ფიფას ვერდიქტით, "გურიას" სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს

ფინანსები

ფიფას ვერდიქტით, "გურიას" სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს

2018 ივლ 1 15:08:46

საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას", რომლის დავალიანება აქამდე, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარით განისაზღვრებოდა, ფიფას ვერდიქტით ახალი ფინანსური სანქციები დაეკისრა.

როგორც გაირკვა, "გურიას", ერთ-ერთი ბრაზილიური კლუბის სასარგებლოდ 40 500 ევროს, ხოლო უშუალოდ ფიფასთვის 5 000 შვეიცარული ფრანკის გადახდა მოუწევს. საქმე 2016 წელს ლანჩხუთურ კლუბში მოთამაშე ბრაზილიელ ლეგიონერს ეხება, რომლის აღმზრდელმა კლუბმაც მიმართა ფიფას საჩივრით და "გურიასგან" საფეხბურთო წესდების დარღვევის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით გარკვეული თანხის გადახდა მოითხოვა.

კერძოდ, 2016 წელს "გურიამ" კონტრაქტი გააფორმა 18 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელთან ოლივეირა სილვასთან, რომელმაც სამი შეხვედრის შემდეგ თერჯოლის "საპოვნელაში" გადაინაცვლა. ახლა კი ფულს ფიფას მეშვეობით მისი გამზრდელი ბრაზილიური Friburguense atletiko clube ითხოვს. იქიდან გამომდინარე, რომ "გურიაში" ეს იყო სილვას პირველი პროფესიონალური კონტრაქტი, მის გამზრდელ კლუბს საკომპენსაციო თანხა ერგებოდა. თუმცა, ტრანსფერის გაფორმებამდე ისიც შეიძლებოდა, რომ "გურიას" მესვეურებსა და ბრაზილიურ კლუბს შორის ურთიერთშეთანხმება შემდგარიყო და კომპენსაციის გაცემაც დღის წესრიგიდან მოხსნილიყო.

მოკლედ, რადგან "გურიასგან" ბრაზილიურ Friburguense atletiko clube-ის ანგარიშზე თანხა არ ჩაირიცხა, მან ფიფას შესაბამის კომიტეტს მიმართა, რის შემდგომაც "გურიას" საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა დაეკისრა. თუმცა, როგორც ამბობენ, იმის გათვალისწინებით, რომ ლანჩხუთური კლუბი ქვედა ლიგაში ასპარეზობს, ჯარიმა შედარებით მცირეა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხის ოდენობა გაცილებით დიდი იქნებოდა.

ახლა, როგორც მუნიციპალიტეტის მერია, ისე საფეხბურთო კლუბ "გურიას" მესვეურები იმის ძიებაში არიან, როგორ და რა სახსრებით შეძლებს კლუბი ფიფას მიერ დაკისრებული სოლიდური ჯარიმის გადახდას, რომელიც მიმდინარე წლის ცხრა ივლისამდეა გასასტუმრებელი. ფიფას მიერ გამოტანილი ვერდიქტის არშესრულების შემთხვევაში კი დიდია ალბათობა, "გურია" ლიგა პროსამიდანაც მოიკვეთოს.

საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ვლადიმერ ყენიამ აღნიშნულთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით უკვე მიმართა მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეშვეობით გადმოგვეგზავნა FIFA-ს 2018 წლის ხუთი ივნისის წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფეხბურთო კლუბმა "ლანჩხუთის გურიამ" მოსარჩელე მხარეს Friburguense atletiko clube საფეხბურთო კლუბს, გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღიდან 30 დღეში უნდა გადაუხადოს 37 500 ევროს და აღნიშნულ რაოდენობას დამატებული 5% დარიცხული პროცენტები 2016 წლის 13 სექტემბრიდან ეფექტური გადახდის თარიღამდე და ასევე, FIFA-ს 50 00 შვეიცარული ფრანკი.

საფეხბურთო კლუბმა "გურიამ" უნდა უზრუნველყოს გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლის გაგზავნა FIFA-ში არა უგვიანეს 2018 წლის 9 ივლისისა.

გთხოვთ, დაგვეხმაროთ აღნიშნული საკითხის მოგვარებაში", _ წერია ყენიას წერილში, რომლის ადრესატიც მუნიციპალიტეტის საკრებულოა, მაგრამ როდის იმსჯელებს ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო "გურიას" თემაზე, ჯერჯერობით, უცნობია.

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის, ბესიკ ტაბიძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია "გურიაში" შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუმცა, კლუბიდან შემოსულ წერილს, ჯერჯერობით, პირადად არ გაცნობია:

"როგორც ვიცი, ვადა ცხრა ივლისამდეა. ვნახოთ, შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ, დაპირებით კი არავის არაფერს დავპირებივართ", _ გვითხრა ტაბიძემ.

ამ დროისთვის არც ისაა ცნობილი, ზემოთ ნახსენებ საკითხთან დაკავშირებით რა საბოლოო პოზიციას დაიჭერს მუნიციპალიტეტის მერია, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს საფეხბურთო კლუბი. მერის პირველი მოადგილის, გოგი ფაცურიას თქმით, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და ამის შემდეგ მოხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაც.

ამასობაში კი საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი კახა ასკურავა "გურიაში" შექმნილი ვითარებაში მთავარ დამნაშავედ ლანჩხუთის ექს-გამგებელს ზაზა ურუშაძეს მიიჩნევს:

"ამ ყველაფრის რეალური ავტორი ზაზა ურუშაძეა, რომელსაც ხსენებულ პერიოდში კლუბში პრეზიდენტის პოზიცია ეჭირა. პასუხისმგებლობას ვერც დღევანდელი ადგილობრივი ხელმძღვანელობა, უშუალოდ კი მერი ალექსანდრე სარიშვილი გაექცევა, რომელიც მაშინ საკრებულოში საფინანსო კომისიას ხელმძღვანელობდა", _ ამბობს ასკურავა.

ასკურავას მხრიდან მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს პოლიტიკურ ამბიციებს უკავშირებს თავად ზაზა ურუშაძე, რომლის თქმითაც, ზემოთ ნახსენებ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს:

"ასკურავა "ნაციონალური მოძრაობის" წევრია და მისგან მსგავსი აქტივობები რა გასაკვირია?! დეტალურად არ ვიცი, რასთან დაკავშირებით გამოიტანა ფიფამ მსგავსი გადაწყვეტილება, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ფეხბურთელმა, რომელზეც საუბარია, "გურიას" შემადგენლობაში სულ სამი შეხვედრა ითამაშა, რის შემდეგაც მასსა და კლუბს შორის ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა, ვინაიდან მას სხვა კლუბში სურდა გადასვლა. მის აღმზრდელ კლუბთან კი "გურიას" არანაირი ხელშეკრულება არ გაუფორმებია ", _ ამბობს ურუშაძე.




 ახალი ამბები
  • ხანძარი მესტიაში _ ხანძრის ლოკალიზება ჯერ კიდევ ვერ ხერხდებამესტიაში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან.  სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. ამ დროისთვის ადგილზე დამატებით 90 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ხანძარი სოფელ ეცერში, ტყეში ორი დღის წინ გაჩნდა.  მეხანძრეებმა მუშაობა ძლიერი დაკვამლიანებისა და ცუდი ხილვადობის გამო გუშინ ღამით შეწყვიტეს და დილის 7 საათიდან განაახლეს. რაც შეეხება სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის შესაძლებლობას, როგორც გუბერნატორის მოადგილე აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში ამ საკითხს შესაბამისი უწყებები ... ...
  • სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა - კახა კალაძედედაქალაქის მერი კახა კალაძე, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. თბილისის მერის განცხადებით, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომელიც აქციის ორგანიზატორებს მიეცათ, პროცესები კანონის ჩარჩოებს გასცდა. მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებდნენ, რომ პარლამენტის ბლოკირება უკანონო ქმედება იყო, თუმცა მათ სიტუაციის გამწვავება სცადეს. როგორც მერი ამბობს, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.  "მინდა გამოვეხმაურო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს. ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს. დღეს, დილიდან, ამ ადამიანებმა, სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა. პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად. აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა. ამისთვის გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცავს. ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია," - განაცხადა კახა ... ...
  • თალაკვაძე პარლამენტის ჭიშკარზე მოხსნილ ბოქლომს და ჯაჭვს ოპოზიციას უბრუნებსპარლამენტის პიკეტის მოხსნის შემდეგ ბიუროს სხდომა გაიხსნა. არჩილ თალაკვაძემ გაჭრილი ბოქლომი და ჯაჭვი ბიუროს სხდომაზე მიიტანა და თქვა, რომ მას ოპოზიციას უბრუნებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კვლავ ძალაშია გადაწყვეტილება, რომ პროპორციული წესით არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.  რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მოთხოვნას, არჩილ თალაკვაძის თქმით, შეკრების უფლება დაცული იქნება, სამწუხარო კი ის არის, რომ ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა აქცია.  პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება სცდება კონსტიტუციის მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების ფარგლებს.  „გუშინ პირადად დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ მანიფესტაციის მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, ასევე შევთავაზე მათ პარლამენტში გადაგვეტანა დისკუსია და ყველა იმ საკითხზე, რომელზეც მათ აქვთ პოზიცია, განგვეხილა პარლამენტში“, - განაცხადა პარლამენტის ... ...
  • ალეკო ელისაშვილი: "აუდეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად"რა ბიუროს სხდომა, ამად გიღირთ, ასეთი ჩატარებული სხდომა გიღრდათ? რამდენჯერ გამოიყვანეთ სპეცრაზმი ბიუროს სხდომის ჩასატარებლად. აუდეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, _ თქვა ალეკო ... ...
  • პარლამენტში ბიურის სხდომა დაიწყოპარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პარლამენტში მედიის წარმომადგენლებს შესვლის საშუალება არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტში დაგეგმილი კომიტეტის და ბიურის სხდომები ჩაიშალა. ბიუროს სხდომა 15:00 საათზე უნდა გამართულიყო. პარლამენტარებმა საკანონმდებლო შენობაში შესვლა ცოტა ხნის წინ, მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც სპეზრამმა ჭავლის გამოყენებით, პარლამენტის პიკეტირებული შესასვლელები გაათავისუფლა და აქცია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?