მწვავე პოლემიკა დეპუტატებს შორის და საკრებულოს დასტური მერიას

ფინანსები

მწვავე პოლემიკა დეპუტატებს შორის და საკრებულოს დასტური მერიას

30 სექ. 2019, 09:54:01

27 სექტემბერს, ლანჩხუთის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, სადაც ერთ-ერთი საკითხად მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილება განიხილებოდა, გვიმბალაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა შშმ ბავშვებთან დაკავშირებით არსებული პრობლემაზე გააკეთა აქცენტი, რასაც საკმაოდ მწვავე პოლემიკა მოჰყვა. თუმცა, სანამ დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვაზე გადავიდოდნენ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას.

რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ საკითხს, წლის მთავარ დოკუმენტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, დეპუტატების წინაშე განმარტებები, ტრადიციისამებრ, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ გააკეთა და ცვლილების გამომწვევი გარემოებები განმარტა. წარმოდგენილი განმარტების თანახმად, ერთ-ერთი ასეთი გარემოებათაგანია ქალაქში მდებარე მინი-სტადიონებზე გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელება. ლაშხიას თქმით, წლის ბოლომდე ჟორდანიასა და იმედო დუნდუას ხელოვნურსაფარიანი სტადიონები გარემონტდება. სწორედ სტადიონების თემას მოჰყვა გვიმბალაურის წარმომადგენლის ციცო ურუშაძის მწვავე გამოსვლა, რომელმაც საყვედურები არც კოლეგების მიმართ დაიშურა.

"სარეაბილიტაციო კურსში ჩასმული ბავშვები ვერ გადაადგილდებიან რაიონიდან და ვერ იღებენ საჭირო სამედიცინო მომსახურებას, ამისთვის ტრანსპორტირების თანხას მთელი წელია, ვიხვეწები, თუმცა, შვიდი ათასი ლარის გამონახვა არ მოხერხდა ბიუჯეტიდან. ორი წელია საკრებულოში ვარ და გამუდმებით მესმის სტადიონის მშენებლობა, ფეხბურთის დაფინანსება... ნუთუ, მეტი პრობლემა რაიონს არ აქვს?! რა ვქნა, რა გავაკეთო, ამოვიყვანო ის ბავშვები აქ ეტლებით, რომ იქნებ ვინმეს გული ავუჩუყო?! აქ მყოფებს ღმერთმა მოგვცა იმის ბედნიერება, რომ ჯანმრთელი შვილები გვყავს და როგორც ჩანს, უცხოა ამ კატეგორიის ოჯახების პრობლემები ჩვენთვის.

რატომ ვერ გახდა შესაძლებელი ამ ორი წლის განმავლობაში საჭირო თანხის მოძიება?! სულ ფეხბურთი ხომ არ უნდა იყოს რაიონის პრიორიტეტი?! დეპუტატებს მაინც არ გრცხვენიათ, ამხელა ხელფასებსა და ბენზინის თანხებს რომ იღებთ, გასულხართ მათ ოჯახებში და გინახავთ, რა ხდება, რა მდგომარეობაში არიან?! სირცხვილია, შვიდი ათასი ლარი რომ არ გამოინახა ამ ბავშვების ტრანსპორტირების ხარჯისთვის ბიუჯეტში, მაშინ, როცა სტადიონების გასაკეთებელი თანხები არის. ნუთუ, პირველად გესმით ის, რაზეც მე ვსაუბრობ?! რამდენჯერ შეხვდი მერს, სოციალური სამსახურის უფროსს, კომისიის სხდომაზეც ამაზე მაქვს საუბარი.

თავის დროზე გვქონდა ამის შესახებ შეხვედრა და საუბარი, თითქოს სოციალური სამსახური შეჯერდა, რომ, როცა ეს ბავშვები თვის განმავლობაში გაივლიდნენ ათდღიან სარეაბილიტაციო კურსს და წარმოადგენდნენ შესაბამის ცნობას, შემდეგ მოხდებოდა მგზავრობისთვის საჭირო თანხის ჩარიცხვა მშობლის პირად ანგარიშზე. რატომღაც ეს აღარ გაკეთდა. ალბათ, იმიტომ, რომ ეს ჩვენს პირად სატკივარს არ წარმოადგენს", _ ცხარობდა დეპუტატი.

ციცო ურუშაძის მწვავე გამოსვლას საფინანსო კომისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მახათაძე გამოეხმაურა და წინადადება დააყენა, რომ პროექტის ინიცირება საკრებულომ აიღოს საკუთარ თავზე. თუმცა, ზოგიერთმა დეპუტატმა იქვე განმარტა, რომ პროექტი უკვე მზადაა და პრობლემა მხოლოდ თანხის მოძიებაა:

"არ მორჩა ფეხბურთს და სტადიონს", _ ისმოდა დეპუტატთა რეპლიკები.

ბიუჯეტში დაგეგმილ კიდევ ერთ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დახმარების პროგრამის 10 ათასი ლარით გაზრდას ეხება, ლესის წარმომადგენელმა საკრებულოში, ელისო ჭიჭინაძემ დასვა კითხვა, რომ არსებული მძიმე სოციალური ყოფიდან გამომდინარე, რამდენად საკმარისია აღნიშნული თანხა. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დეპუტატმა კახა ასკურავამ ითავა: "წამლების ფასი კატასტროფული პრობლემაა და აქედან გამომდინარე, ეს თანხა ნამდვილად არაა საკმარისი".

მედიკამენტების სიძვირე ვერ უარყო დეპუტატმა აკაკი იმნაიშვილმა, თუმცა, ამას თავისებური ახსნაც მოუძებნა: "თუ რამე ძვირდება ქვეყანაში, ეს იმიტომ, რომ იყო 20-21 ივნისის მოვლენები. მოხდა ინფლაცია, ჩავარდა ტურისტული სეზონი. ნუ იქნება ასეთი რაღაცეები და სიძვირეც არ იქნება".

დეპუტატებს შორის მწვავე პოლემიკის ამოწურვის შემდეგ ჯერი კენჭისყრაზე მიდგა და მერიამაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებასთან დაკავშირებით საკრებულოსგან საბოლოო დასტური მიიღო.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...