სამინისტროები ირჩევენ "მაგთის"

ფინანსები

სამინისტროები ირჩევენ "მაგთის"

4 თებ. 2013, 01:00:44
"მაგთის" აბონენტთა რიცხვი მინიმუმ 150 000-ით (50 ათასი თანამშრომელი და 100 ათასი ოჯახის წევრები) გაიზარდა. სატენდერო კომისიამ ტენდერში დამარცხებულ შპს ,,ჯეოსელს“, პორტირების პროცესის ხელშეწყობა სთხოვა. "ჯეოსელიდან" კონკურენტ კომპანიაში პორტირების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს..

ფიჭურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე კონსოლიდირებული ტენდერი გასული წლის ბოლოს პირველად გამოცხადდა. ტენდერში ორმა მიმწოდებელმა _ "მაგთიმ" და "ჯეოსელმა" მიიღეს მონაწილეობა. საწყისი სავაჭრო ფასი წუთი _ 7 თეთრით განისაზღვრა. "ჯეოსელის" შეთავაზება მინიმალური _ 0,1 თეთრი იყო, მაშინ როდესაც "მაგთი" შიდა საუბრებზე 0 თეთრს ანუ უფასო ზარს დასთანხმდა. ტენდერი "მაგთიმ" მოიგო.

"ჯეოსელის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ირმა ცქიტიშვილი ამბობს, რომ ტენდერი სამართლიანად ჩატარდა და გამარჯვება მათთვის საწყენიც კი იქნებოდა, რადგან ნულთეთრიანი ტარიფი ბიზნესთვალსაზრისით კომპანიისთვის მომგებიანი არ არის: "სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან მხოლოდ სამთვიანია, რის შემდეგაც ისევ გამოცხადდება ტენდერი და ჩვენი კომპანია კვლავ მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ შევთავაზეთ ის ტარიფი, რაც ჩვენი ბიზნესისთვის იყო მომგებიანი", _ განაცხადა ცქიტიშვილმა "გურია ნიუსთან" საუბარში.

სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ კავშირგაბმულობის სფეროში კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება წინგადადგმული ნაბიჯია მანამდე არსებულ მავნე პრაქტიკასთან შედარებით, თუმცა, შიშობს, რომ მოკლევადიანი ხელშეკრულებები კომპანიების ხარჯებს გაზრდის: "ის გარემოება, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება ფორმდება რამდენიმე თვით ან თუნდაც ერთი წლით, უხერხულობას ქმნის, რადგან მომავალ წელს სხვა კომპანიის გამარჯვების შემთხვევაში, მას შეიძლება ხარჯები გაეზარდოს. სახელმწიფოს გამოცხადებული აქვს ტენდერი, მას არ აქვს ხარჯი. მაგრამ "ჯეოსელს" დააკლდა აბონენტები. მან ხარჯიც გაწია, რადგან პორტაბელობა ორმხრივ ხარჯებთან არის დაკავშირებული და, შესაბამისად, საგადასახადო კუთხით ეს უკვე არის დანაკლისი სახელმწიფოსთვისაც. არ მგონია, ეს გარემოება ტენდერის გამოცხადების დროს ყოფილიყო გათვალისწინებული. მიმაჩნია, რომ მსგავსი ტენდერები 3-5 წელიწადში ერთხელ უნდა ტარდებოდეს, რაც ეკონომიის საშუალებას იძლევა", _ აცხადებს ლევან ალაფიშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში.

ალაფიშვილის თქმით, "მაგთის" მიერ შიდა საუბრებზე ნულთეთრიანი ტარიფის შეთავაზება არ შეიძლება კომპანიისთვის წამგებიანი იყოს, რადგან მას აქვს განსხვავებული ტარიფები გამავალ ზარებზე, რითაც ამ დანაკარგს აკომპენსირებს.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, სასჯელაღსრულების და განათლების სამინისტროებში უკვე დასრულდა "ჯეოსელიდან" "მაგთიში" პორტირების პროცესი. ლევან ალაფიშვილი ფიქრობს, რომ კონსოლიდირებული ტენდერი თვითმმართველობებისთვისაც უნდა ჩატარდეს, რაც კავშირგაბმულობის სფეროს ერთიან სისტემაში მოაქცევს.

 

 




 ახალი ამბები
  • „თხილის ფასს არ ეხება ომი და წაბლისას აფარჩაკებს? “ : ოზურგეთული „გარჩევა“ ფასებზე დღეს, დილიდან, ოზურგეთში თხილის ფასის კიდევ ერთი ახალი  ფორმულაა ძალაში - ამჯერად ერთი კილოგრამი შვიდლარნახევარი ღირს,  სულერთია, „ბერძნულაა “ თუ „გულშიშველა“.  ოღონდ  ათი ცალი გატეხილი თხილიდან, რვა მაინც საღი უნდა იყოს _ ასეთია თხილის მიმღები  პუნქტების ოპერატორთა ლოგიკა. კითხვაზე, თუ  ერთ ცალ საღ გულში აპირებენ 80 თეთრის გადახდას, თან ზოგი ამბობს, რომ ათიდან, რვა რომ იყოს საღი, მაინც რვა ლარს გადავიხდითო, ეს რა ლოგიკაა? _ ვკითხეთ მათ. _ის ლოგიკაა, რომ მაგდენი საღი თხილი არცერთ ვარიანტში არ   გამოვა. ტყუილა იძახიან, _ თავ-თავის „ლოგიკას“  იშველიებენ ფასებზე და ერთმანეთზე   აღრენილი  თხილის მიმღები ოპერატორები. _არაფრით არ შეიძლება ათი ცალიდან ათივე საღი გამოვიდეს,    „ბერძნულა“   ნამეტურ. ამიტომ ნუ ამბობთ და ნუ წერთ რომ, ერთი კილოგრამი რვა ლარი  ღირს. მასეც რომ იყოს, მაინც არავინ გადაიხდის შვიდლარნახევარზე მეტს. რატომ,  იცით?   გარჩეული, მზა ნედლეული, ერთი კილოგრამი თხილი დღეს  ღირს 18 ლარი. ერთ კილოგრამ გარჩეულ თხილს 2,400 კგ გაუტეხავი თხილი სჭირდება. ახლა იანგარიშეთ, რამდენია? 19 ლარს აჭარბებს გარჩეული თხილის გულის ფასი, თუ გაუტეხავში 8 ლარს გადაიხდიან.  ვინმე წაგებაზე წავა? ამიტომ, ვინც იძახის, რომ ერთ  ცალში 80 თეთრს იხდის და შესაბამისად,  ერთ კილოგრამში 8 ლარს მიიღებთო, გატყუებთ, _ გვითხრეს თაყაიშვილის ქუჩაზე განლაგებულ ჯიხურებში. რაც შეეხება წაბლის ფასს, რომელიც  ერთი კვირაა, რაც ბაზარზე შემოვიდა, ერთ კილოგრამს 2 ლარად იბარებდნენ.  თუმცა,  დღეს  ერთი კილოგრამის  ფასი  ერთი ლარია. _თხილის  ფას კი მიფრინავს, ერთი ეს გვითხარით, წაბლი რომ ღირდა 2 ლარი, ახლა რატომ განახევრდა ფასი?  ეს საქმეა?  თან საკმაოდ კარგად  ასხია წელს,_   სვამდნენ კითხვებს წაბლით სავსე ჩანთებით მოსული სოფლის მცხოვრებლები. _ხომ გითხარით, აზერბაიჯანში გაჰქონდათ, ახლა ომიაო და ამიტომ შეჩერდა გატანა. აქით თურქეთიც ჩაკეტილია, ამიტომ დაეცა ფასი. თქვენზე უფრო გვინდა ჩვენ, მაღალი ფასი რომ ჰქონდეს _ განმარტებებს არ იშურებდნენ თხილის პუნქტებიდან. _ თხილის ფასს  არ ეხება ომი და  წაბლისას   აფარჩაკებს?  _ უპასუხოდ დარჩა იმ ქალბატონების კითხვა, რომლებაც  პირი იბრუნეს და ჩასაბარებლად წამოღებული წაბლი ისევ შინ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდასაქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ახმეტაში, კერძოდ სოფელ ომალოში, უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა. კომპანია დღიურად 100 ლიტრ ლუდს აწარმოებს და მის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე  ახდენს.  სამომავლოდ საწარმო ხილის გადამუშავებას და ახალი ასორტიმენტის შეთავაზებას აპირებს მომხმარებლისთვის. ისეთის როგორიცაა, ვაშლის ლუდი, კუნელის ლუდი და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 100 000 ლარია, აქედან შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 40 000 ლარს შეადგენს. კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს უალკოჰოლო ლუდს და პროდუქციას ყიდის თბილისში, რუსთავში, მარნეულში, თელავსა და გურჯაანში.  კომპანია გაყიდვების ზრდას და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას ელის. ამ ეტაპზე კომპანიაში 6 ადამიანია დასაქმებული. „საქართველოს ბანკი  ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით აქტიურად აგრძელებს  ახალი პროექტების წახალისებას. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა შეგვეტანა წვლილი ადგილობრივი წარმოების, კერძოდ უალკოჰოლო ლუდის საწარმოს მშენებლობის განხორციელებაში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები დაეხმარება რეგიონის ეკონომიკას და დადებით გავლენას მოახდენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ საწარმოს სამომავლო საქმიანობაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • სტოლტენბერგი: საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია"მე ძალიან ვაფასებ იმ ძლიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ნატოსთან აკავშირებს, საქართველო  ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო უნდა ამაყობდეს იმ წვლილის გამო, რომელიც შეაქვს ნატოს უსაფრთხოებაში და ნატოს მისიების წარმატებაში. „ძალიან ვაფასებ იმ ძლიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ნატოსთან აკავშირებს. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სათაო დაწესებულებაში. ეს იმას ადასტურებს, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა თქვენთვის და ჩვენთვის. საქართველო  ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ უსაფრთხოების სფეროში და ბევრი სხვა მიმართულებით ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის, სწავლებებში, ავღანეთის მისიაში. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ ერთად და თქვენც შეგიძლიათ ამაყობდეთ იმ წვლილის გამო, რომელიც შეგაქვთ ნატოს უსაფრთხოებაში და ნატოს მისიების წარმატებაში", - განაცხადა იენს ... ...
  • "ევროპულმა საქართველომ" საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის სია წარადგინა"ევროპულმა საქართველომ" საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის სია წარადგინა. სია წარადგინა ევროპული საქართველოს ახალგაზრდა სპიკერმა, თათია ვახტანგაძემ. ვახტანგაძის თქმით, სია არ არის რიგითობით და შეადგენს და როგორც წარდგენაზე განაცხადეს, ეს იმ გუნდის სიაა, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს. სია შემდეგნაირია: გიგი უგულავა,   ტარიელ ლონდარიძე, ლევან თარხნიშვილი, გოჩა გურგუჩიანი, არსენ კარაპეტიანი,  ზურაბ ჩილინგარაშვილი,  ირინე აფხაზავა, აჰმედ იმამკულიევი, ზურაბ ჭიაბერაშვილი,  გიორგი კანდელაკი,გიორგი ღვინიაშვილი, მაია კაციტაძე, ელენე ოზაშვილი, სერგო რატიანი, ირაკლი კიკნაველიძე,  მალხაზ პატარაია, ოთარ კახიძე, მარიამ რამინაშვილი, ლელა ქებურია, ირაკლი აბესაძე, აკაკი ბობოხიძე,  გიგა ბოკერია, ზაზა კედელაშვილი, ნინო გოგუაძე, ირმა ნადირაშვილი, ზურაბ ბუცხრიკიძე, სერგი კაპანაძე,  გიგი წერეთელი, ტარიელ ნაკაიძე,  ხათუნა გოგორიშვილი, ელენე ხოშტარია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე,  შალვა შავგულიძე.  შიდა კონკურენციის შედეგად დეპუტატი გახდება ის, ვისაც გადაწყვეტს „ევროპული საქართველოს“ აქტივი და ამომრჩეველი.​ ჯერჯერობით თანმიმდევრობას და არც პრემიერობის კანდიდატს არ ... ...
  • საქართველოს ბანკი 4B-ის წევრ მცირე და საშუალო ბიზნესებებს ახალ პროექტს სთავაზობსსაქართველოს ბანკი, როგორც საიმედო პარტნიორი ბიზნესების არამხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერაზე, არამედ მათ სამომავლო განვითარებაზე ზრუნავს.  ბანკმა სპეციალურად 4B-ის წევრი მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების მიზნით შექმნა სივრცე, სადაც მათ მათთვის საჭირო და საინტერესო მომსახურებაზე სპეციალური შეთავაზებების ნახვა და ექსკლუზიურად მათთვის განკუთვნილი უფასო საკონსულტაციო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. ბანკმა მის პარტნიორ  კომპანიებთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესების წინსვლისა და განვითარებისთვის სპეციალური შეთავაზებები შემდეგ სფეროებსა და მიმართულებებზე გააკეთა: • ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება • საბუღალტრო მომსახურება • საგადასახადო კონსულტაციები • მარკეტინგული კამპანიები • იურიდიული მომსახურება • შრომის უსაფრთხოება • ბიზნეს ტრენინგები • IT მომსახურება • კვლევა • თიმბილდინგი „საქართველოს ბანკისთვის ბიზნესების მხარდაჭერა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ვზრუნავთ მცირე და საშუალო ბიზნესებს დავუდგეთ გვერდით არამხოლოდ ფინანსურად ან ინტელექტუალურად, იმ ტრენინგების ორგანიზებით, რომელსაც მათი სამომავლო განვითარების მიზნით ვახორციელებთ, არამედ მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნითაც. ამჯერად გვსურდა 4B-ის წევრი ბიზნესების გაძლიერების პროცესში ჩაგვერთო ჩვენი პარტნიორი კომპანიები, რომლებიც შეძლებდნენ კონსულტაციის გაწევითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანათ ბიზნესების  წინსვლასა და სამომავლო  განვითარებაში. ვფიქრობთ, ამ ინიციატივით ბიზნესებს მივცემთ დიდ სტიმულს კიდევ უფრო გაძლიერდნენ და გახდნენ ეკონომიკურად სტაბილურები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. 4B-ის წევრი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ საქართველოს ბანკის მიერ მათთვის შექმნილი შესაძლებლობებით ისარგებლონ, ინფორმაციის მისაღებად უნდა ეწვიონ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/4b#offers, სადაც ისინი შეძლებენ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ სპეციალურ შეთავაზებებს გაეცნონ.   დაინტერესებულმა კომპანიებმა კი, რომლებსაც სურთ საკუთარი კომპეტენციით დაეხმარონ მცირე და საშუალო ბიზნესს გაუმკლავდნენ კრიზისს, მოახდინონ პროცესების ოპტიმიზაცია და განაგრძონ ზრდა - განვითარება, უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ბმული  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls