ბიუჯეტის პროექტი გამგეობას დაუბრუნდა

ფინანსები

ბიუჯეტის პროექტი გამგეობას დაუბრუნდა

2014 დეკ 4 18:01:42

როგორც პროგნოზირებადი იყო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ უკან დაუბრუნა გამგეობას, რა თქმა უნდა შესაბამისი შენიშვნებით. შენიშვნები საკმაოდ ბევრი იყო, რაც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ალეკო სარიშვილის მოხსენებით ბარათში მკაფიოდ აისახა. საკრებულოს კომისიების, ფრაქციების მოსაზრებებს დაემატა მუშა ჯგუფების ტერიტორიული ორგანოების მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გამოთქმული მოსაზრებები და ამის მიხედვით შეირჩა ის პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსება ახალ ბიუჯეტში უნდა გაიზარდოს.

კერძოდ კი, უნდა გაიზარდოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსება მათი ფუნქციონირების სტანდარტებთან მიახლოების მიზნით. ასევე გაიზარდოს კულტურის ცენტრის ბიუჯეტი, მოხდეს ქალაქ ლანჩხუთის კეთილმოწყობის ხარჯების ზრდა. აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იყოს შენობა-ნაგებობების ტექნიკური პასპორტების და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადების და საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნების ხარჯები. ახალ პროექტში უნდა მოხდეს სარეზერვო ფონდის ზრდა და საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების ხარჯების მატება. ასევე ბავშვთა დღის ცენტრ "იავნანას" და ჰუმანიტარული დახმარების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსების ზრდის აუცილებლობა გამოიკვეთა დეპუტატების მიერ.

საგულისხმო და საკმაოდ კრიტიკული დასკვნა გააკეთა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიამ, რომელიც 5 პუნქტად ჩამოყალიბდა:

ბიუჯეტის პროექტი ვერ პასუხობს "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" მოთხოვნებს, რადგან უგულებელყოფილია საბიუჯეტო სისტემის უმთავრესი, ყოვლის მომცველობის პრინციპი, ანუ ბიუჯეტის ყველა შემოსულობები, გადასახდელები სრულყოფილად არაა ასახული. პროექტი არ არის ორიენტირებული საზოგადოების მოთხოვნების იდენტიფიკაციაზე, არ არის გათვალისწინებული მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე ორიენტირებული პროგრამების დაფინანსება.

 ბოლომდე არ არის დაცული გამჭვირვალეობის პრინციპი, რადგან ზოგიერთი შემოსულობა და ხარჯი დაუსაბუთებელია. მოსახლეობისთვის ბიუჯეტის პროექტის რეალური შინაარსი დაფარული და ბუნდოვანია.

სახეზეა ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების ზრდა ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ "გურიასთან" დაკავშირებით, რომლის ბიუჯეტის შემცირებით შესაძლებელი იქნება თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული პრიორიტეტების: სკოლამდელი აღზრდის, კეთილმოწყობის და სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდა.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში შეიქმნას წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები საკითხის კენჭისყრაზე დაყენების დროს.

უნდა ითქვას, რომ მოსახლეობას აღნიშნულთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გააჩნია. მაგალითისთვის, სოფელ ნინოშვილის მოსახლება მიიჩნევს, რომ უპირველესად ხელფასები უნდა გაეზარდოს საბავშვო ბაღის თანამშრომლებს; ასევე, ისინი მიზანშეუწონლად მიიჩნევენ საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებას. სოფელ ჩოჩხათის მოსახლეობა კი თვლის, რომ დაფინანსება უნდა გაიზარდოს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. სუფსის მცხოვრებლებს პრიორიტეტად, მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევაც მიიჩნევენ.

ძირითადად იკვეთება, რომ სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა ყველაზე მეტ აქცენტს სკოლამდელ აღზრდაზე აკეთებს. მათი აზრით, ამ კუთხით მეტი თანხა უნდა დაიხარჯოს, ასევე, უნდა მოგვარდეს ბავშვების ტრანსპორტირების პრობლემაც, ყველაზე სკეპტიკურად კი მოსახლეობა "გურიას" ბიუჯეტიდან დაფინასებას უყურებს.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?