საპენსიო სააგენტოს დირექტორის ანგარიში პარლამენტს

ფინანსები

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ანგარიში პარლამენტს

10 ოქტ. 2019, 16:31:27

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე წარადგინა. ლევან სურგულაძემ კომიტეტის წევრებს დეტალურად გააცნო სააგენტოს დაფუძნების დღიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ჩატარებული სამუშაოები.

პარლამენტის მიერ წარდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ იქნა საპენსიო სააგენტოს დებულება, 5 წლის ვადით კი კონკურსის წესით შეირჩა საპენსიო სააგენტოს დირექტორი. კომიტეტის სხდომაზე ლევან სურგულაძემ დეპუტატებს თანმიმდევრულად გააცნო სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები: ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება, საშტატო განრიგი, სააგენტოს ოფიციალური ატრიბუტიკის შექმნა. სააგენტოს მიერ შემუშავებული საპენსიო შენატანების მიღებისა და ადმინისტრირების მოდელი, მეთოდოლოგია, პროცედურები და ტექნიკური გადაწყვეტის პროექტი.

ლევან სურგულაძის განცხადებით, საპენსიო სააგენტომ ასევე შეიმუშავა ინსტრუქცია დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულების, ასევე დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; მონაწილეთა ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების გახსნის, მართვისა და ოპერირების წესები და პირობები და სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე ზედმეტად გადახდილი თანხების უკან დაბრუნების წესი.  საპენსიო სააგენტოში შეიქმნა ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა.

31 დეკემბერს საპენსიო სააგენტო მზად იყო 1 იანვრიდან ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის იმპლემენტაციისთვის. საპენსიო სააგენტომ საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ 10 კომერციულ ბანკში გახსნა ნომინალური მფლობელობის ანგარიშები და გააფორმა  შესაბამისი, საბანკო მომსახურების ხელშეკრულებები. აიწყო ელექტრონული კავშირი სამოქალაქო რეესტრსა და სახელმწიფო ხაზინასთან.  მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საპენსიო სააგენტოს მენეჯმენტმა ჩაატარა შეხვედრები არასამთავრობო, სამთავრობო, მედიის, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ადგილობრივი აზრის ლიდერებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამოქმედდა საპენსიო სააგენტოს ოფიციალური და ფეისბუქ-გვერდები. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა ინფორმაციულ ანიმაციური რგოლი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საპენსიო საააგენტო აქტიურად თანამშრომლობდა დონორ ორგანიზაციებტან მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებთან.

ლევან სურგულაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის, ერნსტ&იანგის საქართველოს მიერ საპენსიო სააგენტოს შესახებ მომზადებული დასკვნა არის შემდეგი: ,,წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად ასახავს „სააგენტოს“ ფინანსურ მდგომარეობას 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აგრეთვე მისი საქმიანობის ფინანსურ შედეგებსა და ფულადი სახრსების მოძრაობას ამავე თარიღით დასრულებული პერიოდისთვის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების („ფასს“) შესაბამისად.“ (R)




 ახალი ამბები
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...
  • ავარია ქვაბღასთან _ როგორია დაშავებულების მდგომარეობაბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, ქვაბღასთან, ავტომობილი, რომლითაც 6 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს, რომელთაგან 1-მა კლინიკა ამ დროისთვის უკვე დატოვა, 1 დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ ირემაძის ინფორმაციით, დაშავებულები ჩოხატაურელები არიან. „ავტოკატასტროფა მოხდა ღამით. მოხდა სწრაფი რეაგირება. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამაშველო სამსახური. სასწრაფომ დაშავებულები გადაიყვანა საავადმყოფოებში. ცალკე წაიღეს ავტომობილი.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩოხატაურელები დაშავდნენ“,_ ამბობს ირემაძე. ჩვენს კითხვაზე, ხშირია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე, ნოდარ ირემაძე გვპასუხობს, რომ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე კარგია და არც ავარიები ხდება ხშირად. „წელს ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე. გზა ძალიან კარგია. მთავარია, მძღოლი იყოს ყურადღებით. რას უკავშირდება მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, არ ვიცი“,_ გვპასუხობს ირემაძე. 6 დაშავებულიდან 2 _ მამაკაცი და ქალი "ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე: „ჩვენთან შემოიყვანეს 2 დაშავებული პიროვნება 1 მამაკაცი და 1 ქალი. მამაკაცს ჰქონდა ყბის ძვლის მოტეხილობა და გადაგზავნილი იქნა ქუთაისში ქირურგიული ჩარევისთვის. ქალს ტვინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება“,_ გვითხრა კოროშინაძემ. 4 დაშავებული, მათ შორის 8 თვის ბავშვი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" შეიყვანეს. „მედალფას“ დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 1 პაციენტი უკვე გაწერეს და 2 დღეში დანარჩენებიც დატოვებენ კლინიკას. „4 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, 1 _ უკვე გავწერეთ და 3 _ რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან დაკვირების ქვეშ არის 8 თვის ბავშვიც. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და 2 დღეში მასაც გავწერთ“, _ ამბობს ... ...
  • ნაპირზე ტანსაცმელი იპოვეს- რიონში დასაბანად შესულ 72 წლის კაცს ეძებენსამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ტანსაცმელი იპოვეს. მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე, დასაბანად. დღეს დილიდან უკვე მიმდინარეობს მდ. რიონზე საძიებო ღონისძიებები. ადგილზეა სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ... ...
  • შაქარაშვილის საქმე- დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ უკვე არსებულ კლასიფიკაციას  დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მცხეთაში, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წავიდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. მაშველებმა მის ცხედარს რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში მიაგნეს. "ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • რა სახელდება ექსპერტიზის დასკვნით შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზად"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების შესახებ და, აქედან გამომდინარე, მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილების თაობაზე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურის მიერ მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რის შესახებაც წინასწარ აუცილებლად გაიმართება კონსულტაცია გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან. საქმის სირთულის და სენსიტიურობის გათვალისწინებით, პროკურატურა სთხოვს ყველას თავი შეიკავონ გადაუმოუწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცეს შესაძლებლობა სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად და შესაბამისად, პროკურატურას სამართლებრივი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სრული სიმკაცრით აგონ პასუხი კანონის წინაშე. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე ფოტოვიზუალური ნაწილის გარეშე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელიც შაქარაშვილის გარდაცვალებასთან ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების გასაჯაროების შესახებ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...