შეღავათიანი აგროკრედიტით "ვაზიანი კომპანიმ“ 300 ათასი აშშ დოლარი დაზოგა

ფინანსები

შეღავათიანი აგროკრედიტით "ვაზიანი კომპანიმ“ 300 ათასი აშშ დოლარი დაზოგა

2013 აპრ 23 13:08:49

ეს მაქსიმალური თანხაა, რომლის მიღებაც ბიზნესსექტორს პროექტით შეუძლია.

"ვითიბი ბანკმა" სესხი 15 პროცენტში დაამტკიცა. აქედან, 12 პროცენტს "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო", 3 პროცენტს კი მსესხებელი გადაიხდის. შპს "ვაზიანი კომპანის" დირექტორი ლევან ფაღავა ამბობს, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის მეშვეობით 300 ათასი აშშ დოლარი დაეზოგება. ამ თანხას კი საწარმოს გადაიარაღებისთვის დახარჯავს.

"ვაზიანი კომპანი" ალკოჰოლური სასმელების, ძირითადად კი ღვინის წარმოებასა და რეალიზაციას ახორციელებს. სახელწოდება ახალია, თუმცა მენეჯმენტს ამ სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს... სს კომპანია "ვაზიანი" 1982 წელს დაფუძნდა, რომელიც ალკოჰოლური სასმელების წარმოება-რეალიზაციით იყო დაკავებული. გასულ წელს კომპანიის რეორგანიზაცია მოხდა. "ვაზიანის" ერთადერთი სამართალმემკვიდრე სწორედ "ვაზიანი კომპანი" არის.

კომპანიას თელავის რაიონში პირველადი ქარხანა აქვს, სადაც ყურძნის მიღება და დამუშავება ხდებოდა. ჩამოსასხმელი ხაზი კი თბილისში ფუნქციონირებდა. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ღვინის წარმოების მთელი ჯაჭვი თელავში აეწყო.

საწყის ეტაპზე მენეჯმენტს საწარმოს ასამუშავებლად 2 მლნ დოლარის ინვესტირება აქვს გადაწყვეტილი, აქედან 1 550 000 აშშ დოლარის აგროკრედიტს "ვითიბი ბანკისგან" მიიღებს. დამტკიცებული სესხიდან 600 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაიცა.

"უნდა შევიძინოთ თანამედროვე, იტალიური ძირითადი საშუალებები. ჩვენ 1 550 000 ლარის სესხის მიღებასთან დაკავშირებით ბიზნეს გეგმა მოვამზადეთ. შემდეგ კი "ვითიბი ბანკს" დავუკავშირდით, რომელიც მხარში დაგვიდგა და მუშაობა დავიწყეთ. სწორედ ამ პერიოდში ცნობილი გახდა, რომ "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი" იწყებოდა. "ვითიბი ბანკის" დახმარებით ბიზნესგეგმა პროექტის კოორდინატორებს გადავუგზავნეთ. გეგმამ მათი მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა, შესაბამისად, მაქსიმალური თანხა, 600 ათასი აშშ დოლარი "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში მივიღეთ... სესხი 5-წლიანია. ამ პროექტის მეშვეობით, დაახლოებით, 300 ათასი აშშ დოლარი დამეზოგება, რომელსაც წარმოების გადაიარაღებას მოვახმარ. ეს კი საშუალებას მომცემს წარმოება უფრო დაიხვეწოს და განვითარდეს... პირველი ტრანში ბანკიდან გასულ კვირაში გავიტანეთ. დამტკიცებული სესხი 3 თვეში უნდა ავითვისო. ქარხნის მშენებლობა უკვე დაწყებულია. იტალიურ კომპანიასთან საჭირო დანადგარების შეძენაზე შეთანხმებული ვართ და მალე შეკვეთასაც მივცემთ. საწარმო თელავში გაიხსნება. პირველ ეტაპზე 40-50 ადამიანს დავასაქმებთ. მუშახელი ადგილობრივი იქნება," _ გვითხრა შპს "ვაზიანი კომპანის" დირექტორმა ლევან ფაღავამ.

"ვაზიანი კომპანი" ძირითადად ექსპორტზე მუშაობს. მის მიერ წარმოებული ღვინის ექსპორტი ხდება უკრაინაში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, ჩინეთში, მცირე რაოდენობით ამერიკასა და სხვა ქვეყნებში.

"კრედიტის ჯამური თანხის დანარჩენი მოცულობა, 950 000 აშშ დოლარი, "ვითიბი ბანკის" დაფინანსებით გაიცა. აღნიშნული თანხის მიზნობრიობას ქარხნისთვის ძირითადი საშუალებების შეძენა და საბრუნავი საშუალებების დაფინანსება წარმოადგენს... შპს "ვაზიანი კომპანი" "ვითიბი ბანკის" კორპორატიული კლიენტია," _ აცხადებენ "ვითიბი ბანკში".

600 000 აშშ დოლარი "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის", მესამე კომპონენტს _ საინვესტიციო აგროსესხებს, მიეკუთვნება. პროექტის პირობების თანახმად, მესამე კომპონენტი 1 მლნ ლარამდე (ექვივალენტი აშშ დოლარში) სესხს შეადგენს. ეს არის აგროსაწარმოებისთვის განკუთვნილი 7 წლამდე შეღავათიანი აგროკრედიტი. მისი წლიური საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს 3 პროცენტია. აგროკრედიტი ითვალისწინებს ძირითადი საშუალებებისა და ტექნოლოგიების ხანგრძლივი პერიოდით დაფინანსებას... სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული კომპონენტით, მინიმუმ, 60 საწარმოს გახსნაა ნავარაუდები.

"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით" ისარგებლა მცირე ფერმერმა, 21 წლის არჩილ ადუაშვილმა. მას სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში 8 ჰექტარი მიწა ქირით აქვს აღებული, სადაც საზამთრო უნდა მოიყვანოს. არჩილ ადუაშვილს 17 ათასი ლარის აგროსესხი "პროკრედიტ ბანკმა" დაუმტკიცა. კრედიტი "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მეორე კომპონენტის ფარგლებში გაიცა, რომელიც საშუალო და მსხვილ ფერმერებზეა გათვლილი. მეორე კომპონენტი ითვალისწინებს 5000-დან 100 000 ლარამდე 2-წლიან აგროკრედიტის ხეწლმისაწვდომობას. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი 8 პროცენტზე მაღალი არ იქნება. მისი მიზანია საბრუნავი საშუალებების და მარაგების შესყიდვის დაფინანსება მოკლე ვადით.

"პროკრედიტ ბანკმა" არჩილ ადუაშვილს სესხი 17 პროცენტად დაუმტკიცა. 8 პროცენტს მცირე ფერმერი გადაიხდის, 9 პროცენტს კი ბანკში "სოფლისა მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" გადარიცხავს. "აღებული სესხით სასუქი და საწვავი უნდა შევიძინო. ასევე მუშახელის ხელფასი დავფარო... პაპაჩემი და მამაჩემი თითქმის 20 წელზე მეტია საზამთროს მოყვანით არიან დაკავებულნი. 4 წელია, რაც დამოუკიდებლად დავიწყე საზამთროს მოყვანა. საქმეს დამოუკიდებლად ვმართავ, თუმცა საზამთროს მოყვანით ბავშვობიდან ვარ დაკავებული... 18 წლიდან ვთანამშრომლობ "პროკრედიტ ბანკთან". სესხს ვიღებ და მოსავლის დაბინავების შემდეგ ვაბრუნებ. გასულ წელს 6.5 ჰექტარზე მქონდა საზამთრო გაშენებული... წელს 6-თვიანი სესხი ავიღე. 17 პროცენტში დამიმტკიცდა. 9 პროცენტს სააგენტო დაფარავს. 8 პროცენტს მე გადავიხდი. მნიშვნელოვანი თანხა დამეზოგება... რეალიზაციის პრობლემა არ მექნება. ჩემი კლიენტები მყავს. ადგილზე მოდიან და მიაქვთ პროდუქცია. მოსავლის 10 პროცენტის რეალიზება თბილისში ხდება, დანარჩენი ქუთაისსა და ბათუმში იყიდება," _ გვითხრა მცირე ფერმერმა არჩილ ადუაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს", "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი" აფინანსებს, მისი გახორციელება კი, "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" დაეკისრა. სამკომპონენტიანი პროგრამის პირველი კომპონენტი მცირე ფერმერებზეა ორიენტირებული. მათ შეუძლიათ, 5000 ლარის ფარგლებში 6-თვიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მიიღონ. იმ შემთხვევაში, თუ კი ფერმერები კრედიტს 6 თვეში ვერ დაფარავენ, ყოველ მომდევნო თვეში მათ 3 პროცენტის გადახდა მოუწევთ.

უპროცენტო განვადებით სარგებლობისას, მაღაზია ფერმერს შესასყიდი პროდუქციის საფასურის ანგარიშს (ინვოისს) გამოუწერს, რომელსაც საფინანსო ინსტიტუტი აანაზღაურებს.

საფინანსო ინსტიტუტსა და მაღაზიას შორის მოლაპარაკების შედეგად, ფერმერს/მეწარმეს საშუალება ეძლევა, პროდუქციის წარმოების სრული ციკლის განმავლობაში, გამოიტანოს მაღაზიიდან მისთვის საჭირო საწარმოო საშუალებები, სათესლე და სარგავი მასალა, პესტიციდები, ვეტპრეპარატები, გარდა სასუქისა.

"სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" დირექტორი გიორგი ჩხეიძე აცხადებს, რომ "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მიმართ პოტენციურ ბენეფიციართა ინტერესი საკმაოდ მაღალია: "ბანკებს რამოდენიმე ათასზე მეტი სასესხო განაცხადი აქვთ მიღებული, რომლებიც დამუშავების პროცესშია. ამასთან ერთად ბანკებში მისულია გაცილებით მეტი (ამის შესახებ ზუსტ მონაცემებს არ ვფლობთ) სესხის მიღების მსურველი, რომლებსაც პროექტის ფარგლებში დაფინანსებაზე უარი სხვადასხვა მიზეზით უთხრეს," _ ამბობს გიორგი ჩხეიძე.

15 აპრილის მონაცემებით, "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში უკვე დამტკიცებულია 258 სესხი. სამივე კომპონენტში ბანკების მიერ გაცემულია 1,294,500 აშშ დოლარი და 1,278,548 ლარი. "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" დირექტორის განცხადებით, პირველ კომპონენტში ბენეფიციართა მოთხოვნა ნაკლებია. ამის მიზეზად გიორგი ჩხეიძე სასოფლო სამეურნეო ბარათებით ანალოგიური საქონლის უფასოდ მიღების შესაძლებლობას ასახელებს; მე-2 და მე-3 კომპონენტში კი მოთხოვნა თანაბრად მაღალია.

(R)




 ახალი ამბები
  • საბურთალოზე მიკროავტობუსის ამოტრიალებას მსხვერპლი მოყვათბი­ლის­ში, საბურთალოს სასაფლაოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას მიკროავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა. ავტომობილი გარე გა­ნა­თე­ბის ბოძს და­ე­ჯა­ხა და ამოტრიალდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავ­რი კი და­შავ­და. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმდი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას ... ...
  • ემზარ კვიციანის ძმისშვილს ორი დღეა ეძებენ _ თბილისის ზღვაზე მოკლული მისი მეგობარიადეპუტატ  ემზარ კვიციანის თქმით, თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის ბექა კვიციანის მეგობარია. ბექა კვიციანს კი ორი დღეა ეძებენ.  ამის შესახებ მან "რუსთავი 2"- თან განაცხადა.  კვიციანი გარდაცვლილ მამაკაცსა და მის ძმისშვილს შორის, რაიმე სახის კონფლიქტს უარყოფს. "ორივეს ეძებენ ორი დღეა უკვე. ორივე არიან დაკარგულები, ჯერ არ ვიცი, არაფერი. ჩემი ძმისშვილი ორი თვის უკან ვნახე ბოლოს,  ნათესაური კავშირი აქვთ, ერთად გაზრდილები და ბავშვის ნათლიაა ჩემი ძმისშვილი მაგისი. არ ვიცი ერთად რას საქმიანობდნენ,"- განუცხადა კვიციანმა "კურიერს".  ცნობისთვის, თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას ... ...
  • ლომჯარიას მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისსა და სახლთან – სანდრო ბრეგაძე„ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა „ქართულ მარშს“ ძალადობრივი ჯგუფი უწოდა, რის გამოც ლომჯარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ომბუდსმენს „მიწიერ ჯოჯოხეთს მოუწყობს“. „ქალბატონ ნინო ლომჯარიას მოუწევს პირველ რიგში საჯარო ბოდიშის მოხდა და შემდგომში თანამდებობის დატოვება. ჩვენ ვგეგმავთ გრანდიოზულ, რადიკალურ აქციას სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ვაძლევთ  ერთკვირიან ვადას, რომ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისთან და არა მარტო ოფისთან, საცხოვრებელ სახლთანაც. თუ ოფისში დაგვემალება, ჩვენ მივალთ საცხოვრებელ სახლში“, – თქვა ბრეგაძემ. მანამდე სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, განაცხადა, რომ ისინი შეხვედრაზე მზაობას გამოთქვამდნენ, თუმცა მისივე თქმით, იმ ფორმატითა და რეჟიმით, რაც ბრეგაძეს სურდა, შეხვედრა ვერ გაიმართებოდა. „ჩვენ გახსნილები ვართ შეხვედრისთვის. მან აქცია დააანონსა და განაცხადა, რომ ბოდიში უნდა მოეხდევინებინა და ბუნებრივია,  ვაცნობე, რომ ამ ფორმატითა და ამ რეჟიმში ასეთი დესტრუქციული თვალსაზრისით, ვერ მოხდებოდა შეხვედრის გამართვა და ამიტომ ვუთხარი, რომ წერილობით მოემართა, რის შესახებაც ვიმსჯელებდით და კანონით დადგენილი წესით ვაცნობებდით პასუხს“, – განაცხადა ... ...
  • საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ხდებასაქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. როგორც ევრო საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მისი ვიზიტი საქართველოში ქვეყნის თავმჯდომარეობისთვის მომზადებას უკავშირდებოდა. „მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება და ველი მინისტრის ვიზიტს სტრასბურგში, რათა 27 ნოემბერს საქართველომ თავმჯდომარეობა გადაიბაროს. მოხარული ვარ რომ საქართველომ თავის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებში ადმიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის საკითხებთან ერთად, გარემოს დაცვის პრიორიტეტი გამოყო. საყურადღებოა, რომ თავმჯომარე ქვეყანამ პირველად გამოყო გარემოს დაცვის თემატიკა თავის პრიორიტეტებში, რაც ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის და გათვითცნობიერების ამაღლება“, _ განაცხადა ბურიჩმა. ბურიჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კორუფციასთან ბრძოლის, გენდერულ საკითხებთან და ბავშვთა უფლებებთან მიმართებაში. გენერალური მდივანი ასევე შეეხო საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის საკითხს და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველო საჭიროებებს და ევროპის საბჭოს პრიორიტეტებს ასახავს. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ რანგში ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში და მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ორგანიზებისთვის. ბურიჩის თქმით, საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების 20 წლის იუბილე შესანიშნავად დაემთხვა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და მისი ვიზიტის ძირითადი ამოცანა საქართველოს თავმჯდომარეობის მომზადებაა. როგორც ცნობილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამზადებს კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომლის მეშვეობითაც ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. „მოგეხსენებათ ჩვენ ვახორციელებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს და მინდა გამოვხატო შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩემი კონსოლიდირებული ანგარიში მიმართული იქნება არსებული სიტუაციის დამშვიდებაზე და საკითხის მშვიდობიან მოგვარებაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპის საბჭოსთვის და ზოგადად ევროპისთვის“, _ განაცხადა გენერალურმა მდივანმა დავით ზალკალიანთან გამართულ ერთობლივ ... ...
  • რა გავლენას ახდენს დედის ტირილი ნაყოფზეორსული ქალბატონები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაანაწყენოთ. გარეგანი ფაქტორები გავლენას ახდენს ჰორმონალურ ცვლილებებზე და განწყობაზე. ამიტომ, საინტერესოა, რას იწვევს დედის ტირილი ნაყოფზე. ბავშვი მჭიდროდ არის დაკავშირებული დედასთან. ოცდამეცხრე კვირიდან ბავშვს უკვე განვითარებული აქვს შეგრძნების ორგანოები. განარჩევს სუნს, გემოს, გრძნობს სივრცეს მის გარშემო. დედა და ბავშვი ერთმანეთთან დაკავშირებულია როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად. როცა დედას უხარია, სისხლში გამოიყოფა ენდორფინი და ბავშვის განწყობაც საშვილოსნოში უმჯობესდება. ხოლო, როცა დედა ნერვიულობს ან ტირის გამოიყოფა სისხლში სტრესის ჰორმონი - კორტიზოლი. დედა უნებურად გადასცემს ამ ჰორმონს ბავშვს და შესაბამისად, ცუდ განწყობას. იმისათვის, რომ გაზარდოთ ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვი, აკონტროლეთ ემოციები. დაიცავით ნეგატიური განწყობისაგან ბავშვი. ის, ასე მშვიდი და გაწონასწორბული ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?