აქციზის გადასახადის ზრდა ეკონომიკურ პროცესზე ნეგატიურად იმოქმედებს - აფბა

ფინანსები

აქციზის გადასახადის ზრდა ეკონომიკურ პროცესზე ნეგატიურად იმოქმედებს - აფბა

2016 დეკ 1 19:22:31

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას“ ანალიტიკოსის, პაატა ბაირახტარის შეფასებით, აქციზის გადასახადის დაგეგმილი მოცულობით ზრდა  ეკონომიკურ პროცესზე ნეგატიურად იმოქმედებს.

2017 წლიდან,  რეინვესტირების შემთხვევაში, მოგების გადასახადის გაუქმებით, ბიუჯეტის დანაკლისი 500 მილიონ ლარს მიაღწევს. დეფიციტის დაბალანსებას მთავრობა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით და სხვადასხვა პროდუქციაზე აქციზის გადასახადის გაზრდით გეგმავს.

აქციზის ზრდა იგეგმება ნავთობპროდუქტებზე. ერთ ტონა ბენზინზე აქციზის ღირებულება 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება, ხოლო ერთ ტონა დიზელზე, 150 ლარიდან 400 ლარამდე. ჩვენ ვთვლით, რომ ნავთობპროდუქტებსა და საავტომობილო გაზზე აქციზის მკვეთრი ზრდა სერიოზულად იმოქმედებს სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქციის ფასებზეც, საწვავის გაძვირება, რაც აქციზის გადასახადის ამ დოზით გაზრდის შემთვევაში  გარდაუვალია, მნიშვნელოვნად იმოქმედებს მგზავრობის საფასურზეც.

საქართველოში საწვავის ფასი პირდაპირ არის დამოკიდებული საერთაშორისო ბაზრებზე, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, ბენზინზე აქციზის ღირებულების გაორმაგებისა და დიზელზე, ლამის გასამმაგების შემთვევაში, ლარის გამყარება მინიმუმ 30%-ით უნდა მოხდეს, რათა საწვავზე ფასების მასშტაბური ზრდა თავიდან იქნას აცილებული. კერძოდ, საწვავის თვითღირებულებაში აქციზის გადასახადს 15% უჭირავს და ერთი ლიტრირეგულარისთვითღირებულება 1.30 ლარია, საცალო ქსელში კირეგულარისფასი 1.60 ლარის ფარგლებში მერყეობს. აქციზის ღირებულების დაგეგმილი მოცულობით შემდეგ ერთი ლიტრირეგულარისფასი 1.90 ფარგლებში დაფიქსირდება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია არ აისახოს, როგორც სამამხმარებლო კალათაზე, ისე მგზავრობის ღირებულებასა და ზოგადად ეკონომიურ ფონზე, _ აცხადებს ბაირახტარი. 

ბაირახტარმა ასევე სხვა პროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  იმ საბიუჯეტო დეფიციტის ფონზე, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით ფიქსირდება, აქციზის გადასახადის ზრდა პრაქტიკულად გარდაუვალი იყო.

ამ პროდუქტებზე აქციზის ზრდას  გარკვეული პოზიტიური ეფექტი ეკონომიკისთვია ექნება. განაკვეთის ზრდა ერთი მხრივ, მოკლევადიანი მიზნებისთვის ქვეყანაში საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას ხელს შეუწყობს და მეორე მხრივ, გაჩნდება სტიმული იმპორტის შესაზღუდად. შეზღუდული იმპორტი თავისთავად ნიშნავს ქვეყნიდან გადინებული სავალუტო ნაკადების მოცულობის შემცირებას. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ იმპორტის შეზღუდვის პარალელურად, თუ მკვეთრად არ გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი, შედეგი უარყოფითი დადგება. საკუთრივ, ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირებას და ამ გზით გადატვირთული მოძრაობის განტვირთვას და ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას, აქციზის ზრდაზე მეტი ეფექტი იქნება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა და სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღება.

რაც შეეხება მთავრობის მოლოდინებს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდით ამ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებასთნ დაკავშირებით, თამბაქოს შემთხვევაში მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სიგარეტზე ფასების ზრდა მოხმარების შემცირებას ხელს მნიშვნელოვნად ვერ უწყობს. დგება უკუეფექტი, რამდენადაც მომხმარებლები, როგორც წესი, უფრო დაბალი ხარისხის  თამბაქოზე აკეთებენ არჩევანს. გარდა ამისა, საქართველოს პრაქტიკა აჩვენებს იმასაც, რომ 2005 წელს აქციზის ზრდის შედეგად საგრძნობლადწახალისდა“ სიგარეტის კონტრაბანდა ჩვენი მოსაზღვრე ქვეყნებიდან“, _ აცხადებს „აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი. 




 ახალი ამბები
  • რუსეთის საპატრიარქო : თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონით და skype-ით იქნება შესაძლებელირუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მოსკოვის საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით, მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევთ. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს. „პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს. თვითიზოლაციის პირობებში კი აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.   ... ...
  • "ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ" _ პაატა იმნაძემე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა - ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, - განაცხადა ... ...
  • განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია _ როგორია ჩოხატაურელი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაგუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ეკიპირებული მანქანით გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს ბათუმში იხდის და სოფელში დასაფლავებაზე იყო მისული, როდესაც ცხელება დაეწყო. გუშინვე გაირკვა, რომ პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ჩოხატაურელები მოუთმენლად ელოდნენ განმეორებითი ტესტის პასუხს და ოპტიმისტურად უყურებდნენ _ რადგან პირველადი ტესტით საეჭვო არაფერი იყო, განმეორებითი ტესტიც უარყოფით პასუხს აჩვენებდა. ტესტის პასუხის გასაგებად, "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ნატო ჯიბუტს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ჩოხატაურელისთვის სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა. "ჩვენდა სასიხარულოდ, განმეორებითი ტესტის პასუხიც უარყოფითია", _ გვითხრა ცენტრის ... ...
  • მარნეულში საველე ჰოსპიტალი დაშალესსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლ ინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან - დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა ... ...
  • შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელო არ გაიმართებაქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად, შუხუთში ტრადიციული ლელოს თამაში, რომელიც წლებია, აღდგომის დღესასწაულზე ეწყობა, წელს აღარ გაიმართება, _ აღნიშნულ ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის პესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი მაკა სულაბერიძეც ადასტურებს. ანალოგიური პრეცენდენტი 1989 წლის ცხრა აპრილსაც იყო, მაშინ აპრილის ცნობილი მოვლენების გამო, ბურთი მხოლოდ სიმბოლურად ააგდეს. საგულისხმოა, რომ ლელოს კულტურის სამინისტრომ გასულ წელს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ბოლო წლებში ლელოს თამაშმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა, რის გამოც, შუხუთს აღდგომის დღესასწაულზე არაერთი უცხოელი თუ ადგილობრივი ჟურნალისტი სტუმრობს, რომ საკუთარი თვალით იხილონ ის ჟინი და ემოცია, რომელიც ლელოს თამაშს ახლავს. თამაში ხშირად რამდენიმე საათს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...