„სადამსჯელო ოპერაცია“ _ სახელწოდებით „აუქციონი“

ფინანსები

„სადამსჯელო ოპერაცია“ _ სახელწოდებით „აუქციონი“

2012 აგვ 3 17:10:39

ბუკიას მსგავსად, უძრავ-მოძრავი ქონების გარეშე რჩება კიდევ 16 ადამიანი, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკური პარტიებისათვის დაუსაბუთებელი თანხების გადარიცხვისათვის თანხის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდნენ.

ნაციონალი ბეჟან ოდიშვილის გარდა, რომლეიც 25 ათასი ლარით დაჯარიმდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ყველამ გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. ამის შემდეგ, პირებს დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, ქონება დაუყადაღეს.

რაც შეეხება ჯარიმის თანხებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ბაციკაძეს დაეკისრა 135.750 ლარის გადახდა, ზაალ გოგსაძეს – 60 ათასი ლარის, გიგა ბუკიას – 77.250, გივი რამაზაშვილს – 80 ათასი ლარის, ბიძინა გუჯაბიძეს – 150 ათასი ლარის, კახა ჩაკვეტაძეს – 93.460 ლარის, ლევან ჩიჩუას – 24.987, ლევან ჩქარეულს – 20 ათასი ლარის, მარინა ნადირაძეს – 57.400 ლარი, ირმა დავითაძეს – 78.365, ავთანდილ დავითაძეს – 114.192, გიორგი მოსიაშვილს – 125.350, მაია თანიაშვილს – 24.986, ირაკლი ჭუბაბრიას – 79.145, ბეჟან ედიშერაშვილს – 25 ათასის, ბადრი ცინცქილაძეს – 40.100, ალექსანდრე შალამბერიძეს – 40.250.

დღევანდელ აუქციონზე 10 შემომწირველის ქონება გავა, 6 აგვისტოდან კი დარჩენილი 6 პირის ქონებას გაყიდიან აუქციონზე.

ბიძინა გუჯაბიძე ,”ქართული ოცნების” მაჟორიტარი ადიგენში, „გურია ნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ მას არც მოძრავი ქონება გააჩნია, არც უძრავი და შესაბამისად, ვერაფერს წაართმევენ: „მე ქონება საერთოდ არ გამაჩნია, რაც არ მაქვს, რას გაიტანდნენ აუქციონზე? დაჯარიმებული ვარ 150 ათასი ლარით და პლიუს ამ თანხის 7%. დაყადაღებულია ჩემი საბანკო ანგარიშები, მაგრამ ამ ანგარიშებზე თანხა არ მაქვს. ასე რომ, ხელისუფლება ვერც თანხას ჩამოამრთმევს და ვერც სახლს.“

გიგა ბუკია („ქართული ოცნების“ მაჟორიტარი ხობში) „გურია ნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ სააღსრულებო ბიურომ აუქციონზე გაიტანა მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონება:

”აუქციონზე გატანილი ყველაფერი, რაც გამაჩნდა: ჩემი სახლი, მანქანა, იარღი, შპს.

ეს არის სადამსჯელო ოპერაცია, რასაც ხელისუფლება ჩვენს წინააღმდეგ ახორციელებს, მას სასამართლოც ჯიბეში უდევს, ეს ცხადია. ხელისუფლება არის პანიკაში და რას აკეთებს, ვერ აცნობიერებს. ყველას მოუწევს პასუხისგება, რადგან სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიან, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც ამ ქონებას დღეს კაპიკებში იყიდიან, მომავალში ძალიან ძვირად დაუჯდებათ ეს ნაბიჯი, რადგან ისინიც პასუხს აგებენ როგორც დანაშაულის თანამონაწილეები.”-აცხადებს გიგა ბუკია „გურია ნიუსთან“ საუბარში.

”ქართული ოცნების” ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, თედო კობახიძე აცხადებს, რომ ის მოქალაქეები, ვინც უკანონოდ დაჯარიმებული ადამიანების ქონებას შეიძენენ, მომავალში არაკეთილსინდისიერ მყიდველებად ჩაითვლებიან და ქონების უკან დაბრუნება მოუწევთ:

” მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ კარგად დაფიქრდნენ, სანამ შეიძენენ ამ ქონებას . ყველა ის ადამიანი, ვინც ამ აუქციონში მიიღებს მონაწილეობას, იქნება არაკეთილსინდისიერი მყიდველი და როდესაც ამ ქვეყანაში აღსდგება სამართლიანობა, ეს ქონება დაუბრუნდება კანონიერ მფლობელებს. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ აუქციონში მისაღებად რეგისტრირებას ცდილობს ძალიან ბევრი ადამიანი და ვერ ახერხებს, ალბათ გასაგებია, რატომაც. აუქციონი ტარდება ნულოვანი წესით, რაც იმას ნიშნავს რომ ამ სახლების და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების შესყიდვა ადამინებს შეუძლიათ 30-40 ლარად. ალბათ ძნელი გამოსაცნობი არ იქნება, ვინ იქნებიან ამ ქონების მყიდველები”- განაცხადა თედო კობახიძემ „გურია ნიუსთან“ საუბარში.

„გურია ნიუსი“ სააღსრულებო ბიუროს დაუკავშირდა, სადაც თედო კობახიძის ბრალდებები უარყვეს . ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ბესო ლილუაშვილი აცხადებს, რომ დაჯარიმებულების ქონება ნულოვან აუქციონზე არ გასულა:

”ვინ გითხრათ, რომ ეს ქონება ნულოვანი წესით იყიდება? ნულოვანი წესით იყიდება ქონება რომლის ღირებულება 5 ათას ლარზე ნაკლებია. ასევე ქონება, რომელიც პირველ აუქციონზე არ გაიყიდა.”

რაც შეეხება, მეორე ბრალდებას, რომ აუქციონში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ, ლილუაშვილმა, ამ საკითხის გადამოწმება ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სცადა, შემდეგ თავად დაგვიკავშირდა და გვითხრა: „არანარი ტექნიკური პრობლემა არ შექმნილა, შეგიძლიათ იმ ადამინებს, რომლებიც დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ გადასცეთ, რომ დარეკონ 601-601 -ზე და თუ რაიმე პრობლემა აქვთ, დააფიქსირონ.”

სააღსრულებო ბიუროში აცხადებენ, რომ ქონების ნაწილი უკვე გაიყიდა, ნაწილი არ გაყიდულა და სავარაუდოდ მეორე აუქციონზე უკვე ნულოვანი ფასით გაიტანენ. მომდევნო აუქციონი 6 აგვისტოსაა ჩანიშნული.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?