სამი ათასზე მეტი აბონენტი ელექტროვაუჩერის გარეშე დარჩა

ფინანსები

სამი ათასზე მეტი აბონენტი ელექტროვაუჩერის გარეშე დარჩა

2011 თებ 26 00:28:07

ხელისუფლების ე.წ. "საჩუქარი" _ 20-ლარიანი ენერგოვაუჩერები უკვე დაურიგდა მოსახლეობას.  პრემიერი გილაურის თქმით, ამისთვის 20 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდში "გამოიძებნა". ამავე ფონდიდან გაიცემა სასურსათო ვაუჩერებიც. გილაური დარწმუნებულია, რომ ეს ვაუჩერები მოსახლეობას მნიშვნელოვნად წაადგება და "ხალხს ცოტა ამოასუნთქებს". პრემიერ-მინისტრმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ კაბინეტში მჯდომმა ჩინოვნიკებმა საკუთარი ვაუჩერები გაჭირვებულ ადამიანებს უნდა დაურიგონ და დასძინა, რომ პირადად თვითონ ასე მოიქცა. მისი ასეთი "გულუხვობა", სულაც არ არის გასაკვირი იმ ფონზე, როცა გასულ წელს, გილაურის სახელფასო შემოსავალმა 89 ათას 789 ლარი შეადგინა, რომ არაფერი ვთქვათ ბიუჯეტიდან მიღებულ პრემიებზე, საწვავის და სატელეფონო ბარათების ხარჯებზე. როგორც გავარკვიეთ, ჩოხატაურის ხელისუფლების წარმომადგენლებს კუთვნილი ვაუჩერები ჯერ არ მიუღიათ. ჩვენი წყაროს თქმით, ზემოდან მიღებული დირექტივების შესაბამისად, გაჭირვებულ მოსახლეობას ვაუჩერებს, როგორც სამსახურის უფროსები, ასევე რიგითი სპეციალისტებიც გადასცემენ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გია გიორგაძემ ჯერ არ იცის, ვის მისცემს კუთვნილ ვაუჩერს. როგორც ამბობს, 20-ლარიან დახმარებას კონკრეტულ პიროვნებას მას შემდეგ გაუწევს, რაც იმ ადამიანების სია დაზუსტდება, რომლებსაც ძალიან უჭირთ და ვაუჩერი არ შეხვედრიათ.
ოფიციალურად, ჩოხატაურში 8 002 ენერგოაბონენტია. აქედან მხოლოდ 4 906 ოჯახს მიუვიდა ვაუჩერი. "ენერგო პრო ჯორჯიას" ჩოხატაურის სერვისცენტრის მენეჯერის, სერგო გეგეშიძის თქმით, დაბა ჩოხატაურში, 1 000-ზე მეტი ადამიანი სეზონური მცხოვრებია და სწორედ ამან გამოიწვია ვაუჩერების ნაკლებობა. გეგეშიძე გვეთანხმება, რომ ჩოხატაურში ასევე ბევრია მუდმივი მცხოვრები, რომელთა საარსებო მინიმუმი სიღატაკის ზღვარს ქვევითაა და არც ერთი მათგანი არამც თუ 6 თვეში, წელიწადშიც კი არ წვავს 200 კილოვატ ელექტროენერგიას.
ცუცუნი ნინიძე დაბაში ცხოვრობს, მარტოხელა, ინვალიდი ქალბატონია და დამოუკიდებლად სიარულიც კი არ შეუძლია. მის ოჯახში, ერთი ნათურა ინთება, ისიც მხოლოდ გვიან ღამით. ამიტომ მას 200 კილოვატი ელექტროენერგია არ დაუწვავს და ვაუჩერის გარეშე დარჩა. ქალბატონი ცუცუნის მსგავსი ბევრია, იმ განსხვავებით, რომ მათ სიარული შეუძლიათ და ვაუჩერის მიუღებლობას ინსტანციიდან ინსტანციაში აპროტესტებენ _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ მიზეზით, დღის განმავლობაში, ათეულობით ადამიანი აკითხავს.
როგორც გვითხრეს, დაბაში და სოფლებში სპეციალური სია დგება, რომელიც მთავრობის კანცელარიაში გაიგზავნება და სიაში მოხვედრილებს ენერგოვაუჩერი აუცილებლად მიუვათ. თუმცა, როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.




 ახალი ამბები
  • ჩვენი გადასაწყვეტია, გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ - მამა დიმიტრი ვეკუაეს ჩვენი გადასაწყვეტია _ გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივნის, დიმიტრი ვეკუას განცხადებით, COVID-19-ის ინფექციაზე მასობრივ ტესტირებაში სასულიერო პირთა ჯგუფის მოხვედრაზე ინფორმაცია მისთვის სიახლეა. ამის შესახებ, მამა დიმიტრი ვეკუამ "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა. "ეს სიახლეა ჩვენთვის. ახალი ამბავია, პირველად გავიგეთ ამის შესახებ და პირველად გაჟღერდა საზოგადოებაში ფართოდ ეს ინფორმაცია. არ ვიცით, საერთოდ, რა სახის და რომელ ტესტებზეა საუბარი. მესმის, რომ მთავრობას სურს, ეს პროცესი კონტროლს დაუქვემდებაროს. აუცილებლად ვიმსჯელებთ ამის შესახებ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს ჩვენი გადასაწყვეტია - გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ,"- განაცხადა სასულიერო პირმა.  შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 1 აპრილს დამტკიცებული ალგორითმის თანახმად, COVID 19-ზე მასობრივ ტესტირებას ექვემდებარებიან შემდეგი ჯგუფები: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის, მონასტრებში მყოფი ... ...
  • ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები _ გამყრელიძეჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღანელი ამირან გამყრელიძე "პირველ არხთან" საუბარში. მისივე თქმით, საქართველოში დამზადებული პირბადეები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია, სამედიცინო მიზნით მოხმარებისას კი ის ერთჯერადად უნდა გამოიყენონ. "ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები. გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შესაბამისი საკონტროლო სამუშაოები ჩატარდა. გვაქვს დიდი დეპარტამენტი, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც მუშაობს ამ ტიპის საკითხებზე, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი უნდა ეცვას", — განაცხადა ამირან გამყრელიძეიმ. ცნობისთვის, ქართული პირბადეების ხარისხი და დიზაინი სოციალურ ქსელში კრიტიკისა და განხილვის საგანი გახდა. აღნიშნული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია, მათი ღირებულება 50 თეთრია და ერთ პირს მხოლოდ სამი პირბადის შეძენა ... ...
  • დაბადებასა და გარდაცვალებასთან, ასევე, აპოსტილთან დაკავშირებული სერვისების გაცემა განახლდასახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კიდევ რამდენიმე სერვისის გაცემა განაახლა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცით, დღეიდან სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა და დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განაახლა. ვისაც დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაცია და ამ მოწმობების პირველად ან განმეორებით მიღება სურს, შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ფორმით მიმართოს. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – sda.gov.ge ან პორტალზე – my.gov.ge, რის შემდეგაც უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს დისტანციურ სამსახურს სკაიპის ოფიციალურ მისამართზე – sda.gov.ge. განაცხადის დარეგისტრირება ვიდეოგასაუბრებით მოხდება. მომხმარებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლის მიღებას პორტალ my.gov.ge-ს ან sda.gov.ge-ს ვებგვერდების საშუალებით შეძლებს, ხოლო მზა დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში, ფოსტის საშუალებით მიიღებს. ასევე, დღეიდან მოქალაქეები მათთვის საჭირო დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას შეძლებენ. ამისათვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10, სადაც ოპერატორი მოინიშნავს მის საჭიროებას, რის შემდეგაც მოქალაქემ დასამოწმებელი დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოსტით უნდა გაუგზავნოს მისამართზე: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №67ა. აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს მოქალაქე მის მიერ მითითებულ მისამართზე ფოსტით მიიღებს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განაახლა პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემაც. ვისაც ბიომეტრიული პასპორტის აღება სურს და ერთხელ უკვე ჰქონდა აღებული ბიომეტრიული პასპორტი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება my.gov.ge-ზე ან sda.gov.ge-ზე, ხოლო მზა დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება. პირი, რომელიც პირველად იღებს ბიომეტრიულ პასპორტს და მანამდე არასოდეს ჰქონია ბიომეტრიული პასპორტი, ან პირველად იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას და მანამდე არასოდეს ჰქონია ერთი ან მეორე დოკუმენტი, უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს, ან, გარკვეულ შემთხვევაში, მასთან ადგილზე ვიზიტი ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ფაქტი გამოვლინდაპოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 42 მოქალაქე დააჯარიმეს პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 21 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ... ...
  • ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყოსაგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს. ასევე, მონიტორინგს გაუწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ. ეფექტური პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...