GGF და თიბისი ლიზინგი ენერგოეფექტური პროექტების ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების ხელმისაწვდომობას აფართოვებენ

ფინანსები

GGF და თიბისი ლიზინგი ენერგოეფექტური პროექტების ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების ხელმისაწვდომობას აფართოვებენ

1 ოქტ. 2020, 11:21:56

ლუქსემბურგის ფონდს “Green For Growth Fund”  (GGF) და თიბისი ლიზინგს შორის 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სასეხო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ლარის ექვივალენტში გაიცემა. შეთანხმების მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსების ხელშეწყობა. აღნიშნული ფინანსური რესურსი წარმოადგენს პირველ სესხს, რომელიც ფონდის ახლად შექმნილი აქციების კლასიდან გაიცემა.  ფინანსური რესურსის ლარში გამოყოფით, პარტნიორები მიზნად ისახავენ მეწარმეებს გაცვლით კურსთან დაკავშირებული რისკები შეუმცირონ, ამავდროულად, დაეხმარონ მათ პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების გამკლავებაში.

2017 წლიდან თიბისი ლიზინგი GGF-ის სტრატეგიული პარტნიორია. მან მნიშვნელოვანი ვალდებულება იკისრა ენერგო რესურსების დაზოგვის ხელშეწყობის კუთხით, რასაც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული მწვანე ლიზინგის დაფინანსებით. GGF-ის ახალი დაფინანსება კომპანიის კლიენტებს საშუალებას მისცემს განახორციელონ ენერგოეფექტური ინვესტიციები და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის მწვანე აღდგენაში. ინვესტიციების შედეგად წლიურად დაახლოებით  13,380 მგვტ/სთ ოდენობის ენერგო რესურსები დაიზოგება და 2,863 ტონა CO2-ის ემისიის თავიდან აცილება მოხდება.

ლარში დენომინირებული ფინანური რესურსის გამოყოფა მოხდა GGF-ის ახლად შექმნილი აქციების კლასიდან, რომლის მიზანი ადგილობრივი ვალუტის მერყეობის შემცირებაა. აღნიშნული აქციების კლასი ცნობილია, როგორც „L shares“ და მისი დიდი ნაწილის კონტრიბუტორს წარმოადგენს ევროკავშირი, ინიციატივის „ევროკავშირი ენერგიისთვის“ (EU4Energy) ფარგლებში და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ).

“მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას თიბისი ლიზინგთან. ეს ინვესტიცია თიბისი ლიზინგს საშუალებას მისცემს, გაზარდოს მწვანე პორტფელი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში და შესაბამისად, წვლილი შეიტანოს საქართველოს მწვანე და უფრო მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ მიზნობრიობით ლარში გაცემული ლიზინგები უზრუველყოფენ ბიზნესისა და გარემოს დაცვას. როდესაც მსესხებელს წვდომა აქვს ლიზინგზე, რომელიც დენომინირებულია იგივე ვალუტაში, რა ვალუტაშიც მისი შემოსავალია, ისინი დაცულები არიან გაცვლითი კურსის მერყეობასთან დაკავშირებული რისკებისგან. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, ოდესაც მეწარმეები კოვიდ-19 დაკავშირებული  ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგანან,“ - განცხადა GGF-ის თავმჯდომარემ ოლაფ ზიმელკამ.

„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ გავაგრძელეთ ფონდთან წარმატებული თანამშრომლობა 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულების გაფორმებით. თანხის ათვისება მთლიანად ადგილობრივ ვალუტაში მოხდება. ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტებს ბევრად უფრო ხელმისაწვდომი მწვანე პროდუქტები შევთავაზოთ და რაც ყველაზე მთავარია, ყველა მათგანი ლარში იქნება შეთავაზებული, რაც ასევე თავიდან ააცილებს მათ კურსთა ცვალებადობით გამოწვეულ რისკებს. ჩვენი სტრატეგიული მიმართულება მოიცავს ჩვენს პორტფელში ენერგოეფექტური პროექტების წილის ზრდას, რაც მიღწევადია მხოლოდ ღირებულებათა ჯაჭვის ყველა მონაწილესთან წარმატებული პარტნიორობით, განსაკუთრებით კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამომდინარე გამოწვევების პერიოდში,“ - განაცხადა თიბისი ლიზინგის ფინანსურმა დირექტორმა ნუგზარ ლოლაძემ.

GGF-ის შესახებ

ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF) ინვესტირებას ახორციელებს მსოფლიოს 19 ქვეყანაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, უკრაინის, მოლდოვას, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში. ფონდის მიზნობრივი ინვესტიციები მიმართულია ენერგო რესურსების დაზოგვაზე, CO2 -ის ემისიის შემცირებაზე და რესურსების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე. ფონდი აღნიშნულ ინვესტიციებს ახორციელებს პირდაპირ, კომპანიებისა და მუნიციპალიტეტების განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებით, ან არაპირდაპირ, შერჩეული ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით. GGF-ის ტექნიკური დახმარების მექანიზმი მაქსიმალურად ზრდის ფონდის ინვესტიციების ეფექტიანობას, ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებსა და პარტნიორებში პოტენციალის შექმნით.

GGF დაარსდა 2009 წლის დეკემბერში გერმანიის განვითარების ბანკისა (KfW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, ევროკომისიის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) ფინანსური მხარდაჭერით. ფონდის ინვესტორთა მზარდი  ბაზა მოიცავს დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ინსტიტუციონალურ კერძო ინვესტორებს, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC), ჰოლანდიური განვითარების ბანკს (FMO), გერმანიის ეთიკურ ბანკს (GLS) და შვედეთის ეკლესიას. GGF-ის მრჩეველია Finance in Motion GmbH.  ტექნიკურ კონსულტაციებს კი  MACS Management and Consulting Services GmbH, ფრანკფურტი,  უზრუნველყოფს.

GGF-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.ggf.lu და ტვიტერზე: @GreenGrowthFund 

თიბისი ლიზინგის შესახებ

თიბისი ლიზინგი თიბისი ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2003 წელს დაარსდა. თიბისი ლიზინგი საქართველოში წამყვანი სალიზინგო კომპანიაა და ბაზარზე მისი წილი 70%-ს შეადგენს. თიბისი ლიზინგის მართვაში არსებული მთლიანი პორტფელი 300 მლნ ლარს აღემატება. თიბისი ლიზინგი შემდეგ დარგებს აფინანსებს: მშენებლობა, წარმოება, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, განახლებადი ენერგიის პროექტები, ტექნოლოგიები, ჰორეკა (რესტორნები, სასტუმროები და კვების ინდუსტრია) და სხვა მრავალი. კომპანია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ოპერირებს, აქვს 5 ფილიალი და ჰყავს 120 თანამშრომელი. (R)




 ახალი ამბები
  • "გპირდებით, რომ ამ არჩევნების შემდეგ ხალხზე ვიზრუნებთ და არა საკუთარ ინტერესებზე"პოლიტიკური მოძრაობა "დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას" ლიდერმა დღეს ქუთაისში დასავლეთ საქართველოს შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და ქუთაისს მაჟორიტარობის კანდიდატი ლაშა არსენიძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი კახაბერ ჩახუნაშვილი წარუდგინა. "ერთ რამეს ნამდვილად გპირდებით, რომ ამ არჩევნების შემდეგ აქ მდგომი არცერთი ადამიანი სახელს არ შეირცხვენს და ხალხზე ვიზრუნებთ და არა საკუთარ ინტერესებსა და სიმდიდრეზე", _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე. ... ...
  • "ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს დავით ხვიბლიანის წამება"„ვრცელდება დეზინფორმაციაა იმის შესახებ, რომ თითქოს, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს ბანკზე თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, დავით ხვიბლიანის წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა“, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გრძელდება ცილისმწამებლური და ღირსების შემლახავი კამპანია მთლიანად საქართველოს თავდაცვის ძალების და მისი ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, დავით ხვიბლიანის მიმართ. კერძოდ, მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმისას მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირის, დავით ხვიბლიანის წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე ამ დროისთვის იმყოფება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში და მასზე გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ცილისწამების გამო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გეგმავს მიმართოს სასამართლოს. სამართლებრივ დავას უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამების გამო, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი გეგმავს. პარტიულმა ტელევიზია „მთავარმა არხმა“, 22 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტში, თემურ ხვიბლიანი თავდამსხმელად დაასახელა. დავით და თემურ ხვიბლიანების მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში. გავრცელებული ბრალდებები არის ყოვლად წარმოუდგენელი, მიზანმიმართული სიცრუე და თავდაცვის ძალების ავტორიტეტისა და იმიჯის დისკრედიტაციის მორიგი უშედეგო მცდელობა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად უმნიშვნელოა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მასთან დაკავშირებული მედიისთვის, ადამიანის პირადი ღირსება და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა. 22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ... ...
  • ოთხი გარდაცვლილი და ორი დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ბაღდათშიოთხი ადამიანი გარდაიცვალა და ორი მძიმედ დაშავდა ბაღდათში, სოფელ დიმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები ისხდნენ, გზიდან გადავარდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილიაზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია და ის იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება 21 ოქტომბერს მომხდარი "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით ავრცელებს. უწყება მედიას და საზოგადოებას მოუწოდებს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს. "შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს",- ნათქვამია ... ...
  • “ოცნებას” კოალიცია დასჭირდება, ნაციონალები სათავეში ვერ მოვლენ” – პაატა ზაქარეიშვილიკონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებზე 45%-ზე მეტს ვერ აიღებს. _ ეს არის ძალიან მინიმალური უპირატესობა, რის გამოც მას შეიძლება მოუწიოს რომელიმე პარტიასთან კოალიციაში შესვლა, რაც ნამდვილად არ არის ტრაგედია და ძალიან ნორმალური პროცესია, _ ამბობს ის “ახალ თაობასთან” ინტერვიუში. მისი აზრით, ოპოზიცია ისეთი ძლიერი იქნება, რომ “ქართულ ოცნებას” გასაქანს არ მისცემს. _ ეს კი ნებისმიერ შემთხვევაში “ოცნების” წარუმატებლობა იქნება. 2016 წლის შედეგებს “ქართული ოცნება” ვერ გაიმეორებს. ამიტომ ყველა ასე შეაფასებს, რომ “ქართული ოცნება” დამარცხდა 2016 წლის ფონზე, როცა ჰქონდა მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი და დიდი წარმატება. როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, "ოცნებას" კოალიცია დასჭირდება. – ოცნებას, რა თქმა უნდა, კოალიცია დასჭირდება! თუ კოალიცია არ დასჭირდება, მისთვის კიდევ უარესი. თუ წავა კოალიციის გარეშე, მაშინ მთელ ოპოზიციას აიმხედრებს მის წინააღმდეგ. დღეს ოპოზიციაში ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსია, “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკოსები არ არიან, იქ არიან მხოლოდ მედროვეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს შეჰყურებენ ხელებში და შესციცინებენ თვალებში. აქედან გამომდინარე, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ისე, როგორც ივანიშვილი იტყვის, ივანიშვილმა კი არ იცის, რა გააკეთოს. რომ სცოდნოდა, ამდენ ხანს გააკეთებდა რამეს. “ქართულმა ოცნებამ” სიტუაცია თავად შეიყვანა კრიზისში, ახლა გამოდის და იძახის, მე თუ არ მომცემთ ხმას, ისევ ნაციონალური მოძრაობა მოვაო. ეს ზღაპარია და ნუ ატყუებენ ხალხს! რადგან – თუ 60% გაქვს შენ, “ქართულ ოცნებას”, თუ ამას თავადვე ამბობ და 15% აქვს ნაციონალურ მოძრაობას, როგორ მოვა 15%-იანი პარტია ხელისუფლებაში?! ეს გამორიცხულია. ამიტომ ხალხს ნუ ატყუებენ", _ აღნიშნა ზაქარეიშვილმა. წყარო" "ახალი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...