„დახმარებაზე უარი ვერ ვუთხარი“ _ რა უნდა ვიცოდეთ, როცა სესხს სხვისთვის ვიღებთ

ფინანსები

„დახმარებაზე უარი ვერ ვუთხარი“ _ რა უნდა ვიცოდეთ, როცა სესხს სხვისთვის ვიღებთ

2019 ივნ 17 17:08:35

ბანკთან სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად ურთიერთობა ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ, თუმცა, საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რთული მდგომარეობის გამო, იძულებულები ხდებიან, სესხი აიღონ ან სულაც რაიმე ნივთი განვადებით შეიძინონ, მძიმე სოციალური ყოფის  გამო კი ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ანუ ვალის დაბრუნებას ბევრი ვერ ახერხებს.

სამწუხაროდ, არის შემთხვევებიც,  როცა ადამიანები სხვა ადამიანის, მეგობრის თუ ახლობლის თხოვნით იღებენ სესხს და პრობლემებში ეხვევიან.

როგორც ა.ზ. გვიყვება, სესხი რამდენიმე წლის წინ მეგობრის თხოვნით აიღო.

„სესხი მეგობრის თხოვნით ავიღე. დედა ავად ჰყავდა. თვითონ სესხს არ უმტკიცებდნენ და დახმარება მთხოვა. უარი ვერ ვუთხარი. ბანკის მიერ თანხის დამტკიცების შემდეგ ბარათი მას მივეცი. დავალიანება უნდა დაეფარა, მაგრამ ერთ დღესაც ბანკიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ვალი დამეფარა ან საქმე სასამართლოს გადაეცემოდა. მეგობარს მივაკითხე, ის კი თურქეთში წასული დამხვდა“, _ ამბობს ა.ზ.

რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, როცა სესხს სხვისი თხოვნით, სხვისი საჭიროების გამო იღებენ და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა.

როგორც ადვოკატი ამბობს, კარგია მეგობრისა თუ ახლობლის დახმარება, მაგრამ ამ ადამიანებმა, ვინც სესხს სხვის გამო იღებენ იმ პირობით, რომ შემდეგ ამ თანხის დაბრუნება იმ  პირის მიერ მოხდება, ვის გამოც ისესხეს, უნდა გაითვალისწინონ მისი მდგომარეობა და ისიც, რომ სესხზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ და არა ბანკთან ხელშეკრულების მიღმა მყოფ პირს.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ სესხზე  პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანს ვისი სახელითაც შეივსო განაცხადი სესხის შესახებ, ვისაც მიეცა თანხა და ვინც გააფორმა ხელშეკრულება.

არის შემთხვევები და ხშირად მომისმენია მეც, რომ მეგობარმა მთხოვა და მან უნდა გადაიხადოს-ო. რა თქმა უნდა,  მორალური თვალსაზრისით ვალის დაფარვა იმ პირს ეკუთვნის ვისი თხოვნითაც კონკრეტულმა პირმა სესხი აიღო,  მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით გამსესხებელი კომპანია მოთხოვნას დააყენებს სწორედ იმ ადამიანთან ვინც ისესხა. ვადაგადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლო იქნება თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი,  რომელიც ამ გაპრობლემებულ სესხს მოყვება იქნება ამ ადამიანის გადასახდელი.

ეს არის საკმაოდ დიდი რისკი და უმჯობესია, რომ მსგავსი მოქმედებებისგან თავი შევიკავოთ. კარგია მეგობრის დახმარება, მაგრამ უნდა ვაანალიზებდეთ იმას, რომ თუ ადამიანი ვერ შეძლებს ამ სესხის დაფარვას, შემდგომ ეს თანხა იქნება მსესხებლის გადასახდელი“, _ ამბობს არევაძე.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სახის სესხებთან ერთად მოქალაქეებში პოპულარობით სარგებლობს ავტო სესხები, რაც სასურველი ავტომობილის შესაძენად თანხის გაცემას შესაძენი ავტომობილის უზრუნველყოფით გულისხმობს, ასევე, პოპულარულია  ავტო ლომბარდიც, რომელიც თანხას ისე გასცემს, რომ ავტომობილის დატოვება ლომბარდში აუცილებლობას არ წარმოადგენს.

თუმცა, არსებობს შემთხვევებიც, როცა ავტომობილი, რომლის ირგვლივაც დავალიანებაა, არ არის სახეზე ან ვერ ხერხდება მისი მოძიება.

როგორც აკაკი ცოფურაშვილი გვიყვება, მეგობარს სესხის აღებით ავტომობილის შეძენაში დაეხმარა, თუმცა, საბოლოდ, საბანკო ანგარიში დაუყადაღეს და საქმე სასამართლოში მიდის.

„ჩემი სახელის გამოყენებით მოხდა ავტომობილის შესაძენად იმავე ავტომობილითვე უზრუნველყოფილი სესხის აღება. ავტომობილის შეძენიდან მალევე მან მანქანა სხვას მისცა და სესხიც იმ პირს უნდა დაეფარა, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეისთვის იმ ავტომობილს ვერ პოულობენ, ყველაფერი დამიყადაღეს. ამხელა თანხის გადახდის შესაძლებლობა არ მაქვს“, _ ამბობს ცოფურაშვილი.

ადვოკატ მარიკა არევაძის თქმით, ავტო ლომბარდის დავალიანების ვადაგადაცილების შემთხვევაში შეიძლება ვალმა ავტომობილის ღირებულებასაც კი გადააჭარბოს.

„ავტო ლომბარდის შემთხვევაშიც პირობები დამოკიდებულია ხელშეკრულებაზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეკრულება თავიდანვე იყოს წაკითხული და გააზრებული. ავტომობილის ლომბარდის ვადაგადაცილების შემთხვევაში შეიძლება ისე გაიზარდოს სესხის თანხა, პირგასამტეხლო, რომ მანქანის ღირებულება არ ეყოს. როცა ავტომობილს ეხება საქმე, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ხელშეკრულებაში წერია.

შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილის რეალიზაციის ან გამსესხებლისთვის საკუთრებაში გადაცემით მოხდება ვალის დაფარვა, აუცილებელია, ამ ადამიანებმა შეამოწმონ, რომ განულებულია ვალდებულება და მოითხოვონ ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რაღაც პერიოდის შემდგომ ეს კომპანია ისევ დაუკავშირდეს მას და უთხრას, რომ დავალიანება კიდევ იყო დარჩენილი და სამომავლო დავის და ნერვიულობის საფუძველი გახდეს“, _ ამბობს არევაძე.

ადვოკატის თქმით, თუკი ავტომობილი, რომლის ირგვლივაც არის დავალიანება არ არის სახეზე ან ვერ ხერხდება მისი მოძიება და  ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მანქანის გარდა მსესხებელი გამსესხებლის წინაშე  სხვა ქონებით თუ შემოსავლითაც არის პასუხისმგებელი, იწყება დავა სასამართლოში და გამსესხებელი თანხას უძრავ-მოძრავი ქონებიდან ან ხელფასიდან ამოიღებს.

არსებობს თუ არა რაიმე სახის გზა, რომ ადამიანებმა, რომლებიც ფინანსურ პრობლემებში მათთვის უახლოესი ადამიანების გამო გაეხვნენ და თავადაც არ შეუძლიათ, გაზრდილი დავალიანების გადახდა სამართლებრივი გზით დააკისრონ იმ პირებს ის პასუხისმგებლობა, რომლებიც მორალურად არ ან ვერ აღმოაჩნდათ, ადვოკატი ამბობს, რომ თუ მსესხებელს ექნება მტკიცებულებები,  მას შეუძლია რეგრესის წესით მიმართოს სარჩელით სასამართლოს ამ პიროვნების წინააღმდეგ და მას დააკისროს შემდგომ უკვე ამ თანხის გადახდა თავისთვის და არა გამსესხებლისთვის.




 ახალი ამბები
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდათბილისის დროით 22:00 საათზე საქართველოში 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან 1 კილომეტრში მდებარე სოფელ ჟაშქვაში იყო. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ... ...
  • "ქურდული სხადნიაკის" მოწყობა - კიევში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "გალსკი" დააკავესკიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ნუკრი დოჩია, იგივე, გალსკი დააკავეს. კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშჩენკოს თქმით, გალსკი კიევში არალეგალურად იმყოფებოდა და „კრიმინალური ავტორიტეტების“ „სხადნიაკის“ ორგანიზებით იყო დაკავებული. ნუკრი გალსკის 2018 წლის დეკემბერში​ უკრაინაში სამი წლით აეკრძალა შესვლა, შესაბამისად, მან სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.1987 წელს დაბადებული ნუკრი გალსკი არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო (R)საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ეწვია. პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა სტუმრებს საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭირვალე გახდა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ სხვა წარმატებულ რეფორმებსაც გაეცნენ. უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური პროკურატურის, ფინანსთა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ... ...
  • ფოთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა (R)მიმდინარე წლის 20-21 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 33-მა წამყვანმა ექიმმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწია 800-მდე ბენეფიციარს. მათ, ასევე, უფასოდ გადაეცათ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სამსახურის წარმომადგენლები ფოთში, დავით კვარაცხელია და მერაბ კორშია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია, ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის’’პრეზიდენტი, ქეთი ბარათელი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ... ...
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8845 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2357 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2410 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5955 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6177 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0222 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5077 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5109 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...