სოფლის მაჟორიტარები ტენდერებს არ ენდობიან

ფინანსები

სოფლის მაჟორიტარები ტენდერებს არ ენდობიან

2016 მაი 30 18:08:56

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა, რომელთაც, დღის წესრიგის თანახმად, 18 ძირითადი საკითხი უნდა განეხილათ, საკმაოდ სწრაფად და სჯა-ბაასის გარეშე მოახერხეს მათი განხილვა-დამტკიცება. როცა ჯერი სხვადასხვა საკითხის განხილვაზე მიდგა, საკრებულოს წევრებს გააქტიურება დაეტყოთ _ დეპუტატებმა საკუთარი უკმაყოფილება კიდევ ერთხელ დააფიქსირეს იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წელს, მთავრობის განკარგულების თანახმად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოების გასახორციელებლად ტენდერის გამოცხადება აუცილებლობას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამის ცალსახა ვალდებულებას არ იძლევა. საკრებულოს წევრთა აზრით, ბევრად უკეთესი იყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით გათვალისწინებული სამუშაოები ძველებურად, ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე გახორციელებულიყო.

დეპუტატებს აეჭვებთ, რამდენად ხარისხიანად შეასრულებენ ტენდერში გამარჯვებული ფირმები სამუშაოებს. პირველი, ვინც ამ საკითხთან მიმართებაში სხდომაზე საკუთარი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, სოფელ ნინოშვილის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დავით ჩხარტიშვილი გახლდათ: "ჩვენი დიდი თხოვნის მიუხედავად, სამუშაო მაინც ტენდერზე გაიტანეს. ჩემს სოფელში 21 ათასი ლარი გამოიყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, ჩატარდა ტენდერი და გამარჯვებულმა ფირმამ ხუთი ათასი ლარი დააკლო. თუკი იყო შესაძლებლობა, რომ ამდენი ლარით ნაკლებ თანხაში გახორციელებულიყო ეს სამუშაოები, მაშინ დარჩენილი თანხით კიდევ ერთი პროექტი დაგვეფინანსებინა. არიან სოფელში ისეთი ადამიანები, რომლებიც დეტალურად ადევნებენ თვალს ყველაფერს _ მათ იციან, რომ 21 ათასი ლარია სოფლის პროგრამებიდან ნინოშვილისთვის გამოყოფილი. ახლა აღმოაჩენენ, რომ ხუთი ათასი ლარით ნაკლები იხარჯება. მოდი და უხსენი, სად წავიდა ეს ნარჩენი ფული. მაჟორიტარები ცუდ დღეში ვვარდებით _ მოსახლეობა მერე ჩვენ გვადანაშაულებს. ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული, რომ ხუთი ათასი ლარით დაკლებული პროექტი ხარისხიანად შესრულდება _ ამის არანაირი გარანტია არ არსებობს. მე, პირადად, არ ვენდობი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს", _ თქვა დეპუტატმა ჩხარტიშვილმა.

ნინოშვილის მაჟორიტარს დაეთანხმა საკრებულოში ლესის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ელისო ჭიჭინაძე, რომლის თქმითაც, არც ის და არც მოსახლეობა არ არის დარწმუნებული, რომ მსგავს პირობებში სამუშაოები კეთილსინდისიერად შესრულდება: "მუნიციპალიტეტში არც ერთი ფაბრიკა-ქარხანა არ მუშაობს და ასეთ პირობებში ერთმა ადგილობრივმა მეწარმემ ვერ გაიმარჯვა ტენდერში. ყველას ძალიან გვაწუხებს, რომ ვიღაცამ ექვსი ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები სამი ათას ლარად მოიგო, ეს არავის მოსწონს _ არც მე და არც მოსახლეობას. არ ვართ დარწმუნებულები, რომ მეწარმე სამუშაოებს კეთილსინდისიერად შეასრულებს", _ აღნიშნა ჭიჭინაძემ.

საკრებულოს კიდევ ერთი წევრი _ ნონა მურვანიძე დაინტერესდა, თუ არის ზღვარი, რომლის ქვემოთაც ტენდერში მონაწილეს არ შეუძლია თანხის დაკლება.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ მაჟორიტარებს შესთავაზა, სურვილისამებრ გაწევრიანდნენ შესაბამის კომისიაში და უშუალოდ გააკონტროლონ რამდენად ხარისხიანადაა შესრულებული სამუშაოები:

"თავად გააკონტროლეთ, როგორ სრულდება სამუშაოები. ლაპარაკი არ იყოს მერე, რომ უხარისხოდ შესრულდა სამუშაოები. შებრძანდით კომისიაში. თუნდაც ერთი კომისიის წევრის ხელწერა რომ აკლდეს დოკუმენტს, ასეთ ობიექტს არ ჩავიბარებ და ფულს არ გადავურიცხავ შემსრულებელს. იქ, სადაც 20%-ზე მეტი თანხაა დაკლებული, ჩვენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ვითხოვთ. თუ მეწარმე ვერ წარმოადგენს დასკვნას, რომ მის მიერ წარმოდგენილი თანხით ვერ შეასრულებს სამუშაოებს, მაშინ სააგენტოს მივმართავთ, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე მოხდეს ხელშეკრულების გაფორმება. მეტი არაფრის გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია. მთავრობის განკარგულებას მუნიციპალიტეტი ვერ შეცვლის", _ განმარტა გამგებელმა, თუმცა, ამით დეპუტატთა უკმაყოფილება მაინც ვერ შეანელა.

გამგებლის პასუხად სოფელ ნიგოითის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ალექსაიამ ნიგვზიანის მაგალითი მოიყვანა, სადაც გარე განათების მოწყობის სამუშაოები, 18 ათასი ლარით ნაკლებ თანხაში, ცაგერელმა მეწარმემ მოიგო, რომელსაც ამ კუთხით არანაირი გამოცდილება არ გააჩნია:

"ჩავხედე ამ მეწარმის ისტორიას და აღმოჩნდა, რომ არანაირი სამუშაო მას შესრულებული არ აქვს. არის უბრალოდ მეწარმე და თანხა რომ დაინახა, სურვილი გაუჩნდა, ტენდერი მოეგო. დარწმუნებული ვარ, ამ სამუშაოებს ვერ შეასრულებს. კი, ბატონო, როგორც თქვენ ამბობთ, ჩატარდება ექსპერტიზა, მაგრამ ეს ხომ დროში გაწელილი საქმეა?!" _ აღნიშნა ალექსაიამ.

სუფსის მაჟორიტარმა ჯუმბერ ბლაგიძემ აღნიშნა, რომ კომისიაში შევა, თუმცა, მიღება-ჩაბარების აქტს ხელს არ მოაწერს: "50% რომ დააკლებ თანხას, ვერანაირი ექსპერტიზის დასკვნა ვერ დამაჯერებს, რომ იქ კეთილსინდისიერად შესრულდება სამუშაოები. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში კაბინეტში კაცი რომ ზის, იმან "სტოლბის დასობაზე" რა დასკვნა უნდა დამიდოს?!" _ თქვა სუფსის მაჟორიტარმა დეპუტატმა.




 ახალი ამბები
  • არჩილ თალაკვაძემ On.ge-ს ჟურნალისტს პასპორტი არ ანახაპარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უარს ამბობს, რომ On.ge-ს ჟურნალისტს პასპორტი აჩვენოს. ამ დოკუმენტში იქნება ასახული დატოვა თუ არა მან საქართველო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და რომელ ქვეყანაში ჩავიდა. ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასაშუალებები, მთავარი და ფორმულა ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ის ამტკიცებს, რომ იტალიაში, კომოს ტბაზე არ ყოფილა. "ტელეკომპანიებმა მთავარმა და ფორმულამ გაავრცელეს უკიდურესად მიკერძოებული და პოლიტიზირებული ინფორმაცია, სადაც ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ თითქოს მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე", — უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ და ამავე შინაარსის ვიდეომასალა ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ამ ვიდეომასალის გავრცელებას ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მან და მისმა თანაგუნდელმა, გიგი წერეთელმა გასულ ღამეს თვითმფრინავით თალაკვაძესთან ერთად იმგზავრეს. "რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, "უკიდურეს მიკერძოებაში" ამხილოთ", — დაწერა კანდელაკმა ფეისბუქზე. გარდა ამისა, ფეისბუქში ზურაბ მელიქიშვილმა გაავრცელა ფოტომასალა, სადაც თბილისის მერი, კახა კალაძე ცოლთან ერთად და არჩილ თალაკვაძე არიან გადაღებული. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია და არც მისი ავთენტურობა დადასტურებულა, თუმცა ამ მოვლენასთან დაკავშირებით ინტერნეტში გავრცელდა. წყარო: ... ...
  • სუს-ი: "სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. "გვსურს გამოვეხმაუროთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდნენ და მიმდინარე პროცესების ფოტო/ვიდეოგადაღებებს აწარმოებდნენ. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პირებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ კონკრეტულ საპროტესტო აქციებზე მყოფი პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან. ამასთანავე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან ასაცილებლად, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად (“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 მუხლები), ახორციელებს პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებებს, რომლისთვისაც ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს (ამავე კანონის 43-ე მუხლი). სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და  თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით მოქმედებენ," - ნათქვამია ... ...
  • აჭარის ტელევიზის შენობასთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანესაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს. მათი თქმით, ამით გამოხატეს ის განწყობა, რომელიც მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ გაუჩნდათ: "დღეს, მრჩეველთა საბჭომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა მოკლა", _ აცხადებენ ისინი. აქცია, მაუწყებლის შენობასთან, ამ წუთებშიც ... ...
  • სუს-თან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. „ლეიბორისტული პარტიისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის, ასევე, მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს. დაკავებულებს შორის იყო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ... ...
  • აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები დარღვევებით წარიმართა - ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს სახალხო დამცველი აფასებს.  სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს და სასამართლო პროცესი დარღვევებით წარიმართა. 37-ვე დაკავებული პირის საქმე მხოლოდ ერთ მოსამართლეს დაეწერა განსახილველად, რამაც სასამართლო პროცესების არაგონივრული ვადით გაჭიანურება გამოიწვია. ამ ეტაპზე 17 პირის საქმის განხილვა არც კი დაწყებულა, ხოლო 8 მათგანი ჯერ კიდევ ელოდება გადაწყვეტილებას. ასევე ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სამუშაო საათებში დაკავებულ პირთა მიმართ დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული დაკავების მაქსიმალური, 12-საათიანი ვადა. ამის მიუხედავად, მოსამართლემ არ გაათავისუფლა ისინი და დატოვა თავისუფლებააღკვეთილი იქამდე, სანამ სხდომას გადადებდა. საბოლოოდ, სასამართლომ ერთმანეთისგან დისპროპორციულად განსხვავებული სახდელები დანიშნა. მოსამართლის მოტივაციასთან დაკავშირებით ამან კითხვის ნიშნები გააჩინა. ამასთან, სახალხო დამცველი მიმართავს პროკურატურას, იხელმძღვანელოს 2019 წლის 20-21 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკით და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ პასუხობს ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს, ამასთან 18 ნოემბერს დაკავებულ პირთა სასამართლო განხილვებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, გამოიყენოს "პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული პროტესტის მექანიზმი, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვოს დაკავებული პირების გათავისუფლება." - აღნიშნულია ომბუდსმენის ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?