2013-2015 წლებში სახელმწიფომ 147 მილიონი ლარის ავტომობილები შეიძინა

ფინანსები

2013-2015 წლებში სახელმწიფომ 147 მილიონი ლარის ავტომობილები შეიძინა

24 თებ. 2015, 22:25:08

23 თებერვალს მთავრობამ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას 12%-ით აპირებს.

"საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ"  სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ბოლო წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

2013 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ჯამში დაახლოებით 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს. 2013 წელს განხორციელებული შესყიდვების ღირებულება 2014 წლის შესყიდვებს დაახლოებით 9 მლნ. ლარით აღემატებოდა, 2015 წლის პირველ ორ თვეში კი ჯამში დაახლოებით 5.2 მლნ. შეადგინა.

2 წლის განმავლობაში 147 მლნ. ლარი საკმარისი იქნებოდა ყველა კატეგორიის პენსიონერის პენსიის 9 ლარით მოსამატებლად, ან 2 წლის მანძილზე მთელი სოციალური პაკეტის (შშმ პირები, სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, საყოფაცხოვრებო სუბსიდიების და სხვა დახმარებების მიმღებები) მინიმუმ 30%-ით გასაზრდელად.

ტენდერების გზით შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებები

2013 წლის დასაწყისიდან დღემდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე სახელმწიფო უწყებებმა ტენდერების მეშვეობით დაახლოებით 113.8 მლნ. ლარი დახარჯეს. თანხები დაახლოებით თანაბრად გადანაწილდა 2013 (57.3 მლნ. ლარი) და 2014 (55.8 მლნ. ლარი) წლებზე. 2015 წლის ორ თვეში კი ამ მიმართულებით 570,900 ლარი დაიხარჯა.

ყველაზე მეტი, 31.7 მლნ. ლარი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დახარჯა, რომელთა დიდი ნაწილიც საპატრულო პოლიციის მანქანების შესყიდვას მოხმარდა. საავტომობილო საშუალებების შესყიდვის ხარჯებში რიგით მეორე ჯანდაცვის სამინისტროა, 2014 წელს გადახდილი 10.8 მლნ. ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე 6.5 მლნ. ლარი დახარჯა, 2014 წელს კი მანქანები არ შეუძენია.

გამარტივებული შესყიდვების საშუალებით შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებები

2013-2014 წლებში გამარტივებული შესყიდვებით სახელმწიფო უწყებებმა ჯამში 29.9 მლნ. ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეისყიდეს ან გადაცვალეს. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით დანახარჯებმა იკლო და 9.8 მლნ. ლარი შეადგინა. 2015 წელს გამარტივებული შესყიდვების საშუალებით ერთადერთი მსხვილი შესყიდვა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ განახორციელა. უწყებამ 4.7 მლნ. ლარად 67 ერთეული „ტოიოტა ქემრი” შეიძინა. ეს შესყიდვა 2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თბილისში გასამართი შეხვედრის ორგანიზების მიზნით განხორციელდა.

ამასთან, გასულ წელს  ორგანიზაციამ შეისწავლა საქართველოში და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში მანქანების შესყიდვისა და გამოყენების პრაქტიკა. როგორც ჩვენ ვნახეთ, ევროკავშირის ქვეყნებში ავტომანქანების გამოყენება თანამდებობის პირების მიერ მკაცრად და ზედმიწევნით რეგულირდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამჟამად მოქმედებს კანონები, რომლებიც არეგულირებს ოფიციალურ პირთა ტრანსპორტის გამოყენებას, თუმცა, არ არის ნათელი, თუ რამდენად თანმიმდევრულადაა დაცული ეს კანონები და ახლაც ძალაშია თუ არა ბევრი ასეთი კანონი.




 ახალი ამბები
  • მთავრობა მოქალაქეებს წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხების 4%-ს დაუსუბსიდირებსმთავრობა მოქალაქეებს 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს ყველა იმ იპოთეკური სესხის 4%-ს, რომელსაც 2020 წლის ბოლომდე აიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „ბოლო 2 წლის განმავლობაში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია გაფორმებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ხალხს შუა გზაზე ვერ მივატოვებთ. ვერ მივატოვებთ ვერც სამშენებლო კომპანიებს ბედის ანაბარა. დავეხმარებით მოქალაქეებს, რომელთაც განიზრახეს, ან უკვე შევიდნენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესში; ან უკვე საკონტრაქტო ვალდებულებები აქვთ, ან უკვე აქვთ რამე დანაზოგი, რომლითაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სურთ“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • "ისტორიული მინიმუმი" _ საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში 7%-მდე შემცირდება მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. „არაერთ სექტორთან, არაერთი კომუნიკაციის შემდეგ ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის შემდეგ შევჯერდით, რომ დღეს დეველოპერული სექტორი დგას შემდეგი გამოწვევების წინაშე. პირველი ეს არის შემცირებული გაყიდვების მოცულობა, მეორე - მშენებლობის დასრულების რისკების ზრდა და ეს ყველა კრიზისისთვის დამახასიათებელია, მესამე- საცხოვრებელი ფასების მერყეობა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საცხოვრებელ ბინებზე ფასების მერყეობა ზრდის არა მხოლოდ დეველოპერული სექტორისთვის სირთულეებს, რაც თავის მხრივ გამოწვევაა, არამედ ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება გახდეს. მეოთხე ეს არის თავად სამშენებლო კომპანიების წვდომა ფინანსებზე. ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენ - საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, სექტორმა ერთობლივად შევიმუშავეთ სექტორის მხარდაჭერის შემდეგი ღონისძიებები: პირველი - ვთანხმდებით, რომ დღეს მთავარი გამოწვევა სექტორისთვის არის შემცირებული შესყიდვები. იმისთვის, რომ ჩვენ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, აუცილებელია დეველოპერულ სექტორში მოთხოვნა გავზარდოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინების შესყიდვა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის საქართველოს მთავრობა განახორციელებს იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებას. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც განზრახული აქვს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინის ყიდვა, მნიშვნელოვანი შეთავათები იქნება ხელმისაწვდომი, თუ ისინი წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს უძრავი ქონების შესაძენად“, - განაცხადა ლილუაშვილმა. რაც შეეხება კონკრეტულად სუბსიდირების ნაწილს, როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, „მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი. არასოდეს ლარში აღებულ სესხებზე მსგავსად დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა“. „რა თქმა უნდა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლოვობა 10 ან 15-წიანი იყოს, პირველი 5 წელი არის ის პერიოდი, როდესაც მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს. შესაბამისად, სახელმწიფო სწორედ აქ ეხმარება მას, რომ საპროცენტო ხარჯი შუმსუბუქოს და დაეხმაროს“, - განაცხადა ლილუაშვილმა. წყარო: ... ...
  • რა ვითარებაა თბილისის კლინიკებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს, ყველა მათგანი სტაბილურია, მათ შორის გაუმჯობესებულია სამი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. საუნივერსიტეტო კლინიკაში კი 5 კორონა-ინფიცირებულია, რეანიმაციულ განყოფილებაში მხოლოდ ერთი პაციენტია მოთავსებული, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. კლინიკა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვა. რესპუბლიკურ საავადმყოფოს 25 კოვიდპაციენტი ჰყავს, ყველას მდგომარეობა სტაბილურია, გარდა ერთისა, რომელსაც ჯანმრთელობის კიდევ არაერთი პრობლემა აქვს. კლინიკა კიდევ 4-მა პაციენტმა დატოვა. ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 32 კოვიდპაციენტი მკურნალობს. მათ შორის 11 არასრულწლოვანია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე ჰყავთ 2 მძიმე პაციენტი. კლინიკაში აცხადებენ, რომ შესაბამის სინჯებს კიდევ 4 პაციენტი აიღებს. საქართველოში კორონავირუსი 735 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 557 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. წყარო: ... ...
  • ვისზეა გათვლილი სამშენებლო სექტორის მხარადასაჭერი ანტიკრიზისული გეგმაგიორგი გახარია დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები და თბილისის მერი, კახა კალაძე ესწრებიან. პრემიერმა აღნიშნა, რომ 2019 და 2020 წელს, 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის. გიორგი გახარიამ განმარტა, ვის დაეხმარება სახელმწიფოს ახალი ანტიკრიზისული გეგმა. „რა თქმა უნდა, ჩვენ, მთავრობა ვერანაირად ვერ მივატოვებთ ამ ხალხს შუა გზაზე და ვერ მივატოვებთ ამ სამშენებლო კომპანიებსაც, აი, ასე, ბედის ანაბარა. ამიტომ, მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა მიძღვნილია დეველოპმენტისა და სამშენებლო კომპანიებისადმი. ამიტომ ვდგამთ ჩვენ ამ ნაბიჯს მოქალაქეებისთვის, რომლებმაც განიზრახეს ან უკვე შევიდნენ პროცესში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ან უკვე კონტრაქტული ვალდებულებები აქვთ, ან უკვე რაღაც დანაზოგი აქვთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის“, - განმარტა მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სამშენებლო და დეველოპერული სექტორის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პანდემიის დროს ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა. გუშინ, პარლამენტში გამოსვლისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო იპოთეკური სესხის სუბსიდირებას მოახდენს ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ... ...
  • "ტყე თუ შეიძლება შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიჰყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს?"_ მეუფე იაკობითუ შეიძლება ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს? - ეს განცხადება ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან გააკეთა. მეუფე იაკობის თქმით, ეკლესია ტყეს თუ საჭირო გახდება, ისევ სახელმწიფოს დაუბრუნებს. „ოღონდ ჩვენი მხარე არ დაიჭიროთ და ჯალალედინი რომ მოვიდეს, ანგრევდეს ეკლესიას, ჩვენ ვიქნებით ცუდი და ჯალალედინი იქნება კარგი. მიწებზე რომ ატყდა ერთი ამბავი, ტყეების გადაცემაზე, მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში და მანახეთ თუ არის ის პირველადი ტყეები. იქ დაბადებული არ ვარ, თორემ იქაც ვიზრდებოდი. ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი აღარ დატოვეს. მარტო რუსებმა გააფუჭეს რომ დაწვეს? უარესი აოხრება მაგან გააკეთა პირადად, მაგ ლობირებდა. ყველაფერი გინდათ მალაპარაკოთ? როდესაც ჩინელებს 49 წლით გადასცეს, პროტესტის გრძნობა გქონდათ? რა მოიგო საქართველომ? ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა. ძველად იყო შევარდნაძის დროს მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს. სააკაშვილის დროს ბატონი მერაბიშვილი. პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი, იმას მოთხოვეთ. ეკლესიამ ვის რა მისცა, ვის რა მიყიდა თავისი? მიიღეს ტყის მართვის კანონი და იმ ტყის კანონში არის ეკლესიაზე მუხლი. თუ შეიძლება ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს? ჩვენ მზად ვართ ყოველთვის, თუ საჭირო იქნება, სახელმწიფოს დავუბრუნოთ. ამერიკაში ან ევროკავშირის ქვეყნებში რომ ასეთი კითხვა დაგესვათ, ვინმე პასუხის ღირსად გაგხდიდათ? კანონი კანონია. თუ არ მოგწონთ, ვინც მიიღო იმას მოკითხეთ. ჩვენ კანონის აღსრულებაზე ვართ“, _ განაცხადა მეუფე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?