რა სახის დახმარებები გაიცემა ბიუჯეტიდან და რა დოკუმენტაციაა საჭირო მის მისაღებად

ფინანსები

რა სახის დახმარებები გაიცემა ბიუჯეტიდან და რა დოკუმენტაციაა საჭირო მის მისაღებად

25 იან. 2019, 12:15:33

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, 2019 წელს, სოციალურ მიმართულებებზე 643 000 ლარია გამოყოფილი.

დოკუმენტის თანახმად, ფენილკეტონურიით დაავადებული ბენეფიციარების დახმარებისთვის 12 000 ლარი დაიხარჯება.

18 წელზე მეტი ასაკის პირების, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-დან 200 000-მდე, სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებაზე 105 000 ლარია გამოყოფილი;

18 წელზე მეტი ასაკის შშმ პირების სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების შეძენაზე _ 16 000 ლარი;

ონკოდაავადებულთა სტაციონარულ სამედიცინო მომსახურების (400 ლარი) მედიკამენტების შეძენაზე (200 ლარი) და გამოკვლევაზე (200 ლარი) _ 47 000 ლარი;

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების და 0-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე პირების, სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების შეძენაზე _ 12 000 ლარი;

0-დან 18 წლამდე ასაკის პირების სტაციონარულ სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაზე ბიუჯეტში 9 000 ლარია გამოყოფილი;

თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირების დახმარებისთვის, რომლებიც გადიან დიალეზის კურსს _ 20 000 ლარი;

0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირებისთვის მედიკამენტების შეძენისთვის 7 000 ლარია გამოყოფილი;

გულის თანდაყოლილი პათოლოგიით (გულის მანკით), ეპილეფსიითა და ცერებრლური დამბლით დაავადებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის პირთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისთვის _ 8 000 ლარი;

ჰემოფილიით დაავადებულ პირთა დახმარებისთვის _ 1500 ლარი;

"C" ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსებისთვის (თითოეულ ბენეფიციარზე 200 ლარი) _ 21 000 ლარი;

მეტყველების დარღვევათა კორექციის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისთვის _ 6 500 ლარი;

მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური ფულადი დახმარებისთვის (0-დან 150 000-მდეა სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების დახმარება, თითოეულ ბავშვზე 25 ლარი) _ 39 600 ლარი;

ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარებისთვის ( 0-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახების დახმარება, თითოეულ ახალშობილზე 200 ლარი) _ 26 400 ლარი;

18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვებისთვის ყოველთვიური ფულადი დახმარებისთვის (თითოეულ ბავშვზე 100 ლარი ყოველთვიურად) _ 7 200 ლარი;

მარტოხელა მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისთვის (რომელთაც არ ჰყავთ პირდაპირი მემკვიდრე დედა, მამა, მეუღლე, ბებია, ბაბუა, შვილი, გერი, შვილიშვილი) _ 2 000 ლარი;

ხანდაზმულ (100 წლისა და ას წელს გადაცილებული) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარებისთვის (თითოეულ ხანდაზმულ პირზე 300 ლარი) 1 000 ლარია გამოყოფილი;

განსაკუთრებით მძიმე ჯანმრთელობის მქონე პირთა პატრონაჟისა და გეგმიური მუდმივი მონიტორინგის თანადაფინანსების სახით 4 800 ლარია გამოყოფილი.

როგორც მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად 100 ლარი გაიცემა;

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სადღესასწაულოდ (ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით) და ზამთრის სეზონისთვის სათბობის შეძენაზე დახმარებისთვის 4 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტში სულ 8 ვეტერანია და თითოეულ ვეტერანს ერთჯერადად 300 ლარი, ხოლო სათბობის შესაძენად 200 ლარს მისცემენ.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირების კომუნალური გადასახადებისთვისაც არის თანხა ჩასმული 18 000 ლარის ოდენობით. თითოეულ ოჯახს ყოველთვიური კომუნალური ხარჯისთვის 30 ლარი მიეცემა;

სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან კერძოდ, მინდობით აღზრდიდან სრულწლოვანების გამო ამორიცხული 18-24 წლის ახალგაზრდების დახმარებისთვის, რომელთაც სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში სულ მცირე 2 წელი გაატარეს, 1 500 ლარამდე დახმარებაა გათვალისწინებული და ამისთვის ბიუჯეტში 5 000 ლარია გამოყოფილი;

15 000 ლარია გათვალისწინებული გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის და ქალთა მიმართა ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობისთვის.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ სამსახურში გვითხრეს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს ერთჯერადი ფულადი დახმარება საჭიროების მიხედვით 1 500 ლარამდე მიეცემა.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება, ასევე, მიეცემა "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციებ ქალებს და დაფინანსდება ძალადობის წინააღმდეგ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება.

სოციალური სამსახურის უფროსის ნუკრი დუმბაძის ინფორმაციით, სოციალური პრობლემების გადაწყვეტისა და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 85 000 ლარია გამოყოფილი ა(ა)იპ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, (ა)იპ განათლების ცენტრის ბაზაზე განთავსებული შშმ პირთა "დღის ცენტრის" თანადაფინანსებაზე და შშმ პირების (დაუნის სინდრომი) სარეაბილიტაციო მომსახურებაზე.

რაც შეეხება სოციალური დახმარების გაცემის წესს _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ახალშობილებს, რომლის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 200 000-მდე, გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ შემთხვევაში, თუ დახმარების მისაღებად ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგენს: წერილობითი განცხადებას; ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლს; ქორწინების მოწმობის ასლი არსებობის შემთხვევაში; ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლს; ცნობას სარეიტინგო ქულის შესახებ და საბანკო რეკვიზიტების მონაცემებს.

ახალშობილის მშობელმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს ექვსი თვის განმავლობაში.

მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა ოჯახებმა ერთჯერადი ფულადი დახმარებისთვის (გამონაკლის შემთხვევაში საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ წერილობითი განცხადება; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ და დაზარალებულ ოჯახთა მდგომარეობას შეისწავლის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში შექმნილი სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის მიერ სახლის დაზიანების ხარისხის მიხედვით შეირჩევა ოჯახები და სათანადო დასკვნის საფუძველზე გაიცემა შესაბამისი დახმარება.

სტიქიური მოვლენების და უბედური შემთხვევების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 5000-ლარამდე ერთჯერადად გადაეცემათ, ხოლო დროებით თავშესაფრის უზრუნველყოფისთვის ბინის ქირისთვის არა უმეტეს 110 ლარს მისცემენ.

18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვებისთვის ყოველთვიური ფულადი დახმარების დასანიშნად ობოლი ბავშვების კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება; კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი; ბავშვის დაბადების მოწმობის, ან პირადობის მოწმობის ასლი; კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება, თუ მათი სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლითაა. დახმარების დასანიშნად მშობლებმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ წერილობითი განცხადება; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები; ცნობა ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.

 18 წელზე მეტი ასაკის პირების, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-დან 200 000-ის ჩათვლითაა, სტაციონარულ სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისა და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურების დახმარებისთვის მერიაში უნდა წარადგინოთ წერილობითი განცხადება; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა #IV-100/ა); სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული კალკულაცია/ანგარიშფაქტურა/ინვოისი; ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ.

თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების/აფთიაქის საბანკო ანგარიშზე, წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის შესაბამისად.

სამედიცინო დაწესებულებაში თანხა გადაირიცხება სტაციონარული მომსახურების ღირებულებიდან _ თუ პაციენტის გადასახდელი თანხა 150 ლარამდეა ანაზღაურდება სრულად, თუ 151-დან 500 ლარამდეა 50%-ით, თუ თანხა 501 ლარიდან _ 1 500 ლარამდე, 300 ლარის ოდენობით. ხოლო თუ თანხა 1 500 ლარი ან მეტია, მუნიციპალიტეტი 400 ლარით დაგაფინანსებთ.

 ონკოდაავადებულთა სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე, მედიკამენტების შეძენაზე და გამოკვლევაზე დახმარების მისაღებად საჭიროა წერილობითი განცხადება; საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა #IV-100/ა) შესაბამისი სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულებიდან ანგარიშფაქტურა. თანხა შესაბამის სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტებზე წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის შესაბამისად ჩაირიცხება;

0-დან 18 წლამდე ასაკის პირების სტაციონარული სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მისაღებად აუცილებელია კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება; განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა #IV-100/ა) და ანგარიშფაქტურა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან დახმარებას მიიღებენ თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირები, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიალეზის კურსის ჩატარებას. დახმარების დასანიშნად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ცნობა დიალეზის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ; საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. თანხა გაიცემა ყოველთვიურად 140 ლარის ოდენობით.

გულის თანდაყოლილი პათოლოგიით (გულის მანკით) ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით დაავადებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის პირთა სტაციონარულ სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ბენეფიციარის მშობელმა, ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს წერილობითი განცხადება; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ცნობა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა #IV-100/ა) და ანგარიშფაქტურა; დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი.

წლის განმავლობაში თითოეულ ბენეფიციარზე არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარი გაიცემა.

წლევანდელი ბიუჯეტით, უზრუნველყოფილი იქნება ჰემოფილიით დაავადებულ პირთა სამედიცინო მომსახურება, რომელიც 2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა, ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება; განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დახმარების მიმღების დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა #IV-100/ა); სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა ან საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

 С ჰეპატიტით დაავადებული პირების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების თანადაფინანსების მისაღებად აუცილებელია მერიაში შეიტანოთ წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის დამადასტურებლი ასლი; ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა #IV-100/ა და ანგარიშფაქტურა.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დოკუმენტი ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და სასამართლოდან და განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. ბენეფიციარის განცხადებას შეისწავლის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში არსებული სამუშაო ჯგუფი და სათანადო დასკვნით განისაზღვრება დახმარების ზუსტი ოდენობა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მეტყველების დარღვევათა კორექციის სამედიცინო მომსახურებაც ფინანსდება _ საკრებულოს დადგენილების თანახმად, მეტყველების დარღვევათა კორექციის სამედიცინო მომსახურებაზე დაფინანსებას მიიღებენ: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; შშმ პირები და სოციალურად დაუცველი პირები 18 წლის ასაკამდე, რომელთაც მინიჭებული აქვთ 100 001- მდე სარეიტინგო ქულა.

დახმარების მისაღებად ბენეფიციარის კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა #IV-100/ა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ბენეფიციარის ძირითადი დიაგნოზი და ანგარიშფაქტურა; დაბადების მოწმობის ასლი.




 ახალი ამბები
  • კობახიძე: ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს - საქმე და შედეგები"დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი და ამ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დეპუტატმა ექიმებს, საერთაშორისო პარტნიორებს და კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგები მრავალი ადამიანის დამსახურებაა. მისივე თქმით, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა დარჩა, რადიკალური ოპოზიციაა. „სამწუხაროდ, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც დარჩა საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა, იყო რადიკალური ოპოზიცია თავისი ფეიქ ტელევიზიებით. სამწუხაროდ, ეს იყო ერთადერთი სუბიექტი. ერთადერთი, რითიც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა და თქვენ გახსოვთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა ისეთ თემებზე, როგორიც არის შეზღუდვების დაწესება, მაგალითად, ისინი აკრიტიკებდნენ აბსოლუტურად ყველა შეზღუდვას, გახსოვთ, რომ ისინი ითხოვდნენ ეკლესიების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ერთადერთი, ის არ მოუთხოვიათ, რომ სატვირთო მანქანებით შევვარდნილიყავით ეკლესიებში. ეს არის მათი სულისკვეთება. ისინი მძიმედ აკრიტიკებდნენ ეროვნული წარმოების პირბადეებს და სხვა სამედიცინო საშუალებებს, ითხოვდნენ 4 მილიონი ადამიანის გატესტვას, რაზეც დღეს ყველას ეცინება, საქართველოს ყავდა ათი ათასობით ინფიცირებული მათი სტატისტიკის მიხედვით და ასე შემდეგ. ყველა დეტალს, ბუნებრივია, არ ჩამოვთვლით, მაგრამ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმ აბსოლუტურად მძიმე ბუნებაზე, რომლითაც ხასიათდება ჩვენი ოპოზიცია. განსაკუთრებით მძიმე იყო ის თავდასხმები, რომლითაც ოპოზიცია გამოირჩეოდა ექიმების და ეპიდემიოლოგების წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი მოვლენა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, 200 სახელმწიფოდან არცერთისთვის არ იყო დამახასიათებელი ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში. ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის საქმე და შედეგები. დღეს უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა სამჯერ აღემატება აქტიური შემთხვევების რაოდენობას, რომელიც 166-მდე არის უკვე შემცირებული, ორთვენახევრის შემდეგ უკვე თითქმის სრულად იხსნება უკვე ეკონომიკა და ივლისში უკვე საერთაშორისო ტურიზმიც კი გაიხსნება. ეკონომიკას და ადამიანების სოციალურ მდგომარეობას მიადგა მინიმალური ზიანი, რაც შეიძლებოდა, მიყენებული ყოფილიყო ამ მძიმე ვითარების - პანდემიის პირობებში, განხორციელდა უპრეცენდენტო სახსრების მობილიზება საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც არის მთავრობის და კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება. შედეგად, მოქალაქეები და ეკონომიკური სუბიექტები მიიღებენ სამ მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას, რაც არის ძალიან რაციონალურად გაწერილი. საქართველო არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ლიდერი კოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით. ვიდრე ვისმენდით ოპოზიციის უსაგნო კრიტიკას ამ სამი თვის განმავლობაში, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გაიღეს საკუთარი სახსრები კრიზისთან საბრძოლველად, შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გაიღო 100 მილიონი და ჩარიცხა კოვიდის ფონდში, დეპუტატებმა შეწირეს საკუთარი რამდენიმე თვის ხელფასის ერთი მესამედი კოვიდის ფონდს. აქაც თქვენ გახსოვთ, რომ ეს ასი მილიონიც კი გახადეს ქილიკის თუ კრიტიკის საგანი და ეჭვქვეშ დააყენეს ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მე გადავამოწმე და მხოლოდ ერთი დეპუტატია, თუ არ ვცდები, ამ „ნაციონალების" კლასტერიდან, რომელმაც კოვიდის ფონდში ჩარიცხა თანხა. კეთილი გენებათ და თქვენ გამოგეჩინათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მაგრამ მთელი ეს პერიოდი თქვენ იყავით დაკავებული საზოგადოებასთან ბრძოლით. დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი. ეს არის ბრძოლის პირველი ეტაპი. ამ ბრძოლის პირველ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ბოროტზე კეთილმა, გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ, გაიმარჯვა საქართველოს ხელისუფლებამ, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ", რომელიც არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე, არამედ მთლიანად ქვეყანასა და საზოგადოებაზე ზრუნვაზე იყო კონცენტრირებული. განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის პრემიერმინისტრს, რომელიც დღეს წარდგა ანგარიშით. ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს, პრემიერმინისტრმა. ეს იყო ჩვეული დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში მოგვიტანა ჩვენ დამაჯერებელი წარმატება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის წევრმა პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა „ეს იყო მთელი გუნდის განსაკუთრებული დამსახურება, თუმცა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამთავრობო გუნდის ლიდერს, გიორგი გახარიას რომლის კრიზისის მენეჯმენტის უნარები ყველამ თვალსაჩინოდ ვიხილეთ მთელი ამ სამი თვის განმავლობაში",- განაცხადა ირაკლი ... ...
  • პრემიერმა მასტერკლასი ჩაგიტარათ გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს- კობახიძე"ეს არ იყო ანგარიში, ეს იყო მასტერკლასი, რომელიც პრემიერმა  ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს",_ აღნიშნული განცხადება გააკეთა  "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ანგარიშის შეფასებისას. ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამინისტროების ეფექტურ მუშაობას კრონავირუსის წინააღმდეგ ... ...
  • ტრანსპორტის გახსნის გადაწყვეტილება გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად მიიღო- ბაქრაძე„გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, პრემიერ მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც 29 მაისიდან ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. მისი განცხადებით, ეს გიორგი გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გააკეთა. მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა რიგითი ადამიანების გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა და მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე ვერანაირი ეკონომიკური გახსნა ვერ მოხდება. „დღევანდელი დღის მთავარ შედეგად ალბათ უნდა ჩაითვალოს ის განცხადება, რომელიც პრემიერმა პარლამენტში მოსვლამდე გააკეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შესახებ. ამ თემაზე უკვე დიდი ხანია არსებობს საზოგადოებივი ზეწოლა და მოთხოვნა, რომ ტრანსპორტის გახსნის გარეშე ვერანაირი ეკონომიკური გახსნა ვერ მოხდება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეს არის რიგითი ადამიანებისთვის გადაადგილების პრაქტიკულად ერთადერთი საშუალება. როგორც ჩანს პრემიერმა გადაწყვიტა, რომ სწორედ პარლამენტში მოსვლის წინ გაეხმოვანებინა ეს გადაწყვეტილება. ეს გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გააკეთა და იმისთვის, რომ კიდევ ერთი თავმოსაწონებელი განცხადება ჰქონოდა პარლამენტში, რაც თავისთავად ძალიან ცუდი ნიშანია, არა იმიტომ, რომ თავს იწონებს, თუ ეს შეძლო პარლამენტში მოსვლამდე ერთი საათით ადრე გაეკეთებინა, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და არა ექსპერტული, რომელიც ჯანდაცვის კუთხიდან იქნებოდა აუცილებელი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. წყარო: ... ...
  • ზაზა გაბუნია ოპოზიციას- თქვენ უნდა შეეშვათ თავისუფლებაზე და ჰუმანიზმზე საუბარს „ზოგიერთმა ოპოზიციონერმა რამდენიმე დიდი მწერლის ციტატა მოიყვანა თავის პოზიციის განმტკიცებისთვის, მაგრამ არაფერი ისე არ უხდება ოპოზიციის  დიდი ნაწილის დღევანდელ გამოსვლებს, როგორც თომას მანის სიტყვები „დოქტორ ფაუსტუსიდან", რომ „არსებობს ხალხი, ვისაც ხმა არ ამოეღება  თავისუფლებაზე  და ჰუმანურობაზე. ჰიგიენური თვალსაზრისით მათ თავის უნდა დაანებონ ამაზე ქაქანს". ეს არის მისი ციტატა და დიახ, თქვენ უნდა შეეშვათ თავისუფლებაზე და ჰუმანიზმზე საუბარს. ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდით, რომ არ გახსოვთ რა ჩაიდინეთ 2016 წლის 26 მაისს. უნდა შეეშვათ, რადგან ეს თქვენი პოლიტიკური ილეთები უკვე ყავლგასულია და არაფერზე აღარ მეტყველებს და აღარ საუბრობს",_ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ პლენარულ სხდომაზე, პრემიერ- მინისტრის მიერ ანგარიშის  წარდგენის შემდეგ, ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ. ზაზა გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციისგან ისმის პოპულისტური გამოსვლები და უსაგნო კრიტიკა. „რა ისმის ასეთ დროს თქვენგან? პოლიტიკური ენიგმა, დიადი და უპრეცედენტო შეთავაზებების სახით, რა თქმა უნდა, პოპულისტული, რომ ბევრი ფული უნდა იქნას გაცემული დახმარების სახით, მაგრამ არ ვიცით საიდან. ეს არის თქვენი პათოსი. რა ლოგიკაზეა საუბარი, როდესაც მთელი კვირაა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალზე მარჩიელობდით. მე არ ვიცი, არ მესმის ამ ხალხს, ოპოზიციის ამ ნაწილს რა ადეკვატურობაზე უნდა ველაპარაკოთ. ესაა სრულიად უსაგნო კრიტიკა და ეს ხდება სურათის გაბუნდოვანებისთვის და სოლიდური დისკუსიის შესაძლებლობის მოსპობისთვის, თორემ მაშინ ამგვარად არ უნდა წარემართა ოპოზიციას აქ დისკუსია და ასე არ უნდა ელაპარაკა, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითზე, როგორიც არის ეკონომიკა. რადგან ისეთი ქვეყნებისთვის, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას განაპირობებს ისეთივე ეკონომიკური საქმიანობა, როგორიც ეს საქართველოს შემთხვევაშია, რა თქმა უნდა, კოვიდ-19-მა მოახდინა თავისი გავლენა და არ თუ ჩვენი ეკონომიკის მსგავს ქვეყნებზე, შტატებშიც კი უმუშევრობამ 1930 წლის შემდეგ მიაღწია ყველაზე მაღალ 14 პროცენტიან ნიშნულს, ხოლო საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, რომ ამ პანდემიას იქ ექნება ისეთივე გავლენა, როგორც ქონდა „დიდი დეპრესიის" დროს. და რას აკრიტიკებს ოპოზიცია არ მესმის ჩვენი გადაწყვეტილებების შემთხვევაში. იმდენად უსაგნო იყო კრიტიკა, რომ ვერ გავიგე რა იყო ის, რასაც გვთავაზობენ",_ განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, სოციალური პოლიტიკის და ანტიკრიზისული პოლიტიკის არსებული მასშტაბი, მისასალმებელია და ამასთან ერთად, უნდა მოხდეს მისი ზრდა, რაზეც მთავრობას ექნება სამუშაო. ზაზა გაბუნიას შეფასებით, მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაო არის ეფექტური, სწრაფი, დროული და შესაძლებლობების მაქსიმუმი. „პროაქტიური და ეფექტური, პროგნოზირებადი, სწრაფი და დროული, შესაძლებლობების მაქსიმუმი. ეს ის სიტყვებია, რომელიც არის ასოციაციური შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით და ვისაც სურს ეს სამუშაო დაინახოს, ის დაინახავს კიდეც, რადგან შესრულებული სამუშაო არის ჩვენს წინაშე",_ განაცხადა ზაზა ... ...
  • შსს-მ ბათუმში მომხდარი ხულიგნობის ფაქტის ამსახველი კადრები გაასაჯაროვამაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც, მიმდინარე წლის 7 მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში. დღეს, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას. პოლიციის მიერ, ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?