შშმ პირთა პროგრამას მოყოლილი გაუგებრობა

ფინანსები

შშმ პირთა პროგრამას მოყოლილი გაუგებრობა

2018 ივლ 19 14:30:15

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ პროგრამას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო კურსს ითვალისწინებს ურეკში, შშმ ბავშვის მშობელი, ვეკო წულაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და ინტერესდება, რატომ ვერ მოხვდა მისი მცირეწლოვანი შვილი აღნიშნულ პროგრამაში.

"როგორც გავიგე, ლანჩხუთის მერიას ბიუჯეტში ჩაუდია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკურორტო მომსახურება! ინფორმაცია შემთხვევით უნდა გავიგოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებმა?! სად და როგორ უზრუნველყავით, რომ ლანჩხუთის ტერიტორიაზე მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებს შეგვძლებოდა ინფორმაციის გაგება?! მაინტერესებს, რატომ არ მოხვდა ჩემი შვილი ამ პროგრამაში?! მაინტერესებს რომელი ნოზოლოგიის მქონე პირებია ამ პროგრამის მოსარგებლე? უზრუნველყავით მსგავსი ინფორმაციის საჯაროობა!" _ მიმართავს ლანჩხუთის მერიასა და ორგანიზაცია "პროგრესის ვექტორს" ვეკო წულაძე.

შშმ პირის მშობლის მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს იქვე ეხმაურება ზემოთ ნახსენები ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარი ნუცუბიძე. იგი წერს, რომ აღნიშნულის შესახებ ლანჩხუთის მერიამ ინფორმაცია ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნა:

"ჩემო კარგო, ეს იმით აიხსნება, რომ სათანადოდ არ თანამშრომლობ ორგანიზაცია "პროგრესის ვექტორთან". რაც შეეხება საჯაროობას, რა თქმა უნდა, იყო ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში დაწერილი მერიის ინიციატივით. მიხვედი, იკითხე და დაგიმალა სოციალურმა სამსახურმა? ან მე მკითხე? ჩემი მხრიდან საჯაროობას რაც შეეხება, ბოდიში. საქმეებით ვიყავი დაკავებული და რომ შენ შენივე საკეთილდღეოდ ვერ მოიცალე ინფორმაციის მოსაპოვებლად, მე ამისთვის ნამდვილად ვერ მოგიხდი ბოდიშს", _ წერს მარი ნუცუბიძე წულაძის საპასუხოდ.

ვეკო წულაძის აზრით, სოციალური სამსახური ვალდებულია პროგრამის შექმნისას სამიზნე ბენეფიციარებს მიაწოდოს ინფორმაცია. ასევე, მიაჩნია, რომ მარი ნუცუბიძეც, როგორც "პროგრესის ვექტორის" ხელმძღვანელი და აღნიშნული პროგრამის ინიციატორი, ვალდებული იყო, ორგანიზაციის გვერდზე დაედო საჯაროდ აღნიშნული ინფორმაცია:

"მუნიციპალიტეტი ვალდებულია მერიის გვერდზე განათავსოს ინფორმაცია და მხოლოდ ადგილობრივ გაზეთში რომ დაიბეჭდა, ეს საჯაროობას არ ნიშნავს. მე შეიძლება მივსულიყავი და მეკითხა, თუმცა, სხვა მშობლებმა და პირებმა რა ქნან და საიდან გაიგონ ინფორმაცია?

ელექტროფორეზი და ურეკის ქვიშა ვისთვის არის საჭირო, ეს როგორ დაადგინეთ? გაქვთ ფორმა #100? ან ვისაც არ უწერია, რომ სჭირდება ელექტროფორეზი, დასკვნა საიდან გაქვთ, რომ მათ ავნებთ ურეკის მაგნიტური ქვიშა? ეს არის კითხვები, რომლებიც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება", _ ამბობს ვეკო წულაძე.

"გურია ნიუსი" იმის გასარკვევად, თუ რა პრინციპით შეირჩნენ ბავშვები, რომელთაც წელს ამ პროგრამით სარგებლობისა და ურეკში 10-დღიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლის შესაძლებლობა მიეცათ, მარი ნუცუბიძეს დაუკავშირდა. სწორედ მისი ორგანიზაცია კურირებს ლანჩხუთში შშმ პირთა პრობლემებს.

ნუცუბიძესთან საუბრით ირკვევა, რომ აღნიშნული სოციალური პაკეტი მხოლოდ ძვლოვან სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ბავშვებისთვისაა გამიზნული:

"ეს სარეაბილიტაციო კურსი გათვლილია ძვლის დაავადებებზე და იქედან გამომდინარე, რომ მის შვილს დაუნის სინდრომი აქვს, შესაბამისად, ვერონიკა ვერ იქნებოდა ამ პროგრამით მოსარგებლე. მით უმეტეს, პირადად მქონდა მასთან საუბარი და თქვა, რომ მისი შვილს არ ჰქონდა ამის საჭიროება და ამ პაკეტს მხოლოდ დასასვენებლად თუ მოიხმარდნენ. არსებული რეალობით, როცა სხვა ბავშვს სარეაბილიტაციო კურსის გავლის საჭიროება აქვს, მხოლოდ დასვენების მიზნით ამ პროგრამის გამოყენება, ცოტა უხერხულია", _ გვპასუხობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

სოციალურ ქსელში წარმოშობილი დავის შემდეგ მერიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ აღნიშნული სოციალური პროგრამით, ურეკში, კერძოდ, სასტუმრო "გურიაში", ათდღიანი სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად ლანჩხუთიდან შვიდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი გაემგზავრა. მერია აქვე იმასაც აკონკრეტებს, რომ ინფორმაცია აღნიშნული კურსის შესახებ გაზეთში გამოქვეყნდა, რის შემდეგ მშობლებმა მიმართეს საკონტაქტო პირს და ჩაეწერნენ კურსებზე.

ამ საკითხთან მიმართებით პრეტენზიების მქონე მშობლებისთვის გაუგებარია მერიის განცხადება:

"თურმე, დაინტერესებულმა პირებმა საგაზეთო პუბლიკაციიდან გაიგეს ამ პროგრამის შესახებ და გამოეხმაურნენ კიდეც. და ეს მაშინ, როცა, წესით, მერიას შესაბამისი სამსახური იმიტომ უნდა ჰქონდეს შექმნილი, რომ სწორედ იქ მოხდეს ყველა კატეგორიის შშმ პირის აღრიცხვა და სწორედ მან უნდა უზრუნველყოს ამა თუ იმ პროგრამისთვის ბენეფიციართა შერჩევა, მათი ინფორმირება და რა შუაშია საგაზეთო პუბლიკაცია, ვერ გავიგეთ", _ ამბობენ შშმ ბავშვთა მშობლები.




 ახალი ამბები
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...