ექვსი თვის წინ დაპირებული საწარმოს გახსნა ჯერაც არ მომხდარა

ფინანსები

ექვსი თვის წინ დაპირებული საწარმოს გახსნა ჯერაც არ მომხდარა

2012 ივლ 18 08:51:03

მათ შორის დასახელდა ჩიბათის ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმო. გამგებელმა დეტალურად ისაუბრა ამ საწარმოს შექმნისა და ამუშავების ისტორიაზე. მისი ვერსიით, ნორვეგიულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ლანჩხუთში დაფუძნებულ ა(ა)იპ "აგრობიზნესცენტრს" გადასცა გრანტი, რომლის საშუალებით შეიძინეს მცირე საწარმოო ხაზი და ჩიბათის კულტურის სახლის შენობაში უახლოეს მომავალში მცირე საწარმოს ამუშავება იგეგმებოდა. ჩიბათშივე, ადგილობრივი მთავრობის დახმარებით, სოფლის რამდენიმე მცხოვრებლით დაკომპლექტებულმა კოოპერატივმა გადაჭრა რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული ჩაის ნარგავები და შემოღობა ტერიტორია.

ამ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ, დაგვიკავშირდა "ქართული ოცნების" ლანჩხუთის შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჩიბათელი ელგუჯა ჩხაიძე, "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩხაიძე ამტკიცებდა, რომ ჩიბათის ჩაის საწარმოს მუშაობა მორიგი სამთავრობო ბლეფია და რომ როლერი, რომელიც მხოლოდ ერთხელ, საჩვენებლად აამუშავეს, ერთ-ერთი ადგილობრივი ოჯახის ეზოში უმოქმედობისგან იჟანგება: _ შარშან, "ბიზნეს-კურიერში" გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, ჩიბათში გაიხსნა ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. გახსნას, საგანგებოდ ამ საქმისთვის ჩამოსული გუბერნატორიც ესწრებოდა. მაშინ იყიდეს ჩაი მამათში, მოიტანეს და ერთჯერადად გადაამუშავეს. ამით დამთავრდა ყველაფერი. ამ საწარმომ მთელი საქართველოს საჩვენებლად მხოლოდ ერთ დღეს იმუშავა. დღეს ბრეზენტგადაფარებული უმოქმედოდ დევს, _ თქვა ოპოზიციონერმა.

ჩვენ, ჩიბათში მისულებმა როლერი მოვიკითხეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დანადგარი სოფლიდან წაუღია. ჩიბათის კულტურის სახლიც მოვინახულეთ და იქ ვერც სარემონტო სამუშაოების კვალს, მითუმეტეს, მოქმედ საწარმოს ვერ მივაგენით. საწარმო, რომლის შესახებაც თებერვლის დასაწყისში გვესაუბრებოდა გამგებელი, მთელი ჩიბათის ტერიტორიაზე ვერ აღმოვაჩინეთ. ამ თემასთან დაკავშირებით გამგებლის კომენტარის მოპოვებასაც შევეცადეთ, მაგრამ გამგეობის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, ეთერ ჭყონიამ "აგრობიზნესცენტრის" დირექტორთან, გელა ზოიძესთან გადაგვამისამართა; მან გვითხრა, რომ ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა დეტალში, ყველაზე უკეთ ზოიძე გაგვარკვევდა.

ჩვენც გელა ზოიძეს ვესაუბრეთ:

_ ბატონო გელა! რამდენიმე თვის წინ ჩიბათში ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმო უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მის კვალს ვერსად მივაგენით...

_ მე ა(ა)იპ "აგრობიზნესცენტრის" ხელმძღვანელი ვარ. ჩიბათის კულტურის სახლი, რომელიც ამჟამად მიტოვებულია და უფუნქციოდაა დარჩენილი, ჩვენს ფირმას დროებით სარგებლობაში გადმოეცა 20-წლიანი უზურფრუქტით. მთელი ეს დრო დასჭირდა ხელშეკრულებების მომზადებას. ამჟამად შენობაში შეტანილია სარემონტო მასალები და სამუშაოებიც მიმდინარეობს. რამდენიმე კერძო პირის გაერთიანებით შეიქმნა კოოპერატივი "ჩიბათი", რომელმაც ჩაის პლანტაციის შეღობვისა და განახლების სამუშაოები ჩაატარა. შეიღობა 4 ჰექტარი კერძო პლანტაცია, გადაიჭრა გაველურებული ჩაის ნარგავები და აგვისტოში პირველი მოსავალი უნდა მივიღოთ. აგვისტოს ბოლოს ამოქმედდება მცირე საწარმო, რომელმაც პირველი პროდუქცია უნდა გამოუშვას.

_ ჩვენთან ტრადიციად იქცა, რომ ყველაფრის აშენებას და ექსპლუატაციაში გაშვებას არჩევნების მოახლოვებას უკავშირებენ. ამ შემთხვევაშიც ასეა?

_ რატომაა ასე? არჩევნებამდე ჯერ კიდევაა დარჩენილი რამდენიმე თვე. ჩვენ კი ამ საკითხზე 3 წელია, ვმუშაობთ. მეორე მინისაწარმო ჯურუყვეთში უნდა გაკეთდეს. ის როლერი, რომელიც ჩიბათში ერთ-ერთი სახლის ეზოში იდგა, ჯურუყვეთში გადავიტანეთ.

_ თქვენი ოპონენტი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ შარშან საჩვენებელი ნომერი მოაწყვეთ _ მამათიდან ჩამოიტანეთ 30 კილოგრამი ჩაი, გადაამუშავეთ და ამით დამთავრდა ყველაფერი.

_ ჩაი მამათიდანაც ჩამოვიტანეთ და მცირე რაოდენობით ჩიბათშიც მოიკრიფა. იმ ოჯახს, რომლის ეზოშიც დანადგარი იდგა, აქვს კარგად მოვლილი მცირე პლანტაცია და მათთანაც მოიკრიფა ჩაი. მართალია, ეს საჩვენებელი, საცდელი სამუშაო იყო _ გვაინტერესებდა, როგორ იმუშავებდა დანადგარი. ეს დანადგარები ჩვენ უკრაინაში შევუკვეთეთ და დავამზადებინეთ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა ვაპირებთ მის ამუშავებას. ჯურუყვეთში 50 ჰექტარი კერძო ჩაის პლანტაციაა. ამ სოფელში დღემდე არ შეუწყვეტია მოსახლეობას ჩაის კრეფა.

_ ჩვენი ხელისუფლებისთვის ჩაის წარმოება დიდი ხანია, აღარ ითვლება პრიორიტეტულ მიმართულებად. თქვენ რას აპირებთ? რა უნდა უქნათ გამომუშავებულ პროდუქციას? როგორ უნდა იმუშაოთ, როცა სახელმწიფოს ამ მიმართულებით არანაირი სტრატეგია არ გააჩნია?

_ მართალია, რომ სახელმწიფოს მხრიდან კარგა ხანია, აღარ ხდება ამ სფეროს სუბსიდირება. სწორედ იმის დამტკიცებას ვცდილობთ, რომ ქართული ჩაის მრეწველობის განვითარება შესაძლებელია და სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, მომგებიანიც იქნება. მცირე სიმძლავრის გლეხური მეურნეობების შექმნით და ხელშეწყობით, შესაძლებელი გახდება ამის მიღწევა. პროდუქციის გატანას უკრაინაში, ხერსონის ოლქში ვგეგმავთ. ამ თემაზე დიდი ხანია, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ყველასთვის ცნობილია, რომ ლანჩხუთსა და ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვაია კახოვკას მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აქვთ.

_ ელგუჯა ჩხაიძე აღნიშნავდა, რომ ნოვაია კახოვკა პატარა, არც თუ ისე განვითარებული დაბაა და ლანჩხუთსა და ამ ქალაქს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები უფრო მითია, ვიდრე სინამდვილე...

_ ეს არის 90 000-იანი ქალაქი, სადაც კარგადაა განვითარებული მანქანათმშენებლობა. ქალაქში მუშაობს გიგანტური ქარხანა, რომელიც სამრეწველო ჯგუფ "იუჟნი"-ის წევრია. ახლა იგი სამოქალაქო პროდუქციასაც ამზადებს. სწორედ აქ შევუკვეთეთ და დავამზადებინეთ მცირე საწარმოსთვის როლერი და საშრობი კამერა. ეს დანადგარები უმაღლეს ტექნოლოგიურ დონეზეა შესრულებული და მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას გადაამუშავებს. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მომენტი _ საშრობში შეიძლება არა მხოლოდ ჩაის ფოთლის, არამედ ხილისა და ბოსტნეულის გამოშრობაც.

_ ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსერვო საწარმოს გაკეთებასაც გეგმავთ? თუ ესეც მორიგი პიარგეგმაა მოსახლეობის გულის მოსაგებად?

_ აგვისტოდან ამუშავდება მინისაწარმო. როცა ჩაის მიღება და გადამუშავება დამთავრდება, გამორიცხული არაა ხილის მიღებაც დავიწყოთ, ეს დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება მოსახლეობისთვის.

_ გამგებელი ამბობდა, რომ ამ პროექტზე, დაახლოებით, 200 ადამიანის დასაქმება იგეგმებოდა.

_ ის, ალბათ, გულისხმობდა მოსახლეობის იმ რაოდენობას, რომლებიც მოკრეფენ და გადასამუშავებლად ჩააბარებენ ჩაის. თვითონ საწარმოში, დანადგარებთან, 10 კაცი იმუშავებს.

"აგრობიზნესცენტრის" დირექტორი დაგვპირდა, რომ ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების გახსნამდე, აუცილებლად მოაწყობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას და მედიას ყველა დეტალს შეატყობინებს. იგი იმის გამოც წუხდა, რომ ჩვენ მიერ გამოქვეყნებულმა მასალამ შეიძლება, უარყოფითი როლი შეასრულოს საწარმოს გახსნის საქმეში(?!).

ამ დროისთვის რეალობა ასეთია: ჩიბათში არანაირი ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმო, რომლის გახსნასაც 6 თვის წინ გვპირდებოდნენ, არ არსებობს. თუ ადგილობრივი მთავრობა მოინდომებს და ამ საკითხს დადებითად გადაჭრის, "ხელის შემშლელებად" ნამდვილად ვერ გამოვდგებით.




 ახალი ამბები
  • „შემოახიეს სამოსი, მიწაზე ათრიეს ხალხი, დააზიანეს ავტომობილი“_ რა მოხდა ვარკეთილშივარკეთილში, ანას ბაღის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს აგრძელებს.ისინი უკვე მეორე დღეა საპროტესტო მშვიდობიან აქციას მართავენ, თუმცა, როგორც გვერდი „ანას ბაღის გადასარჩენად“ ინტერნეტში ავრცელებს ინფორმაციას, ღამით მომიტინგეებს 30-მდე შენიღბული ადამიანი თავს დაესხა. „ჩვენ მეორე დღეა სრულიად მშვიდობიანი აქცია გვაქვს, მოგზავნილი კრიმინალთა ბანდა მთელი დღის და ღამის განმავლობაში გვიწყობდა პროვოკაციას, სათითაოდ გადაყავდათ აქციის მონაწილეები აქციის ტერიტორიიდან ემუქრებოდნენ გომელაურის სახელით, შვილებით, ოჯახის წევრებით, სამსახურის დაკარგვით, ნარკოტიკების ჩადებით და ა.შ. ჩვენ მივმართეთ საპატრულო პოლიციას და ვთხოვეთ, ეს ბანდა განერიდებინათ მშვიდობიანი მომიტინგეებისგან და უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება. საპატრულო პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ დაახლოებით დილის 04:00-ზე 30-მდე ნიღბიანი ადამიანი დაესხა თავს 6 მშვიდობიან მომიტინგეს. ძალადობით სცადეს ადამიანთა გზიდან მოცილება, შემოახიეს სამოსი, მიწაზე ათრიეს ეს ხალხი, დააზიანეს ავტომობილი, პოლიციელებმა არანაირი რეაგირება არ მოახდინეს. პოლიციამ არ დაიცვა ჩვენი უსაფრთხოება, არ არის არცერთი პირი დაკავებული. ძნელი წარმოსადგენი არ არის ვის შეიძლება ჰქონდეს ამ ქვეყანაში იმხელა ძალაუფლება, რომ პოლიციის თვალწინ მშვიდობიან მოქალაქეებს მიუგზვნო 30 ნიღბიანი ზონდერი. ჩვენ, ვარკეთილის ზემო პლატოს მოსახლეობას გვაქვს სულისკვეთება და განწყობა ვიბრძოლოთ ბოლომდე, მაგრამ ფართო საზოგადოების მხარდაჭერისა და მეტი გამჭირვალეობის გარეშე გავლენიანი მფარველების, დიდძალი ფულის, აგრესიული ჯგუფების წინააღმდეგ ვშიშობთ, რომ დავმარცხდებით. ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ვარკეთილის პრობლემა, ეს არ არის ერთი მშენებლობის პრობლემა, ეს უკვე გასცდა ამ ფარგლებს მაშინ, როცა დაიწყო მასობრივი მუქარა ძალადობა და დაშინება. ეს არის უკვე სისტემური პრობლემა“, _ წერია გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ მოსახლეობა ანას ბაღთან 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას უკვე 2 წელია ... ...
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნასაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, – შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის ... ...
  • "პოლიტიკურ მელაკუდობას ხომ არ აქვს ადგილი?" _ ინაშვილი უმრავლესობას ადგილი აქვს პოლიტიკურ მელაკუდობას თუ რა ხდება? პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და პოლიტიკური მელაკუდობის ნიშნებს, _ ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის მისამართით, პარლამენტის სხდომაზე, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მსჯელობენ. ინაშვილის თქმით, თუ სხდომაზე კანონპროექტიჩავარდება, ხალხი ქუჩაში გამოვა და ამისთვის ხელისუფლება მზად უნდა იყოს. "მე მგონი, აქ არავინ არის პატარა ბავშვი და არც არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, რომ საბავშვო ბაღში ვართ. თუმცა რეალობა ამ დარბაზში არის იმდენად მძიმე, რომ არ შემიძლია, რამდენიმე შეკითხვა არ დაგისვათ და გავაგრძელო ჩემი კოლეგების აზრი. ადგილი აქვს პოლიტიკურ მელაკუდობას თუ რა ხდება? პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და პოლიტიკური მელაკუდობის ნიშნებს. ახლავე გვითხარით, უნდა ჩააგდოთ ეს კანონპროექტი თუ არ უნდა ჩააგდოთ? ნუ გვეთამაშებით და ნუ ეთამაშებით ქართველ ხალხს. კითხვა მეორე – რომ ჩააგდებთ, ახლა ჩუმჩუმად რომ გადიხართ ჯგუფ-ჯგუფებად და ერთმანეთში ლაპარაკობთ, ჯერ ერთი, მანამდე არ განიხილეთ თქვენს გუნდში? ამ შემთხვევაში, ბატონ ირაკლის უპირისპირდება მისივე გუნდი. ეს რას ნიშნავს, მომზადებულები არ უნდა მობრძანდეთ პარლამენტის სხდომაზე, შეჯერებული არ უნდა გქონდეთ პოზიციები? ჩვენ ვეთანხმებით ირაკლი კობახიძეს და თქვენ გამოდიხართ და ოპონირებას უწევთ, თურმე არ გინდათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. და კითხვას ვსვამ მე – ახლა რომ ჩააგდებთ კანონპროექტს, მზად ხართ მერე იმისთვის, რაც ქუჩაში პროცესები განვითარდება, რომ ის პროცესები რაღაც სტაბილურობის ფარგლებში მოვაქციოთ? მე ახლა არც ერთ პარტიას აღარ ვაქცევ ყურადღებას, ყველა პარტიის მხარდამჭერს მოვუწოდებ, მერე ქუჩაში გამოვიდნენ. ამისთვის მზად ხართ? და რატომ მიყურებთ ასეთი გაოცებული თვალებით? ჩვენი ვალი რა არის, რომ დავიცვათ ქართული დემოკრატია და თქვენ ახლა გინდათ, რომ ეს ქართული დემოკრატია გამოგვტაცოთ ხელიდან, რაც თქვენი პარტიის თავმჯდომარემ, სხვათა შორის და იმას მაინც ეცით პატივი, ბიძინა ივანიშვილმა გამოიტანა განსახილველად. ის იყო ამ ცვლილების ინიციატორი, თქვენი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, არ გამოიტანდით ამ კანონპროექტს და ახლა გეუბნებით, დაანებეთ თავი პოლიტიკურ მელაკუდობას, თორემ ცოტა ხანში ყველა გავალთ გარეთ და ქართველი ხალხი დადგება პარლამენტის წინ. მერე იფიქრეთ იმაზე, სტაბილურობა როგორ შეინარჩუნოთ“, – მიმართა ირმა ინაშვილმა ... ...
  • „რა გეფილმებათ, მეგობრებო, საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში“ _ სააკაშვილი „რა გეფილმებათ, მეგობრებო, საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში“, - ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ გააკეთა.  "საქართველო ფუნდამეტურად არის ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი ქვეყანა. ქრისტიანული ფასეულობა ნიშნავს გახსნილობას, ჰუმანურობას. არის საზღვრები, რაც ქრისტიანობის ფარგლებში არ ჯდება. ნურავის ეწყინება, რომ ვიღაცებს აქვს თავის შეხედულება. რაც ხდება არის სრულიად ინსპირირებული,საქართველოში მეტი პრობლემა არაა, ვიდრე ფილმების გარჩევაა? საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში. მშვენიერ რეკლამას უკეთებენ ამ ფილმს და თავიანთ თავებს, თემა სხვაგან გადაიტანეს, ეს მკაფიოდ რუსული ნარატივია. ამ აქტიურობით 90-მა პროცენტმა გაიგო ამ ფილმის შესახებ, მაშინ როცა, სხვა შემთხვევაში 3 პროცენტი გაიგებდა. 2012 წლიდან ცოცხების კადრებიდან დაწყებული მუდმივად თავს უკანალის გარშემო დისკუსიებს გვახვევენ. საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, გამხდარიყო კავკასიის შვეიცარია და სულ სხვა სიმაღლეებზე ვყოფილიყავით. ამის ნაცვლად დავყავართ ერთი ორგანოს დონემდე. მე აღარ ვაპირებ ლაპარაკს ამ ერთი ორგანოს გარშემო თემებზე. თავზე გენგრევათ ქვეყანა" - ამბობს მიხეილ ... ...
  • დღეს „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობა სხდომას გამართავს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობა შეიკრიბება. მთავარი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე იმსჯელებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმედოვნებენ, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს, აღნიშნული გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნებენ. „გუნდურობის ყველა წესის, კოლეგიალობის და მეგობრობის ყველა წესის დაცვით ვაპირებთ, ისინი დავარწმუნოთ, რომ არ შეიძლება გადაწყვეტილების შეცვლა. სხვას არაფერს ვაპირებთ, არც რამის შეთავაზებას. მგონია, რომ გუნდი დარჩება იმ გადაწყვეტილებაზე, რაზეც იყო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორიც უკვე შევპირდით საზოგადოებას”, – განაცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. ​უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.  უცნობია, დაესწრება თუ არა შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ირაკლი კობახიძესთან ერთად მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?