საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

ფინანსები

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

18 სექ. 2020, 11:48:00

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა.

აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მეექვსე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს.

“მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი თავის ერთგულ პარტნიორ Citi-სთან ერთად ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს. ეს ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ვაჭრობის დაფინანსების კუთხით ჩვენი პოზიცია კიდევ უფრო განვიმტკიცოთ და ჩვენს მომხმარებლებს მათზე მორგებული ფინანსური რესურსი შევთავაზოთ. მსგავსი დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში, როგორც კორპორატიული, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ექსპორტ-იმპორტის ტრანზაქციებში. ჩვენი მიზანია, მათთვის საიმედო ფინანსურ პარტნიორად დავრჩეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს კიდევ ერთი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებ, რომ კიდევ მრავალი წარმატებული შეთანხმება შედგება მომავალში ჩვენ შორის.”- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენს პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან გრძელვადიანი ურთიერთობით. უკვე მეექვსე წელია ვაჭრობის დაფინანსების უზრუნველყოფის კუთხით ვაღწევთ შეთანხმებას ქვეყნის ერთ–ერთ წამყვან საფინანსო ინსტიტუტთან. ეს ტრანზაქცია არის ძალიან კარგი მაგალითი ჩვენი საერთო და მუდმივი მცდელობისა, ხელი შევუწყოთ საქართველოს საბანკო სექტორის ზრდას, უფრო ფართო მნიშვნელობით კი წავახალისოთ ძირითადი განვითარებადი ბაზრები“,- განაცხადა ჩაფიქ ჰადადმა, Citi-ს ფინანსური ინსტიტუტებისა და საკორესპონდენციო ბანკინგის, სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების ხელმძღვანელმა EMEA-ს ქვეყნებში. (R)




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურის 39-ე სპეცუბანზე ხმები უკვე დათვლილიაჩოხატაურის 39-ე სპეცუბანზე, სადაც 28 ამომრჩეველია, 21-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს ვასილ ... ...
  • "ათის ხუთ წუთზე პირადად ვურეკავ ირაკლი კობახიძეს" _ ნიკა მელიაგაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გამარჯვება მის მხარესაა. „მოვიპოვე ირაკლი კობახიძის ნომერი და ვაპირებ ათის ხუთ წუთზე პირადად დავურეკო, იმედია მიპასუხებს. ეს გამარჯვება მარტო მე არ მეკუთვნის, ის ეკუთვნის ყველა გლდანელს, ყველა მუხიანელს. მარტვი არ იყო ამ გამარჯვების მოპოვება და მე ყველაზე ამაყი ვარ ... ...
  • სააკაშვილის საზუნავი იქნება შეინარჩუნოს სამსახური - კალაძექართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, რომ სამსახურზე იზრუნოს, რადგან უკრაინიდან გამოგდებას უპირებენ. "მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში. მე როგორც მაქვს ინფორმაცია მას გამოგდებას უპირებენ და მისი მთავარი საზრუნავი იქნება, როგორმე შეინარჩუნოს სამსახური უკრაინაში", — განაცხადა ... ...
  • "ოპოზიციამ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ცენტრი მოიგო" _ სააკაშვილიმას შემდეგ, რაც მთავარი არხის ეთერში ეგზიტპოლის შედეგები დაიდო, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ მას არანაირი თანამდებობა არ აინტერესებს. მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ სპექტრს გამარჯვება მიულოცა და ერთიანობისკენ მოუწოდა. „დღეს ისტორიული დღეა, ოპოზიციამ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ცენტრი მოიგო, რაც მნიშვნელოვანი ტრიუმფია. ვაცხადებ, რომ არ მივისწრაფვი არც ერთი თანამდებობისკენ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსესური პიროვნებები და ეროვნული ერთიანობის მთავრობა ჩამოვაყალიბოთ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ“, _ თქვა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მას საქართველოში არანაირი თანამდებობა არ ... ...
  • ნასაკირალის 60/59 საარჩევნო უბანში ხმის დათვლა იწყებანასაკირალის 60/59 საარჩევნო უბანში ხმის დათვლა იწყება. მანამდე კი უბნის კომისიის წევრმა დამატებითი ნათურა ჩამოკიდა იმ ადგილას, სადაც ბიულეტენების დათვლა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...