2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ოზურგეთში

ფინანსები

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ოზურგეთში

2018 დეკ 10 09:33:17

გასულ კვირას, ქალაქ ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში NDI-ის ორგანიზებით და ხელშეწყობით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოეწყო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ მოკლედ ისაუბრეს წლის მთავარი დოკუმენტის შესახებ.

როგორც კონსტანტინე შარაშენიძემ აღნიშნა, მისი ხელმძღვანელობის დროს მსგავსი შეხვედრა პირველად ტარდება.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა საჯარო იყო, ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე მხოლოდ ერთი ან ორი თუ იყო ისეთი დამსწრე, რომელიც არ იყო საჯარო სამსახურების, მედიის, ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ოზურგეთის მერის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტიდან თანხების ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელშეწყობაზე, სოციალურ პროექტებზე, სპორტული და გასართობი მოედნების მშენებლობაზე.

"2019 წლის ბიუჯეტის პროექტში არ არის მოცემული გასახორციელებელი პროექტების აღწერილობითი ნაწილი, შუალედური და საბოლოო შედეგები და მათი გაზომვის ინდიკატორები. საბიუჯეტო წლის ბიუჯეტში უნდა აისახოს 2019 წლის გასახორციელებელი პროექტების აღწერილობითი ნაწილი შუალედური ან საბოლოო შედეგები და ინდიკატორები", _ თქვა შეხვედრის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ.

მანვე შეხვედრაზე ისაუბრა იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელიც გაუგზავნა საკრებულოს კომისიის და ფრაქციების წარმომადგენლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას.

"ბიუჯეტის პროექტში გამოყოფილი ახალი ქვეპროგრამის _ "სოფლის მხარდამჭერი პროგრამების" დაფინანსებაზე წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი აღნიშნულ ქვეპროგრამასთან მიმართებაში არ იძლევა შესაძლებლობას, ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულებისთვის განსაზღვრული დაფინანსების ოდენობის შესახებ.

მუნიციპალიტეტისთვის დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება შშმ პირთა ინტეგრაციის საკითხი. სამწუხაროდ, არამცთუ მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაც კი არ არის ადაპტირებული და შშმ პირებზე მორგებული. მიზანშეწონილია, 2019 წლის ბიუჯეტში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა;

 ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული არც ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, იმ ფონზე, როცა აღსაზრდელთა კონტიგენტის სიდიდის გამო, საბავშვო ბაღების ჯგუფები გადატვირთულია. კომისია მოითხოვს, 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტში აისახოს აღნიშნული პრობლემა.

ასევე, გათვალისწინებულ უნდა იქნას სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის ხელფასის ზრდა, მინიმუმ, 50 ლარის ოდენობით.

მიუხედავად მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების საქმეში მიღწეული ერთგვარი წარმატებისა, კვლავ შეინიშნება აღნიშნული მიმართულებით გარკვეული ხარვეზები. არასაკმარისია დღევანდელ რეალობასთან ადაპტირებული სანაგვე ურნების რაოდენობა", _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ.

შეხვედრაზე, ასევე, ცნობილი გახდა, რომ სოფლის განვითარების მხარდაჭერის პროგრამის გახორციელება 2019 წლისთვის იგეგმება.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა, ჩატარდა თუ არა სოფლის კრებები, რაზეც გია მამაკაიშვილმა გვიპასუხა:

"სოფლის განვითარების პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ასევე, დამატებით 500 000 ათასი ლარი წამოვა ცენტრალური ბიუჯეტიდან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი იმყოფებოდა ფინანსთა სამინისტროში და ეს პროექტები 2019 წელს გახორციელდება. ოფიციალურად სოფლებში დაიგზავნა მიმართვა, რომელსაც ჰქონდა თანდართული ცხრილი, თანხებიც თანაბრად გადანაწილდა. ასევე, ჩატარებულია სოფლებში კრებები. შეივსო ანკეტები, რომლის შევსებაში მოსახლეობა იყო ჩართული და მათ ჩაწერეს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც მომავალ წელს უნდა გადაიჭრას", _ გვითხრა მამაკაიშვილმა.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა, თუ რატომ არ ჩატარდა "შემოქმედობა" მაშინ, როცა ჩატარდა სხვა სოფლის დღესასწაულები _ "ასკანობა" და "ექვთიმეობა"; ასევე, როდისთვის იგეგმება ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიული მუზეუმის გახსნა (მკითხველს შევახსენებთ, რომ შენობა უკვე ერთ წელზე მეტია აშენებულია):

"მე კონკრეტული პასუხის გაცემა არ შემიძლია, რატომ არ ჩატარდა "შემოქმედობა", როდესაც ჩატარდა "ასკანობა" და "ექვთიმეობა", მაგრამ ღონისძიებები, რომელიც წელს არ ჩატარდა, გაისად აუცილებლად ჩატარდება", _ გვიპასუხა გია მამაკაიშვილმა.

კონსტანტინე შარაშენიძემ მხოლოდ მუზეუმის გახსნის შესახებ გვიპასუხა:

"მუზეუმის გახსნა იგეგმება. წელს მანდ იმართება კალანდობა და ასევე, პარალელურად მოხდება მუზეუმის გახსნა".

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის _ "ჩვენი შვილების" თავმჯდომარემ ნინო ჭელიძემ აღნიშნა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ორი პროექტი წარუდგინა:

"პირველი პროექტი ეხებოდა ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე პირებისთვის წამლების ყიდვას. მეორე არის პამპერსების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პამპერსების გადაცემას იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჭირდება, ზოგადად, შშმ პირებს", _ თქვა ნინო ჭელიძემ.

გია მამაკაიშვილის ინფორმაციით, 10 დეკემბრამდე უნდა მოხდეს რეკომენდაციების გათვალისწინება და ზუსტად მაშინ გახდება ცნობილი, რა მომავალი უწერია "ჩვენი შვილების" მიერ წარდგენილ პროექტს.




 ახალი ამბები
  • ბიძინა ივანიშვილს არ დაურღვევია თავისი პირობა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება - დიმიტრი ხუნდაძე"ბიძინა ივანიშვილს არ დაურღვევია თავისი პირობა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება,"- ეს განცხადება "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, "კურიერის" პიორდაპირ ეთერში გააკეთა. ხუნდაძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის სიკეთეში მაჟორიტარების დარწმუნება ვერ შეძლო. "მთავარია ქვეყნის სტაბილურობა, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. მთავარია, ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური გარემო და სწორედ ეს არ აწყობთ, თქვენ ხედავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავიდან ბოლომდე დესტრუქციაზეა აწყობილი. ბიძინა ივანიშვილს არ დაურღვევია თავისი პირობა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. იყო უმრავლესობის შეხვედრის სამი რაუნდი, სადაც ლიდერიც და გუნდის დანარჩენი წევრებიც შეეცადნენ, რომ ჩვენი დამოკიდებულება შეეცვალათ, მაგრამ არა ხელების გადაგრეხვით, ან რაიმე მუქარით, არამედ შიდა გუნდური წესებით და ერთმანეთის პატივისცემით. ვერ მოხდა შეთანხმება, ამიტომ მოხდა გამოსავალი ამ თითქოსდა და გამოუვალი მდგომარეობიდან, რომელიც ლიდერმა გუნდთან ერთად მოძებნა, რომ იქნებოდა თავისუფალი კენჭისყრა. არა ხელების გადაგრეხვა, არამედ პასუხისმგებლობა თითოეული დეპუტატის. მე ეს პასუხისმგებლობა ავიღე, მაჟორიტარებმა აიღეს და ამას აქვს, რა თავისი პოზიტიური სიკეთე. თუნდაც ის, რომ თითოეულ რეგიონს თავისი წარმომადგენელი ეყოლება. რაც პროპორციული სისტემით არ ეყოლებოდა,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ "კურიერის" ... ...
  • აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალესამ წუთებში აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ... ...
  • "ქართული ოცნების 14 ნოემბერი, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა" _ გიორგი კვირიკაშვილისაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინმისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. კვირიკაშვილის თქმით, ეს იყო  პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება. "ქართული ოცნების 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან გაშვებული ... ...
  • "ესენი იყვნენ ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში" _ ზვიად კვაჭანტირაძეამ დეპუტატებმა, რომლებმაც ე. წ. გმირობა გამოიჩინეს, ამ ადამიანებს ცხოვრებაში ნაბიჯები არ გადაუდგამთ, _ ეს განცხადება ამ წუთებში დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა. კვაჭანტირაძის თქმით, ეს დეპუტატები ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში. "ამ დეპუტატებმა, რომლებმაც ე. წ. გმირობა გამოიჩინეს, ცხოვრებაში ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ეს დეპუტატები ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში. ამ ადამიანებმა თუ მოაწყვეს “აჯანყება”… ჩანს, რომ ეს იყო კონტროლირებადი ვითარება, მით უმეტეს, ის დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა, თავიდან ბოლომდე სუს-ის კონტროლირებადები არიან. მე ვფიქრობ, რომ რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ქართული ოცნება განწირულია დამარცხებისათვის. ბატონო ბიძინა, 15 მაჟორიტარს თუ ვერ უვლით, ქვეყანას როგორ მოუვლით? განაცხადა აქციაზე მისულმა ზვიად ... ...
  • "მოახდინეთ თქვენი ზეგავლენა ამ პროცესებზე" _ მარგველაშვილი მეგობარ პრეზიდენტებს მოუწოდებსთქვენ წაგართვეს ყველაზე მნიშვნელოვანი, თქვენი თავისუფალი არჩევანი,, _ ეს განცხადება ამ წუთებში, თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. მარგველაშვილმა მოუწოდა მოსახლეობას მივიდნენ აქციაზე დემოკრატიის დასაცავად.   "თქვენი თავისუფალი არჩევანია, აირჩიოთ ის ვინც მოგწონთ, მნიშვნელობა არ აქვს , ვინ მოგწონთ და როგორი მოგწონთ. დღეს ამის მცდელობა არის, თქვენი საარჩევნო მანდატი ჩაიდონ ჯიბეში. მე მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც არიან ტელევიზორებთან, ვინ უყურებს ამ ყველაფერს _ არ არსებობს თავისუფლების მოპოვება, თავისუფლების დაცვის გარეშე, არცერთი ჩვენგანი არ მოიპოვებს თავისუფლებას, თუ თავის წვლილს არ შეიტანს თავისუფლების დაცვაში. თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი და არუნდა გაჩერდეს პოლიტიკური პროცესი მანამ სანამ ჩვენ არ ვიქნებით დარწმუნებულები, რომ ჩვენი ხმის უფლება იქნება გარანტირებული. მე მოვუწოდებ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ჩვენ გვიყურებს,  ხვალ, ზეგ, მასზეგ იდგნენ აქ იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი დემოკრატია, სხვანაირად არ შედგება თავისუფალი საქართველო, სხვანაირად ჩვენ ვიქნებით სხვადასხვა კლანებისა და ინტერესების მუდმივ ტყვეობაში. დღეს ბრძოლა არ ეხება პოლიტიკოსებს, არამედ რიგით მოქალაქეებს, მათ უფლებას და ისინი უნდა გააქტიურდნენ. მე დღეს მივმართავ ჩემს ასობით მეგობარს, ათობით დედაქალაქში. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო, რომელიც თქვენ მოგწონდათ ჩემო ევროპელო, ამერიკელო, დასავლელო მეგობრებო, ცდილობენ, რომ საქართველოს დაუმთავრონ მომავალი. განსაკუთრებით, მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება და უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ან ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს, ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი არის ცხოვრების წესი. არ არის ეს ქართველი ხალხის არჩევანი და არა ვართ ჩვენ ამის ღირსი. მე ვუერთდები ამ აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი სულისკვეთების და თქვენი ბრძოლის მხარდამჭერი, ღმერთმა დალოცოს საქართველო,"- განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?