რას არ დაიჯერებდა მინისტრის მოადგილე ორი წლის წინ

ფინანსები

რას არ დაიჯერებდა მინისტრის მოადგილე ორი წლის წინ

16 აგვ. 2012, 11:59:51

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, თუმცა როგორც იქიდან გამოსულმა ბაკურაძემ გვითხრა, საუბრის თემა, სოფლის დახმარების პროგრამები იყო.

_ სოფლის დახმარების პროგრამებს გავდიოდით, დავინტერესდი პროექტების მიმდინარეობით.

_ ბატონო ჯამბულ, თავად თუ ნახეთ გახორციელებული პროექტები?

_ საქართველოს ყველა რაიონში ყველა სოფელში ვარ ნაყოფი და ვუყურებ ამ პროექტებს. ვაკვირდები დაპროექტების დროს და შემდეგაც ვამოწმებ. ბუნებრივია, 3000 სოფელში, ყველა პროექტთან ვერ მიხვალ, თუმცა, როცა მომდის ინფორმაცია, რომ რაღაც მნიშვნელოვანია, რაღაც გასაკეთებელია მივდივარ და შემდეგ ვნახულობ გაკეთებულსაც...

_ "გურია ნიუსი" სოფლის პროგრამების მონიტორინგს ახორციელებს და შეგვიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ გასულ წელს შესრულებული სამუშაოებში ბევრი ხარვეზია...

_ მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის შედეგობრივი ეფექტი _ ადამიანის გონიერებაში მკვიდრდება ის, რომ სოფელს შეუძლია რაღაც გადაწყვეტილების მიღება, მუნიციპალიტეტის, სამინისტროს დამოუკიდებლად. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ყველაფერი იქნებოდა ხუთიანზე, მაგრამ ის რაც იყო შარშან წინ, უკეთესი იყო შარშან. წელს კიდევ ბევრად უკეთესი და მომავალ წელს იმედი მაქვს, რომ კიდევ უკეთესი იქნება.

_ გზების მოხრეშვებზე, ყოველწლიურად ათასობით ლარი იხარჯება, თუმცა უშედეგოდ... მოხრეშილი გზები, მხოლოდ ერთ გაწვიმებას უძლებს...

_ მაგრამ იმავდროულად ხომ ვეუბნებით ჩვენ სოფლის მოსახლეობას, რომ ეს ფული არის შენი და მოიხმარე ისე, როგორც ამას გადაწყვეტს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა. მე შეიძლება ზოგ შემთხვევაში ვიზიარებდე თქვენს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სხვანაირად უკეთესი იქნებოდა, ანუ ჩემი რომ ყოფილიყო დავხარჯავდი აქ კი არა, იქ ამ ფულს, მაგრამ მათ ასე გადაწყვიტეს და ის მცირედი ნაწილი თანხის, რომელიც აქვს სოფლის მოსახლეობას გამოყოფილი, იმაზე მეტს ვერ აკეთებს. მოგეხსენებათ ასფალტის დაგებას ძალიან ბევრი თანხა უნდა და სოფელს რატომღაც ჰგონია, ახლა რომ მოხრეშავს რამდენიმე ხანი მაინც ეყოფა. სხვათაშორის ოთხი წლის წინ, პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორები, გზის სპეციალისტები მოვიწვიეთ, რომლებმაც მოგვცეს რამდენიმე ნიმუში იმისა, როგორ უნდა გაკეთდეს სოფლის გზა და ეს დარიგებული აქვს ყველა მუნიციპალიტეტს. თუმცა, იქაც თანხებია საჭირო. ვიმედოვნებთ, რომ 2013 წლის ბიუჯეტი იქნება ბევრად უფრო მსხვილი და შესაბამისად გაიზრდება სოფლის პროგრამებიც...

_ პრობლემაა ასევე წყალზე. სოფლის პროგრამის ფარგლებში ბევრ სოფელში ჩატარდა წყალსადენების სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაიხარჯა საკმაოდ დიდი თანხები, თუმცა სრულად გაკეთებული არსად არ არის.

_ 63 მუნიციპალიტეტიდან, სანამ ჩამოყალიბდებოდა წყლის კომპანია, რომლის კურატორიც მე ვარ დაახლოებით 8 მუნიციპალიტეტი იყო, სადაც წყალი ჰქონდათ 24 საათის განმავლობაში. მუნიციპალიტეტები იყო, სადაც წყალი მოდიოდა კვირაში ერთხელ. ქუთაისი ამხელა ქალაქია და წყალი კვირაში მხოლოდ ორი დღე მოდიოდა, სამ-სამი საათის განმავლობაში. წლის ბოლოს, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება 24 _საათიანი წყალმომარაგება.

_ მუნიციპალიტეტებს არ ვგულისხმობთ, რომელიც ცალკე აღებული სერიოზული პრობლემაა.

_ კი, მაგრამ ის რაც გაკეთდა, ორი წლის წინ რომ ეთქვა ვინმეს ჩემთვის ვერ დავიჯერებდი. ამის შემდეგ გადავალთ სოფლებზე. 3000 სოფელია და რომ დავიანგარიშეთ, წყლის პრობლემის მოგვარებას მთელს ქვეყანაში 7 მილიარდი ლარი სჭირდება.

_ ხომ ფაქტია, რომ სოფლებში წყალმომარაგებისთვის, სოფლის პროგრამის ფარგლებში ფული უშედეგოდ იხარჯება?

_ სოფელში ძალიან ცოტა ფული იხარჯება ამ კუთხით.

_ ვერ დაგეთანხმებით. ონჭიკეთი, ფარცხმა, ხიდისთავი, შუაამაღლება, ვანზომლეთი... რომელი ერთი ჩამოვთვალოთ ჩოხატაურის სოფლებიდან, სადაც სოლიდური თანხები დაიხარჯა სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, თუმცა წყლის პრობლემა მოუგვარებელია... აღარაფერს ვამბობთ ოზურგეთის წყალზე, კომპანია "ორიონზე" და უშედეგოდ დახარჯულ ათობით მილიონ ლარზე, რომელზეც პასუხი არავის უგია...

_ მაგის გამო ციხეში წავიდა ხალხი. ის ხალხი, ვისაც ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება ევალებოდა, ციხეში ჩასვეს. დახვრეტა არ მიუსჯიათ.

_ თუმცა, რიგითებმა აგეს პასუხი...

_ არა, ნამდვილად არა. ოზურგეთის წყალი ჩემზე კარგად თქვენ არ იცით.

_ ვიცით, სწორედ ნოღაიდელის კომპანია მუშაობდა ამ წყალსადენზე, თქვენ კი ნოღაიდელთან მუშაობდით

_ დამნაშავე ვინც იყო, დაისაჯა. დამიჯერეთ, რომ ესეც გამოსწორდება. ოზურგეთის პრობლემას ვაგვარებთ ისევე, როგორც ჩოხატაურს და ლანჩხუთს.




 ახალი ამბები
  • თბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდათბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაფიქსირდა.  ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა. ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ“,_ ნათქვამია განცხადებაში. მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა ... ...
  • „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია (R)რეგიონული ტურნეს ფარგლებში, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მხარისა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული და გეგმიური აქტივობები განიხილეს. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება გულისხმობს, 64 მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შექმნას, ასევე, ადგილზე შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადებას, რომელსაც სააგენტო 4 ეტაპად გეგმავს. მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, სტრასბურგის ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში 5 დღიან ტრენინგზე მიღებული გამოცდილებაც დაეხმარებათ, სადაც ისინი მიმდინარე წლის მარტის თვეში სააგენტოს წარდგენით იმყოფებოდნენ. ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ახლახანს დაასრულა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები. ... ...
  • „იური ლომაძე მოძალადე არ არის“გასულ კვირა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთმა მამაკაცმა ქალაქ ბათუმიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში გაიტაცა 35 წლის მამაკაცი. ამ საქმეზე უკვე სასამართლომ ხუთივე მათგანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს შორის არის ოზურგეთელი იური ლომაძე, რომელიც წარმატებული მოჭიდავეა. „გურია ნიუსი“ იური ლომაძის მწვრთნელს, ბექა როყვას დაუკავშირდა საქმის დეტალებზე. „იური ლომაძე მოძალადე არ არის. მას კარგად ვიცნობ და  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის არის შრომისმოყვარე და წარმატებული ახალგაზრდა. რაც შეეხება იური ლომაძის საქმეს, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან დარწმუნებული ვარ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მე პირადად დარწმუნებული ვარ იურის უდანაშაულობაში“,- აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ბექა ... ...
  • ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოვლინდაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 63 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 609 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 199 ფაქტი, აჭარაში - 151, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 138, ქვემო ქართლში - 131, შიდა ქართლში - 112, სამცხე-ჯავახეთში - 111, მცხეთა-მთიანეთში - 39, გურიაში - 25, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 11 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამავე, 6-თვიან პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2 700 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 149 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 57 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია ... ...
  • " მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი“ - რას წერს ლომაძის საქმეზე ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილისპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი სპორტსმენი იური ლომაძის საქმეზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “იური ლომაძის საქმის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინე: 1. ის, რომ მომჩივანი ცემეს და აწამეს ამისი მტკიცებულება მხოლოდ მომჩივანის ჩვენებაა. 2. საქმეში არ მსმენია ექსპერტიზის თაობაზე, რომელიც მომჩივანს ჩაუტარდა და ფიზიკური ძალადობისა და წამების კვალი დადასტურდა. 3. მომჩივანი რეალურად არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ ყოფილა მოთავსებული მკურნალობის მიზნით. 4. მომჩივანი 32 წლის მამაკაცი ორჯერ არის ნასამართლევი თაღლითობისთვის და ახლაც პრობაციონერია. 5. გამოძიება ეყრდნობა მხოლოდ მის ჩვენებას და საქმეში სხვა მტკიცებულება არ დევს. 6. მიუხედავად იმისა, რომ ბრალი გატაცებაზეა, გავიგეთ, რომ თავისი ნებით ჩაუჯდა მანქანაში. 7. ე.წ გატაცებული პირი ტაქსით ბრუნდება სახლში, ასე აბრუნებენ და არავითარი რამდენიმე დღე დაბმული არაად ყოფილა. 8. იური ლომაძე დანარჩენ ოთხ პირთან ერთად თავად მიდის საგამოძიებო ორგანოში და ის არ იმალება. ახლა მე მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი და ლოგიკური კითხვა, ორჯერ თაღლითობაში მსჯავრდებული და ამჟამად პრობაციონერი პირი უჩივის სპორტსმენს, რომლისგანაც ფულის გამოძალვის იმედი აქვს სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ? პირი, რომელიც გარდა იმისა, რომ სასამართლოს ორი განჩინებით თაღლითობაში იყო მსჯავრდებული და ამასთან მოძალადე, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა ქალზე, არის მომჩივანი და მხოლოდ სიტყვაა ამ ბიჭის წინააღმდეგ? კარგი ადვოკატი ამ საქმეს მოიგებს. პ.ს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს ამ გამომძიებელ-მოსამართლისა და მომჩივანის რაღაც კონტაქტებს და მოვიძიებდი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...