ხალხის ფულით შენახული საჯარო მოხელეები

ფინანსები

ხალხის ფულით შენახული საჯარო მოხელეები

9 დეკ. 2010, 19:39:22

2010 წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხარჯები 5 877,3 ლარით არის გათვალისწინებული. გამგეობის სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 799 300 ლარს შეადგენს..
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად ირკვევა, რომ გამგეობის სტრუქტურა 12 სამსახურისა და შვიდი განყოფილებისგან შედგება. აღნიშნულ სამსახურებსა და განყოფილებებში სულ 94 ადამიანია დასაქმებული და მათი სახელფასო ფონდი თვეში 39 560 ლარს შეადგენს, ამას ემატება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებულთა რაოდენობა. სულ _ 119 დასაქმებული, რომელთა შენახვა ბიუჯეტს თვეში 29 600 ლარი უჯდება. ბიუჯეტიდან 2010 წლის პირველი იანვრიდან ოქტომბრის ბოლომდე, მივლინებისთვის 15 780 ლარია გაცემული. პრემიის სახით _ 17 472, ხოლო სატელეფონო ხარჯებისთვის _ 33 574 ლარი. საჯარო ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგეობაში 204 თანამშრომელია დასაქმებული. თუმცა, როგორც "გურია ნიუსთან" საუბარში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ლია ქათამიძე ამბობს, ნოემბრის მონაცემებით ხელფასი 205 საჯარო მოხელეს დაერიცხა.

გამგეობის ხელმძღვანელობა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი ტაკიძის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 2 360 ლარს შეადგენს; მისი მოადგილეების _ ლავრენტი ქვილორიას და მიხეილ გოგოტიშვილის კი 900-900 ლარს; გამგებლის თანაშემწის ნათია ცეცხლაძის _ 450 ლარს. მათ შენახვაზე ყოველთვიურად 4 610  ლარი იხარჯება. სულ 12 თვეში _ 55 320 ლარი.

სამსახურის უფროსების სახელფასო ფონდი
ადმინისტრაციულ სამსახურში 14 ადამიანია დასაქმებული და მათი სახელფასო ფონდი თვეში 5540 ლარით არის განსაზღვრული, რაც მთელი  წლის განმავლობაში 66 480 ლარია. აღნიშნული სამსახურის უფროსის ხელფასი 700 ლარს შეადგენს; სამსახურს ორი მთავარი სპეციალისტი ჰყავს ჴ კადრების და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში, სამეურნეო და კომუნალურ საკითხებში, რომელთა ხელფასები 420-420 ლარს შეადგენს; მოქალაქეთა მიღების, საქმის წარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ხელფასი 500 ლარია; მთავარი სპეციალისტის მოქალაქეთა მიღებისა და მომსახურების საკითხებში კი _ 420 ლარი; ასევე 420 ლარი აქვს, როგორც მთავარ სპეციალისტს, საზოგადოებასთან, პრესასთან ურთიერთობის საკითხებში, ისევე მთავარ სპეციალისტს საქმის წარმოების საკითხებში. ადმინისტრაციულ სამსახურს, გარდა ჩამოთვლილისა, ტექნიკური პერსონალი, მძღოლი, მდივან-რეფერენტი და დამლაგებელი ჰყავს.
ექვსი საჯარო მოხელეა დასაქმებული ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურში _ უფროსის ხელფასი 700 ლარს შეადგენს; მთავარ სპეციალისტს ეკონომიკის საკითხებში 420 ლარი აქვს; მთავარი სპეციალისტს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის საკითხებში, ასევე, 420 ლარი; ინფრასტრუქტურის და მშენებლობის საკითხებში მთავარი სპეციალისტის ხელფასიც 420 ლარია; ეკონომიკის და საინვესტიციო პროექტების განყოფილების უფროსის ხელფასი 500 ლარს შეადგენს; მთავარი სპეციალისტის საინვესტიციო პროექტების მომზადების საკითხებში _ 420 ლარს. თვეში მათ სახელფასო ფონდზე ბიუჯეტიდან 2180 ლარი იხარჯება, წლის განმავლობაში კი 26 160 ლარი.
არქიტექტურის და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსს, როგორც სხვა დანარჩენი სამსახურის უფროსებს, ხელფასი 700 ლარი აქვს; მთავარ სპეციალისტს არქიტექტურის და ურბანული დაგეგმარების საკითხებში _ 420 ლარი. წლის განმავლობაში მათი სახელფასო ფონდი 13 440 ლარია, თვეში კი _ 1120 ლარი.
მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურში 4 ადამიანი მუშაობს _ სამსახურის უფროსს 700 ლარი აქვს ხელფასი; მთავარ სპეციალისტს მიწის მართვის საკითხებში _ 420 ლარი; ასევე 420-420 ლარი აქვთ ხელფასები მთავარ სპეციალისტებს ქონების მართვის საკითხებში. მთელი ეს თანხა თვეში 1960 ლარია, წლის განმავლობაში კი _ 23 520 ლარი.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის დაქვემდებარებაშია ბიუჯეტის დაგეგმვის, ანალიზის და სახაზინო მომსახურების განყოფილება, სადაც სამი ადამიანია დასაქმებული და თითოეულის ხელფასი 420 ლარს შეადგენს; განყოფილების უფროსს შრომის ანაზღაურება თვეში 500 ლარი აქვს; აღნიშნული სამსახურის უფროსს ლია ქათამიძეს კი _ 700 ლარი. ამავე სამსახურის დაქვემდებარებაშია ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება, რომლის უფროსის ხელფასი 500 ლარია; მთავარი სპეციალისტების ბანკთან ურთიერთობის საკითხებში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საკითხებში და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის საკითხებში _ 420-420 ლარი. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში დასაქმებულ 9 საჯარო მოხელეზე თვეში ხელფასის სახით 4 220 ლარი იხარჯება, 12 თვეში კი 50 640 ლარი.
მუნიციპალური შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურში 5 საჯარო მოხელეა დასაქმებული. აღნიშნული სამსახურის უფროსის სახელფასო ფონდი თვეში 700 ლარს შეადგენს; ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტის შესყიდვების სამსახურში _ 420 ლარს; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს 500 ლარი აქვს ხელფასი; განყოფილების მთავარ სპეციალისტს კი _ 420 ლარი. მათი სახელფასო ფონდი თვეში 2460 ლარია, რაც წლის განმავლობაში 29 520 ლარს შეადგენს.
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ხელფასი 700 ლარით არის განსაზღვრული; ამავე სამსახურის სპეციალისტების კულტურის და ძეგლთა დაცვის საკითხებსა და განათლების საკითხებში 420-420 ლარით; სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსის _ 500 ლარით; მისი განყოფილების მთავარი სპეციალისტის კი _ 420 ლარით. აღნიშნულ სამსახურში დასაქმებულ საჯარო მოხელეების ხელფასებზე ყოველთვიურად ბიუჯეტიდან 2 460 ლარი იხარჯება, წლის განმავლობაში კი 29 520 ლარი.         
შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურში ხუთი ადამიანია დასაქმებული. სამსახურის უფროსს 700 ლარი აქვს ხელფასი; მთავარ სპეციალისტს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში ჴ 420 ლარი; მთავარ სპეციალისტს შრომის, სოციალურ დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების საკითხებში _ 420 ლარი; სოციალურ საკითხებში მთავარ სპეციალისტს _ 420 ლარი; ვეტერანთა მომსახურების საკითხებში კი ასევე 420 ლარი. თვეში მათი ხელფასებით უზრუნველყოფას 2 380 ლარი სჭირდება, წლის განმავლობაში კი 28 560 ლარი.
სახანძრო დაცვის სამსახურში 26 ადამიანია დასაქმებული. მათი თანამდებობრივი სარგო თვეში 8 060 ლარით არის გათვალისწინებული, წლის განმავლობაში კი 96 720 ლარით. სამსახურის უფროსის ხელფასი 700 ლარს შეადგენს; მთავარი სპეციალისტების _ 400-400 ლარს; ცვლის უფროსის _ 350 ლარს; მეხანძრის _ 300 ლარს; ხოლო ოპერატორის _ 180 ლარს. მაშინ, როცა ეს ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ და ფაქტობრივად, შიშველი ხელებით ებრძვიან ხანძარს, არც გამართული ტექნიკა ჰყავთ და არც შესაბამისი ხარჯები გააჩნიათ.
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, მობილიზაციის და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსის ხელფასი 700 ლარს შეადგენს; მთავარი სპეციალისტის _ 420 ლარს; მთავარი სპეციალისტის სამოქალაქო  თავდაცვის საკითხებში _ 420 ლარს; გაწვევისა და მობილიზაციის განყოფილების უფროსის _ 500 ლარს; ამ განყოფილების ექვს მთავარ სპეციალისტს 420-420 ლარი აქვთ ხელფასი. ჯამში 11 საჯარო მოხელეს შენახვა თვეში ბიუჯეტს 4 980 ლარი უჯდება, რაც წლის განმავლობაში 59 760 ლარია.
იურიდიული სამსახურის უფროსის ხელფასი თვის განმავლობაში 700 ლარია; მთავარი სპეციალისტის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში _ 420 ლარი; ასევე 420 ლარი აქვს ხელფასი მთავარ სპეციალისტს სამართლებრივი აქტების მომზადების საკითხებში. მათი სახელფასო ფონდი  თვეში 1 540 ლარს შეადგენს, 12 თვეში კი 18 480 ლარია.
ზედამხედველობის სამსახურში ოთხი ადამიანია დასაქმებული _ ერთი უფროსი და სამი მთავარი სპეციალისტი, რომელთა ხელფასი თვეში 420-420 ლარს შეადგენს. მათ ხელფასებზე ყოველთვიურად 1 960 ლარი იხარჯება. წელიწადში კი 23 520 ლარი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში 119 ადამიანია დასაქმებული. რწმუნებულის ხელფასი 400 ლარით არის განსაზღვრული; სპეციალისტის კი 200 ლარით. 29 ტერიტორიულ ორგანოში დასაქმებული საჯარო მოხელეების სახელფასო ფონდი წლის განმავლობაში 355 200 ლარია, თვეში _ 29 600 ლარი.
ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიულ ორგანოში 10 ადამიანია დასაქმებული, დაბა ურეკში _ სამი, დაბა ლაითურში, დაბა ნარუჯაში და დაბა ნასაკირალში _  ოთხ-ოთხი. ასევე ოთხ-ოთხი ადამიანია დასაქმებული ასკანის, ბახვის, ბოხვაურის, გურიანთის, კონჭკათის, მაკვანეთის, ლიხაურის, მერიის, სოფელ ოზურგეთის, ცხემლისხიდის, ძიმითის და ჯუმათის თემებში. ხოლო ბაილეთის, თხინვალის, მელექედურის, მთისპირის, ნაგომრის, სილაურის და ჭანიეთის ტერიტორიულ ორგანოებში _  სამ-სამი. შემოქმედის, შრომის, ნატანების, ვაკიჯვრისა და დვაბზუს თემებში კი ხუთ-ხუთი საჯარო მოხელე მუშაობს.




 ახალი ამბები
  • გიორგი შაქარაშვილი სცემეს და მდინარეში გადააგდეს- ვიდეოკონსტრუქცია გიორგი შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, სასიკვდილოდ სცემეს და მდინარეში გადააგდეს_ ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ ... ...
  • იმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნაიმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული პოზიცია ვაკანტური გახლდათ, რომელსაც დღეიდან, 2020 წლის 11 აგვისტოდან გრიგოლ დალაქიშვილი იკავებს.   მას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. გრიგოლ დალაქიშვილი 2017 წელს ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მოთხოვნით მოადგილედ დაინიშნა. მანამდე  იგი ,,ქართული ოცნების"  იმერეთის რეგიონის კოორდინატორი ... ...
  • გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის- პროკურატურა„საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც წვეულებაზე სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-ს. ვ.ჩ., თვლიდა რა საკუთარ თავს კონფლიქტში დაჩაგრულად, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიებისა და ანგარიშსწორებისათვის დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, დაბრუნდა თბილისში, ნაძალადევის რაიონში. წვეულების ადგილზე დარჩა ვ. ჩ.-ს ორი მეგობარი, რომლებიც პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ. თბილისში დაბრუნებისთანავე, ვ.ჩ. დაუკავშირდა მის მეგობრებს და 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, მერსედესის მარკის და ვ.ჩ.-ს კუთვნილი ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანებით გაემართნენ მცხეთის მიმართულებით. მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღეზე მყოფი სტუმრების უმრავლესობამ დატოვა აგარაკის ტეორიტორია. მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც, რომელიც წვეულებაზე მყოფ სხვა პირებთან ერთად, ფეხით გაემართა თბილისის მიმართულებით. მათ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და უთვალთვალებდა ვ.ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. მათი მითითებით, მერსედესის მარკის ავტომანქანით ნაძალადევის რაიონიდან მცხეთაში ჩასული პირები გაემართნენ გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად ავტობანზე ფეხით მოძრავი პირებისაკენ. დაახლოებით 00:47 საათზე, არაგვის ხიდთან მდებარე ავტო-სამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის ავტომანქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს. თავდამსხმელებს ასევე შეუერთდნენ ვ. ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ პირებს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა გაქცევით დააღწია თავი ძალადობას. ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი. პარალელურად, ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანით ვ.ჩ.-სთან ერთად მყოფი პირები კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოძიების მიზნით გაემართნენ აგარაკისაკენ. ვინაიდან მათ აგარაკზე მოწინააღმდეგეთაგან არავინ დახვდა, ტოიოტა ქამრი გამოემართა თბილისის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთათვის ასოცირდებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, ფეხით განაგრძობდნენ გზას თბილისისაკენ, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა აგარაკიდან წამოსულმა, ვ.ჩ.-ს კუთვნილმა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მისი მეგობარი ვ.მ. მართავდა. გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან, ვ.ჩ.-სთან ერთად გადმოვიდნენ ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ. და გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს და მისი თანმხლებ პირებს, პარალელურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირი გ.ქ., რომელიც იყო ნაცემი, თავდამსხმელებისაგან თავის დაღწევის მიზნით, საავტომობილო გზაზე მოწყობილი ბეტონის გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, დაიმალა გამყოფ ზოლში არსებულ ნარგავებში. ამავდროულად, საავტომობილო გზა გადაკვეთეს, მეორე მხარეს გადავიდნენ და გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დევნა განაგრძეს თავდამსხმელებმა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. დასავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის ნაპირზე არსებული ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა ვ.ა.-მ სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გ.ა. გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართლებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში. გიორგი შაქარაშვილს და ვ.ა.-ს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო ა. გ.-მ და ნ. რ.-მ, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვ.ა. მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება. როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს ა. გ.-მ და ნ. რ.-მ. გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის – მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება – დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15…/25… მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი. გარდა აღნიშნულისა, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები. ხუთივე თავდამსხმელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე განვითრებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, 19 ივნისის ღამით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემართა სულ 8 ავტომანქანა, მათგან სამი საბურთალოს რაიონიდან, ხოლო ხუთი – ნაძალადევის რაიონიდან. ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების და მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ. გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების პროცესში ჩატარდა ათასზე მეტი საპროცესო მოქმედება, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებულ და შესწავლილ იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების მეშვეობით განხორციელებული ათიათასობით ზარის, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ინტერნეტ აქტივობის შესახებ, გამოკვლეულ იქნა საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე ასეულ საათს, დაკითხულ იქნა ასეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული და კომპლექსური ექსპერტიზები, ამოღებულ იქნა კონფლიქტში მონაწილე პირთა ტანსაცმელი, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებები, აღებულ იქნა ანაწმენდები და სხვადასხვა სახის ნიმუშები, მოწმეთა ჩვენებების და საგამოძიებო ვერსიების შემოწმების მიზნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდებულთა ამოცნობები და სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით მიემართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის დევნა 5 პირის მიმართ დაიწყოგიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს. ცნობისთვის, დაბადების დღეზე სტუმრად წასულ 19 წლის ფეხბურთელს მაშველები მცხეთაში, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს კი არაგვში გარდაცვლილი ... ...
  • თიბისის ციფრული ბარათი ონლაინ გადახდებისთვის (R)აქ და ახლა თიბისი და ვიზა თავის მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს სთავაზობენ. დღეიდან უკვე შესაძლებელია ციფრული ბარათი ელექტრონული კომერციისთვისაც გამოიყენოთ და კიდევ უფრო გაიმარტივოთ ცხოვრება. 31 აგვისტოს ჩათვლით, მომხმარებლებს ონლაინ  სივრცეში, ქართულ თუ უცხოურ საიტებზე, ციფრული ბარათით გადაიხდისას, გადახდილი თანხის 10 % უკან დაუბრუნდებათ. ციფრული ბარათი, რომელიც თიბისიმ და ვიზამ მომხმარებლებს აპრილში შესთავაზა ინოვაციური პროდუქტია, ციფრული ბარათი ფიზიკური ბარათის  ალტერნატივაა და უამრავ უპირატესობას მოიცავს. ამასთანავე, ის პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. ციფრული ბარათით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში და ონლაინ სივრცეში, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. რა უპირატესობები აქვს ციფრულ ბარათს: მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება; საჭირო აღარაა ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა; ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია, ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტბანკიდან  გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა; ციფრული ბარათი არასოდეს დაგეკარგებათ; ბარათის დამატება შესაძლებელია მომენტალურად ციფრულ საფულეში; ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet; Apple Wallet-ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია Apple Pay-ით თანხის განაღდება. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...