სავალუტო ბაზარზე დიდი სპეკულაცია დადასტურდა

ფინანსები

სავალუტო ბაზარზე დიდი სპეკულაცია დადასტურდა

21 დეკ. 2016, 21:59:35

ლარის მასშტაბური გაუფასურების მიზეზი სპეკულაციაა. ამაზე ფინანსისტები დიდი ხნია საუბრობენ, წერდა მედიაც, თუმცა ეროვნულმა ბანკმა ღიარება მხოლოდ მაშინ ინება, როცა ლარის კურსმა 2,82-ს გადააჭარბა. სებ-ის განცხადებიდან რამდენიმე საათში ლარზე სპეკულაციის გავლენა მთავრობამაც დაადასტურა.

ბოლო პერიოდში მიმდინარე სავალუტო პროცესთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რითაც დაადასტურა, რომ ლარი მოსალოდნელზე მეტად არის გაუფასურებული.

"გაცვლითი კურსის ბოლო პერიოდის გაუფასურების მიზეზები ფუნდამენტური ფაქტორების (დოლარის გლობალური გამყარება, თურქული ლირას გაუფასურება) და მოლოდინების ერთობლიობაა. მიუხედავად ფუნდამენტური ფაქტორებისა, ჩვენი წინასწარი შეფასებით, მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინი განაპირობებს. გაცხადებული სტრატეგიის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შესარბილებლად ისე, რომ ლარის კურსი ფუნდამენტურ ფაქტორებთან შესაბამისობაში დარჩეს", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

სებ-ის პოზიციას აბსოლუტურად იზიარებენ ფინანსთა სამინისტროშიც და ადასტურებენ, რომ ლარი ფუნდამენტური ფაქტორებისგან გადახრილია.

"ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკა აბსოლუტურ თანხვედრაში იყო მეზობელი ქვეყნების, ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების დინამიკასთან. ბოლო დღეების დინამიკის ანალიზი კი გვიჩვენებს, რომ ლარის კურსი, როგორც ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, გადახრილია ფუნდამენტური ფაქტორებისგან", - აღნიშნა გაგუამ.

ლარის სპეკულაციურმა კურსმა, როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის ყურადღებაც მიიქცია. გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.

"ქვეყნის პირველი პირი ენდობა გიორგი კვირიკაშვილსა და კობა გვენეტაძე და მიიჩნევს რომ მათი თანამშრომოლობა გამოიღებს შედეგს და ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია მოხდება", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

საგულისხმოა, რომ სებ-მა გუშინვე, ინტერვენციის მიზნით, სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7823 შეადგინა. პირველი საკრედიტო კავშირის დამფუძნებელი გივი კორინთელი განმარტავს, რომ სპეკულაციის გავლენა კურსზე საკმაოდ დიდია.

"ყველაფერი დაემთხვა ერთმანეთს, მათ შორის, სპეკულაციური მომენტიც, მაგრამ რეალურად ფუნდამენტური მიზეზია, რაზეც მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ადრეც იცოდნენ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სესხის სუბსიდირებაზე დაიწყეს საუბარი. გამოჩნდა, რომ ლარის გაუფასურების შეჩერების იმედი აღარ არსებობდა. სპეკულაციური მომენტი ყოველთვის არსებობს, ამას ბანკები ადრეც აკეთებდნენ და არც ახლა ამბობენ უარს. რა დოზით არის სპეკულაცია, ვარაუდი რთულია, შესაძლოა, მაღალ დონეზეც, თუმცა 100%-ით რომ არ ხდება, ფაქტია", - ამბობს კორინთელი და დასძენს, რომ იზიარებს პრეზიდენტის მოსაზრებას და პასუხისმგებლობას სწორედ ხელისუფლებას აკისრებს, თუმცა ყველაზე მეტად ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი.

"ეროვნული ბანკის სისტემურ მუშაობაზეა ლარის ბედი დამოკიდებული, თუმცა მთავრობის ეკონომიკურ გუნდსაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია. ჩემი აზრით, არასწორი იყო სებ-ის ინტერვენცია, როცა არჩევნების დროს 180 მლნ დახარჯა თითქმის განწირულ კურსზე, რამაც შედეგი ვერ მოიტანა. დღეს კი ზღვაში წვეთია ის ინტერვენციები, რომელსაც ახორციელებენ.

ახალ წლამდე ვფიქრობდით, რომ კურსი 2,7 იქნებოდა, მაგრამ გადაცდა ამ მაჩვენებელს. აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში მომავალი იანვარი და თებერვალი მოსახლეობისთვის ყველაზე რთული პერიოდი იქნება. ძირითადი სავალუტო ვარდნები ტრადიციულად ამ პერიოდშია და მომავალ წელს ეს იქნება საკმაოდ მძიმე შედეგის მომტანი, ვიდრე აქამდე იყო", _ აცხადებს გივი კორინთელი.

ის, რომ სამთავრობო სექტორი, ეროვნულ ბანკთან ერთად, სპეკულაციურ ფაქტორზე ალაპარაკდა, ანალიტიკოს ნოდარ ჭიჭინაძისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სპეკულაციური მომენტი დევალვაციის პირველივე ეტაპიდან შეიმჩნეოდა, თუმცა მისი აღიარება ოფიციალურ დონეზე მხოლოდ ახლა მოხდა.

"დღეს ყველა აღიარებს, რომ ლარის მდგომარეობა ფუნდამენტურ ფაქტორებს არ შეესაბამება. ეს არის პირდაპირი აღიარება, რომ ლარის კურსის მდგენელი არ არის ეკონომიკური ფაქტორი და გაუფასურება სხვა მიზეზებით არის განპირობებული.

ვიდრე კატასტროფულ მდგომარეობამდე არ მივიდა, რეალურად არაფერი გააკეთეს მდგომარეობის გამოსასწორებლად. მენიშნა, რომ პოლიტიკის გამკაცრებაზეც წავიდა საუბარი. ბოლოს და ბოლოს ეს საკითხი დაისვა, სხვა გამოსავალი აღარ ჩანს. ლარის კურსი აზიანებს ყველას და ის სარგებელი, რასაც მთავრობა გეგმავს, არაფერია იმასთან შედარებით, რაც დევალვაციას მოაქვს. ხელისუფლებას ლარის ასეთი გაუფასურება კარგად შეაჯანჯღარებს და კომფორტის ხიბლიდან გამოიყვანს, რათა ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას", _ განუცხადა "რეზონანსს" ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, 40-მილიონიანი ინტერვენცია ახლა რეალურად არაფრის მომცემია. გაცილებით ადრე ამ პროცესს, შესაძლოა, გარკვეული შედეგი მოჰყოლოდა.

"ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული ბანკი შეგნებულად არ დგამს ნაბიჯებს, სანამ მის პასიურობას პროტესტი არ მოჰყვება. როცა შეატყვეს, რომ კურსი გადაიხარა და საფრთხე გაჩნდა, მაშინვე ჩარეულიყვნენ, რაც გაცილებით მეტ შედეგს მოიტანდა. ახლა 40 მილიონს გაყიდიან, თუ 140 მილიონს, რეალურად უშედეგოა. რეზერვები გამოაქვთ მაშინ, როცა მისი გაყიდვა დაგვიანებულია. რისთვის ინახავენ, რა აქვთ მიზნად, ვერ ვხვდები. რეალობას მოწყვეტილი არიან და რაც უფრო მალე მოვლენ გონს, მით უკეთესი იქნება. ზღაპრები ვისმინეთ ამდენი ხნის განმავლობაში. გვჭირდება ადამიანი, ვინც ზღაპრებზე უარს იტყვის, ყველაფერს შეხედავს რეალურად", _ აცხადებს ჭიჭინაძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...