თანხები ცნობილია, პრიორიტეტები _ არა

ფინანსები

თანხები ცნობილია, პრიორიტეტები _ არა

2016 აპრ 7 14:10:33

მიმდინარე წელს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გასახორციელებლად გამოყოფილი 756 256 ლარი სოფლების მიხედვით, უკვე განაწილებულია. თავიდან აღნიშნული თანხა, მთავრობის განკარგულებით, 800 ათას ლარს აღემატებოდა. თუმცა, საკრებულოს თანხმობით, მიუხედავად ოპოზიციონერ დეპუტატთა კრიტიკისა,  ამ თანხას 50 ათასი ლარი ჩამოაკლდა და ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსებისთვის მიიმართა.

მიუხედავად თანხების განაწილებისა, ჯერჯერობით, გაურკვეველია, სად, რა სამუშაოები და რა პროექტები გახორციელდება. ცნობილია, რომ  ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ექვს სოფელზე, მთლიანობაში, 70 449 ლარი დაიხარჯება. აქედან, სოფელ შრომისუბანში სოფლის პროგრამიდან 13 927 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება, მოედანში _ 12 306 ლარის, ხორეთში იგივე პროგრამით 8594 ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული, კოკათში _ 5 542 ლარის, გულიანში _ 14 367 ლარის, უშუალოდ ჩოჩხათში კი 15 713 ლარის გახარჯვა იგეგმება პროგრამის ფარგლებში. 

შუხუთის ადმინისტრაციაში 41 928 ლარია გამოყოფილი, აქედან ქვემო შუხუთში სამუშაოების საწარმოებლად29 334 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ზემო შუხუთში _ 12 594  ლარი.

ნიგოითის ადმინისტრაციაში, რომელიც ხუთ სოფელს აერთიანებს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით,  73 811 ლარია გათვალისწინებული. აქედან, სოფელ  ქვიანში პროგრამის გახორციელებას  17 377 ლარი მოხმარდება, ჭყონაგორაში იგივე პროგრამიდან  13 795 ლარი დაიხარჯება, ჩოლობარგში _ 14 180 ლარი, სოფელ ჯაპანაში _ 8 385 ლარი, სოფელ ნიგოითში კი _ 15 988 ლარი. ამავე პროგრამით ნიგოითის ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი თანხიდან 4086 ლარი ჯიხეთის სამონასტრო კომპლექსისთვისაა გამიზნული.

აკეთში შემავალი ოთხი სოფლისთვის 45 549 ლარია გათვალისწინებული. ზემო აკეთში 8484 ლარი გაიხარჯება, ქვემო აკეთში _ 15 668 ლარი, გაგურში _ 7382 ლარი, ხოლო ჭანჭათში  14 015 ლარის სამუშაოები შესრულდება.

აცანის ადმინისტრაციისთვის, საერთო ჯამში, 26 424 ლარია გამოყოფილი, საიდანაც უშუალოდ აცანას 14 774 ლარი მოხმარდება, ხოლო ტელმანს _ 11 650 ლარი.

მამათის ადმინისტრაციაში სოფლის პროგრამის თანხები ასე გადანაწილდა:  8704 ლარი ზემო მამათში გაიხარჯება, კონჭკათში _ 8936, შათირში _ 5265 ლარი, ხოლო ქვემო მამათში _ 7679 ლარი.

მაჩხვარეთის ადმინისტრაციაში სულ 28 000 ლარი დაიხარჯება, საიდანაც უშუალოდ მაჩხვარეთში 15 128 ლარის სამუშაოები შესრულდება, ორაგვეში _ 4725 ლარის, ხოლო ჯუნმერეში _ 7304 ლარის.

გვიმბალაურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 37 803 ლარის ღირებულების  სამუშაოები უნდა შესრულდეს.

ჩიბათის ადმინისტრაციაში სამ ნაწილად იყოფა, თანხები ასე გადანაწილდა: ქვემო ჩიბათი _ 24 032 ლარი, ჭალა _ 12 582 ლარი, ხოლო ზემო ჩიბათი _13 519 ლარი. ლესის ადმინისტრაციაში, რომელიც ორ სოფელს მოიცავს, დაახლოებით, 47 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება. კერძოდ, უშუალოდ ლესაში 29 168 ლარია გათვალისწინებული, ჭინათში კი _ 17 255 ლარის.

ჯურუყვეთის ადმინისტრაციაში შემავალ სოფელ ბაღლეში, სოფლის პროგრამიდან 12 637 ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული, ეწერზე _ 12 461 ლარის, ხოლო საკუთრივ სოფელ ჯურუყვეთში პროგრამიდან  22533 ლარის სამუშაოები შესრულდება. 

ნინოშვილის ადმინისტრაციისთვის  22609 ლარია გათვალისწინებული, აქედან სოფელ ყელაში  8925 ლარი, ხოლო, სოფელ ნინოშვილში 13 684 ლარი დაიხარჯება.

ნიგვზიანის ადმინისტრაციაში სოფლის პროგრამის დასაფინანსებლად თანხები ასე გადანაწილდა: სოფელი ნიგვზიანი _ 26 644 ლარი, ხაჯალია _ 24 969 ლარი, არჩეული _ 12 262 ლარი, ჩანჩეთი _5409 ლარი.

სუფსის ადმინისტრაციაში შემავალ სოფელ ახალსოფელში აღნიშნული პროგრამიდან 15 448 ლარის სამუშაოების შესრულებაა გათვალისწინებული, სოფელ  ტაბანათში _ 24 880 ლარის, ჩქუნში _ 5 354 ლარის, ხიდმაღალაზე _ 25 431 ლარის, ხოლო მალთაყვაში _ 4 802 ლარის. რაც შეეხება უშუალოდ სუფსას, იქ 7 282 ლარი უნდა დაიხარჯოს, ხოლო გრიგოლეთში _ 5 905 ლარი.

და ბოლოს, ღრმაღელის ტერიტორიულ ერთეულში სოფლის პროგრამის დასაფინანსებლად 69 161 ლარია გამოყოფილი. აქედან, უშუალოდ ღრმაღელეს, 17 410 ლარი ერგო, წყალწმინდას _ 22 896 ლარი, ხოლო ორმეთსა და ომფარეთს, შესაბამისად, 12 680 და 16 175 ლარი.




 ახალი ამბები
  • გორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლაგორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. ... ...
  • სამტრედიის N3 საჯარო სკოლის გუნდი ,,წიგნების თაროს“ მე-8 სეზონში მიიღებს მონაწილეობასახალგაზრდებში მეტად პოპულარული სატელევიზიო  ლიტერატურული შოუს ,, წიგნების თაროს“  მე-8 სასკოლო სეზონის შესარჩევი ტური  დასრულდა. საქართველოს მასშტაბით 32  სკოლა შეირჩა. რჩეულთა შორის  სამტრედიიდან მხოლოდ ერთი გუნდი მოხვდა, N3 საჯარო სკოლის გუნდი. ელენე ალფაიძე, მარიამ  რუხაძე და ანი  ჯღამაძე,   მე-11 კლასის წარჩინებული მოსწავლეები არიან. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი როგორც სასკოლო,  ასევე, კლასგარეშე ღონისძიებებში. ,,წიგნების თაროში“  მონაწილეობას  სიხარულით შეხვდნენ, თუმცა,  ორმაგ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, მათ ხომ არა მარტო სკოლის, არამედ  მშობლიური ქალაქის ინტერესების დაცვაც ევალებათ. ,,თაროელები’’ საინტერესო  სეზონს გვპირდებიან. წარმატებები ... ...
  • კონკურსში, „სუფთა რეგიონი“ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდასაქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით,  კონკურსის „სუფთა რეგიონი" გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. 27 იანვარს, თბილისის საკრებულოში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული კონკურსი გასულ წელს გამოცხადდა.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. კონკურსის იდეა პირველად გაჩნდა 2015 წელს „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში. კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.  გამარჯვებულთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტიცაა - შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით სიგელი გადაეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.  კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი", „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო", საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.  ... ...
  • საფრანგეთში ქართველი მორაგბე გარდაიცვალაფრანგული „გროლეს“ ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა. 27 წლის მორაგბე, რომელიდ ფედერალ 1-ის ბინადარ გუნდში 2014 წლიდან ირჯებოდა, სტადიონისკენ საკუთარი ავტომობილით მიემართებოდა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც, გარდაიცვალა. ფრანგული მედიის ცნობით, ავარიის მიზეზი ნისლი და მოლიპული გზის ზედაპირი გახდა. მანქანაში ბექა მარტო იმყოფებოდა, მისი გარდაცვალების გამო კი, „გროლესა“ და „ლავორის“ შეხვედრა გადაიდო. წყარო: ... ...
  • რა მდგომარეობაა ჩოხატაურში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით და შეწყდება თუ არა სასწავლო პროცესიზამთრის დადგომასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების შემთხვევები მატულობს. მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო. ავადმყოფობა კი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, ბავშვები სკოლას და საბავშვო ბაღს აცდენენ. როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში გაკვეთილებს მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ ესწრება. როგორც ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესს აცდენენ, სკოლებში სწავლის შეწყვეტის საშიშროება არ დგას. „მცირეოდენი გაცდენები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ის ზღვარი, რომლის გამოც, სკოლამ უნდა შეწყვიტოს პროცესი. სკოლების ნაწილში ჩავარდნებია, მაგრამ, ძირითადად, სკოლებში სწავლა ნორმალურად მიმდინარეობს. თითო- ოროლა ბავშვი აკლია კლასებში, ცხადია, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. მაგალითად, ამაღლების საჯარო სკოლამ გვითხრა, რომ მეცხრე კლასში ბავშვების უმრავლესობა არ იყო“, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ. როგორც  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება „მომავალის“ დირექტორი,  ნინო ბარამიძე ამბობს, სასწავლო პროცესის განახლებამდე საბავშვო ბაღებში დეზინფექცია ჩატარდა, მაგრამ არის ბაღები, სადაც ვირუსის გამო ბავშვები არ დადიან. ბარამიძის ინფორმაციით, გრიპის გამო დღეს არცერთი ბავშვი არ მივიდა სოფელ სამების საბავშო ბაღში. „სასწავლო პროცესი 20 იანვარს განვაახლეთ. 17-18-ში სრული დეზინფექცია ჩავატარეთ და დავიწყეთ სასწავლო პროცესი, მაგრამ ვირუსი რამდენიმე ბაღში დაფიქსირდა. გამკაცრებული გვაქვს წესები და ბავშვები სადაც არ მოდიან, აქვთ ვირუსი. დღეს სოფელ  სამების ბაღში ერთი ბავშვიც არ ყოფილა. სააღმზრდელო პროცესის შეჩერებისა და ბაღების დათხოვნის საფრთხე არ არის. იქ სადაც ბავშვები არ დადიან იმ დღეს სააღმზრდელო პროცესი თავისთავად არ არის“,_ ბარამიძე. რამდენად არის გავრცელებული  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიპის ვირუსი და რამდენად ხშირია მიმართვიანობა_ ამ კითხვით ჩოხატაურის კლინიკებს მივმართეთ. შპს „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“-ს მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია. განსაკუთრებით კი ბავშვებში. საავადმყოფოში ამ დროისთვის 6 პაციენტი ფილტვების ანთებით მკურნალობს. „მომართვიანობა შედარებით გაზრდილია, განსაკუთრებით ბავშვებში. განსაკუთრებული შემთხვევა ისეთი, რომ რეფერალი ყოფილიყო საჭირო გრიპთან დაკავშირებით, არ გვქონია. დაწესებულებაში 6 პაციენტი გვიწევს ფილტვების ანთებით, 2 ხვალ გაეწერება, ამჯერად, საუბარია მოზრდილებზე“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის „მედალფას“ სამედიცინო ცენტის ხელმძღვანელი ანტონ ხუნდაძე კი ამბობს, რომ კლინიკაში გრიპის ვირუსის გართულებული ფორმებით მიმართვა ზამთრის არდადეგების დროს უფრო ხშირი იყო. „წინა თვეში უფრო მეტი მომართვიანობა იყო გრიპის ვირუსის გართულებებით, ვიდრე ახლა. გრიპის ვირუსს მკურნალობენ ბინაზე ოჯახის ექიმების მეშვეობით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...