ცესკოდან გაცემული პრემიები და დანამატები

ფინანსები

ცესკოდან გაცემული პრემიები და დანამატები

2015 ნოე 18 17:18:43

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტატიან და შტატგარეშე თანამშრომლებზე 2014 წლის აპრილ-ივლისში 1 803 500 ლარი დანამატია გაცემული.

ამის შესახებ ცესკოს ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებების საფუძველზე როგორც ცესკოს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე, აგრეთვე შტატგარეშე თანამშრომლებზე 2014 წლის აპრილ-ივლისში 9-ჯერ, (მათ შორის ივნისსა და ივლისში სამ-სამჯერ), ხოლო საოლქო კომისიის წევრებზე დანამატი ერთხელ არის გაცემული.

სულ დანამატის სახით გაცემულმა თანხამ 1,803.5 ათასი ლარი შეადგინა. 2014 წლის განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარეზე, თავმჯდომარის მოადგილეზე, მდივანზე, ცესკოს მოქმედ და ყოფილ წევრებზე, განყოფილების უფროსებზე (სულ 35 კაცი) შრომის ანაზღაურების მუხლით გაწეული ხარჯი 2,884.3 ათას ლარს შეადგენს. მათ შორის თანამდებობრივი სარგო 1,386.5 ათასი ლარი (მთლიანი ხარჯის 48.07 პროცენტი) , პრემია 615.5 ათასი ლარი (მთლიანი ხარჯის 21.34 პროცენტი) და დანამატი 882.3 ათასი ლარი (მთლიანი ხარჯის 30.59 პროცენტი)“, _ აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

რაც შეეხება ზემოაღნიშნული პირების პრემიებზე გაწეულ ხარჯს, ანგარიშის მიხედვით, ის პრემიის მუხლით გაწეული მთლიანი ხარჯის 40.4 პროცენტს, ხოლო დანამატის სახით გაწეული ხარჯი, ამ მუხლით გაწეული მთლიანი ხარჯის 47.0 პროცენტია.

„საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, დადგენილების გამოქვეყნებიდან 60 დღის შემდეგ, ცესკო-ს 2014 წლის 15 სექტემბრის N44/2014 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციასა და სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი. 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ პრემიები ცესკოს თავმჯდომარეზე, თავმჯდომარის მოადგილეზე, მდივანზე, წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე, ასევე ცესკოს შტატგარეშე თანამშრომლებზე  სამჯერ გაიცა. კერძოდ, მე-3 და მე-4 კვარტლის პრემია, ასევე, პრემია გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით. აღნიშნული თარიღის შემდეგ ადგილი ჰქონდა შემთხვევებს რომლებიც შეიძლება განხილული იქნას როგორც პრემიების დანამატით ჩანაცვლების ფაქტები.

ასე მაგალითად, ცესკო-ს თავმჯდომარის 2014 წლის 31 ოქტომბრის N05-34 ბრძანებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს-საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით N48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქის N48/05 ვახანის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის გაწეული საქმიანობისათვის დანამატები გაიცა ცესკოს თავმჯდომარეზე, თავმჯდომარის მოადგილეზე, მდივანზე, წევრებზე, თანამდებობრივი სარგოს 50%, ხოლო აპარატის ზოგიერთ თანამშრომელსა და შტატგარეშე მოსამსახურეებზე თანამდებობრივი სარგოს 100%-ის ოდენობით (30 კაცი, 58, 975.0 ლარი).

2014 წლის 25 დეკემბრის N05-42 ბრძანებით დანამატები, 2015-2019 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტის მომზადებისათვის გაწეული მუშაობისათვის, გაიცა ცესკოს წევრებსა და ზოგიერთ თანამშრომელზე (5 კაცი, 10,395.0 ლარი). 2014 წლის 25 დეკემბრის N05-43 ბრძანებით დანამატები, წლის მანძილზე გაწეული ნაყოფიერი მუშაობისათვის შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით გაიცა ცესკოს სატენდერო კომისიის წევრებსა და კომისიის აპარატის თანამშრომლებზე (8 კაცი, 25,555.0 ლარი)“, _ აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ  2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ცესკოს ბალანსზე  16 ავტომანქანა ერიცხებოდა.

ცესკოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების მიერ საწვავის ხარჯვა ხორციელდება თავმჯდომარის ბრძანებებით დადგენილი ლიმიტების შესაბამისად, რომლებიც საარჩევნო პერიოდში  50%-ით იზრდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცესკოს მიერ ვერ იქნა 14 წარმოდგენილი შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულებები დამტკიცებული ლიმიტების დასაბუთებულობის შესახებ.




 ახალი ამბები
  • "როგორც კი შევიტყვე მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება" _ კობახიძესაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველასთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო ის, რაც ვიხილეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც მისი თქმით, მძიმე სანახავი იყო. კობახიძე ამბობს, რომ მან მაშინვე მოითხოვა სესიის შეჩერება, როდესაც მომხდარის შესახებ გაიგო. "რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და ამქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც იყო მძიმე სანახავი, მძიმე სურათი. სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ საქართველოში, შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არდაშვება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ამაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როდესაც ვმონაწილეობდი სესიის გახსნაში და იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს ფედერაციიდან, არა აქვს არანაირი საერთო არც ქრისტიანობასთან და არც მართლმადიდებლობასთან და ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, იყო აბსოლუტურად მიუღებელი", - განაცხადა ირაკლი ... ...
  • "ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა" _ არჩილ თალაკვაძეარ ვაპირებთ არავისზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ პროვოკაციულ ქმედებას ქონდეს ადგილი და რუს დეპუტატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი თვითნებურად დაეკავებინა.  „მას შემდეგ, რაც რუსმა დეპუტატმა თანაწამყვანის პოზიცია დაიკავა სხდომათა დარბაზში, ჩვენი რეაქცია და პოზიცია იყო ძალიან ცალსახა და ჩვენი ემოცია იყო იგივე, რაც მთელი საზოგადოების. ვიდრე ოკუპაცია გრძელდება, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის. რუსმა დეპუტატებმა უნდა დატოვონ საქართველო. ჩემი ინფორმაციით, იყო შეთანხმება, რომ ბერძენი კოლეგა უნდა გაძღოლოდა სესიას და როდესაც სესია გაიხსნა, რუსმა დეპუტატმა დაიკავა თანათავმჯდომარის პოზიცია. ჩვენ არ ვაპირებთ არავისზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების. მომავალში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული, რომ ასეთი რამე აღარ განმეორდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარისთვის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არასერიოზულია.  „თუ ვინმე თავისი ქვეყნის საქმეებს პასუხისმგებლობით ეკიდება, ერთ-ერთი უპირველესი პარლამენტში არის ირაკლი კობახიძე, ამიტომ ამ კონკრეტული სცენარის გამო, როდესაც შეთანხმებულზე, რომ ბერძენ დეპუტატს წაეყვანა სხდომა, რუსმა დეპუტატმა დაიკავა თანათავმჯდომარის ადგილი, უბრალოდ არასერიოზულია პარლამენტის თავმჯდომარისთვის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება“, - განაცხადა არჩილ ... ...
  • „სირცხვილია“ _აქცია ბათუმშიამ წუთებში აქცია სახელწოდებით „სირცხვილია“ ბათუმში, ერას მოედანზეც იწყება. როგორც აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ტექსტშია ნათქვამი, რუსი დეპუტატი გავრილოვი და კიდევ რამდენიმე ფიგურა რუსული პოლიტიკიდან, რომლებიც  როგორც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები, არ უნდა იმყოფებოდნენ არათუ პარლამენტში, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზეც კი. ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქის ვალია, დღეს ევროპის (ერას) მოედანზე შემოუერთდეს მშვიდობიან აქციას რუსული ღია თუ ფარული ოკუპაციის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატები დღეს თბილისში, პარლამენტში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიაზე დასასწრებად მივიდნენ და სხდომის წაყვანა დაიწყეს, რასაც პროტესტი მოჰყვა.   ... ...
  • პარლამენტის სასესიო დარბაზი ბლოკირებულია - ოპოზიციამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღოპარლამენტის სასესიო დარბაზი ბლოკირებულია - ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს. მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ და სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, ოპოზიცია სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პარლამენტში დემარშით შევიდა. ისინი ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ სხდომათა დარბაზს არ დატოვებენ, ვიდრე კობახიძე თანამდებონიდან არ წავა. სხდომათა დარბაზში იმყოფება ნიკა მელია, სხვა დეპუტატებს კი პარლამენტის შესასვლელიდან სასესიო დარბაზისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. საკანონმდებლო ორგანოს შენობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს ალყაში აქვთ მოქცეული.  "ჩვენ თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავით, რომ სერგეი გავრილოვი ჩამოსულიყო და მონაწილეობა მიეღო ამ ღონისძიებაში, ვინაიდან ის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის არის ადამიანი, რომელმაც ბევრი გააკეთა და, რომელიც მხარს უჭერს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას. ე.წ. დამოუკიდებლობას, რომელიც დგას ეთნიკურ წმენდაზე და ადამიანების ხოცვაზე. ამიტომ მისი ჩამოსვლის წინააღმდეგი ვიყავით თავიდანვე, მაგრამ რაც დღეს მოხდა, სცილდება ყველა ფარგლებს, რადგან ყველაფერს გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა. ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამს იკავებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მებრძოლი, ის, რომ ოკუპანტი სახელმწიფო დღეს არის საქართველოს პარლამენტში და საქართველოს პარლამენტის სხდომა მიყავს ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელს, იმ ადამიანს, რომელმაც ხმა მისცა რუსეთის დუმაში საქართველოს რღვევას, ვინც ხმა მისცა რუსეთის დუმაში და მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლოებას, ეს სიმბოლო უკვე სცილდება ყველანაირ პოლიტიკურ ფარგლებს", - აღნიშნა ... ...
  • სუს-ი: რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას გადაუფრინარუსული ვერტმფრენი საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაზე არ გადმოფრენილა. სუსში აცხადებენ, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იფრინა.  „ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საკითხი მწვავედ დგება როგორც IPRM-ის, ისე ჟენევის ფორმატებში“ - აცხადებენ სუს-ში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საჰაერო სივრცე ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

პოლიტიკა

 

"როგორც კი შევიტყვე მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება" _ კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ამბობს,...

სრულად