დაამტკიცებენ თუ არა ოზურგეთის ბიუჯეტს 10 იანვარს

ფინანსები

დაამტკიცებენ თუ არა ოზურგეთის ბიუჯეტს 10 იანვარს

2018 იან 4 18:23:20

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ მერიას შენიშვნებით და წინადადებით დაუბრუნდა, ამის შესახებ “გურია ნიუსი“ უკვე წერდა. ჩვენ დავინტერესდით თუ როდის დაუბრუნებენ ჩასწორებულ ვარიანტს საკრებულოს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის უფროსი, გია მამაკაიშვილი „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ 10 იანვარს მოხდება საკრებულოზე 2018 წლის ბიუჯეტის ჩასწორებული პროექტის წარდგენა.

შენიშვნები და წინადადებები უკვე მივიღეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და დაწყებულია მუშაობა, რომ მოხდეს გათვალისწინება 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში. ისეთი ბიუჯეტი წარდგება, რომელიც დარწმუნებული ვარ, დასაწუნი არაფერი ექნება“, _ გვითხრა გია მამაკაიშვილმა.

“გურია ნიუსის“ კითხვაზე, თუ რატომ დაირღვა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა და ეთანხმება თუ არა საკრებულოსგან მითითებულ შენიშვნებს და წინადადებებს, გია მამაკაიშვილი გვპასუხობს:

_ ვადა დარღვეული იყო, მაგრამ ეს პროცესები ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. ამ ყველაფერს ახლდა სხვადასხვა ფაქტორები. მაგალითად, 2017 წელს გამართული თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ოზურგეთში მეორე ტური გაიმართა. შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილებას დეკემბერში შეუდგა, შემდეგ მოხდა მობილობა, საკადრო-საშტატო ნუსხის გადახალისება. 15 დეკემბერს აღდგა ხაზინასთან და ელექტრონულ ბიუჯეტთან წვდომა. ჩემი აზრით, ამ ჩქარ ტემპში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ოპტიმალური ვარიანტი წარვადგინეთ. მინდა გითხრათ, ყველა წინადადებას და შენიშვნას გავეცანი, ამას კი საკრებულოს სხდომაზე ნახავთ. იმედს გამოვთქვამ, რომ 10 იანვარს მოხდება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება“.




 ახალი ამბები
  • ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდათბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. ზაზა ბაქრაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. ზაზა ბაქრაძეს სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი 4 წლის და 6 თვის წლის ვადით განესაზღვრა, ასევე ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. გურამ დონაძე, დავით იაშვილი და ზურაბ მიქაძე დარბაზშივე დააკავეს სასამართლოს მანდატურებმა.  საქმეზე ხუთი ბრალდებული: გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა, დავით იაშვილი და ზაზა ბაქრაძე. მათგან ბრალს მხოლოდ ერთი ზაზა ბაქრაძე აღიარებს. ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი დამონტაჟებულია და მასზე 36 წყვეტა ფიქსირდება, რაც ბრალდების პოზიციას ამყარებს. ვიდეოკადრების გაყალბების ერთ-ერთ სავარაუდო ავტორად გურამ ... ...
  • შსს-მ მედია საშუალებებში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყოშინაგან საქმეთა სამინისტრომ მედია საშუალებებში გავრცელებული  ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. კადრებში ასახულია 16 დეკემბერს, კახეთში უცნობი პირი დაუდგენელ ნივთიერებას როგორ ასხურებს საპროტესტო კოლონის ერთ-ერთ მანქანაში.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანენას გულისხმობს.ჩატარდება ვიდეომასალაში დაფიქსირებული  პირის დადგენისთვის საჭირო საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნებიან დაზარალებულები და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილება საერთაშორისო ფორუმზე - TISIFF 2018 განიხილეს (R)საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება  თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმზე - TISIFF 2018 განიხილეს.  მოხსენება "ბლოკჩეინი მთავრობისთვის – კონცეფციიდან რეალობამდე" – საჯარო რეესტრის პროექტების  მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა წარადგინა.  ფორუმის მეოთხე პლენარულ სესიაზე მარიამ ტურაშვილმა  უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით  საჯარო რეესტრის გამოცდილებაზე, სამომავლო გეგმებზე,  პროექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.  მარიამ ტურაშვილმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ  საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა  გამოიყენა ბლოქჩეინის ტექნოლოგიები  სამთავრობო სერვისებში და, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მაგალითით უცხოეთის სამეცნიერო წრეები დაინტერესდნენ. „ჩვენ კონსულტაციას ვუწევთ სხვადასხვა ქვეყნის - ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის ქვეყნების წარმომადგენელებს. გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ბლოქჩეინის ჰაბი არა მარტო ქვეყანაში, არამედ რეგიონში", - განაცხადა მარიამ ტურაშვილმა.  თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმზე (TISIFF 2018) განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ინოვაციური დაფინანსების არსებული ინსტრუმენტი, ინოვაციური პლატფორმების აუცილებლობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისათვის, კრიპტოვალუტა და ბლოქჩეინი - ახალი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისთვის.  ასევე შემუშავდა TISIFF 2018-ის რეკომენდაციები, რომელიც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს სახელით გაეროს გენერალური მდივნის აპარატს წარედგინება.  ღონისძიებაში 150 დელეგატი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ  17 ქვეყნის საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების წევრები, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში მომუშავე სამთავრობო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ... ...
  • მოზარდს დანის მუქარით მობილური ტელეფონი წაართვესმოზარდს დანის მუქარით მობილური ტელეფონი წაართვეს. შემთხვევა თბილისში, თემქაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ... ...
  • „თქვენი სახლი აქ იქნება“_ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს მიმართა„აქ იქნება თქვენი სახლი, მოგიწვევთ და ყველაფერზე გესაუბრებით“, _ ასე მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში ჟურნალისტებს. პრეზიდენტი ჟურნალისტებთან ურთიერთობას სხვა ფორმატითაც გეგმავს. „მაქვს სხვა აზრებიც, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა, რომ შემეძლოს თქვენთან ისე საუბარი off record. საკითხებზე, რომელიც საჭიროა თქვენ იცოდეთ და არ არის აუცილებელი, რომ იმ წამსვე გახდეს საჯარო ინფორმაცია. მქონდა ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც ერქვა “ჩემი პრესკლუბი” და ამგვარი ფორმატი ყველასთვის საინტერესო იქნება და ვეცდები, რომ ახლო მომავალში ამ ფორმატში მუშაობა დავიწყოთ“, _ აღნიშნა ... ...

არქივი

ზაფრანი

“ყვითელი პრესის“ სათავეებთან

დღეს ყველამ იცის, რომ ტერმინი:...

მონტე-კრისტოს მისტიკა

ალექსანდრე დიუმა სანამ ახალ რომანზე...

იან ფლემინგის “ოქროს თვალი“

როდესაც ”აგენტ 007”-ის წიგნის ავტორი,...

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...