რატომ ჩაიშალა ტენდერი


ფინანსები

რატომ ჩაიშალა ტენდერი

28 აპრ. 2016, 14:32:00

საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" მიერ  სტადიონის-მოვლა პატრონობისთვის გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ინდმეწარმემ 65 ათას ლარად მოიგო და რითაც ბიუჯეტში გარკვეული თანხები უნდა დაზოგილიყო, შეწყვეტილია.

სტადიონი  და მასთან ერთად, 100 ათასი ლარი კი, კლუბის ნაცვლად,  ახლადშექმნილ  შპს "ლანჩხუთს"  გადაეცა მფლობელობაში. იგი, მანამდე არსებული შპს "გურია 2000"-ის სახეცვლილებას წარმოადგენს, რომელიც, თავის დროზე, ლიკვიდაციის რეჟიმში ჩააყენა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ.

დაახლოებით, ერთი თვის  წინ, როცა  საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის "გურიას"  ფინანსური დირექტორი თენგიზ კიკვაძე გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ  ანგარიშით წარსდგა ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატების წინაშე,  იგი აქცენტს, სწორედ, კლუბში ხარჯების მნიშვნელოვან შეკვეცაზე აკეთებდა:  "დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მომსახურების სფერო გამეცა ტენდერზე. პირობითად, სტადიონის მოვლა-პატრონობა კლუბს წელიწადში უჯდებოდა, დაახლოებით, 110 ათასი ლარი,  გავუშვით ტენდერზე და 65 ათას ლარად გაიმარჯვა ინდმეწარმემ. იგი ვალდებულებას იღებს, რომ აღნიშნული თანხით უზრუნველყოს სტადიონის მოვლა-პატრონობა. გარდა ამისა, ერთი წლის ვადით, ტენდერით გავეცით გრიგოლეთის ბაზაც.  ჩვენი გათვლებით, ამ ბაზის სრულად  მოვლა-პატრონობისთვის  ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 48 ათასი ლარი იყო საჭირო, ტენდერის შედეგად კი 27 900 ლარად გასხვისდა. ყოველივე ამით, ჩვენ, 60 ათას ლარამდე დავზოგეთ".

გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის, შოთა ჩაგუნავას განმარტებით, ტენდერი შეწყდა: "ტენდერი შეწყვეტილია, ვინაიდან სტადიონი გამოვიდა ა(ა)იპ ლანჩხუთის "გურიას" მფლობელობიდან და გადავიდა შპს "ლანჩხუთის" საკუთრებაში. ყოველივე  ეს გახორციელდა ისე, რომ  არ დაზარალებულა შემსრულებლის ინტერესი". 

როგორც ჩანს, აწ უკვე ჩაშლილ ტენდერში გამარჯვებულის ინტერესის დაცულობა იმითაა განპირობებული, რომ  ახლადშექმნილი შპს-ს ხელმძღვანელი და ზემონახსენები ინდმეწარმე ერთი და იგივე პიროვნებაა.

რაც შეეხება კლუბის პოზიციას ჩაშლილ ტენდერთან დაკავშირებით, აღმასრულებელი დირექტორის ოთარ ჩხაიძის თქმით, სტადიონის კლუბის დაქვემდებარებიდან გამოსვლა და ტენდერის შეწყვეტა ქართული ფეხბურთის  განვითარების ფონდის მიდგომამ განაპირობა, რომელიც  არ ითვალისწინებს სტადიონის მოვლა-პატრონობისთვის თანხების გაღებას: "სტადიონზე ჩატარებული ტენდერით ბიუჯეტში გარკვეულ თანხებს კი ვზოგავდით, მაგრამ ფონდმა არ დაგვაფინანსა, მათი თქმით, ეს მუნიციპალიტეტმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს".

ფეხბურთის განვითარების ფონდის მიდგომები კი ბუნდოვანია ლანჩხუთელი დეპუტატებისთვის, რომლებიც ფონდის წარმომადგენელთა ჩამოსვლას და მათთან შეხვედრას ითხოვენ: "ჩამოვიდნენ, შეგვხვდნენ, გვითხრან, რა მიზნები  გააჩნია სამომავლოდ ამ ფონდს და რეალურად რის გაკეთებას გეგმავს. მთელი ჩვენი თანხები რომ წაიღეს და ამბობენ, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას არ ვაფინანსებთო,  არ იციან, რომ ფეხბურთისთვის სტადიონი აუცილებელია?!" _ ამბობს საკრებულოს დეპუტატთა ნაწილი.




 ახალი ამბები
  • თოვლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება _ როდიდან შეიცვლება ამინდი საქართველოშისაქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა , _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი - 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...
  • მარინა ენდელაძე: ეს ერთადერთი გამოსავალიამსოფლიოში არცერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე, შეუძლებელია ადამიანებმა მუდმივად რეგულაციების ქვეშ ვიცხოვროთ, ამდენად ერთადერთი საიმედო გამოსავალი - ვაქცინაციაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია იქნება პირველ კვარტალში და პირველ ეტაპზე მცირე დოზა. „როგორც ვიცი, ქვეყანა ემზადება, რომ შემდეგ ვაქცინაცია მასიურად მოხდეს. პირველ რიგში რისკჯგუფები აიცრებიან. ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ პარალელურად, ჯერჯერობით, ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, - განაცხადა ... ...
  • საქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდასაქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა, _ ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს: "რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, მოძრაობა განახლდა ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე - ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • ხვალ დიდ ქალაქებში, ასევე, აჭარაში სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდებახვალ, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარისავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყვეს პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს. სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება. „პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში. დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების ... ...
  • პანკისის ხეობაში 40 წლამდე კაცი მოკლეს - ერთმანეთს ნათესავები დაუპირისპირდნენპანკისის ხეობაში ნათესავებს შორის  ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა - მოკლულია 40 წლამდე კაცი. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა. სავარაუდო დამნაშავეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. წყარო: მთავარი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....