საგადასახადო ტერორი ოზურგეთში

ფინანსები

საგადასახადო ტერორი ოზურგეთში

2012 ივლ 18 08:49:49

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მკვიდრი, ი. ბასილაშვილი "გურია ნიუსთან" დაჯარიმების ფაქტზე საუბრობს:

_ მე ამ განუკითხაობას ვერაფრით შევეგუები _ ასეთი უკანონობა როგორ უნდა მოვითმინო? ლუკმა-პურის საშოვნელად ქუჩაში გამოსულ გაჭირვებულ ხალხს რომ კიდევ ამხელა ჯარიმას აჰკიდებ, ეს საქმეა? სოფლის მეურნეობა ისეა მიგდებული, კაცი არ ჰყავს პატრონი. თუ რამე მაქვს, ჩემი ფიზიკური შრომით შევქმენი, ჩემი სოფლის ყველა მცხოვრებს დავხმარებივარ. ამ პატარა ჯიხურში გაჭირვებამ დამსვა, თორემ, ძირითადად, სოფლის მეურნეობით ვიყავი დაკავებული და იმით ვირჩენდი თავს.

საღამოს რვის ნახევარი იქნებოდა, მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა და მითხრა, სანთებელა მინდა, ხურდები მაქვს და თუ მეყოფა, ნახეო. ამოიღო 40 თეთრი და დადო. მივაწოდე სანთებელა. სანთებელას როცა ვყიდი, ყველა სინჯავს. მას არ გაუსინჯავს, არც ხურდას დალოდებია, შებრუნდა, ამოვჭერი ქვითარი, მაგრამ მან მითხრა, თქვენ საგადასახადო კანონმდებლობა დაარღვიეთო. შეადგინა ოქმი. ტყუილად მიწერ ჯარიმას, მე ამის გადახდის საშუალება არ მაქვს, თან ეს ოქმი არ არის სწორად შედგენილი,-მეთქი. _ რა არ არისო? _ შემეპასუხა. მე ვუთხარი, რატომ არ არის დაფიქსირებული აქ, რომ მე ქვითარი ამოვჭერი. არც მოწმის ჩვენება არ გაქვს, მოწმე უნდა ესწრებოდეს ასეთ ფაქტს,-მეთქი. გამოვართვი ოქმი და ჩავიდე ჯიბეში, დავურეკავ პატრულსო, _ მითხრა. მე თვითონ დავურეკავ პატრულს,-მეთქი. _ შენ რა გინდაო? _ მკითხა. _ შენი ნარკოლოგიური მდგომარეობა უნდა შევამოწმო, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფები თორემ ასეთ რამეს სრულყოფილი ადამიანი არ მოიმოქმედებს,-მეთქი.

იცით რაშია საქმე? უარეს გაგიკეთებენ, ამათგან არაფერი არ არის გამორიცხული. შეიძლება, მოვიდეს, იყიდოს ერთი ცალი ასანთი და დამაჯარიმოს 2 000 ლარით, იმის გამო, რომ ასანთი უფაქტუროდ გიდევსო. ვერ გადავიხდი 2 000 ლარს და დამიყადაღებენ მთელ ქონებას...

მერე ადგა და გავიდა გარეთ. დარეკა სადღაც და უცებ მოაკითხა მანქანამ. მოვიდნენ სხვები და მკითხეს, წინააღმდეგობას რატომ უწევ, რა ხდებაო. მე ვუთხარი, ჯერ ამიხსენით, ეს თქვენი თანამშრომელი ნორმალური თუ არის, ქვითარი ამობეჭდილი მქონდა, მან კი ოქმი დამიწერა. მანქანა არ დაძრათ, პატრულში უნდა დავრეკო,-მეთქი. მითხრეს, შეგიძლია, გაასაჩივროო. გადავირიე, სად მაქვს იმის საშუალება, რომ ადვოკატი ავიყვანო და ვირბინო აქეთ-იქეთ? მერე შეეშინდათ, მართლა არ გამოიძახოს პატრულიო, დაქოქეს მანქანა და წავიდნენ. ერთადერთი რისი იმედიც მაქვს, ის არის, რომ მთავრობა შეიცვლება და ამ გადასახადს აღარ გადამახდევინებს. ამ იმედით ვარ.

მსგავს ფაქტზე საუბრობს ოზურგეთელი ვახტანგ ჯინჭარაძეც:

_ მცირე სამეურნეო საქმიანობას ვეწევი. ორჯერ დამაჯარიმეს. მოსული იყვნენ ფოთის კერძო ინსპექტორები. აიღეს იზოლენტა, დააგდეს ლარიანი და ისე გაიქცნენ, ხურდის დაბრუნებაც ვერ მოვასწარი. ამ დროს მოვიდა მეორე ახალგაზრდა და მეუბნება, ჩეკი არ ამოგიწერიაო, მე ვუთხარი, საიდან ამოვწერდი ჩეკს, თვალი ვერ მოვკარი, ისე გაიქცა,-მეთქი. დამაჯარიმეს 500 ლარით.

მივმართე იურისტებს, მათი დახმარებით გავმართლდი და 300 ლარი ჩამომაკლეს. ასე მოხდა მეორედაც.

სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტი, ია მემარნიშვილი: _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ობიექტებში საგადასახადო აგენტების მიერ ხორციელდება საკონტროლო შესყიდვები. როგორც ჩანს, ამის ერთადერთი მიზანი, მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე ინდმეწარმეების დაჯარიმებაა და არა კონტროლის დაწესება და პრევენცია. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს საგადასახადო აგენტების მიერ, ოზურგეთის რაიონში ინდმეწარმეების მიმართ გამოყენებული მეთოდები. კერძოდ, საგადასახადო აგენტის მიერ ხდება გარკვეული პროდუქტის შეძენა, აგენტი ხელოვნურად აჩქარებს გამყიდველს, თითქოს მას ტრანსპორტი ასწრებს ან ცუდად არის და დგომა არ შეუძლია. გამყიდველს არ აქვს შესაძლებლობა ქვითარი გადასცეს შემსყიდველს, ვინაიდან შემსყიდველი პროდუქტის აღებისთანავე ტოვებს სავაჭრო ობიექტს. შემდეგ ბრუნდება, ამბობს, რომ საგადასახადო ინსპექტორია და ინდმეწარმეს უწერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ასევე ადგილი ჰქონდა ფაქტს, როდესაც შემსყიდველი (საგადასახადო აგენტი) შედის სავაჭრო ობიექტში, ყიდულობს 2,60 ლარის საქონელს, აწვდის 5-ლარიანს, აჩქარებს გამყიდველს. გამყიდველი მექანიკურ შეცდომას უშვებს _ 2,60 ლარის ნაცვლად აჩვენებს 2,40 ლარის საქონლის შესყიდვას. შეცდომა მოხდა 0,20 ლარის ფარგლებში და ასეთი უმნიშვნელო შეცდომის გამო, საგადასახადო აგენტი მას უდგენს სამართალდარღვევის ოქმს.

ასეთი შემთხვევა გურიის რეგიონში უამრავია. სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურს არა ერთმა მოქალაქემ მომართა დახმარებისთვის. ჩვენ სხვა რა შეგვიძლია _ ვასაჩივრებინებთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებებით ინდმეწარმეებს, ხშირ შემთხვევაში, უხსნიან 500-ლარიან ჯარიმას და უტოვებენ 200 ლარს.

მე არ შემიძლია უკომენტაროდ დავტოვო საგადასახადო აგენტების ქმედება. შემიძლია, ვთქვა, ეს არის საგადასახადო აგენტების მიერ ინდმეწარმეებზე გახორციელებული ჩასაფრების პოლიტიკა არა იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას საგადასახადო სამართალდარღვევები, არამედ იმიტომ, რომ მიიღონ რაც შეიძლება მეტი გასამრჯელო ასეთი მეთოდით დაჯარიმებული ადამიანების ხარჯზე. იმედს ვიტოვებ, სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი კონტროლი დაწესდება არა ინდმეწარმეებზე, არამედ თვით საგადასახადო აგენტების მიერ შემუშავებულ ასეთ მეთოდებზე. ხომ არ არის მათი მხრიდან ასეთი ქმედება უფლებამოსილების გადამეტება და რამდენად შეესაბამება ყველაფერი ეს კანონს? მიუხედავად იმისა, იურისტი ვარ და მე უნდა გამეცა პასუხი ამ შეკითხვებზე, მაგრამ დღეს მე ვსვამ ამ კითხვას.




 ახალი ამბები
  • გიორგი მარგველაშვილი: „იმედია, როდესაც ეს რაღაც ციებ-ცხელება დამთავრდება, გაიაზრებენ“საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტებს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე სტუდენტები დაინტერესდნენ: როგორც შეაფასებდა საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს და ამ დარღვევებიდან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის საკითხს, პოლიტიკურ პროცესებში მესამე ძალის გაჩენის შესაძლებლობას, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობას, ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნების შესაძლო საკითხებსა და საზოგადოების ორად გაყოფისა და პოლარიზაციის შედეგებს. „ცოტა ხანში საქართველოს ეყოლება მე -5 პრეზიდენტი და მე, ქალბატონ სალომეს ვუსურვებ გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ძალიან ნათელია, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად. არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, ამ დარღვევების მენიუში ჩვენ გვაქვს ყველა ის უარყოფითი გამოცდილება, რომელიც თაობების განმავლობაში საქართველოში ხორციელდებოდა. ეს არის საქართველოში არჩევნების დარღვევების სრული კრებული. მაგრამ ამავე დროს ფაქტია, რომ ასე ჩატარებული არჩევნების შედეგად, ჩვენ გვყავს 20 % -ით უფრო მეტი ხმით არჩეული პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ფაქტიურად კითხვები არ ისმება. თუმცა, კითხვა ისმება იმასთან დაკავშირებით, როგორ გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას ხვალ და ზეგ- როგორც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ასევე იმის შესახებ, როგორი იქნება ზოგადად, საქართველოს როლი: -ის პრიორიტეტი, რითიც ჩვენ ჩვენს დღის წესრიგს ვქმნიდით ევროკავშირში, ნატოში, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან; ამ როლის მიმართ დაისვა სერიოზული კითხვის ნიშნები. კითხვის ნიშნები დაისვა არა აბსტრაქტულად, არამედ რეგიონალურად“,_განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, ახლა მივედით ამ წერტილამდე, ჩვენ უნდა გავიაზროთ ამ წერტილის შედეგები ამ რეალობაში და ვიყოთ ადეკვატურები, რადგან ჩვენი პრიორიტეტი - დემოკრატიაა - რითიც ჩვენ ჩვენ თავს ვაწონებდით ჩვენი მხარდამჭერების გასამრავლებლად. „სამწუხაროდ, იმ შეცდომებს რაც დავუშვით, ვეღარ გამოვასწორებთ, მაგრამ შეგვიძლია დიალოგში შესვლა და მე საქართველოში ისეთ საარჩევნო სისტემას შევქმნი, რომელიც ცოტა მაინც დამაბრუნებს დემოკრატიული სტანდარტების ლიდერის რანგში. სამწუხაროდ, მე ამ ტენდენციას ვერ ვხედავ. სამწუხაროა, რადგან ეს არის სრული გაუაზრებლობა იმისა, რა პოლიტიკურ ვითარებაში ვართ და საქართველოში როგორ იქმნება პოლიტიკური პროცესი და როგორ იქმნება პოლიტიკური დინამიკა. შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ არის შემდეგი. პრეზიდენტი ლეგიტიმურია, მე პირველივე დღეებში გამოვხატე ჩემი პოზიცია ახლადარჩეული პრეზიდენტის მიმართ და ვთქვი,  რომ მზად ვარ დავიწყო ცივილიზებულად უფლებამოსილების გადაბარების პროცესი, მაგრამ თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ამდენი დარღვევა მოუტანა ქართულ საზოგადოებას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“, პორტირებულებს ან ექპორტირებულებს, არამედ ქართულ საზოგადოებას, რადგან ეს ჩვენი პრობლემაა, ჩვენ ვართ იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, ვისაც ამ სტანდარტით აფასებენ. იმედია, როდესაც ინაუგურაცია ჩატარდება და ეს რაღაც ციებ -ცხელება დამთავრდება, გაიაზრებენ, რა ქვეყანაში, საზოგადოებაში და რეგიონში ცხოვრობენ, რა გამოწვევები აქვს ამ სახელმწიფოს და რომ ნაბიჯებია გადასადგმელი“,_განაცხადა ... ...
  • ხელფასის სახით 506 778 ლარი_ დეპუტატი 69 პლენარული სხდომიდან 62-ს არ დასწრებიამე-9 საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია  პარლამენტის პლენარულ სხდომათა გამცდენ დეპუტატებს შორის, მოწინავე ადგილს იკავებს. დეპუტატის დისციპლინური მოსწრების შესახებ ინფორმაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ შეისწავლა და დაადგინა, რომ ნაყოფია 2017 წელს 69 პლენარული სხდომიდან 62-ს არ დასწრებია. ამ დროის განმავლობაში, დეპუტატი არც 73 საკომიტეტო სხდომაზე იმყოფებოდა. „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, რომელმაც დეპუტატის სახელფასო შემოსავლებიც დააჯამა, 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ხალხმა ნაყოფიას, ჯამში, 506 778 ლარი ... ...
  • „დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობისთვის ჯერ კიდევ არ არიან მზად” _ ცისკარიშვილი„საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტართა შორის მომხდარი გაწევ-გამოწევა სამარცხვინო სანახავი იყო. როგორც ჩანს, დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობისთვის ჯერ კიდევ არ არიან მზარდ, ვერ მომწიფდნენ. ჩვენს კანონმდებლებს არ აქვთ ამბიციური ქვეყნისთვის დამახასიათებელი დეპუტატების კულტურა, რაც სამწუხაროა“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ცისკარიშვილი „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ დღეს სახელმწიფო სტრუქტურების დამოუკიდებლობა ნულოვანია, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს. „დღეს მთავრობა და პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის პრივატიზებული. სახელმწიფო სტრუქტურების დამოუკიდებლობა ნულოვანია. დღემდე არაერთი მაგალითი გვახსოვს იმისა, რომ გუნდმა, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა შექმნა, საზოგადოებისთვის დადებითი შედეგი ვერ მოიტანა“, _  აღნიშნა ... ...
  • „ივანიშვილმა რეორგანიზაცია საკუთარი თავით უნდა დაიწყოს“ _ ვახტანგ ძაბირაძე„ათეული წლების განმავლობაში, ყველა ხელისუფალი ერთსა და იმავეს აკეთებდა, კადრებს ცვლიდა, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოსწორებაზე პოზიტიურ გავლენას არ ახდენდა და თუ ასე გაგრძელდება, არც მომავალში შეიცვლება მდგომარეობა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ. ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაცია აუცილებელია. „მხოლოდ საკადრო ცვლილებების გახორციელებით არაფერი გამოვა, თუ ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაცია არ გახორციელდა და კომპლექტური სამოქმედო გეგმა არ ჩამოყალიბდა. დღეს მმართველობით სისტემაში რეფორმების გახორციელება კრიტიკულად აუცილებელია. მხოლოდ ერთ სამინისტროში გახორციელებული რეფორმა ვერ იმუშავებს“, _ განაცხადა ძაბირაძემ. ექსპერტი „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დღეს ქვეყანა კონსტიტუციის მიხედვით არ იმართება. ექსპერტი ივანიშვილს მოუწოდებს, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს. „ბიძინა ივანიშვილმა რეორგანიზაცია საკუთარი თავით უნდა დაიწყოს. საქართველოს კონსტიტუცია იმისთვის არსებობს, რომ  მისი ძალით იმართებოდეს ქვეყანა. ქვეყანაში ნომერ პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ივანიშვილმა, როცა მოუნდება მაშინ კი არ უნდა დანიშნოს, არამედ, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, თავად უნდა დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა. თანამდებობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დღეს იკავებს, კონსტიტუციურად, ფაქტობრივად, არაფერს ნიშნავს, ამიტომ ან საერთოდ წავიდეს პოლიტიკიდან ან მისთვის შესაფერისი ადგილი დაიკავოს“, _ აღნიშნა ... ...
  • „რატომ მაიძულებთ „ნაციონალების“ დღის წესრიგით ვიცხოვრო?!“_ ინაშვილი ჟურნალისტებს„რატომ მაიძულებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით ვიცხოვრო?!  არ მაინტერესებს“, _ განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ირმა ინაშვილმა  დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც ოპოზიციის მიერ თელავში დაანონსებულ აქციას ეხებოდა. ინაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობაში ეჭვი არ ეპარება.   „სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ვერავინ იტყვის, რომ ზურაბიშვილს არ აქვს ლეგიტიმაცია. ის მეორე ტურში ნამდვილად გახდა პრეზიდენტი და მოითხოვა ქართველი ხალხის მხარდაჭერა. მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს დაიწყოს გამოძიება 780 ათასი ხმის შესახებ, რომლებიც „ნაციონალებმა“ არჩევნებში მიიღეს, რამდენად რეალურია. პარალელურად, ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიების, რომელიც ფაქტებს დადებს. არავითარი 700 ათასზე მეტი ხმა „ნაციონალებს არ მიუღიათ, რასაც დავამტკიცებ“, _ აღნიშნა ... ...

არქივი

ზაფრანი

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...

სასიყვარულო წერილები ზოდიაქოს ნიშნებისგან

ვერძი _  "მე ძალიან ვეჭვიანობ და...

ადამიანის გატაცება და ასტროლოგია

ვერძი. მთელი ცხოვრების მანძილზე ვერძი...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...