საქართველოს ბანკს Global Finance- ის Best Sub-Custodian Bank Award 2019 –ის ჯილდო გადაეცა (R)

ფინანსები

საქართველოს ბანკს Global Finance- ის Best Sub-Custodian Bank Award 2019 –ის ჯილდო გადაეცა (R)

7 ოქტ. 2019, 12:45:32

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდო მიიღო. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოს საუკეთესო კასტოდიან ბანკად კიდევ ერთხელ დაასახელა. ბანკს ჯილდო 2019 წლის სექტემბერში ლონდონში გამართულ დაჯილდოებაზე  გადაეცა.

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ჯილდოს გამოსავლენად შვიდ გლობალურ რეგიონსა და 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები შეისწავლა. Global Finance-ის სარედაქციო კოლეგია საბაზრო კვლევებსა და საექსპერტო წყაროებს გაეცნო, შეისწავლა ბანკებისა და თავად მომხმარებლის მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით საერთაშორისო გამოცემამ ის ფინანსური ინსტიტუტები გამოავლინა, რომლებიც ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში საუკეთესო მომსახურებას უზრუნველყოფენ.

„ეს ჯილდოები გადაეცემათ იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე გამოცდილება აქვთ და ტექნოლოგიური შესაძლებლობები გააჩნიათ, რათა გლობალურ ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების მომსახურება უზრუნველყონ. ამ ჯილდოს გამარჯვებულები მომსახურების უსაფრთხოებას, გამჭვირვალობას, ეფექტურობასა და ხარისხს უზრუნველყოფენ“,- განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.

შეგახსენებთ, რომ კასტოდიანი არის ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი არის წამყვანი კასტოდიანი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებასა და შენახვას სთავაზობს. (R)




 ახალი ამბები
  • 30-31 მაისს, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება R)საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს, პირველად, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება,- ამის შესახებ „"გურია ნიუსს" „თიბისიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა პანდემიამ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საშემოდგომოდ გადადება განაპირობა. თუმცა, ფესტივალის ტრადიციულ თარიღებში ქართველი თუ უცხოელი მწერლები, გამომცემლები და მკითხველები ამჯერად ონლაინ სივრცეში შეიკრიბებიან. „თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი ოფიციალურად 30 მაისს, 11:00-ზე გაიხსნება და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 30 და 31 მაისს 11-დან 20 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე (Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი - https://cutt.ly/yynpPSx ) პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა. ვირტუალური ფესტივალი ინარჩუნებს ტრადიციული ფესტივალის შინაარსს და ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამა და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა. წიგნის ვირტუალურ ფესტივალზე შენარჩუნდება ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამის ტრადიციული კონცეფციაც, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: ახალი წიგნების პრეზენტაციები და შეხვედრები ქართველ მწერლებთან; საბავშვო პროგრამა; პროგრამა ფესტივალის ფოკუს-ქვეყნისა და სხვა უცხოელი მწერლების ჩართულობით; საგამომცემლო- პროფესიული პროგრამა და პროექტი „მსახიობები ლიტერატურისთვის“. წიგნის ვირტუალური ფესტივალის მხარდამჭერია „თიბისი“, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა. 2020 წლის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა თურქეთია, შესაბამისად, წიგნის ვირტუალურ ფესტივალზეც ამ სტატუსით თურქეთი ისარგებლებს და ქართველ მკითხველს თურქი გამომცემლებისა თუ მწერლების მონაწილეობით, რამდენიმე ღონისძიების ფარგლებში წარუდგენს იმ პროგრამას, რომლის მასშტაბურად განხორციელებასაც ისინი შემოდგომაზე თბილისში გეგმავენ. 31 მაისს, ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალის საგამომცემლო-პროფესიული პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო საგამომცემლო პროგრამის (International Publishing Fellowship) ონლაინ სესია ბრიტანელი, ქართველი, თურქი და უკრაინელი გამომცემლების მონაწილეობით. აღნიშნული პროექტის მიზანია დააკავშიროს ბრიტანეთისა და მზარდი საგამომცემლო სექტორის მქონე ქვეყნების პროფესიონალი გამომცემლები. ფესტივალის უკვე ტრადიციული პროექტის - „მსახიობები ლიტერატურისთვის“ ფარგლებში, კინოსა და თეატრის მსახიობები წიგნის მოყვარულებს წიგნებს ონლაინ წარუდგენენ. თბილისის წიგნის ვირტუალურ ფესტივალში 30-მდე გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მონაწილე სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა ასოციაციის ვებ-გვერდზე, საგანგებოდ ბაზრობისთვის შექმნილ ონლაინ სივრცეში იქნება შესაძლებელი - http://www.gpba.ge თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციული ფორმატით, 2020 წლის 24-27 სექტემბერს ჩატარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ... ...
  • ჩოხოსანთა სადროშოს წევრებმა სამტრედიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს 26 მაისის დილით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრები ქალაქში შეიკრიბნენ, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ლიტურგიას დაესწრნენ, რომელიც დეკანოზმა ანტონმა ჩაატარა. აღნიშნული იქნა დამოუკიდებლობის დღე და მოხსენიებული- საქართველოს კეთილდღეობისთვის შეწირული მამულიშვილები. მოგვიანებით, ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრებმა დიდების მემორიალთან გადაინაცვლეს, სადაც სანთლები დაანთეს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის დაღუპული რაინდების სახელზე. ,,დღევანდელი დღე გამორჩეული ღირსებისა და პატივის მატარებელია თითოეული ქართველისთვის, რადგან სწორედ ამ დღეს მიოპოვა ერმა სანუკვარი დამოუკიდებლობა.  ეს დღე სიამაყის განცდასთან ერთად უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს“, _ სააგენტოსთან საუბარში თავისი ემოცია გამოხატა საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრმა, ქეთევან ჭელიძემ. ,,ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ სამშობლოს მომავალი კეთილდღეობისთვის დაღუპულ გმირებს და განსაკუთრებულად აღვნიშნეთ მათი დიდი ღვაწლი, რის საფუძველზეც ჩვენ დღეს დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ",_ ,,გურია ნიუსთან" საუბარში 26 მაისის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრმა, კობა ... ...
  • დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეადიდი ქართველი მამულიშვილისა და   საქართველოს ეროვნული გმირის  მერაბ კოსტავას დაბადების დღეც არის, რომელსაც დღეს 81 წელი შეუსრულდებოდა.  მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას თაოსნობით დაიწყო 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც მთელი ქართველი ერი შეუერთდა, რაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა. მერაბ კოსტავამ დიდი  წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ... ...
  • ვისი სახელის მინიჭებას ითხოვენ „ნაციონალები“ ლანჩხუთის პირველი სკოლისთვის„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის საკრებულოში მოქმედი ფრაქცია იიციატივით გამოდის, რომ ქალაქის №1 საჯარო სკოლას მიენიჭოს ნოე ჟორდანიას სახელი. „საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დავაყენებთ, რომ ის იწოდებოდეს როგორც ლანჩხუთის №1 ნოე ჟორდანიას სახელობის საჯარო სკოლა, ვინაიდან ნოე ჟორდანიამ საწავლა სწორედ ამ სკოლიდან დაიწყო“, _ ამბობს ოპოზიციური ფრაქციის წევრი კახა ასკურავა და იმედოვნებს, რომ  საკრებულო ერთიანი იქნება ამ ინიციატივის განხორციელებაში. ... ...
  • ჩოხატაურში დამოუკიდებლობის დღე მოკრძალებულად აღინიშნამსოფლიოში არსებულ კოვიდ 19-თან დაკავშირებული პანდემიიდან გამომდინარე ჩოხატაურში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოკრძალებულად აღინიშნა. მცირე ღონისძიებას, რომელიც ხელოვნების სასახლის წინ გაიმართა, გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ანსამბლმა "ამაღლებამ" საქართველოს ჰიმნი შეასრულა, რის შემდეგაც საზოგადოებას ერისთვის მნიშვნელოვანი დღე გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ და ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ მიულოცეს. _ "უპირველესად, სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რითაც მნიშვნელობანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 26 მაისი არის ქართველი ხალხის ერთიანობის დღე. ეს დღე ჩვენია და დღეს, პანდემიიდან გამომდინარე, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე. კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს, _ თქვა ზურაბ ნასარაიამ. _ მიუხედავად იმისა, რომ დღეს 26 მაისი შედარებით მოკრძალებულად აღინიშნა ჩოხატაურში, ეს დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, ჩვენმა ქვეყანამ ბევრს გაუძლო, ბევრი გადაიტანა, მაგრამ ქართველი ხალხის გენში კოდირებული თვითგადარჩენის ინსტიქტი მუდამ იღვიძებდა, ყველაფერს უძლებდა. ასეა ახლაც, მსოფლიო პანდემიის დროსჩვენმა სახელმწიფომ აჩვენა ორგანიზებულობის განსაკუთრებული ნიმუში. ეს ძალიან საამაყოა და ყველას, ვინც ამაყობს დღევანდელი დღით, ვულოცავ დღეს. "ღმერთო, მამული გვიცოცხლე", _ თქვა ირაკლი კუჭავამ. შეგახსენებთ, რომ 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?