ოზურგეთის მერიის განმარტება პრემიების გაცემასთან დაკავშირებით

ფინანსები

ოზურგეთის მერიის განმარტება პრემიების გაცემასთან დაკავშირებით

6 აპრ. 2020, 17:59:20

ოზურგეთის მერია  პრემიების გაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც მერია განმარტავს, დანამატების გაცემისას გათვალისწინებული იქნა - ,,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის 18.03.2020 წლის წერილი, რომლის მიხედვითაც მოგვეცა შემდეგი რეკომენდაცია - ,,გაეზარდოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგებსა და პროფილატიკოსების შრომის ანაზღაურება და/ან მინიმუმ გაუთანაბრდეს მუნიციპალიტეტების სხვა სამსახურებში სპეცილისტების შრომის ანაზღაურებას,,.

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტება - მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულ სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით

მიგვაჩნია, რომ საინფორმაციო საშუალებებით მოსახლეობისათვის მიწოდებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არასრულია, ასევე გაჯერებულია არასწორი შეფასებებით და ინტერპრეტაციით.

გაცნობებთ, რომ დანამატები გაცემულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული საქმიანობის გათვალისწინებით ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის“ თანამშრომლებზე დადგენილი კანონმდებლობის სრული დაცვით.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული საქმიანობაში ჩართული იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 3 თანამშრომელი, რომელებიც 24 საათიან რეჟიმში კოორდინაციას უწევდნენ და უწევენ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკების შემცირების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს.

დანამატების გაცემისას გათვალისწინებული იქნა - ,,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის 18.03.2020 წლის წერილი, რომლის მიხედვითაც მოგვეცა შემდეგი რეკომენდაცია - ,,გაეზარდოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგებსა და პროფილატიკოსების შრომის ანაზღაურება და/ან მინიმუმ გაუთანაბრდეს მუნიციპალიტეტების სხვა სამსახურებში სპეცილისტების შრომის ანაზღაურებას,, (ამონარიდი წერილიდან);

ხოლო მერიის თანამშრომელთაგან ორ პირზე დანამატის გაცემის საფუძველი გახლავთ თბილისის მერიის მიერ გადმოცემული ავტობუსებისა და სხვა ტექნიკის ჩამოყვანა და მასთან დაკავშირებული პროცედურები.

„TV-პირველზე“ გასულ სიუჟეტში გამოქვეყნებული ორი პირისათვის მერიის მიერ დანამატის ჩარიცხვის საფუძველი წარმოიშვა მიმდინარე წლის თებერვალში ხოლო ჩარიცხვა განხორციელდა მარტის თვის ბოლოს.

ხსენებულმა პირებმა უზრუნველყვს თბილისის მერიის მიერ გადმოცემული 4 სატრანსპორტო საშუალების ჩამოყვანა ოზურგეთში, ხოლო გადმოცემული ორი სპეცდანიშნულების ტექნიკა მომზადებული იქნა გადმოსაყვანად, რის გამოც მათზე გაიცა 60%-ი (და არა 80%იანი დანამატი).

სულ გაცემულია 12 930 ლარი;

„TV-პირველზე“ გასულ სიუჟეტში მითითებულ სხვა პირებზე, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებზე დანამატები არ გაცემულა ქვეყანაში არსებული სტუაციიდან გამომდინარე და ყველა ინტერპრეტაცია, რომელიც ამ საკითხან გახლავთ დაკავშირებული არის არასწორი;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ. „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქმიანობას ახორციელებს 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებლი საქმიანობის ფარგლებში მოხდა მოსახლეობის საჭიროებების კვლევა და იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებს სასურსათო და სხვა სახის დახმარებას.

კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ოზურგეთის მერიაში შექმნილი ჯგუფის მიერ ამ დროისათვის:
- უკვე 180 ოჯახს დაურიგდა სურსათი.
- უახლოეს დღეებში დმატებით 500 ოჯახზე გავცემთ პროდუქტებს.

გამომდინარე იქედან, რომ მოცემულ შემთხვევაში დადასტურდა დასაქმებული პირების შესახებ პერსონალური ინფორმაციის (პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მათი ანგარიშის ნომრების და მათთვის ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია) ოზურგეთის მერია ბოდიშს უხდის მათ და აცხადებს, რომ ამ დროისათვის ხდება პერსონალური ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ფაქტებისა და საკითხების სამართლებრივი ანალიზი (ასეთი ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს) რის შედეგებზე დაყდრნობითაც განვახორციელებთ შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას.

დამატებით ვაცხადებთ, რომ ოზურგეთის მერია უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირისათვის საჯარო ინფორმაციის მიწოდებას და ასევე ითანამშრომლებს ყველა სპეციალური კომპეტენციის ორგანოსთან საკითხის სამართლებრივ ფორმატში გარკვევის მიზნით.




 ახალი ამბები
  • ქარელში ორი ახალგაზრდა,სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალაქარელში ორი ახალგაზრდა სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას “თრიალეთი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,  შემთხვევა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას უკავშირდება. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ . მომხდარის სხვა დეტალები ... ...
  • საზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ ქალი დაიღუპასაზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ 30 წლის ქალი დაიღუპა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ მთავარი არხი ავრცელებს. 30 წლის ელისო ლომაიას გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ოჯახის მტკიცებით ქალი ჯანმრთელი იყო და 3 დღე მხოლოდ ხველა აწუხებდა. სპაზმის დროს ოჯახის ექიმის რეკომენდაციით დედამ "დექსამეტაზონი" დაალევინა და ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში  2 საათისა და 30 წუთის შემდეგ მივიდა. ელისო ლომაია ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. ელისო ლომაიას  2 დღეში  დაკრძალავენ, თუმცა ჯერ არავინ იცის რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში გარდაცვალების მიზეზად.  ახლობლები ვარაუდობენ,რომ ქალს კორონავირუსი ჰქონდა და დექსამეტაზონმაც უკუჩვენება სწორედ ამ ვირუსის გამო გამოიწვია. ამბობენ, რომ სასწრაფო დროზე რომ მისულიყო ადგილზე ახალგაზრდა ქალი გადარჩებოდა. როგორც მთელს ქვეყანაში, ისე სამეგრელოშიც ადამიანები სიკვდილთან მარტო არიან დარჩენილები. ბრიგადები, რომ საკმარისი არ არის, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც რომ კოვიდ დადასტურებული პაციენტები რუხში მდებარე საავადმყოფოში ოჯახის წევრებს საკუთარი მანქანებით მიჰყავთ. მძიმე მდგომარეობას კი ჯანდაცვის მინისტრი როგორც ჩანს სერიოზულად ვერ აღიქვამს. ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში ადგილები არის, მაგრამ პაციენტებს ხედები არ მოსწონთ და უკმაყოფილოებიც ამის გამო ... ...
  • "სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან" _ ასმათ ტყაბლაძე მთავრობას მიმართავს"სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან", _ ამ მოთხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას ასმათ ტყაბლაძე. როგორც მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, დღეს,თბილისში, ხორავას ქუჩაზე სახანძროს დაგვიანებას ფატალური შედეგი მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ხანძარი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით გაჩნდა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ... ...
  • "გენაცვალე ბაბუ" – "ლანჩხუთის" ფეხბურთელმა ხატია ჭყონიამ ბაბუასგან საჩუქარი მიიღოქალთა საფეხბურთო კლუბის “ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა წარმატებული თამაშის შემდეგ, არაერთი საჩუქარი მიიღეს. ერთ-ერთი ფეხბურთელი,  ხატია ჭყონია ბაბუასგან მიღებული საჩუქარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მას მადლობას უხდის. “ არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო იური ბაბუას საჩუქარი. მცირედია შეიძლება, მაგრამ მთელი სავსე გულთ... ის ჩვენი გუნდის პირველი გულშემატკივარია. ყველა თამაშზე გვახალისებს ბავშვებს და გოლის ავტორებს თანხას გვჩუქნის. ძალიან საყვარელია - ჯამრთელობა მინდა ვუსურვო და დიდხანს სიცოცხლე. გენაცვალე ბაბუ კეთილ და სუფთა გულში.“ - წერს ხატია ... ...
  • გიორგი გახარია - მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავსრაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. „რაც შეეხება აქციებს - საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც სწყინს, როდესაც ყრილობების შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან. რა სხვაობაა მაგალითად ქორწილს, ქელეხს ან აქციას შორის არ ვიცი. გავრცელების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის. ან წინასაარჩევნოდ 600 კაციანი სუფრების მოწყობის. არაფერი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ, ამ ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი გახლავთ ის, რომ ის ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება. მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. არავინ არავის უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ასევე ჟურნალისტის შეკითხვას დეპუტატების შეკრებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად, ყველანაირი პრობლემების გარეშე, რადგან არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ არის. რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...