დასაქმებული დეპუტატები და "უხილავი" თანამშრომლები

gurianews.com

ფინანსები

დასაქმებული დეპუტატები და "უხილავი" თანამშრომლები

2018 თებ 9 11:15:44

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან სამი თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, ოზურგეთში აქტუალურ თემად რჩება ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის საკითხი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. მეტიც, ამის შესახებ ინფორმაციებს არც ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელები ფლობენ, რომელთა უმეტესობას კვლავ ხელისუფლებაში დარჩენა სურს. მათ შესთავაზეს, დაეწერათ განცხადებები თანამდებობიდან წასვლის შესახებ, თუმცა, ისინი ამას არ აპირებენ და თუ ხელისუფლება მათ გაათავისუფლებს, უკან დახევას არ აპირებენ და სასამართლოს გზით ეცდებიან თანამდებობის შენარჩუნებას. 

ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები განმარტავენ, რომ რეორგანიზაციის საკითხის გაჭიანურება მერიის იურისტების ბრალია. იურისტები, თავის მხრივ, ამბობენ, რომ ეს საკითხი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს დროულად უნდა მოეგვარებინათ. ამავდროულად, მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ რეორგანიზაცია თითქმის დასრულებულია და ეს მაშინ, როცა მერის მოადგილის ირაკლი სირაძის განმარტებით, არც ერთ ა(ა)იპ-ს ახალი ხელმძღვანელი ჯერ არ ჰყავს!

2017 წელს, როცა თვითმმართველი ქალაქების გაუქმება გადაწყდა,  ერთ-ერთ მიზეზად დუბლირებული ა(ა)იპ-ების გამო გაზრდილი ხარჯები დასახელდა. გაუქმების მესვეურები ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალურად გასახარჯად.

იმის დასადგენად, თუ რამდენი ადამიანი მუშაობს ააიპ-ებში, "გურია ნიუსმა" ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტებში 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, არსებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების საშტატო ნუსხა მოიპოვა.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ა(ა)იპ-ების უმეტესობაში შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა შტატიან თანამშრომლებს ბევრად აჭარბებს.  2017 წლის მონაცემებით, "ოზურგეთის სერვისცენტრის" ბიუჯეტი მილიონ ლარს აღემატება,  სადაც მუდმივ შტატში მხოლოდ 7 თანამშრომელი მუშაობს, შტატგარეშე კი  ხელფასს 146  ადამიანი იღებს. 

აღნიშნული ორგანიზაცია გამონაკლისი არ არის _ შტატიანი 10 თანამშრომელი ჰყავდა  "ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრს", მაშინ, როცა დამატებით უშტატოდ 83 თანამშრომელი იღებდა ხელფასს. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ "მერცხალს" შტატში მხოლოდ 2 კაცი ჰყავდა გაფორმებული,  57 _ უშტატო თანამშრომელია.

ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ დასაქმებულებს შორის არიან საკრებულოს დეპუტატებიც, ასევე, რამდენიმე (ა)იპ-ის ბუღალტრები ერთი და იგივე პიროვნებები არიან; ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში _ “საცხენოსნო კლუბში“ მუშაობს ცეცხლფარეში, მინდვრის მუშა და სხვა. ასევე, დასაქმებულია მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსის ვლადიმერ კუნჭულიას მამა, რომელიც აღნიშნულ სამსახურში ჯერ არავის უნახავს; ჯუმბერ დუნდუას სახელობის ანსამბლში მთავარი ქორეოგრაფი ყოფილი ვიცე-მერი და "ქართული ოცნების" გურიის კოორდინატორი,  კობა დუნდუაა. ჩვენს კითხვაზე, როდიდან მუშაობს ანსამბლში მთავარ ქორეოგრაფად ყოფილი ვიცე-მერი, ანსამბლის დირექტორი ნათია დუნდუა გვპასუხობს: _ ა, კობას ინტერესი გაქვთ? მოვიძიებ და ხვალ შეგეხმიანებით.

ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, დღეის მდგომარეობით, ოზურგეთის ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა რაოდენობა ასე გამოიყურება:

ა(ა)იპ "ოზურგეთის სერვისცენტრს" შტატში სულ 153 თანამშრომელი ჰყავს, აქედან კი შტატში მხოლოდ 7 თანამშრომელია.

აღნიშნულ ცენტრში სულ ოთხი განყოფილებაა, სადაც სპეციალისტები, მუშები, მეეზოვეები, ინსპექტორები, დამხმარე მუშა და ოპერატორები მუშაობენ.

აღნიშნულ ა(აი)პ-ში, როგორც თანამშრომლებმა გვითხრეს, წინასაარჩევნოდ, დაახლოებით, 40 ადამიანი დაასაქმეს სპეციალისტებად, რომლებიც აქ დასაქმებულ პირებს ჯერ სამსახურში არ უნახავთ.

ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრში 52 შტატში მყოფი თანამშრომელია, შტატგარეშე კი  _ 13. მასში შედიან დარაჯები, ცეცხლფარეში, ექიმი და დამლაგებლები.

შტატში მყოფ თანამშრომელთა უმეტესობა მწვრთნელები არიან, ასევე, სპეციალისტები, სპორტული სექციის წამყვანი სპეციალისტები და სპორტული ღონისძიებების კოორდინატორები.

 ისტორიულ მუზეუმში _ 13 თანამშრომელია,  კულტურისა და დასვენების პარკში _ 15, მუსიკალურ სკოლაში _ 34, თოჯინების თეატრში _ 15, რაგბის განვითარების კავშირში _ 42. ქალაქ ოზურგეთში ორი სამხატვრო სკოლაა: ერთ სკოლას 15 თანამშრომელი ჰყავს, მეორეს კი _ 11. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  21 ადამიანია დასაქმებული.

ქალაქ ოზურგეთის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრში, შტატით 12 თანამშრომელია, ხოლო შტატგარეშე, ხელშეკრულებით _ 10, ქალაქ ოზურგეთის 9 ბაღში კი სულ 155 ადამიანი მუშაობს.

ა(ა)იპ "ჯუმბერ დუნდუას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლ "გურიას" თანამშრომელთა საშტატო ერთეულში, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სულ 37 პირია.  აქ დირექტორი ნათია დუნდუაა, ხოლო მთავარი ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, _ კობა დუნდუა.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში, რომლის დირექტორიც კობა ბანძელაძეა, 72 თანამშრომელია; თანამშრომელთა სიებში არის "ქართული ოცნების" დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში ქეთი ვასაძეც.

ა(ა)იპ "მუნიციპალური მომსახურების ცენტრში", რომლის უფროსი შალვა კონჯარია იყო, სულ 105 თანამშრომელია.  აქედან, თავად ცენტრში _ 9, საფინანსო განყოფილებაში _ 4, დასუფთავების მომსახურების განყოფილებაში _ 53. მათი უმეტესობა მუშები, მოსაკრებლის ადმინისტრატორები, მძღოლები და ოპერატორები არიან; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში _ 9, გარე განათებაში _ 9, გამწვანების განყოფილებაში _ 7, სასაფლაოს მომსახურების განყოფილებაში _ 8, უმეთვალყურეოდ დარჩენილი შინაური ცხოველების იზოლაციის განყოფილებაში _ 6 თანამშრომელია.

ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის"  ფილიალებს სულ 530 თანამშრომელი ჰყავს,  ცენტრში კი _  17 თანამშრომელია, აქედან  _ 4 მთავარი სპეციალისტია, 8 _ სპეციალისტი.

ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრში 102  თანამშრომელია. აქედან, შტატგარეშე _ 15, რომელთაგან 11 მუსიკის პედაგოგია.  ამავე ცენტრში კულტურის განყოფილებაში 57 ადამიანი მუშაობს, რომლებიც მუსიკალური ანსამბლების ხელმძღვანელები და მომღერლები არიან.  სპორტის განყოფილებაში 18 თანამშრომელია _ მწვრთნელები, სპეციალისტები, ცხოველთა მომვლელები, მწვრთნელთა დამხმარეები;  ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში 4 თანამშრომელია. აქვე, როგორც ვთქვით, კლასიკურ და ტრადიციულ საცხენოსნო კლუბში მწვრთნელად მუშაობს ვლადიმერ კუნჭულიას მამა ავთანდილ კუნჭულია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის ცენტრში სულ 33 თანამშრომელია, ა(ა)იპ კეთილმოწყობისა და არქიტექტურის დაგეგმარების ცენტრში _ 9, ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანებას სულ 33 თანამშრომელი ჰყავს, "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს" _ 14, შპს "მუნიციპალურ ტრანსპორტს" _ 8, რომელთაგან 5 შტატგარეშეა. შპს "სატისიში" 31 ადამიანია დასაქმებული.

"გურია ნიუსი" სისტემატურად გააშუქებს, თუ როგორ მოხდება ოპტიმიზაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში.


ნახვა: 747


 ახალი ამბები
  • "სოლიდარობა მეტროს!" _ მეტრო "რუსთაველთან" მეტროს მემანქანეების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობსამ წუთებში მეტრო "რუსთაველთან" მეტროს მემანქანეების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სამუშაო საათებში მათ გაფიცვის უფლება არ აქვთ. "გაფიცვა სამუშაო საათებში გვინდა, სახლში, რომ მივალ საკუთარ ოჯახს, ხომ არ გავეფიცები?", - აცხადებენ შეკრებილები. მემანქანეების მთავარი მოთხოვნა ისევ რჩება ხელფასის 45% გაზრდა. აქციაზე იმყოფებიან „თეთრი ხმაურის“, „აუდიტორია 115“-ის, პროფკავშირების წარმომადგენლები და სხვადასხვა ორგანიზაციები . "უნდა ითქვას რომ ჩვენ დღეს მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ღირსეულ მოქალაქეებს. ეს ადამიანები უზრუნველქოფენ ქალაქში იმ უზარმაზარ წესრიგს, რომელიც სახეზეა და თავის ბინძური მეთოდებით ებრძვის საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ ვიცით, რომ ეს აქცია არის ლეგიტიმური და მიმართულია იმისკენ, რომ ამ ადამიანებს ქონდეთ ოთახი, სადაც ეყოლებათ თავიანთი შვილები და ქონდეთ შვილეისთვის საკვების მიტანის საშუალება. სულ 250 მემანქანე გვყავს. ყველამ კარგად ვიცით, რომ მათი საშუალო ასაკი 65-წელს ზევით არ მიდის. ამ ადამიანებს სჭირდებათ დაფასება. უნდა დაკმაყოფილდეს მათი მათი მოთხოვნები და ხელფასი ერთ საათზე 7-დან 10 ლარამდე უნდა გაეზარდოთ", _ ითქვა აქციაზე. შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროს მემანქანეებს და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო. 2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა პროფესიულ გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება „სამუშაო საათების ... ...
  • ქალები, რომელთა მხრებზეც სოფელი დგას _ ფოტოამბავიეს ფოტოები გაზაფხულის ცხელ დღეებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაშია გადაღებული. დაბა ხალხმრავალი გვიან შემოდგომაზე და ზამთარშია, ახლა კი მოსახლეობის უმეტესობა, მათ შორის _ ქალები, მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდაა წასული. დაბა ნარუჯაში დარჩენილი ქალების უმეტესობა მოცვის კერძო პლანტაციაში მუშაობს. აქ ერთი თვის სამუშაოა _ ჭილოფის ქუდიანი ქალები მზის გულზე მოცვის პლანტაციას უვლიან, საღამოს კი საკუთარი კარმიდამოც მისახედი აქვთ. "არანაირი სამუშაო არაა სათაკილო! მთავარია, იყოს. ძალიან მალე მოცვის მოსავალს ავიღებთ და შემდეგ დავუბრუნდებით ჩვენს კარმიდამოს. საქმის მეტი რა გვაქვს... ვისაც შეუძლია და უფრო მეტი ენერგია აქვს, თურქეთში გადადის",  _ გვითხრეს ნარუჯაში მცხოვრებმა ქალებმა, რომლებმაც არც ფოტოების გადაღებაზე გვითხრეს უარი. ჩვენ კითხვაზე, თავისუფალი დრო თუ რჩებათ, ხუმრობით გვპასუხობენ: "თავისუფალ დროს ფაროსანებს ვხოცავთ და სიცოცხლეს ვუმწარებთ..." ნარუჯელი ქალები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა მაინც უმუშევრობაა. მათი აზრით, სამუშაო და ღირსეული ანაზღაურება ყველას სოფელშივე უნდა ჰქონდეს, რომ სხვა ქვეყანაში გადახვეწა და ოჯახების, შვილების მიტოვება, რომელთაც სწავლაში, განათლების მიღებაში სჭირდებათ მშობლების დახმარება, არავის ... ...
  • დაზიანებული წყლის მილი ქალაქის ცენტრშირამდენიმე დღეა, რაც ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, პოლიციის შენობის მოპირდაპირე მხარეს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წინ, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს გახორციელდა,  ქვაფენილს ქვემოდან წყალი ამოდის და  ქუჩაში იღვრება. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ქვაფენილს ქვემოთ არსებული წყლის გაყვანილობის მილების დაზიანება უნდა იყოს. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან,  ლევან ჩხაიძესთან საუბრისას გაირკვა, აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრა წყალკანალის პრეროგატივაა. „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მერია საქმის კურსშია. იქ წყლის მილია დაზიანებული და ხარვეზი წყალკანალმა უნდა გამოასწოროს. მერიას აქვს ამ საკითხზე კომუნიკაცია წყალკანალთან და პრობლემა  დროის უახლოეს მონაკვეთში მოგვარდება“, _ გვითხრა ... ...
  • ,,ივანიშვილმა სხვადასხვა არგუმენტი მოისმინა“ _ უმრავლესობის სხდომა დასრულდაუმრავლესობის სხდომა, სადაც ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მსჯელობდნენ, დასრულდა. როგორც ფრაქცია  „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკიამ  “გურია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სხდომაზე დეპუტატებმა ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს და საკითხის განსახილველად მორიგი შეხვედრა დაანონსეს.  ბუკიას თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს საკუთარი პოზიცია, ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული არ აქვს. ,,უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა იმით, რომ ჩვენ ერთმანეთის პოზიციები მოვისმინეთ, ერთმანეთის გავუზიარეთ  მოსაზრებები და გადაწყდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა შეხვედრებიც გაიმართება იმისათვის, რომ პოზიციები მაქსიმალურად შეჯერდეს. ბატონი ბიძინა უსმენდა სხვადასხვა არგუმენტებსა და მოსაზრებებს, კონკრეტულად საკუთარი პოზიცია,  ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული არ აქვს. ჩვენ  ,,კონსერვატორები“  ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არც მკაცრი და არც ზედმეტად ლიბერალურები ვართ, ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომლითაც არ გაიზრდება ნარკოტიკების მომხმარებელი და არ იქნება ნარკოტიკი ხელმისაწვდომი, ეს არის ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი“,_გვითხრა ... ...
  • ,,ცალ-ცალკე ადევნებენ თვალს, რომ გაიგონ, რა უნდა ივანიშვილების ოჯახს“_ ჭიაბერაშვილი,,ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საუბრობს და ,,ქართულ ოცნებას“ არაქმედითუნარიანობაში ადანაშაულებს. როგორც ჭიაბერაშვილი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, როგორი სახის ნარკოპოლიტიკაზე შეთანხმდება ,,ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ოჯახზეა დამოკიდებული. ,,ჩვენი , ,,ევროპული საქართველოს“ პოზიცია ორივე ნაწილში ეთანხმება საზოგადოების იმ წუხილს, რომელიც  უკავშირდება არაეფექტურ ნარკოპოლიტიკას.  ერთი მხრივ, ნარკორელიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა არ არის სათანადოდ ეფექტური და სამწუხაროდ, ნარკოტიკები ფართოდ  ვრცელდება, მერე მხრივ, ყოველწლიურად იზრდება მძიმე ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი. ამასთან, საზოგადოებას რაც აწუხებს, არის ის, რომ თავად ნარკომომხმარებლების მიმართ გაცილებით ფართოდ  უნდა ამოქმედდეს ჯანდაცვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები, რათა  დავეხმაროთ  ადამიანებს, რომ ჩადგნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმში. იმის ნაცვლად, რომ ორივე მიმართულებით მიმდინარეობდეს მსჯელობა, როგორ  დაიხვეწოს კანონმდებლობა და როგორ გახდეს მთავრობის მუშაობა უფრო ეფექტური ,,ქართული ოცნების“ შიგნით მიდის ამ საკითხზე კინკლაობა. ივანიშვილების ჩართვას რაც შეეხება, აქ ლაპარაკია არა ერთის ჩართვაზე, არამედ უმრავლესობამ  ცალ-ცალკე უნდა ადევნოს თვალი, რას ფიქრობს ან მამა ან შვილი, ერთმა რა რეპი გამოუშვა, მეორემ რა თქვა, რომ დაახლოებით გაიგონ, რა უნდა ივანიშვილის ოჯახს“,_ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - ძუძუმწოვარ ჩლიქოსანთა...

რას ვერ იტანენ მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი _ მამაკაცი ვერძი გარეგნულად...

სმარტფონები ახლომხედველობას იწვევს

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანს ტელეფონი...

საინტერესო ფაქტები შინაური ცხოველების შესახებ

ძველ ეგვიპტეში ცხოველების თაყვანისცემა ცხოვრების...

ქალის ფიგურის ექვსი ტიპი

ცოტა ხნის წინ ამერიკელებმა თავიანთი...

უიღბლო ადამიანების საერთო მახასიათებლები

სრულყოფილებისაკენ სწრაფვა თითქოს ამაში ცუდი...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...