საკრებულო, გამგეობა და... გამჭვირვალობა

ფინანსები

საკრებულო, გამგეობა და... გამჭვირვალობა

2 აპრ. 2013, 11:08:23

მოქმედი კანონმდებლობა გამჭვირვალობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის უმთავრეს და ამოსავალ პრინციპად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, თვითმმართველობა ვალდებულია უზრუნველყოს თავისი ორგანოების საქმიანობის საჯაროობა და გამჭვირვალობა და, რაც მთავარია, საზოგადოების წარმომადგენელთა პრაქტიკული ჩართვა ამ ორგანოების საქმიანობაში.

ამჟამად მკითხველს ვთავაზობთ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გამჭვირვალობის კუთხით არსებული სიტუაციის (2013 წლის პირველი სამი თვის მონაცემების მიხედვით) ჩვენეულ შეფასებას; კერძოდ, სტატიაში განხილული იქნება, თუ რამდენად აქცევენ ყურადღებას აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში თვითმმართველობის ორგანოები ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართვისა და მათი ინფორმირებულობის საკითხებს.

მაშ ასე, მივყვეთ თანმიმდევრობით.

მოსახლეობის წინასწარი ინფორმირება

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რასაც კანონი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების კუთხით, _ ესაა საკრებულოს, როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს, ვალდებულება, რეგულარულად გამოაქვეყნოს მის მიერ განსახილველი ნორმატიული აქტის _ საკრებულოს დადგენილებების პროექტები; ამასთან, გამოქვეყნებიდან არანაკლებ ოცდღიანი ვადა მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული საიმისოდ, რათა ამ ხნის განმავლობაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს ამ პროექტების გაცნობის, თავისი შენიშვნების, მოსაზრებებისა და წინადადებების წერილობით წარდგენის შესაძლებლობა. აღნიშნულ საკითხთან პირდაპირ და უშუალო კავშირშია კიდევ ერთი კანონისმიერი, არანაკლებმნიშვნელოვანი მექანიზმი _ საკრებულოს ვალდებულება, საზოგადოების წინასწარი ინფორმირების მიზნით, ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს თავისი მომავალი სხდომის შესახებ (სხდომის თარიღი, დრო, ადგილი, დღის წესრიგი), ასევე დადგენილი წესით (კერძოდ, საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე და ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო დაფებზე (სტენდებზე), ხოლო ოზურგეთის შემთხვევაში _ დამატებით კიდევ ადგილობრივ გაზეთში) გამოაქვეყნოს ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.

რა შეიძლება ითქვას ამ კუთხით?

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო მეტნაკლები სტაბილურობით იცავდა ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს; _ ოღონდ ეგაა, რომ საკრებულო ნორმატიული აქტის პროექტებსა და შესაბამის ცნობას ძირითადად მუნიციპალიტეტის მთავარ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე აკრავდა (შედარებით იშვიათად _ საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზეც აქვეყნებდა); შესაბამისად, ფორმალური თვალსაზრისით, აქ ასევე, მეტნაკლები დოზით, მოწესრიგებული იყო საკრებულოს სხდომის შესახებ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციული მონაცემების ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოცხადების საკითხი. თუმცა, გაცილებით უფრო ეფექტიანი და სასურველი იქნებოდა, საკრებულოს რომ ამ ტიპის ინფორმაციის მოსახლეობისთვის ოპერატიულად მიწოდების მიზნით, უფრო მეტად გამოეყენებინა თავისი ოფიციალური ვებგვერდისა და ადგილობრივი ბეჭდური მედიის რესურსი.

აღსანიშნავია, რომ, ფორმალური თვალსაზრისით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოც იცავდა თავისი ყველა დადგენილების მიმართ ადმინისტრაციული წარმოების წესებს. ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ამასთან, საანგარიშგებო პერიოდში, რაც დღემდე ხარვეზად რჩება, ისაა, რომ არ ხდება საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტების დადგენილი წესით (მაგალითად, ადგილობრივ გაზეთში) გამოქვეყნება. ისე კი, სასურველი იქნება, თუკი საკრებულო გაზეთში მთლიან პროექტს თუ არა, მის დასახელებას, მოკლე შინაარსსა და მისი გაცნობის/მოძიების საშუალებებს მაინც გამოაქვეყნებს, რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნულ ცნობასთან ერთად. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საკრებულომ და მისმა აპარატმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უზრუნველყონ საკრებულოს მომავალი სხდომის დღის წესრიგში შემავალი ყველა საკითხის პროექტის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე სისტემატური განთავსება. ეს საშუალებას მისცემს საზოგადოებას, რომ მისთვის საინტერესო ინფორმაცია ოპერატიულად იყოს ხელმისაწვდომი უშუალოდ საკრებულოში მიუსვლელად, ასევე რეგულარულად იყოს ინფორმირებული საკრებულოს სხდომების, მისი საქმიანობის, მნიშვნელოვანი პროგრამებისა თუ ინიციატივების შესახებ.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ ორივე მუნიციპალიტეტში დღემდე პრობლემად რჩება საკრებულოს კომისიის სხდომის შესახებ საზოგადოების ინფორმირების საკითხი. როგორც წესი, კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ ავალდებულებს საკრებულოს აპარატს, რომ ამ უკანასკნელმა საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც უზრუნველყოს შესაბამისი ცნობის გამოქვეყნება საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ. ამ მხრივ როგორც ჩოხატაურის, ისე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული პრაქტიკა არცთუ მთლად სახარბიელოა: დღეისათვის ამ მუნიციპალიტეტებში მსგავსი ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნება საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებთან მიმართებაში ან, საერთოდ, არ ხდება, ან თუ ხდება (ერთეულ შემთხვევებში), _ ამას მეტისმეტად უსისტემო და ფრაგმენტული ხასიათი გააჩნია (ისე კი, ცნობის სახით, უნდა აღინიშნოს, რომ ამ კუთხით ყველაზე უფრო მოწესრიგებული და, სხვებთან შედარებით, გამართული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიაა, რაც თავად კომისიის ხელმძღვანელის ქალბატონ ირინა საჯაიას უშუალო დამსახურებაა). შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ არ არსებობს საკრებულოს კომისიის სხდომებზე ჩვეულებრივი, რიგითი მოსახლეობის წარმომადგენელთა დასწრებისა და მონაწილეობის ფაქტები. შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ორივე მუნიციპალიტეტში სასწრაფოდ მოწესრიგდეს საკრებულოს კომისიების სხდომათა შესახებ საკრებულოს დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად საზოგადოების ინფორმირების საკითხი.

საბიუჯეტო პროცესებში მოსახლეობის ჩართვა

ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო მონაწილეობის რეალურად უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი _ ესაა საბიუჯეტო პროცესებში მოსახლეობის ჩართვის ვალდებულება.

ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოთა მიერ ამ მიმართულებით გახორციელებული საქმიანობის ანალიზიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანომ ორივე მუნიციპალიტეტში სრულყოფილად განახორციელა ადმინისტრაციული წარმოება 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით: კერძოდ, ორივეგან დადგენილი წესით გამოქვეყნდა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი და ინფორმაციული ხასიათის შესაბამისი ცნობა. ყველა დაინტერესებულ პირს ორივე მუნიციპალიტეტში ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ საკრებულოში წარედგინათ თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები ბიუჯეტის პროექტთან მიმართებაში. ისიც აღსანიშნავია, რომ ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოეწყო ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები, რომლის შესახებაც ინფორმაცია წინასწარ იყო გავრცელებული ადგილობრივი პრესის საშუალებებში; შესაბამისად, საჯარო განხილვისას ყველა დაინტერესებულ პირს თავისუფლად შეეძლო დასწრება და განხილვაში მონაწილეობის მიღება.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული "სოფლის მხარდაჭერის პროგრამების" შესახებაც. წელს მუნიციპალიტეტები აღნიშნულ პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ახორციელებენ. შესაბამისად, ორივე მუნიციპალიტეტში აშკარად იგრძნობა კონკრეტულ დასახლებებში საბიუჯეტო პრიორიტეტების დადგენისა და გამოკვეთის პროცესის ფორმალიზაცია, რაც, უთუოდ, დადებით მოვლენად უნდა ჩაითვალოს. ფაქტიურად, ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი რგოლი (უმთავრესად) ყველა სოფელში ცალ-ცალკე, ინდივიდუალურ კრებებს მართავს, რომლის შესახებაც მოსახლეობა წინასწარაა ინფორმირებული სხვადასხვა საშუალებებით (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე და საინფორმაციო სტენდებზე შესაბამისი პლაკატების გაკვრა, მოსახლეობის გაფრთხილება რწმუნებულების მიერ...). შედეგად სოფლის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ეძლევათ აქტიურად ჩაერთონ და თავად გადაწყვიტონ, თუ რომელი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა დაფინანსდეს თავიანთ სოფელში. სიახლეა ისიც, რომ საერთო კრებებზე ხდება ოქმის შედგენა, სადაც პირდაპირ ფიქსირდება კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შემდგომში კომპეტენტური უწყების მიერ სწორედ ამ ოქმის საფუძველზე უნდა მოხდეს კონკრეტულ დასახლებებში დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დამტკიცება. ამჟამად დასახლებების საერთო კრებების ჩატარების პროცესი ორივე მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია შესული და ინტენსიურად მიმდინარეობს.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

როგორც წესი, კანონი ნებისმიერ მსურველ და დაინტერესებულ პირს აძლევს უფლებას, წერილობითი განცხადებით მიმართოს თვითმმართველობის ორგანოებსა თუ თანამდებობის პირებს და მიიღოს მათგან მისთვის საინტერესო, ნებისმიერი სახის საჯარო ინფორმაცია. ამასთან, საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ. კანონი მხოლოდ სამ გამონაკლის შემთხვევას იცნობს, როდესაც საჯარო დაწესებულებას მოთხოვნილი ინფორმაციის გასაცემად შეუძლია გამოიყენოს არაუმეტეს ათ დღემდე ვადისა. კერძოდ, საჯარო ინფორმაცია არაუგვიანეს 10 დღის ვადაში უნდა გაიცეს, თუ მის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას. ამ სამი გამონაკლისი შემთხვევის გარდა, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გაიცეს.

მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესო უნდა იყოს, თუ როგორია საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე წლის განმავლობაში არსებული სიტუაცია.

აღსანიშნავია, რომ ორივე მუნიციპალიტეტში საკრებულოდან ინფორმაციის გამოთხოვისა და მიღებისას რაიმე მნიშვნელოვან პრობლემას ან კანონდარღვევას არ შევხვედრივართ _ ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულო ყოველნაირად ცდილობს, დროულად გასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.

ამ მხრივ, სასიკეთო ძვრები შეინიშნება ასევე ორივე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ რგოლშიც (გამგებელი/გამგეობა); თუკი წინა წლებში გამგეობა თითქმის ყოველ შემთხვევაში (მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ამისი კანონისმიერი საფუძველი) საჯარო ინფორმაციის გაცემისას ათდღიან ვადას ითხოვდა და უმეტეს შემთხვევაში ამ ათდღიან ვადასაც მნიშვნელოვნად არღვევდა (თან, ყოველივე ამას არა გამონაკლისის, არამედ სისტემატური ხასიათი გააჩნდა), დღეის მდგომარეობით გამგეობა როგორც ოზურგეთის, ისე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აშკარად ცდილობს, რომ კანონის შესაბამისად და "გონივრულ ვადაში" უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის გაცემა. ბუნებრივია, გამგეობის ეს მცდელობა, უთუოდ, მისასალმებელია და, იმედია, რომ ეს სასიკეთო ტენდენცია მალე მათი საქმიანობის წესად დაიმკვიდრებს თავს.

მოკლედ, ასეთი გახლავთ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში გამჭვირვალობის კუთხით 2013 წლის პირველ კვარტალში არსებული სიტუაციის ზოგადი შეფასება.

ირაკლი პაპავა, "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" იურისტი




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...