რატომ დამალა შემოსავლები გურიის გუბერნატორმა და სად ჰქონდა 200 000 ლარი: "რა ვქნა ახლა"

ფინანსები

რატომ დამალა შემოსავლები გურიის გუბერნატორმა და სად ჰქონდა 200 000 ლარი: "რა ვქნა ახლა"

2019 იან 13 12:48:19

გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია გასული წლის 17 ოქტომბერს, თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ თვეში შეავსო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფოთში დაბადებული გურიის მხარის პირველი პირი მეუღლესთან, თამარ ჭელიძესთან და შვილებთან გაბრიელ და ნუცა ნასარაიებთან ერთად ცხოვრობს.

დეკლარაციის თანახმად, გურიის გუბერნატორის საკუთრებაშია  2006 წელს, 15000 ლარად შეძენილი 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დუშეთში, სოფელ მლაშეში. მისი მეუღლის საკუთრებაშია 2012 წელს 17 000 ლარად შეძენილი 50 კვ.მ. ბინა თბილისში, წულუკიძის შესახვევში, #1 კორპუსში;

თამარ ჭელიძეს 2016 წელს მემკვიდრეობით მიღებული აქვს 182,28 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლი და 640 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მცხეთაში, კოსტავას #8-ში. ამ ქონების თანამესაკუთრედ დეკლარაციაში თეიმურაზ მაღრაძეა მითითებული.

დეკლარაციით ასევე ირკვევა, რომ გურიის გუბერნატორის მეუღლემ, 2008 წელს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „დიდუბე 1“-ის კრების ოქმით თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, #59-ში 57.03. კვ.მ. ფართის სხვენი  მიიღო.

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ამ სხვენის მახლობლად, აკაკი წერეთლის გამზირზე #57/6-ში ზურაბ ნასარაიამ 2018 წელს შეიძინა 198.64 კვ.მ. ფართის ბინა და მასში 200 000 ლარი გადაიხადა.

დეკლარაციით შეუძლებელია იმის გარკვევა სად ჰქონდა ზურაბ ნასარაიას გასულ წელს 200 000 ლარი. გურიის გუბერნატორის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არ არის მითითებული, სად მუშაობდა ის 2017 წელს და რა შემოსავალი მიიღო.

ასევე, არსად არ წერია მისი მეუღლის სამსახური. გრაფა, სადაც სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი უნდა ეწეროს, 2017 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლის გრაფის მსგავსად ცარიელია. დეკლარაციის იმ გრაფაში, სადაც,500 ლარზე მეტის ღირებულების საჩუქარი უნდა ეწეროს არაფერი წერია.

დოკუმენტით ირკვევა, რომ ზურაბ ნასარაიას „საქართველოს ბანკში“ მხოლოდ 2000 ლარიანი კრედიტი აქვს; სხვა ანგარიშებზე კი თანხები. უფრო დეტალურად _ ნასარაიას, საქართველოს ბანკის ანაბაზე 541.52 ლარი და 14500 ევრო აქვს; დეკლარაციის შევსების დროს მის სახელფასო ანგარიშზე 5005.93 ლარი იყო; მიმდინარეზე კი 2.19 ლარი.

მისი მეუღლის მიმდინარე ანგარიშზე „ლიბერთი ბანკში“ დეკლარაციის შევსების დროს 108.07 ლარი იყო; „თი ბი სი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 1221.85 დოლარი, 1,05 ევრო და კიდევ ერთ მიმდინარე ანგარიშზე ამავე ბანკში 65.79 ლარი.

ამავე პერიოდში თამარ ჭელიძეს „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 717.15 ლარი ჰქონდა. ამავე ბანკის სახელფასო  ანგარიშზე კი 2789.85 ლარი.

არარსებული შემოსავალი, ანაბრებიდან გაუტანელი თანხები _ ამ ყველაფრის ფონზე ნასარაიას მიერ 200 000 ლარად ბინის შეძენა, ბუნებრივი ეჭვებს ბადებს.

დეტალებში გარკვევა გურიის გუბერნატორთან ვეცადეთ, რომლის თქმით, 200 000 ლარი, რომლითაც გასულ წელს ბინა შეიძინა მისი დანაზოგი იყო.

_ ბატონო ზურაბ, თქვენს დეკლარაციაში არსად არ არის მითითებული აღნიშნული თანხის წარმომავლობა; ასევე არ წერია რა შემოსავალი მიიღეთ 2017 წელს თქვენ ან თქვენმა მეუღლემ. დოკუმენტში მითითებულია, რომ მხოლოდ 2000 ლარიანი სესხი გაქვთ და არ მონაწილეობთ სამეწარმეო საქმიანობაში და არ მიგიღია ფული... ამ დროს გვეუბნებით, რომ 200 000 ლარის დანაზოგი გქონდათ, რაც დეკლარაციაში არ გაქვთ მითითებული...

_ თუ რაიმე არასწორად არის მეტყვიან, რომ არასწორია.

_ თქვენი მეუღლე არ მუშაობს?

_ კი, მუშაობს.

_ და რატომ არ მიუთითეთ დეკლარაციაში მისი მიერ 2017 წელს მიღებული შემოსავალი?

_ არ ითვალისწინებდა დეკლარაცია და ალბათ, იმიტომ. რაც აუცილებელი იყო ის ჩავწერეთ.

_ ბატონო ზურაბ, თქვენ საჯარო მოხელე ხართ და უნდა იცოდეთ, რომ დეკლარაციაში ამის მითითება აუცილებლია. სპეციალური გრაფაა მეცხრე გვერდზე.

_ ეს გავიგე, მაგრამ თუ პრეტენზია არ აქვს იმ სამსახურს, რომელიც დეკლარაციას იღებს, ე.ი. სწორად მაქვს შევსებული.

_ თქვენ 2017 წელს სად მუშაობდით?

_  რკინიგზაში.

_ და ეს რატომ არ მიათითეთ დეკლარაციაში, რატომ დამალეთ თქვენი შემოსავალი როცა ამის გასაჯაროებას კანონი ითვალისწინებს?

_ კანონით რაცაა გათვალისწინებული ყველაფერი მითითებულია.

_ არ გაქვთ და იმიტომ ვცდილობთ თქვენთან დეტალების დაზუსტებას.

_ რა ვქნა ახლა. პრეტენზია არ აქვთ იმ სამსახურს, რომელმაც უნდა შეამოწმოს, _ გვითხრა გუბერნატორმა.




 ახალი ამბები
  • მანანა ქოჩლაძე: “ჰიდროენერგეტიკული ობიექტები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ“ „ძირითადი პრობლემა, რაც ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს, ეს არის მშენებლობის სწორად დაგეგმვის არარსებობა. დღეს საქართველოს თითქმის ყველა მდინარეზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ისეა დაგეგმილი, რომ მათი სიმძლავრეები ხელოვნურად არის განსაზღვრული. ქვეყანაში არსებული ჰიდროენერგეტიკული ობიექტები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ“,_ აღნიშნავს “გურია ნიუსთან“ “მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე. რაც შეეხება ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ქოჩლაძე აცხადებს,  რომ პირველ ეტაპზე მდინარის წლის დინება კარგად უნდა იქნას შესწავლილი, რის შემდეგ შესაძლებელია, სწორად გავთვალოთ გარკვეულ ადგილზე რამდენი მეგავატიანი ჰესის მშენებლობა არის შესაძლებელი. „საქართველოში ჰესის მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს დასაშვები, თუ ის მდინარის ეკოსისტემას არ დააზიანებს. ჯერ მდინარის წლის დინება კარგად უნდა იქნას შესწავლილი, რის შემდეგ შესაძლებელია, სწორად გავთვალოთ, გარკვეულ ადგილზე რამდენი მეგავატიანი სადგურის მშენებლობა არის შესაძლებელი. საქართველოში პირიქით ხდება, ჯერ ინვესტორი კონკრეტული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს აფორმებს, რის შემდეგ გარემოზე ზემოქმედების შეფასებების შესწავლა მიმდინარეობს, რაც დიდი პრობლემაა“. მისივე განცხადებით, აუცილებელია საქართველოში შეიქმნას ენერგეტიკის განვითარების გეგმა, რომელშიც აისახება ენერგეტიკის მხრივ  ქვეყანაში რა მოთხოვნილებები არსებობს. “აუცილებელია მოხდეს ენერგეტიკის განვითარების გეგმის შედგენა, რომელშიც მთლიანად აისახება საქართველოში ენერგეტიკის მხრივ რა მოთხოვნილებები არსებობს. ქვეყანაში ენერგეტიკის მოხმარება იზრდება, მაგრამ რის ხარჯზე?! ეს მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ?! სამინისტროს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია არსებობს. ეს სტრატეგია 2016 წლის სექტემბერშია გამოქვეყნებული, რომელშიც ამ დრომდე ერთი სიტყვაც არ შეცვლილა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული დამტკიცებული არ არის“, _ ამბობს ქოჩლაძე. “მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული სტანდარტის მიხედვით, ჰესის მშენებლობის შემდეგ, მდინარეში 10% წყლის დარჩენა საკმარისია იმისთვის, რომ მდინარემ იფუნქციონიროს, რაც კრიტიკას ვერ უძლებს. „შესაბამისი სტრუქტურები გარკვეული ჰესის გარემოზე ზემოქმედების გეგმას შედგენის პროცესში მარტივად ამბობენ, რომ  მდინარეში 10% წყლის დარჩენა საკმარისია იმისთვის, რომ მდინარემ იფუნქციონიროს, რაც კრიტიკას ვერ უძლებს. უფრო მეტიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სტანდარტის მიხედვით, თუ მდინარეში 30% ზე ნაკლებ წყალი დარჩება, ეს აპრიორი მათთვის არაობიექტური სტანდარტია. შესაბამისად, ამ მხრივ საქართველოში დიდი პრობლემა არსებობს“,_ აცხადებს ქოჩლაძე. ... ...
  • ფიზიკური დაპირისპირება "ნაციონალების" წარმომადგენელსა და „ოცნების“ წევრს შორისმარნეულში დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა  "ქართული ოცნების" წევრს სცემა. ინციდენტი გუშინ მოხდა. გიორგი თაბუკაშვილი, რომელიც მმართველი გუნდიდან მარნეულის   22-ე  საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია, მომხდარს მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს. ამბობს, რომ გუშინ ოლქიდან გამოვიდა რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობიდან” დროებითი კომისიის წევრი ლაშა ქველაძე მიუახლოვდა და ცალკე საუბარი მოსთხოვა, ამის შემდეგ მას ქველაძე ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმის  კონკრეტული მიზეზი თაბუკაშვილის განცხადებით, ინციდენტის დროს არ თქმულა. გამოძიება უკვე დაიწყო ძალადობის მუხლით. მომხდარის გამო არავინ ... ...
  • „გუდვილის“ სააღდგომო ძღვენი საქართველოს პატიმრებს (R)საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის „გუდვილი“ სააღდგომო პასკასა და წითელ კვერცხს თხუთმეტივე პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე კვირის შაბათიდან შეიტანს. სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ამ გადაწყვეტილებას და პატიმრების სახელით მადლობას უხდის კომპანიას მსგავსი ძღვენისათვის, მით უმეტეს, რომ წარსულში სააღდგომოდ მუდამ არსებობდა პასკისა და წითელი კვერცხის ყველა პატიმრისათვის მიწოდების პრობლემა. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 9 907 თავისუფლებააღკვეთილი პირია, რომელთაგან 7 928 მსჯავრდებულია. ... ...
  • რა წერია ანონიმურ წერილში, რომელიც"ოცნების" დეპუტატს გაუგზავნეს _ "პოლიტიკური წამზომი ჩართულია"მასში წერია, რომ იგი არის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს ვალდებულებები მოსახლეობის წინაშე და ის ამ პრობლემების მოგვარებით უნდა იყოს დაკავებული და არა პირადი კეთილდღეობის ... ...
  • სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს _ "ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს"სურსათის ეროვნული სააგენტო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას ხორცის შეძენის დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "სააღდგომო დღეებში იმატებს კვერცხის და ხორცპროდუქტების მოხმარება. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის და კვერცხის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი. სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის, ხორცპროდუქტებისა და კვერცხის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები პროდუქტების შენახვის პირობები. ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი. გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: · ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი; · თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; · თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; · სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც. ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება. რიგ შემთხვევებში, სააღდგომოდ სარეალიზაციოდ გამოტანილი კვერცხი დიდი ხნის ნაგროვებია, მაშინ როცა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი დადებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო თუ კვერცხის შენახვა ხდება 0°C‑დან 10°C‑მდე, შესაძლოა მომხმარებლისთვის კვერცხის მიწოდება მოხდეს მისი დადებიდან 1 თვის განმავლობაში და არაუმეტეს ამ პერიოდისა. კვერცხის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდგომ გარემოებებს: · კვერცხი შეიძინოს ისეთ ადგილებში სადაც ჰიგიენური და შენახვის ნორმები დაცულია; · მოხარშული კვერცხი უნდა ინახებოდეს მაცივარში 24 საათი, +2-6 გრადუსამდე ტემპერატურულ რეჟიმზე. · მაცივარში ან სხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭელში მოთავსებამდე კვერცხი უნდა გაირეცხოს - სასურველია დაცული ხელებით; · იმისთვის, რომ კვერცხი მოხმარებისთვის უსაფრთხო იყოს, იგი გულდასმით უნდა მოიხარშოს ან შეიწვას; სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები. გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას გთხოვთ, დარეკოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: ... ...

არქივი

ზაფრანი

სიზარმაცით გამოწვეული სიკვდილი

ცოტა ხნის წინ იტალიურ მასმედიაში...

როდის არის სტრესი ადვილი გადასატანი

ყოველდღიურად ადამიანი უამრავ ძლიერ და...

ვირტუალური სიყვარული

თითქმის ყველა, ვისაც კი შეუძლია,...

ნაშუადღევს ძილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოფილა

ბევრი ადამიანი, ძალიან ხშირად, ნაშუადღევს...

იყავი ყოველთვის ქალი

ჩვენ ისე ხშირად ვცვლით სიტყვა...

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...