იღებს; ცენტრში ორი მუშა ჰყავთ _ ილია კალანდაძე და ირაკლი კობიძე, რომელთა ანაზღაურება 150-150 ლარია.
ერთი თვის განმავლობაში სპორტის ცენტრის თანამშრომელთა ანაზღაურებისთვის 2 600 ლარია საჭირო.

სასპორტო სკოლა
სასპორტო სკოლის ხელმძღვანელს თამაზ ძნელაძეს 470 ლარიანი ანაზღაურება აქვს; გოჩა ძნელაძე სასწავლო ნაწილის გამგეა და 270 ლარს იღებს; მეთოდისტი მანანა ანთიძე _ 255 ლარს; ბუღალტერი მაგული დოლიძე _ 380 ლარს; ზურაბ მახარაძე სამნეო ნაწილის გამგეა და 250 ლარიანი ანაზღაურება აქვს; გივი სიხარულიძე მწვრთნელია და 250 ლარს იღებს; მწვრთნელია დავით ჩიკაშუაც და მას 270-ლარიანი ანაზღაურება აქვს; მწვრთნელ ლაშა დოლიძეს _ 125 ლარი; მწვრთნელ ზურაბი ახალაძეს 250 ლარი ეწერება განსხვავებით ასევე მწვრთნელ გიორგი გიორგაძისგან, რომელიც 320 ლარს იღებს; ლერი დოლიძე ფეხბურთის მწვრთნელია და მისი სახელფასო სარგო 250 ლარს შეადგენს; ზურაბ თავბერიძე იგივე სპეციალობისაა და მასაც 250 ლარი ეწერება; თამაზ ძნელაძე, ხელმძღვანელობასთან ერთად, მწვრთნელობას ითავსებს და ამ საქმიანობაში დამატებით 160 ლარს იღებს; სპორტის ცენტრის დირექტორი სასპორტო სკოლის თანამშრომელიცაა და მწვრთნელობაში 160 ლარი ეწერება; თამაზ კალანდაძე მწვრთნელია 250 ლარიანი ანაზღაურებით; ლიანა მამალაძე საქმის მწარმოებელია და 130 ლარს იღებს; დამლაგებელ ვალია ტრაპაიძეს კი 110 ლარი აქვს გამოწერილი.
სულ სასპორტო სკოლის თვიურ ხელფასზე 4 150 ლარი იხარჯება.

საფეხბურთო კლუბი "ბახმარო 2009"
კლუბის დირექტორი გრიშა თოდრიაა, რომელსაც თვეში 500 ლარი ეძლევა; ბესიკ გიორგაძე უფროსი მწვრთნელია და 350 ლარს იღებს; რამაზ უჯმაჯურიძე მწვრთნელია 320 ლარიანი ანაზღაურებით; უწყისში არ წერია მერაბ სიხარულიძის თანამდებობა და იგი თვეში 300 ლარს იღებს; ზურაბ მდინარაძე ბუღალტერია და 250 ლარი ეწერება; შოთა წიქორია სელექციონერია და 250 ლარს უხდიან; გუნდს ადმინისტრატორიც ჰყავს _ თემურ ჯანბერიძე და იგი 250 ლარს იღებს.
სულ კლუბისთვის თვეში 2 220 ლარი იხარჯება.

კულტურის ცენტრი
ჩოხატაურის კულტურის ცენტრის დირექტორის თამარ კეკელიძის ანაზღაურება 470 ლარს შეადგენს; ბუღალტერი მარინა მედვედევი 420 ლარს იღებს; სპეციალისტი საქმის წარმოების, კადრების აღრიცხვის საკითხებში თამარ გიორგაძე _ 280 ლარს; სპეციალისტი ღონისძიებების დარგში ნინო სიხარულიძე _ 350 ლარს; სპეციალისტი ზეპირსიტყვიერების დარგში გიორგი სიხარულიძე _ 280 ლარს; რეჟისორი გიორგი ცინცაძე _ 280 ლარს; სპეციალისტი ხალხური რეწვის დარგში ქეთინო კუკულავა _ 280 ლარს; ალექსანდრე ძნელაძე (მუსიკალური გაფორმება) _ 250 ლარს; დამლაგებელი ნანი ბოლქვაძე  _ 150 ლარს, სპეციალისტი ბავშვთა შორის მუშაობის საკითხებში ედიშერ ღამბაშიძე _ _ 280 ლარს, სპეციალისტი ფოლკლორის საკითხებში გია ხვინჩიაშვილი _ 350 ლარს; გარდერობის გამგე გიული დოლიძე _ 280 ლარი. 
ანსამბლ "გურიას" ხელმძღვანელს ჯემალ ნაკაშიძეს ხელფასის სახით 280 ლარი აქვს; ამდენივე იღებს ლოტბარი ავთო მახარაძე;. ანსამბლის  დანარჩენი 9 წევრის ანაზღაურება 115-115 ლარს შეადგენს; ანსამბლ "მანდილის" ხელმძღვანელის ლეილა კოტრიკაძის ხელფასი 250 ლარია; ერთ-ერთი წევრის, ლედი რამიშვილის _ 135 ლარი; დანარჩენი 5 წევრის 115-115 ლარი. ანსამბლ "ამაღლებას" ხელმძღვანელი არ ჰყავს და 7 წევრით შემოიფარგლება, თითოეულის ხელფასი კი 115-115 ლარს შეადგენს. ანსამბლ "კრიმანჭულის" ლოტბარს ლალი კორიფაძეს 280 ლარი ეწერება; ამდენივე ეძლევა მის მეუღლეს, დავით ჩხიკვაძეს, რომელიც ამავე ანსამბლის ხელმძღვანელია. ხალხურ საკრავიერთა ანსამბლის "ნართის" ხელმძღვანელს ვარდიკო თოდრიას 280 ლარი აქვს ჯამაგირი; დანარჩენ 4 წევრს კი _ 115-115 ლარი. ანსამბლ "ფერხულის" ქორეოგრაფს გოჩა ჯინჭარაძეს 250 ლარი ეძლევა; მის მედოლეს _ 180 ლარი. ანსამბლ "ილეკროს" ქორეოგრაფი ემზარ სანიკიძე 250 ლარს იღებს; მისი მედოლე კი 180 ლარს. ანსამბლ "დაბლაციხის" ხელმძღვანელის კახა კოროშინაძის თვიური ანაზღაურება 180 ლარია, დანარჩენი სამი წევრის _ 115-115 ლარი. ანსამბლ "კვარტეტს" მარინა მამალაძე ხელმძღვანელობს და 180 ლარს იღებს; მისი  3 წევრი  _ 115-115 ლარს. საესტრადო სიმღერის წრის ხელმძღვანელს ლარისა დოლიძეს 250 ლარი აქვს ხელფასი. ზოტის კულტურის სახლის დირექტორს ავთო ჭელიძეს 200 ლარი ეძლევა, ზემოხეთის კლუბის გამგეს მარინა თავაძეს _ 200 ლარი. ხელშეკრულებით ვერიკო გოგოლაძე ჰყავთ აყვანილი და მას თვეში 280 ლარს უხდიან.
კულტურის ცენტრის თანამშრომლებზე ერთი თვის ხელფასებზე 10 775 ლარი იხარჯება.

კომუნალური სამსახური "სხივი"
"სხივის" ხელმძღვანელი კახა ჯინჭარაძეა და თვეში 470 ლარს იღებს; ავთო ცინცაძეს მთავარი ინჟინრის პოსტი უკავია და 440 ლარია აქვს ხელფასი; მთავარი ბუღალტერი  გოჩა ცინცაძე 495 ლარს იღებს; სპეციალისტი კომპიუტერულ საკითხებში სოფიკო მეგრელიძე _  290 ლარს; სპეციალისტი ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში ლეო სიმონიშვილი _ 290 ლარს; საქმეთა მმართველი შორენა მახარაძე _ 180 ლარს. ყაჭეიშვილი მალხაზი ბრიგადირია და მისი ანაზღაურება 250 ლარია; ასეთივე ხელფასი აქვს მძღოლს დავით ეზიეშვილს განსხვავებით ასევე მძღოლ ამირან ანდღულაძისგან, რომელსაც 135 ლარი ეწერება; მეეზოვეების ხელფასი სტანდარტულია და 175 ლარს შეადგენს; ასეთივე ანაზღაურებას იღებენ მტვირთავი მუშები; საზოგადოებრივი ტუალეტის დამლაგებელს 100 ლარი აქვს; გუშაგს _ 135. გამგეობის დამლაგებლებს განსხვავებული ხელფასები აქვთ _ ნინო მეფარიშვილს და ელიკო სიხარულიძეს _ 155-155 ლარი, მარიზა ჩხიკვაძე და ნათია ბუბუტეიშვილს _ 125-125, ლილი თედორაძე _ 105; სოფიკო ლომთათიძეს _ 115 ლარი.
საქუჩო განათების ელექტრიკოსების ხელფასებიც განსხვავებულია _ ზაქრო სიხარულიძეს 270 ლარი აქვს, რობერტ მეგრელიშვილს _ 180, ვასილ ტრაპაიძეს და ლაშა ბენდელიანს _ 200-200 ლარი.
ერთი თვის განმავლობაში კომუნალური სამსახურის სახელფასო ხარჯი 6 415 ლარს შეადგენს.

სსსს დაწესებულება "მომავალი"
ამ ორგანიზაციის ადმინისტრაციის ხარჯები ასე გამოიყურება: დირექტორი ნინო ბარამიძე _ 470 ლარი; მეთოდისტი ლელა დოლიძე _ 300 ლარი; ბუღალტერი გულნაზ დოლიძე _ 420 ლარი; შესყიდვების სპეციალისტი ნათელა ანდღულაძე _ 350 ლარი; სპეციალისტი ელენე ჩხიკვაძე _ 300 ლარი; ბუღალტერი გიორგაძე მაია _ 300 ლარი; კომპიუტერის სპეციალისტი გიორგი დოლიძე _ 300 ლარი, დამლაგებელი ქეთევან შაქარიშვილი _ 140 ლარი.
სულ თვის განმავლობაში 2 580 ლარი.
ბაღების ხელმძღვანელებს დაბაში ერთნაირი, 330-ლარიანი ანაზღაურება აქვთ, სოფლების ბაღების გამგეებს კი 230 ლარი ეწერებათ. მომვლელების ხელფასი პედაგოგთა მსგავსად, ყველგან იდენტურია და არსად არ აღემატება 200 ლარს.

მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
დირექტორი შორენა კეკელიძე _ 250 ლარი; დამლაგებელი როზა კვაჭანტირაძე _ 70 ლარი; ნათელა მეგრელიშვილი, ირინა მამალაძე, შოთა ცინცაძე, ზურაბ ანთიძე, ეკა ბერძენიშვილი, ნატო ინწკირველი და მაია ცინცაძე სხვადასხვა წრის ხელმძღვანელები არიან და მათი თვიური ანაზღაურება 100-100 ლარს შეადგენს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი კუტუბიძეს ხელფასი 550 ლარი აქვს; რუსუდან მეგრელიშვილი ბუღალტერია და 350 ლარი ეწერება; ექიმ ეპიდემიოლოგს ნატო ჯიბუტს 350-ლარიანი ანაზღაურება აქვს; ამდენივეს იღებს ექიმი თამილა ტყეშელიაძე; ლოჯისტიკაზე პასუხისმგებელი პირი დოდო გოგიშვილია და 200 ლარი ეწერება; მარინა ძნელაძე  ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი პირია 200-ლარიანი ანაზღაურებით; ნათია კალანდაძე მნეა და 250 ლარი ეწერება; ამდენივეს იღებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა მათითაშვილი; მაია შარაშიძე დამლაგებელია და 130 ლარი აქვს; რუსუდან სიხარულიძე ხელშეკრულებით მუშაობს ოპერატორ-ანალიტიკოსად და 180 ლარს იღებს.
ცენტრის სახელფასო ანაზღაურება თვეში 2 810 ლარს შეადგენს.

სამუსიკო სკოლა

სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი ქეთევან გიორგაძე სპეციალისტიც არის და ადმინისტრატორიც, ამიტომ ორ ხელფასს იღებს: სპეციალისტობაში _ 133 ლარს, ადმინისტრატორობაში კი 470 ლარს, სულ _ 603 ლარს; სასწავლო ნაწილის გამგე ნინო დოლიძე, ხელმძღვანელის მსგავსად. სპეციალისტიცაა და ადმინისტრატორიც _ მას სპეციალისტობაში 139 ლარი ეწერება, ადმინისტრატორობაში კი _ 300, სულ 439 ლარი; პედაგოგების ანაზღაურება კი ასეთია: ნაზიკო ჩხიკვაძე _ 327 ლარი; მადონა ჩხიკვაძე 338 ლარი; ნინო გოგუაძე _ 349 ლარი; ქეთევან ვაჩეიშვილი _ 268 ლარი; მანანა თავბერიძე _ 326 ლარი; თამარ ანთიძე _ 311 ლარი; მარინა მამალაძე _ 360 ლარი; ნონა თავართქილაძე _ 116 ლარი; ნინო ბერძენიშვილი _ 349 ლარი; ნუნუ ყაჭეიშვილი _ 244 ლარი; თინათინ გურგენიძე _ 132 ლარი; მალვინა ჯინჭარაძე _ 107 ლარი; ლეილა კოტრიკაძე _ 76 ლარი; ივანე ობოლაძე _ 189 ლარი; ბუღალტერი ეკატერინა კუკულავა _ 320 ლარი; სამნეო ნაწილის ხელმძღვანელი ლიანა დოლიძე _ 100 ლარი; საქმის მწარმოებელი ნატო ბოლქვაძე _ 100 ლარი; ამდენივე ეწერება დამლაგებელს ლელა უნგიაძეს; სამუსიკო სკოლის მეორე დამლაგებელს ნუნუ ჩანტლაძესაც 100 ლარი. სკოლას დარაჯიც ორი ჰყავს _ ავთანდილ კოტრიკაძე და ლევან სიმონია 100-100-ლარიანი ანაზღაურებით.
თვის განმავლობაში სამუსიკო სკოლის თანამშრომელთა ხელფასებზე ბიუჯეტიდან 5 461 ლარი იხარჯება.

სამხატვრო სკოლა
ხელმძღვანელი მზია კვინტრაძე _ 470 ლარი; სასწავლო ნაწილის გამგე გიზო გიორგაძე _ 320 ლარი; სამნეო ნაწილის უფროსი ვლადიმერ ლომთათიძე _ 200 ლარი; ოპერატორი, საქმეთა მმართველი ინგა ანდღულაძე _ 200 ლარი; ბუღალტერი იამზე შამათავა _ 380 ლარი; პედაგოგი სოსო პაიჭაძე _ 175 ლარი;  პედაგოგი ოთარ დოლიძე _ 102 ლარი; პედაგოგი თემურ ბერძენიშვილი _ 186 ლარი. მზია კვინტრაძე ხელმძღვანელის გარდა, პედაგოგიცაა და დამატებით 117 ლარს იღებს; პედაგოგი მანანა თედორაძე _ 146 ლარს იღებს; პედაგოგი ქეთევან კუკულავა _ 146 ლარს. პედაგოგი ნატო სიმონია _ 205 ლარს; დამლაგებელი ნანა სიხარულიძე  _ 140 ლარს.
სულ 2 787 ლარი.

გალერეა
ოთარ დოლიძე ხელმძღვანელი _ 200 ლარი; მარინა ჩხიკვაძე, ექსკურსიათმძღოლი _ 160 ლარი.
სულ 360 ლარი.

ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკის უწყისში თანამდებობები მითითებული არ არის და ამიტომ ჩვენ თანამშრომლების მხოლოდ სახელობით სიას გთავაზობთ ხელფასების რაოდენობების მითითებით:
მაია მელუა _ 376 ლარი; თემურ ჯიქია _ 200 ლარი; ნათელა კოტრიკაძე _ 386 ლარი; ეთერ ჟღენტი, მზია სიხარულიძე, ირმა სიხარულიძე, ლია შარაშიძე, ნანა ყაჭეიშვილი, ნინო რამიშვილი _ 200-200 ლარი; მალვინა ბერაძე _ 240 ლარი; ლიანა თავართქილაძე _ 104 ლარი; თამარ თედორაძე _ 80 ლარი; ზამირა ბერაია _ 104 ლარი; ნინო ცინცაძე _ 120 ლარი;  ლილი ჯაში _ 148 ლარი; მანანა თედორაძე _ 104 ლარი; ზურაბ სიხარულიძე _ 200 ლარი; ცისანა გაგუა _ 100 ლარს.
სულ 3 362 ლარი.

როგორც ირკვევა, ყოველთვიურად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელფასებისთვის 47 965 ლარი სჭირდება (გამგეობა-საკრებულოს თანამშრომელთა ხელფასების შესახებ ინფორმაციას მომდევნო ნომერში მოგაწვდით).
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ უწყისებში ბევრი გაურკვეველი შტატი და ბევრიც საეჭვო პიროვნებაა, რომელთა შესახებ სინამდვილის დადგენა მხოლოდ თქვენი დახმარებით არის შესაძლებელი.
მოგვწერეთ, გამოგვეხმაურეთ!




 ახალი ამბები
  • ქართველი ფოლკლორისტი, მომღერალი, ლოტბარი - დღეს ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეადღეს ქართველი ფოლკლორისტის, მომღერალის, ლოტბარის, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელის, პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალის (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორის და ლოტბარის ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეა. იგი პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა. ფილიმონ ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და არაკანონიკური საეგზარქოსო-საეკლესიო მმართველობა ებრძოდნენ ქართულ გალობასა და სიმღერას, ეროვნულ მუსიკალურ ენა-აზროვნებას. ქართული გალობა, რომელიც შუა საუკუნეების უნიკალური პოლიფონიური ტრადიციაა, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გალობა, ქართულ ენასთან ერთად, იდევნებოდა ლიტურგიიდან, ეკლესიებიდან, სასწავლებლებიდან. გალობის მცოდნე ძალიან ცოტაღა იყო საქართველოში - ძირითადად მოხუცი მგალობლები. ფილიმონ ქორიძემ უარყო წარმატებული საოპერო კარიერა, უარი სთქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ცხოვრება შესწირა ქართული გალობის გადარჩენას. ქორიძესთან მელქისედეკ ნაკაშიძის მეთაურობით მივიდნენ ცნობილი ქართველი მგალობლები და ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება? ქორიძისგან რომ დადებითი პასუხი მიიღეს, გაუკვირდათ და ეჭვის თვალით შეხედეს მას. ქორიძემ მგალობლები მეორე დღეს დაიბარა, უგალობა და ფორტეპიანოზე მოასმენინა. მგალობლები დარწმუნდნენ რომ გალობის ნოტებზე გადატანა შესაძლებელი იყო. ფილიმონის ვაჟის, მიხეილ ქორელის მოგონებების თანახმად ფილიმონს ხშირად იწვევდნენ სუფრებზე, სადაც ის სხვადასხვა სიმღერებს ისმენდა. ქორიძე ამბობდა, რომ ზოგიერთ სიმღერას ვერ ცნობდა, რადგან მათ ადრე სხვანაირად ამბობდნენ, ახლა კი ელფერი შეცვლიაო. სწორედ ამიტომ გაუჩნდა ქორიძეს სურვილი, ნოტებზე ჩაეწერა ძველი გალობის კილოები. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. საქმე იდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ქორიძემ საოპერო კარიერა მიატოვა და აღარც უცხოეთში წასულა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან ის საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა. 1883 წელს ფილიმონმა დაასრულა იოანე ოქროპირის წირვის წესის ჩაწერა. 1884 წლისთვის უკვე არსებობდა სასტამბოდ გამზადებული ხელნაწერი. ეგზარქოს პავლეს მიერ გალობის აღმდგენი კომიტეტის მუშაობის ჩაშლამ შეუძლებელი გახადა ნოტებზე გადატანილი საგალობლების დაბეჭდვა თბილისში. მალე ქორიძე ინახულა ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ, რომელმაც აცნობა ქორიძეს, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაინტერესებული იყო ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერითა და გამოცემით. 1884 წლის ნოემერბში გაიმართა იმერეთის სამღვდელობის კრება, რომელმაც აირჩია სპეციალური კომიტეტი. კომიტეტმა 1885 წელს კონტრაქტი გაუფორმა ფილიმონ ქორიძეს. მას გურიასა და იმერეთში ცნობილ მგლობელთაგან 400 საგალობელი უნდა ჩაეწერა. ქორიძემ ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირის წირვის და სხვა საგალობლები. საგალობლებს ის დიმიტრი ჭალაგანიძისგან, რაჟდენ ხუნდაძისგან და სხვათაგან იწერდა. 1887 წელს ქორიძემ ეპისკოპოს გაბრიელს 400 საგალობლისგან შემდგარი კრებული ჩააბარა. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქორიძე ქუთაისში დარჩა და საეკლესიო საგალობლების ჩაწერა განაგრძო, ხელმძღვანელობდა სასულიერო სასწავლებლის გუნდს. 1889 წელს ქორიძის მეორე მეუღლე გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მან კიევში, მეუღლის ოჯახში გაგზავნა, ვაჟი მიხეილი კი გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. 1890 წელს მეგობრების რჩევით ქორიძე თბილისში დაბრუნდა. 1893 წელს ქორიძე მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად. მათვე შუძინეს ფისჰარმონია. ოზურგეთში ის 16 ივნისს გაემგზავრა: „დღეს, ამ თვის 16, მიემგზავრება ბატონი ფილიმონ ქორიძე ქ. ოზურგეთს. მაშასადამე, ხვალ ორი მამულიშვილი, ბატონი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ფოტოგრაფსავით სისწორით გადააქვს ჩვენი გალობა, და ბატონი ანტონ დუმბაძე, რომელიც სრული და შეუდარებელი მგალობელია მთელს საქართველოში, ერთად შეიყრებიან“ გარდაიცვალა 1911 წელს ბახმაროში. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ეკლესია. ამჟამად საფლავი დაკარგულია. მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისი მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე, და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში — ესტატე კერესელიძე). სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით. 1990 წლის 21 მაისს ოზურგეთში დაიდგა მისი ბიუსტი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე). ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული. წყარო: ... ...
  • აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდააჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების ცნობით, ცხელების ცენტრიდან კაცს საკუთარი სურვილით თურქეთში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას განაგრძობს. აჭარაში, კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ... ...
  • ბებო კახეთიდან, რომელიც ლანჩხუთის ქუჩებში შემწეობას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალამოხუცი ქალბატონი, რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანიდან იყო და წლების განმავლობაში ლანჩხუთის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალა. ეთერ ნატროშვილის ოჯახი ლანჩხუთში კახეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა შვილთან და მეუღლესთან ერთად. მეუღლე ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა და ლანჩხუთშია დაკრძალული. მოხუცი ქალბატონი შვილთან ერთად ზამთრის ცივ დღეებში, თოვლსა თუ წვიმაში, წლების განმავლობაში ქუჩაში იდგა მოწყალების მისაღებად და თავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მიტოვებულ ავტობუსს აფარებდა. ლანჩხუთის მერიამ მას არაერთხელ შესთავაზა ქირავნობის პროგრამა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ სახლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, დიდხანს არ ჩერდებოდა. სამიოდ თვის წინ კი, პრობლემა ნაწილობრივ იმით მოგვარდა, რომ მოხუცი ქალბატონი საგარეჯოს უპოვართა სახლში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, იგი გარდაიცვალა, ლანჩხუთში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით ე.წ. "ატეკის სასაფლაოზე" ... ...
  • სპეცოპერაცია ზუგდიდში _ დაკავებულია ბიზნესმენის შვილიზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, სპეცოპერაციიყო. სამართალდამცავები დაკავებული მოქალაქის ავტომანქანას ჩხრეკენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენ დათო შენგელიას შვილია. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით ... ...
  • სახლში, რომელიც დაიწვა, არავინ ცხოვრობდა _ ხანძარი შემოქმედშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა. ოზურგეთელმა მეხანძრე-მაშველებმა პირველი სართულის გადარჩენა მოახერხეს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, სახლში წლების მანძილზე არ ცხოვრობდნენ. სახლის მფლობელები მხოლოდ თხილის სეზონზე ჩამოდიოდნენ. ამ დროისთვის უცნობია მიზეზი, რამ გააჩინა ცეცხლი მიტოვებულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...