6 ბინა და 141 000-ლარიანი შემოსავალი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის ოჯახის ქონება

ფინანსები

6 ბინა და 141 000-ლარიანი შემოსავალი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის ოჯახის ქონება

2015 აგვ 26 02:32:47

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ევა გოცირიძის ოჯახი 6 ბინის და 5 მიწის ნაკვეთის მფლობელია. ამის შესახებ გოცირიძის დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2015 წლის 23 აგვისტოს შეავსო.

კონკრეტულად კი, ევა გოცირიძის საკუთრებაშია ბინა თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, რომლის ფართობი - 45.00 კვ.მ-ია. 50%-იან წილს ფლობს  თბილისში, სანზონაში, მდებარე  75.00 კვ.მ-ის ფართობის ბინაში, რომლის თანამესაკუთრე ოლანი გოცირიძეა.

ასევე, 50%-იან წილს ფლობს  ამბროლაურის რაიონი სოფელი ხოტევში მდებარე- 200.00 კვ.მ -ის ფართობის ბინაშიც (თანამესაკუთრე ოლანი გოცირიძე).

რაც შეეხება გოცირიძის მეუღლის, მინდია უგრეხელიძის ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს ქუთაისში, თამარ მეფის 1-ლ ჩიხში მდებარე 300.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას და თბილისში, წყნეთში მდებარე 120.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას;

გარდა ამისა, გოცირიძე-უგრეხელიძის ოჯახი ბინას საფრანგეთში, სტრასბურგშიც ფლობს, რომელიც  მარნის ბულვარზე, მდებარეობს და მისი ფართობი 100.00 კვ.მ-ია. ბინის 50-50% მინდია უგრეხელიძესა და ევა გოცირიძეს ეკუთვნით.

გოცირიძის საკუთრებაშია ამბროლაურის რაიონი სოფელი ხოტევში მდებარე  3000.00 კვ.მ -ის ფართობის მიწის ნაკვეთი (თანამესაკუთრე ოლანი გოცირიძე);  გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი - 1300.00 კვ.მ-ია.

უგრეხელიძე კი ფლობს ქუთაისში, თამარ მეფის 1-ლი ჩიხში მდებარე 500.00 კვ.მ-ის,   ტყიბულში, ბობოთში მდებარე   300.00 კვ.მ-ისა და  წყნეთში - 700.00 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთებს.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მინდია უგრეხელიძე ფლობს 2001 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომანქანა ფოლქსვაგენ პასატს და 2000 წელს გამოშვებულ მერსედეს სიალკას.

დეკლარაციის მიხედვით, ოჯახმა ერთი წლის განმავლობაში შემოსავლის სახით 141 000 ლარი მიიღო.

კერძოდ, ევა გოცირიძეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 90 000.00 ლარის შემოსავალი ჰქონდა; უმაღლესი სასწავლებლიდან (დეკლარაციაში მითითებული არ არის სასწავლებლის სახელწოდება) - 7800.00 ლარი. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით, გოცირიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან 28525.00 ლარის შემოსავალი მიიღო.

მინდია უგრეხელიძემ კი, უმაღლესი სასწავლებლიდან (დეკლარაციაში მითითებული არ არის სასწავლებლის სახელწოდება) 43200.00 ლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ოჯახის საკუთრებაში 36 ათასი ევრო და 74527 ლარი იყო. კონკრეტულად კი, ევა გოცირიძის საფოსტო ბანკი ანაბარის ანაბარზე 21000.00 ევრო იყო; საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე - 300.00 ლარი; რესპუბლიკა ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 5000.00 ლარი; თი–ბი–სი ბანკის ანაბარზე კი, -  68000.00 ლარი.

მინდია უგრეხელიძის სახელფასო ანგარიშზე თი–ბი–სი ბანკში - 27.00 ლარი; საპენსიო ანგარიშზე კი - 1200.00 ლარი ირიცხებოდა.

რაც შეეხება ოჯახის საკუთრებაში არსებულ ნაღდ ფულს - ევა გოცირიძეს 10000.00 ევრო, მინდია უგრეხელიძეს კი - 5000 ევრო ჰქონდა.

რაც შეეხება ოჯახის გასავალს, ერთი წლის განმავლობაში მათ 7010 ევრო და 4700 ლარი დახარჯეს.

კერძოდ, ევა გოცირიძის მკურნალობის ხარჯი 460.00 ევრო; მგზავრობის ხარჯი  - 2500.00 ევრო; სწავლის გადასახადი - 2850.00 ევრო დაჯდა.

მინდია უგრეხელიძე მგზავრობის ხარჯი - 3000.00 ლარი და 1200.00 ევრო; ხოლო  მკურნალობის ხარჯი - 1700.00 ლარი დაჯდა.

დეკლარაციის მიხედვით, უგრეხელიძე-გოცირიძის წყვილს ერთი შვილი, 15 წლის გაგი უგრეხელიძე ჰყავს. 




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...