"კომპანია "ნატახტარი" ახალი შრომის კოდექსის პრინციპების გათვალისწინებით 2008 წლიდან მუშაობს"

ფინანსები

"კომპანია "ნატახტარი" ახალი შრომის კოდექსის პრინციპების გათვალისწინებით 2008 წლიდან მუშაობს"

12 თებ. 2013, 12:12:21
საქართველოს შრომის კოდექსში შესატან აღნიშნულ ცვლილებებსა და მის მნიშვნელობაზე გვესაუბრება კომპანია "ნატახტარის" პერსონალის მართვისა და ადმინისტრაციის დირექტორი ხათუნა ჩხაიძე

_ რამდენად მნიშვნელოვანია შრომის კოდექსში არსებული ცვლილებები და რამდენად დაცულია ამ ცვლილებების ფონზე დამსაქმებლის ინტერესები?

_ ჩემი პოზიციაა, რომ შრომის სამართლიანი კანონმდებლობა, ანუ კანონმდებლობა რომელიც არ ამძიმებს, არც დამსაქმებელთა და არც დაქირავებულთა პირობებს, მომგებიანია ორივე მხარისათვის. როგორც დამსაქმებლის, ჩვენი კომპანიის მიდგომაა - შევუქმნათ თანამშრომლებს საუკეთესო პირობები, რადგან კმაყოფილი თანამშრომელი არის უფრო ერთგული, ნაყოფიერი და მოტივირებული. ერთგვარი სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ კომპანია ნატახტარი 2008 წლიდან არის გადასული მუშაობის იმ პრინციპებზე, რაზეც დღეს საუბრობს შრომის კოდექსი. ამის მიზეზი არის ის, რომ სწორედ 2008 წლიდან ჩვენ გავხდით ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის წევრები და ამან გამოიწვია დაქირავებულზე მეტად ორიენტირებული სამუშაო პირობების შექმნა. ინტენსიური ტრეინინგი თანამშრომელთა განვითარებისთვის, სამედიცინო დაზღვევა, სესხი, ავანსი, მეცამეტე ხელფასი, უფასო კვება, ყოველთვიური სასაჩუქრე პროდუქცია (ლუდი და ლიმონათი), თანამშრომელთა ტრანსპორტირება, ექიმი - ეს ყველაფერი კომპანიაში ახალი არ არის.

_ახალი კანონპროექტის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე წერილობით გააფრთხილოს დასაქმებული  გათავისუფლების თაობაზე. დამსაქმებელს დასაქმებულის არგუმენტაციის გარეშე გათავისუფლება აღარ შეეძლება. ასეთ ცვლილებას იღებს ბიზნესი?

_მაგალითად კომპანია "ნატახტარს" აქვს საკუთარი დისციპლინარული პოლიტიკა -  ქცევის კოდექსი,  ის გაწერილია დონეებად და ცნობილია თითოეული თანამშრომლისთვის. ამიტომ თითოეულმა იცის კონკრეტულად რა სახის დარღვევა რა შედეგს გამოიწვევს. თუმცა იმასაც ვითვალისწინებთ, რომ შეცდომებს ის არ უშვებს, ვინც არ მუშაობს, ამიტომ მთელ რიგ შეცდომებს გაგებით ვეკიდებით. მაგალითად, ჩვენს კომპანიაში ცნობილია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მუშაობა კატეგორიულად დაუშვებელია. ალკოტესტის ჩატარების შემთხვევაში ყველა მზადაა მოსალოდნელი შედეგისთვის. ზოგადად, ნატახტარში ძალიან დაბალია  თანამშრომლების გათავისუფლების მაჩვენებელი. მაგრამ თუ აუცილებელია შტატის შემცირება, გარკვეული მიზეზების გამო, ის თანამშრომელი ამ შეტყობინებას იღებს ერთი თვით ადრე და მას ეძლევა შესაბამისი კომპესაციაც. ერთ მაგალითსაც მოვიყვან: დეკრეტული შვებულების პერიოდში თანამშრომელს გარანტირებული აქვს სამუშაო ადგილი და სრული ანაზღაურება.

_ კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლის მიხედვით  ზეგანაკვეთურ სამუშაოდ ჩაითვლება კვირაში 48 სამუშაო  საათის შემდეგ შესრულებული სამუშაო და ყველა დამატებით საათზე განისაზღვრება გარკვეული ზეგანაკვეთური გადასახადი. დამსაქმებლის გადმოსახედიდან ეს რა პრობლემებს შექმნის, თუნდაც  კომპანიის ფინანსური მდგომარეობის მხრივ, როგორ იყო ეს კოდექსში სიახლეების შეტანამდეკ ომპანია „ნატახტარში“?

_ ყველა თანამშრომელი იღებს ზეგანაკვეთურს როგორც კი, ნამუშევარი საათები 41 საათს გადაცდება. ამას ჩვენ ბიუჯეტის შედგენისას ვითვალისწინებთ.რადგან ლუდის ჩამოსხმა უწყვეტი პროცესია, ქარხანაში არის ღამის ცვლა, ღამის ცვლაში ჩვენი კოეფიციენტია 1.2, ხოლო სადღესასწაულო დღეებზე თანამშრომელს ორმაგს ვუხდით. ეს ყველაფერი ჩვენს კომპანიაში 2008 წლიდან არის დამტკიცებული.

_ აღნიშნული ცვლილებები შრომის კოდექსში რამდენად დაიცავს დასაქმებულს?

_ შრომის კოდექსში შესული ნებისმიერი ცვლილება, რომლიც მიზნად ისახავს მის გაუმჯობესებას, ნამდვილად მისასალმებელია.  რა თქმა უნდა, ამ ცვლილებების შედეგად დასაქმებულები უფრო დაცულად იგრძნობენ თავს სამუშაო ადგილებზე.

(R)




 ახალი ამბები
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...
  • ავარია ქვაბღასთან _ როგორია დაშავებულების მდგომარეობაბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, ქვაბღასთან, ავტომობილი, რომლითაც 6 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს, რომელთაგან 1-მა კლინიკა ამ დროისთვის უკვე დატოვა, 1 დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ ირემაძის ინფორმაციით, დაშავებულები ჩოხატაურელები არიან. „ავტოკატასტროფა მოხდა ღამით. მოხდა სწრაფი რეაგირება. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამაშველო სამსახური. სასწრაფომ დაშავებულები გადაიყვანა საავადმყოფოებში. ცალკე წაიღეს ავტომობილი.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩოხატაურელები დაშავდნენ“,_ ამბობს ირემაძე. ჩვენს კითხვაზე, ხშირია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე, ნოდარ ირემაძე გვპასუხობს, რომ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე კარგია და არც ავარიები ხდება ხშირად. „წელს ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე. გზა ძალიან კარგია. მთავარია, მძღოლი იყოს ყურადღებით. რას უკავშირდება მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, არ ვიცი“,_ გვპასუხობს ირემაძე. 6 დაშავებულიდან 2 _ მამაკაცი და ქალი "ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე: „ჩვენთან შემოიყვანეს 2 დაშავებული პიროვნება 1 მამაკაცი და 1 ქალი. მამაკაცს ჰქონდა ყბის ძვლის მოტეხილობა და გადაგზავნილი იქნა ქუთაისში ქირურგიული ჩარევისთვის. ქალს ტვინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება“,_ გვითხრა კოროშინაძემ. 4 დაშავებული, მათ შორის 8 თვის ბავშვი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" შეიყვანეს. „მედალფას“ დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 1 პაციენტი უკვე გაწერეს და 2 დღეში დანარჩენებიც დატოვებენ კლინიკას. „4 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, 1 _ უკვე გავწერეთ და 3 _ რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან დაკვირების ქვეშ არის 8 თვის ბავშვიც. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და 2 დღეში მასაც გავწერთ“, _ ამბობს ... ...
  • ნაპირზე ტანსაცმელი იპოვეს- რიონში დასაბანად შესულ 72 წლის კაცს ეძებენსამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ტანსაცმელი იპოვეს. მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე, დასაბანად. დღეს დილიდან უკვე მიმდინარეობს მდ. რიონზე საძიებო ღონისძიებები. ადგილზეა სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ... ...
  • შაქარაშვილის საქმე- დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ უკვე არსებულ კლასიფიკაციას  დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მცხეთაში, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წავიდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. მაშველებმა მის ცხედარს რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში მიაგნეს. "ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...