რა ქონებას ფლობენ ჩოხატაურის მერი და მისი მოადგილეები

ფინანსები

რა ქონებას ფლობენ ჩოხატაურის მერი და მისი მოადგილეები

2019 თებ 17 12:25:39

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს გასული წლის სექტემბერში შეავსო.

დოკუმენტის თანახმად, ირაკლი კუჭავა ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ 400კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლს და 2 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ჩოხატაურში, აღმაშენებლის #40-ში.

მერის საკუთრებაშია, ასევე, მემკვიდრეობით მიღებული 3 000 კვ.მ. მიწის ფართობი დაბა ჩოხატაურში.

ირაკლი კუჭავას 2011 წელს შეძენილი აქვს 50 000 კვ.მ. მიწის ფართი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში.

მისი მეუღლე, ელისო სიხარულიძე ფლობს 100 კვ.მ. მიწის ფართს დაბა ბახმაროში, რომელიც 2011 წელს საკუთრების აღიარების ფორმით აქვს მიღებული.

დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი კუჭავას, 2015 წელს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 1 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საჩუქრად აქვს მიღებული. დეკლარაციაში მჩუქებლის ვინაობა მითითებული არ არის.

ჩოხატაურის მერი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი მეზობელმა აჩუქა:

_ ეს ნაკვეთი ჩემი ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზეა. ადრე ჩემი ოჯახის საკუთრება იყო. შემდეგ დოკუმენტებით აღმოჩნდა მეზობლის _ მზია ჟღენტის საკუთრებაში და ამიტომ, ქალბატონმა მზიამ ჩუქების სახით დამიბრუნა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.

რაც შეეხება ფულად შემოსავლებს _ დეკლარაციის შევსების დროს ირაკლი კუჭავას სახელფასო ანგარიშზე 2 200 ლარი ჰქონდა; ხოლო მის მეუღლეს _ 3 500 ლარი.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2017 წელს ელისო სიხარულიძემ, როგორც შპს"მედალფა ჩოხატაურის" ექიმმა, 31 652 ლარი მიიღო, ხოლო როგორც სოფელ ზოტის უბნის ექიმმა _ 7 800 ლარი.

ირაკლი კუჭავას შემოსავალი 2017 წელს 31 170 ლარი იყო.

ჩოხატაურის გამგებლის ოჯახს გასულ წელს გასავალიც ჰქონდა _ ელისო სიხარულიძემ "საქართველოს ბანკში" არსებული სამომხმარებლო სესხის საფასური _ 919 ლარი გადაიხადა.

კუჭავაზე რამდენიმე თვით ადრე, 2018 წლის გაზაფხულზე აქვს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია მის პირველ მოადგილეს თამაზ ჯინჭარაძეს. დოკუმენტის თანახმად, იგი ფლობს 2014 წელს მემკვიდრეობით მიღებულ 150 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლს და 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთს ჩოხატაურში, ჯალაღანიას ქუჩაზე.

ამავე პერიოდში, ჯინჭარაძეს მემკვიდრეობით აქვს მიღებული 54 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და ამდენივე მიწის ნაკვეთი ჩოხატაურში, დუმბაძის #11-ში.

ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილე ფლობს 2014 წელს 8 500 დოლარად შეძენილ ავტომანქანას _ TOYOTA 4runner. ჯინჭარაძის საკუთრებაშია, ასევე, ავტომანქანა HONDA CIVIC, რომელიც 2017 წელს 6 000 ლარად არის ნაყიდი.

დეკლარაციის შევსების დროს, თამაზ ჯინჭარაძის სახელფასო ანგარიშზე 15 ლარი და 61 თეთრი იყო. ხოლო მისი მეუღლის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის ოფიცრის, ირინა მამალაძის სახელფასო ანგარიშზე 31 ლარი და 55 თეთრი.

დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს თამაზ ჯინჭარაძემ ხელფასის სახით 23 399 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ კი _ 7 425 ლარი.

რაც შეეხება გასავლებს _ თამაზ ჯინჭარაძემ 4 701 ლარი გადაიხადა "ლიბერთი ბანკსა" და "საქართველოს ბანკში" დადებული სასესხო ხელშეკრულებების შესაბამისად; სესხის თანხა _ 3 660 ლარი აქვს გადახდილი მის მეუღლესაც.

კიდევ ერთი გასავალი, რაც დეკლარაციაში თამაზ ჯინჭარაძეს უწერია, სარემონტო ხარჯებია _ მერის პირველმა მოადგილემ 2017 წელს რემონტში 6 200 ლარი დახარჯა.

რაც შეეხება მერის მეორე მოადგილეს _ მინდია ჟღერიას, მის საკუთრებაშია 24 კვ.მ. ფართის ბინა და ამდენივე არასაცხოვრებელი ფართი ბათუში, ჭავჭავაძის #33-ში, რომელიც მას ჩუქების სახით აქვს მიღებული.

მინდია ჟღერიას მეუღლე _ ქეთევან მეფარიშვილი ფლობს ავტომანქანა აუდი A4-ს, რომელიც 2015 წელს 4 500 დოლარად აქვს შეძენილი.

დეკლარაციის შევსების დროს მინდია ჟღერიას სახელფასო ანგარიშზე 3 ლარი და 44 თეთრი ჰქონდა, ხოლო მის მეუღლეს, რომელიც "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია, 87 ლარი.

მინდია ჟღერიამ 2017 წელს ხელფასის სახით 20 800 ლარი აიღო; დეკლარაციის თანახმად, 9188 ლარის შემოსავალი ჰქონდა მის მეუღლეს.

მერის მოადგილემ 7 936 ლარი გადაუხადა "საქართველოს ბანკს" ორ სესხში, ხოლო მისი მეუღლის გასავალი, რომელიც, ასევე, სესხის თანხად არის მითითებული, 3 314 ლარი იყო.




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...