ოზურგეთის მერის ქონება და შემოსავლები

ფინანსები

ოზურგეთის მერის ქონება და შემოსავლები

2016 ოქტ 21 21:59:16

ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის ოჯახის საკუთრებაში 7 მიწის ნაკვეთი, სამი საცხოვრებელი  სახლი, ბინა და ავტომობილია. ამის შესახებ სიორიძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2016 წლის 17 ოქტომბერს შეავსო.

დეკლარაციის თანახმად, სიორიძის საკუთრებაშია 120 კვ.მ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთი კურორტ ბახმაროში; 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში (კაპროვანი); ოზურგეთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე 613.60 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი და ამავე ტერიტორიაზე არსებული 116.40 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი. ასევე, 20000.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი ოზურგეთში, სოფელ წითელმთაში.

რაც შეეხება სიორიძის მეუღლეს, ლელა თოიძეს, მის საკუთრებაშია 228.90 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში,  მცხეთის ქუჩაზე;  64 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი  და 452.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წავკისში; 20153.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 198.00 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში. ლელა თოიძის საკუთრებაშია ასევე, 2011 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა ჰიუნდაი ix 35.

ბეგლარ სიორიძის შვილი ნიკა სიორიძე კი ფლობს,  დაბა ბაკურიანში, ("დიდველი") 932.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთის  50%-იან წილს, რომლის თანამესაკუთრე ბააკა ბაბუნაშვილია. 2016 წლის დეკლარაციაში აღარ წერია სიორიძის შვილის, ნიკა სიორიძის ავტომობილი - ბმვ 528, (გამოშვების წელი 1998), გაასხვისა თუ გაყიდა მან ის, უცნობია.

რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მათი შემოსავალი ოზურგეთის მერიიდან, მერის თანამდებობისთვის მიღებული ბეგლარ სიორიძის ხელფასი - 35750 ლარი ყოფილა. ამავე თანამდებობიდან მას 2014 წელს - 11687 ლარი აქვს მიღებული.

ხოლო 2016 წლის დეკლარაციის შევსების მომენტში ბეგლარ სიორიძეს ვი–თი–ბი ბანკის სახელფასო ანგარიშზე  1000 ლარი, ხოლო ნაღდი ფულის სახით 11 000 ლარი ჰქონდა. მის მეუღლეს კი, 14 000 ლარი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბეგლარ სიორიძის ოჯახი 4 შპს-ს პარტნიორია, თუმცა არცერთი მათგანიდან, დეკლარაციის მიხედვით, მათ შემოსავალი გასულ წელს არ მიუღიათ.

კერძოდ, შპს. "ელეგანტი 2007-ის პარტნიორია ლელა თოიძე. შპს. "ავანგარდისა" და შპს. "ექსიმ კომპანის" პარტნიორია- ბეგლარ სიორიძე. ხოლო შპს ნიუ ლაინი New line-ის პარტნიორი ნიკა სიორიძე გახლავთ.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბეგლარ სიორიძის სახელზე ორი სესხია.

40 000 დოლარი სიორიძეს 2014 წლის 20 ნოემბერს ზეპირი ხელშეკრულებით გაუსესხებია და გასულ წელს 20 000 დოლარის შემოსავალი მიუღია.

 2015 წლის 12 ნოემბერს კი, "ვი თი ბი ბანკიდან" 21260-ლარიანი სამომხმარებლო სესხი აუღია (სესხის ვადა 2019 წლის 12 ნოემბერს იწურება) და გასულ წელს პროცენტის დასაფარად  584 ლარი გადაუხდია.

გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ბეგლარ სიორიძეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან 21000 ლარი აქვს მიღებული, ხოლო მის მეუღლეს ლელა თოიძეს 18000 ლარი. თუმცა, პროდუქტის დასახელება დეკლარაციაში მითითებული არ არის.

ამავე თემაზე:

რა ქონებას ფლობს ქალაქ ოზურგეთის მერი




 ახალი ამბები
  • რუსეთის საპატრიარქო : თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონით და skype-ით იქნება შესაძლებელირუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მოსკოვის საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით, მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევთ. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს. „პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს. თვითიზოლაციის პირობებში კი აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.   ... ...
  • "ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ" _ პაატა იმნაძემე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა - ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, - განაცხადა ... ...
  • განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია _ როგორია ჩოხატაურელი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაგუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ეკიპირებული მანქანით გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს ბათუმში იხდის და სოფელში დასაფლავებაზე იყო მისული, როდესაც ცხელება დაეწყო. გუშინვე გაირკვა, რომ პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ჩოხატაურელები მოუთმენლად ელოდნენ განმეორებითი ტესტის პასუხს და ოპტიმისტურად უყურებდნენ _ რადგან პირველადი ტესტით საეჭვო არაფერი იყო, განმეორებითი ტესტიც უარყოფით პასუხს აჩვენებდა. ტესტის პასუხის გასაგებად, "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ნატო ჯიბუტს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ჩოხატაურელისთვის სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა. "ჩვენდა სასიხარულოდ, განმეორებითი ტესტის პასუხიც უარყოფითია", _ გვითხრა ცენტრის ... ...
  • მარნეულში საველე ჰოსპიტალი დაშალესსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლ ინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან - დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა ... ...
  • შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელო არ გაიმართებაქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად, შუხუთში ტრადიციული ლელოს თამაში, რომელიც წლებია, აღდგომის დღესასწაულზე ეწყობა, წელს აღარ გაიმართება, _ აღნიშნულ ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის პესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი მაკა სულაბერიძეც ადასტურებს. ანალოგიური პრეცენდენტი 1989 წლის ცხრა აპრილსაც იყო, მაშინ აპრილის ცნობილი მოვლენების გამო, ბურთი მხოლოდ სიმბოლურად ააგდეს. საგულისხმოა, რომ ლელოს კულტურის სამინისტრომ გასულ წელს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ბოლო წლებში ლელოს თამაშმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა, რის გამოც, შუხუთს აღდგომის დღესასწაულზე არაერთი უცხოელი თუ ადგილობრივი ჟურნალისტი სტუმრობს, რომ საკუთარი თვალით იხილონ ის ჟინი და ემოცია, რომელიც ლელოს თამაშს ახლავს. თამაში ხშირად რამდენიმე საათს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...