რა ქონებას ფლობს საქართველოს მთავარი პროკურორი

ფინანსები

რა ქონებას ფლობს საქართველოს მთავარი პროკურორი

2015 თებ 20 01:25:10

საქართველოს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 10 ივლისს აქვს შევსებული, თუმცა რამდენიმე დღის წინ, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე მისი დეკლარაციები არ იძებნებოდა.

როგორც"გურია ნიუსს“ განუცხადეს, საიტს ტექნიკური შეფერხება ჰქონდა, რის გამოც, რამდენიმე პირის ქონებრივი დეკლარაცია იმ მომენტისთვის ხელმისაწვდომი არ იყო, თუმცა აღნიშნული პირების დეკლარაციები ინფორმაციის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს საიტზე გამოქვეყნდა.

გიორგი ბადაშვილის დეკლარაციის მიხედვით, მთავარი პროკურორი ფლობს 48.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას ნუცუბიძის მე-5 მიკრო რაიონში და 129.57 კვ.მ-ის ფართობის ბინას  თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე მშენებარე სახლში.

მამის, ნუგზარ ბადაშვილის მფლობელობაშია  ავტოფარეხი  თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 28.40 კვ.მ-ია.

ასევე ნუგზარ ბადაშვილის სახელზეა არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე,  იმავე მისამართზე, რომლის ფართობი ფართობი - 26.30 კვ.მია.

 ნუგზარ ბადაშვილი ფლობს 1000.00 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთს თბილისში, სოფელი გლდანში (სასოფლო-სამეურნეო). ბინას თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 104.00 კვ.მ-ია. ამავე მისამართზე 9.25 კვ.მ-ის ფართობის სარდაფს, 30 კვ.მ-ის არასაცხოვრებელ ფართს.

ასევე, ნუგზარ ბადაშვილია არასაცხოვრებელი ფართის 35%-იანი წილის მფლობელი თევდორე მღვდლის ქუჩაზე, რომელიც 108.00 კვ.მ-ია. თანამესაკუთრეები კი, ეკატერინე ფრანგულაშვილი და ქეთევან ბურჯანაძე არიან.

ნუგზარ ბადაშვილი ფლობს თევდორე მღვდლის ქუჩაზე ავტოფარეხს, რომელიც 30 კვ.მ-ია. ასევე, არასაცხოვრებელ ფართს, რომლის ფართობიც 6.96 კვ.მ-ია.

ის არის 143097.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთის (სასოფლო-სამეურნეო, სახნავი) მფლობელი საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში. მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში, რომლის ფართობიც 1080.00 კვ.მ-ია.

ნუგზარ ბადაშვილის სახელზეა მსუბუქი ავტომანქანა Honda crv 199.

რაც შეეხება მთავარი პროკურორისა და მისი ოჯახის წევრების ფინანსურ მდგომარეობას, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, შევსების მომენტში, გიორგი ბადაშვილის სახელზე ,,საქართველოს ბანკში“, სახელფასო ანგარშზე 4300.00 ლარი, ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე კი, 8000.00 ლარი იყო."ბაზისბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე კი, 2200.00 ლარი;  „საქართველოს ბანკის“  საკრედიტო ანგარიშზე კი, 7000.00 დოლარი.

რაც შეეხება ნუგზარ ბადაშვილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას, მის მიმდინარე ანგარიშზე  ,,თი–ბი–სი ბანკში“ 14890.00 ლარი იყო.

 გიორგი ბადაშვილის დედის, დალილა გეგეჭკორის სახელფასო ანგარიშზე  „ლიბერთი ბანკში“   1500.00 ლარი, ,,თი–ბი–სი ბანკის“  მიმდინარე ანგარიშზე კი, 1250.00 დოლარი იყო.

დის,  ნინო ბადაშვილის სახელფასო ანგარიშზე  ,,საქართველოს ბანკში“  2700.00 ლარი.

დეკლარაციის შევსებისას, გიორგი ბადაშვილს ნაღდი ფულის სახით 9000.00 ლარი,  დალილა გეგეჭკორს კი,  2000.00 ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ შემოსავლებს, რომელიც მათ წინა წელს მიიღეს, ასე გამოიყურება:

გიორგი ბადაშვილმა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან  14124.00 ლარის ანაზღაურება მიიღო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან - 32626.00 ლარი, ხოლო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობიდან  - 9797.62 ლარის ანაზღაურება მიიღო.

მამამ,  ნუგზარ ბადაშვილმა შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიიდან, სადაც ის იურისტია, 20580.00 ლარის შემოსავალი მიიღო.

დალილა გეგეჭკორის შემოსავალი თბილისის 116-ე საჯარო სკოლიდან (პედაგოგი) 5114.00 ლარი შეადგინა.

დამ, ნინო ბადაშვილმა შპს"თბილისი პარკი“ ოფის-მენეჯერის თანამდებობიდან 10736.00 ლარის შემოსავალი მიიღო.

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ბადაშვილის სახელზეა იპოთეკური სესხი"ბაზისბანკში“ 36000.00 დოლარის ოდენობით, რომლის ვადაც 2012 წლის 4 მარტიდან 2019 წლის 4 მარტამდეა. სესხის ნაწილის დასაფარად გიორგი ბადაშვილმა წინა წელს 7200.00 დოლარი გასცა.

ნუგზარ ბადაშვილის სახელზეა სამომხმარებლო სესხი 4000 ლარის ოდენობით, რომლის დაფარვის ვადა 2013 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 1 მაისამდე იყო და უკვე დაფარულია.

2013 წელს გიორგი ბადაშვილმა თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე მშენებარე ბინის შესაძენად ნასყიდობის ხელშეკრულება დადო, რისთვისაც მას საქართველოს ბანკიდან 100600.00 ლარის (20/08/2013, 20/08/2013 - 20/08/2023 , 11600.00 GEL (გასავალი) და 25000.00 დოლარის (04/02/2014, 04/02/2014 - 04/02/2024) სესხი აქვს აღებული.

დეკლარაციაში ბინა 92500 დოლარად არის შეფასებული.

დეკლარაციის მიხედვით, ნუგზარ ბადაშვილმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან  შემოსავლის სახით  39400.00 ლარი აიღო.

ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს.

ამავე თემაზე:

საქართველოს 32 წლის მთავარი პროკურორი ჰყავს




 ახალი ამბები
  • ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები _ გამყრელიძეჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღანელი ამირან გამყრელიძე "პირველ არხთან" საუბარში.  მისივე თქმით, საქართველოში დამზადებული პირბადეები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია, სამედიცინო მიზნით მოხმარებისას კი ის ერთჯერადად უნდა გამოიყენონ. "ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები. გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შესაბამისი საკონტროლო სამუშაოები ჩატარდა. გვაქვს დიდი დეპარტამენტი, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც მუშაობს ამ ტიპის საკითხებზე, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი უნდა ეცვას", — განაცხადა ამირან გამყრელიძეიმ. ცნობისთვის, ქართული პირბადეების ხარისხი და დიზაინი სოციალურ ქსელში კრიტიკისა და განხილვის საგანი გახდა. აღნიშნული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია, მათი ღირებულება 50 თეთრია და ერთ პირს მხოლოდ სამი პირბადის შეძენა ... ...
  • დაბადებასა და გარდაცვალებასთან, ასევე, აპოსტილთან დაკავშირებული სერვისების გაცემა განახლდასახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კიდევ რამდენიმე სერვისის გაცემა განაახლა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცით, დღეიდან სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა და დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განაახლა. ვისაც დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაცია და ამ მოწმობების პირველად ან განმეორებით მიღება სურს, შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ფორმით მიმართოს. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – sda.gov.ge ან პორტალზე – my.gov.ge, რის შემდეგაც უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს დისტანციურ სამსახურს სკაიპის ოფიციალურ მისამართზე – sda.gov.ge. განაცხადის დარეგისტრირება ვიდეოგასაუბრებით მოხდება. მომხმარებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლის მიღებას პორტალ my.gov.ge-ს ან sda.gov.ge-ს ვებგვერდების საშუალებით შეძლებს, ხოლო მზა დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში, ფოსტის საშუალებით მიიღებს. ასევე, დღეიდან მოქალაქეები მათთვის საჭირო დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას შეძლებენ. ამისათვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10, სადაც ოპერატორი მოინიშნავს მის საჭიროებას, რის შემდეგაც მოქალაქემ დასამოწმებელი დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოსტით უნდა გაუგზავნოს მისამართზე: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №67ა. აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს მოქალაქე მის მიერ მითითებულ მისამართზე ფოსტით მიიღებს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განაახლა პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემაც. ვისაც ბიომეტრიული პასპორტის აღება სურს და ერთხელ უკვე ჰქონდა აღებული ბიომეტრიული პასპორტი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება my.gov.ge-ზე ან sda.gov.ge-ზე, ხოლო მზა დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება. პირი, რომელიც პირველად იღებს ბიომეტრიულ პასპორტს და მანამდე არასოდეს ჰქონია ბიომეტრიული პასპორტი, ან პირველად იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას და მანამდე არასოდეს ჰქონია ერთი ან მეორე დოკუმენტი, უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს, ან, გარკვეულ შემთხვევაში, მასთან ადგილზე ვიზიტი ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ფაქტი გამოვლინდაპოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 42 მოქალაქე დააჯარიმეს პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 21 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ... ...
  • ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყოსაგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს. ასევე, მონიტორინგს გაუწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ. ეფექტური პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის ... ...
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...