ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ფინანსები

ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

27 ივნ. 2019, 14:54:38

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. შესაბამისად, სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინი.

„სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინი. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების შესახებ ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზეც ისახება.

საგარეო შოკის დროს გაცვლითი კურსი ავტომატურ სტაბილიზატორს წარმოადგენს. ამ პირობებში გაცვლითი კურსის გაუფასურება შოკის მშთანთქმელის როლს ასრულებს. გაუფასურების შედეგად, გარკვეული დაგვიანებით მცირდება იმპორტი ან/და იზრდება ექსპორტი. რაც უფრო სწრაფად მოხდება გაცვლითი კურსის კორექცია, მით უფრო ნაკლები ნეგატიური გავლენა ექნება შოკს ეკონომიკას, და შედეგად, დასაქმებაზე და შოკის აღმოსაფხვრელად ჯამურად უფრო ნაკლები გაუფასურება იქნება საჭირო. ასეთ დროს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის გაყიდვა მხოლოდ გადაავადებს გაცვლითი კურსის კორექციას, გააღრმავებს შოკს და საბოლოო გაუფასურების მასშტაბიც უფრო დიდი იქნება (ამის მაგალითებია სხვადასხვა წლებში აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა).

ამ ეტაპზე, რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა პირველადი გათვლებით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას წლის დარჩენილ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა დაახლოებით 200-300 მლნ აშშ დოლარამდე ექნება. ეს საგარეო შოკი აისახება საგადამხდელო ბალანსზე და შესაბამისად, კურსზეც. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პირველი კვარტალის მიმდინარე ანგარიშის დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე ანგარიში 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, დაახლოებით ორჯერ (207 მლნ აშშ დოლარით) გაუმჯობესდა. ეს ნიშნავს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, მათ შორის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში საგარეო ბალანსი პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაუმჯობესდება.

საქართველოს საგარეო შოკებით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების წარმატებული გამოცდილება აქვს. 2014-2015 წლებში ნავთობის ფასების ვარდნის შედეგად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან მოთხოვნისა და გზავნილების შემცირებამ, უკრაინაში საომარმა ვითარებამ, რუსეთისთვის საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების დაწესებამ და აშშ დოლარის გლობალურმა გამყარებამ სავალუტო შემოდინებები დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარით შეამცირა.

მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკი ზრუნავს საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობაზე. ადეკვატური რეზერვები ზრდის ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობას, რითაც ხელს უწყობს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. როდესაც ქვეყანას არასათანადო რაოდენობის რეზერვები აქვს, შოკების დროს იზრდება უცხოურ ვალუტაზე სპეკულაციური მოთხოვნა, ხდება კაპიტალის გადინება და გაცვლითი კურსის გაუფასურება უფრო მაღალია. შესაბამისად, ადეკვატური რეზერვის გარეშე, გაცვლით კურსზე ზემოქმედება გაცილებით ძლიერი იქნებოდა.

დღევანდელი სიტუაცია ცხადყოფს, რომ სესხისა და შემოსავლის ვალუტა უმჯობესია ერთი და იგივე იყოს, როგორც ეს ეროვნულ ბანკს არაერთხელ განუცხადებია. ასეთ შემთხვევაში,  მსესხებლები მოწყვლადები არ იქნებიან გაცვლითი კურსის მიმართ. ამავდროულად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დოლარიზაციის შემცირების პოლიტიკა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების ამოქმედება სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • მეუფე მელქისედეკი - საქართველოს ომი არ დაუწყია2008 წელს, საქართველოში უკუპანტი რუსეთის შემოჭრას და აგვისტოს ომის 12 წლისთავს მარრგვეთის და უბისის ეპისკოპოსი, მელქისედეკ ხაჩიძე ეხმაურება. მღვდელმთავრის თქმით, რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არ დასრულებულა. ასევე ეპისკოპოსმა, ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია. ,,გურია ნიუსი“ მღვდელმთავრის წერილს უცვლელად გთავაზობთ“ ,,ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი ალბათ უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამ და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში. აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წარუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში. რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს. ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან. ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა. რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი. და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა. საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ... ...
  • ლანჩხუთში 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგესდღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ პატივი მოაგო 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. ამ ომმა ლანჩხუთიდან სამი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა- ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე შინდისის ბრძოლაში დაეცნენ, ვასილ სმირნოვი კი გორის გზაზე დაბომბვას ემსხვერპლა.  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს. "დღეს 12 წელი გავიდა იმ ავბედითი თარიღიდან, მაგრამ რა დროც უნდა გავიდეს, ჩვენ გმირებს დავიწყება არ უწერიათ. ქედს ვიხრით მათ წინაშე", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.  ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში მამა დავითმა (წულაძემ) გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ... ...
  • "ამ ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით"- ჩოხატაურში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენესჩოხატაურში, 2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ყვავილებით შეამკეს დაღუპულ გმირთა საფლავები, ხოლო  გმირებისადმი მიძღვნილი პანაშვიდი  წმ. ანასა და იოაკიმეს სახელობის  ტაძარში დეკანოზმა მამა თომამ გადაიხადა, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავაც დაესწრო. როგორც მერმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, 8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა და ამ ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით. „ეს არის  ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ ომს ასობით ჩვენი უდანაშაულო თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ქვეყანას ეს ტრაგედია.  საქართველომ დაკარგა კონტროლი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია. ამ ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით, მათ შორის, ბორდერიზაციის სახით. აგვისტოს ომს ბევრი გმირი ჰყავს, მათგან სამი ჩოხატაურელია,  მერაბ ახობაძე, ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილი და მურთაზ ირემაძე. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას, ტაძარში აღევლინა დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, ვიყავით მათ საფლავებზე. მათი სახელების და გმირობის უკვდავყოფა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამედროვეთათვის, მომავალი თაობებისთვისაც. ამიტომ მათი ხსოვნა არასოდეს მიეცემა დავიწყებას“,_ განაცხადა კუჭავამ. შეგახსენებთ, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით დაიწყო ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან, რამდენიმე დღის, განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს, საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. აგვისტოს ომმა 162 ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეიწირა _ მათ შორის 9 გურიიდან ... ...
  • პრეზიდენტი: ამას თუ ვერ მივხვდებით მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებიასაქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საწინდარი ქვეყნის ერთობაა. პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება, გმირების უპატივცემულობაა. „ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ჩვენს გმირებს. დღეს დუმილისა და დაფიქრების დღეა. ამ ადამიანებმა სამშობლოსა და ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი და თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში- ეს შიდა დაპირისპირება ბოღმა და სიძულვილი, რომელიც ყოველდღიურად იძლევა შედეგს ჩვენს ახალგაზრდებში, ეს არის არა ღირსეული საქართველო - ეს ჩვენი გმირების უპატივისმცემლობა და მათი დავიწყებაა. ისინი სამშობლოს ერთიანობისათვის მოკვდნენ და დღეს ჩვენ სიძულვილში ვართ ჩავარდნილნი, რაც ხელს მხოლოდ მტერს აძლევს. ჩვენ თუ გვინდა ტერიტორიები და ხალხები გავაერთიანოთ ამის საწინდარი ჩვენი ერთობაა. ამას თუ ვერ მივხვდებით მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ... ...
  • სენაკში ელექტრო სადენს ცეცხლი გაუჩნდასენაკში ერთ-ერთ  ელექტრო სადენს  ცეცხლი გაუჩნდა. როგროც "გურია ნიუსს" ადგილიდან აცნობეს, ხანძარი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. როგორც საგანგებო მართვის სამსახურში განმარტავენ, ხანძარი  ლოკალიზებულია.  "ენერგო პრო ჯორჯიას"ცნობით, მათი წარმომადგენლები ადგილზე უკვე მუშაობენ და ელექტროენერგიის აღდგენა მალე მოხდება. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...