შიდა აუდიტმა კლუბ "გურიაში" დარღვევები გამოავლინა

ფინანსები

შიდა აუდიტმა კლუბ "გურიაში" დარღვევები გამოავლინა

2016 თებ 15 14:39:47

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის გასული წლის ანგარიშის მიხედვით, შემოწმებას დაექვემდებარა ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ "გურიას" საქმიანობის 2011 წლიდან 2015 წლის პირველ ივლისამდე პერიოდი.

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, კლუბში, რიგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას.

"ბიუჯეტის შესახებ არსებული კანონით, მიმდინარე ბიუჯეტით გათვალისწინებულ შემოსავალს არ შეიძლება აღემატებოდეს მიმდინარე ხარჯები. კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების და შესასყიდი საქონლის და მომსახურების ხელშეკრულებისას საერთო ხარჯის ჯამმა არ უნდა გადააჭარბოს დაგეგმილ შემოსავალს, რაც არ არის გათვალისწინებული აღნიშნულ ორგანიზაციაში _ ეს საბიუჯეტო სახსრების უყაირათო და არამიზნობრივ ხარჯვასა და დაგეგმვას ნიშნავს", _ ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

შიდა აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2011 წელს კლუბს მუნიციპალიტეტის წერილობითი თანხმობის გარეშე სესხის სახით აღებული აქვს 180 ათასი ლარი; პრემიალური ანაზღაურების სახით კი გაიცა 92 087 ლარი, აქედან _ 54 870 ლარი 2010 წლის პრემიის დავალიანება იყო. 2012 წელს კი პრემიის სახით გაწეულმა ხარჯმა 238 243 ლარი შეადგინა. ამავე წლის ნოემბერში კლუბმა 220 ათასლარიანი სესხიც აიღო.

ამავე ანგარიშის მიხედვით, კლუბის ხელმძღვანელობამ პრემიები მომდევნო 2013 წელსაც გასცა და დარიცხული პრემიების ოდენობამ 254 796 ლარი შეადგინა; აქედან, 142 221 ლარი ანაზღაურდა, ხოლო 112 575 ლარი 2014 წლისთვის ნაშთად დარჩა.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ "დაურეგულირებელია კლუბის ფეხბურთელების კვების პროდუქტებით და სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფის საკითხი, არ არის რაიმე სახის დოკუმენტი, რის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო ამა თუ იმ სახით პროდუქტის შეძენა, მის შემოსავალში აღება, შემდეგ კი ჩამოწერა. ასევე, არ ხორციელდება სპორტული ინვენტარის შემოსავალში აღების, ფეხბურთელებზე გაცემის და მათი ჩამოწერის დოკუმენტები.

არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული კლუბის საშტატო ერთეულები შესაბამისი სახელფასო ფონდებით, პრემიების ფონდი შესაბამისი დებულებით. შესყიდვები ნაწარმოებია შესაბამისი გეგმების გარეშე.

თანამშრომელთა ხელშეკრულებით აყვანა მომხდარია განუსაზღვრელი ოდენობით, შტატის გარდა 80 ერთეულამდე შტატგარეშე თანამშრომელია აყვანილი. მათი მიღება, ხშირ შემთხვევებში, მომხდარია გაურკვეველ პოზიციებზე".

კლუბის მიმართ შენიშვნებია 2014 წლის 2 აპრილს ინდ/მეწარმე სიმონ ღლონტისთვის კვების თანხის (3 000 ლარი) გადარიცხვაზე, რაზეც არ არის წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადები და მიღება-ჩაბარების აქტი.

დასკვნის მიხედვით, კლუბის ფინანსისტ აკაკი დობორჯგინიძის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტებს აქვს ადგილი:

 "2015 წლის 27 იანვარს, დობორჯგინიძემ 2 000 ლარი გადარიცხა დაუდგენელი პიროვნების ანგარიშზე. მარტში საკუთარ ანგარიშზე მივლინებისთვის და საქვეანგარიშოდ მასვე აქვს 2 261 ლარი ჩარიცხული, რაზეც არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია. ასევე, მის პირად ანგარიშზე 2015 წლის აპრილში ჩარიცხულია გ. ფაცურიას კუთვნილი ხელფასი 1 720 ლარი, გ. ფირცხალაიშვილის _ 650 ლარი, ნ. ხრიკაძის _ 300 ლარი და ე. ჟორდანიას _ 40 ლარი", _ წერია დასკვნაში.

კლუბის მიმართ, ასევე, შენიშვნებია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, სადაც შესყიდვების ელექტრონული სააგენტოს საიტებზე არ არის ატვირთული რამდენიმე ხელშეკრულება, ხოლო ატვირთულ ხელშეკრულებებზე არ არის შესაბამისი დოკუმენტაციები, რითაც დარღვეულია ატვირთვის ათდღიანი ვადა.

შიდა აუდიტის სამსახურისთვის გაურკვეველია, რა მიზეზით არ მოხდა 2015 წლის იანვრიდან პირველ ივლისამდე საშემოსავლოსა და განაცემთა ინფორმაციების შევსება, შესაბამისად, მისი წარდგენა საგადასახადო ორგანოებში. ხოლო საშემოსავლო დეკლარაციის ჩაუბარებლობისთვის, ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კლუბის ხელმძღვანელობა დაჯარიმდა 200-200 ლარით.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...