ვალის გადავადების მოლოდინი და პროკურატურაში გადაგზავნილი "გურიას" საქმე

ფინანსები

ვალის გადავადების მოლოდინი და პროკურატურაში გადაგზავნილი "გურიას" საქმე

2018 ივლ 6 13:27:43

9 ივლისს იწურება იმ დავალიანების დაფარვის ვადა, რომელიც ფიფას ვერდიქტის საფუძველზე დაეკისრა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას". კერძოდ, საუბარია ერთ-ერთი ბრაზილიური კლუბის სასარგებლოდ 40 500 ევროს, ხოლო ფიფასთვის ხუთი ათასი შვეიცარული ფრანკის გადახდაზე.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2016 წელს ლანჩხუთურ კლუბში მოთამაშე ბრაზილიელ ლეგიონერს, რომლის აღმზრდელმა კლუბმაც მიმართა ფიფას საჩივრით და "გურიასგან", საფეხბურთო წესდების დარღვევის სანაცვლოდ, კომპენსაციის გადახდა მოითხოვა.

აღნიშნული სკანდალი ბრაზილიური Friburguense atletiko clube-ის აღზრდილის ოლივეირა სილვას "გურიაში" სულ რამდენიმედღიან მოღვაწეობას მოჰყვა. მართალია, ის მალე სხვა კლუბში გადავიდა, მაგრამ დავა ბრაზილიურ კლუბს სწორედ "გურიასთან" აქვს. მოტივი კი მარტივია _ იქედან გამომდინარე, რომ "გურიაში" ეს იყო სილვას პირველი პროფესიონალური კონტრაქტი, მის გამზრდელ კლუბს საკომპენსაციო თანხა ერგებოდა. თუმცა, ამის თავიდან ასაცილებლად ტრანსფერის გაფორმებამდე ისიც შეიძლებოდა, რომ "გურიას" მესვეურებსა და ბრაზილიურ კლუბს შორის ურთიერთშეთანხმება შემდგარიყო.

რადგან ასე არ მოხდა, სასამართლომ ლანჩხუთური მხარე გაამტყუნა და ისედაც ვალებში მყოფ კლუბს მორიგი ფინანსური თავსატეხი გაუჩინა.

ვინაიდან ფიფას მიერ გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ საფეხბურთო კლუბმა "გურიამ" უნდა უზრუნველყოს გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლის გაგზავნა ამ ორგანიზაციაში არაუგვიანეს 2018 წლის 9 ივლისისა, დავინტერესდით, თუ რა ხდება რეალურად და რით აპირებს მუნიციპალიტეტი თავისი შვილობილი კლუბისთვის ამ ფინანსური საკითხის მოგვარებას.

პირველად საკრებულოს თავმჯდომარეს, ბესიკ ტაბიძეს შევეხმიანეთ, რომელსაც თავის დროზე კლუბის ხელმძღვანელობამ დახმარების თხოვნით წერილობით მიმართა. ტაბიძის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად:

"წერილები გავაგზავნეთ, როგორც ფიფაში, ასევე, ბრაზილიურ კლუბში და ვითხოვთ თანხის გადახდასთან დაკავშირებით გარკვეულ შეღავათებს. ველოდებით პასუხს, თუ რა პირობებს შემოგვთავაზებენ. ფაქტია, რომ ვალი გადასახდელია", _ გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ბრაზილიურ კლუბთან მიმდინარე მოლაპარაკებებს ვალის გადავადების თაობაზე, ადასტურებს ლანჩხუთური კლუბის სპორტული დირექტორი გიორგი ჯორბენაძეც:

"ბრაზილიურ კლუბთან გვაქვს მოლაპარაკებები ვალის გადახდის გადავადების თაობაზე და ახლა ველოდებით კონკრეტულად, რა პირობებზე წამოვლენ. მინიმუმ ექვსი თვით მოხდება ამ ვალის გასტუმრების გადავადება", _ ამბობს ჯორბენაძე.

ამავდროულად ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის მერია ცდილობს გაარკვიოს, თუ ვისი ბრალეულობის გამო წარმოიშვა სერიოზული ფინანსური დავალიანება. როგორც მერის პირველ მოადგილესთან, გოგი ფაცურიასთან საუბრისას გაირკვა, "გურიას" საქმე მოკვლევისთვის სამართალდამცავ ორგანოებს უკვე გადაეგზავნა:

"შიდა აუდიტმა შეისწავლა ეს საქმე და გაარკვია, რომ ოლივეირა სილვასთან კონტრაქტი გაფორმებული იყო 2016 წლის 16 ივლისიდან 2017 წლის 15 ნოემბრამდე და მისი ხელფასი განსაზღვრული იყო 3 750 ლარით. რაიმე სხვა სახის დოკუმენტაცია ამ ფეხბურთელზე კლუბში არ მოიძებნება.

ვინაიდან "გურიას" სერიოზული ფინანსური ზარალი მიადგა ამ საქმის გამო, ჩვენ საქმის შესასწავლად ყველა დოკუმენტაცია გადავაგზავნეთ პროკურატურაში, სადაც მოხდება ამ საქმის მოკვლევა", _ გვითხრა გოგი ფაცურიამ.




 ახალი ამბები
  • საბურთალოზე მიკროავტობუსის ამოტრიალებას მსხვერპლი მოყვათბი­ლის­ში, საბურთალოს სასაფლაოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას მიკროავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა. ავტომობილი გარე გა­ნა­თე­ბის ბოძს და­ე­ჯა­ხა და ამოტრიალდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავ­რი კი და­შავ­და. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმდი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას ... ...
  • ემზარ კვიციანის ძმისშვილს ორი დღეა ეძებენ _ თბილისის ზღვაზე მოკლული მისი მეგობარიადეპუტატ  ემზარ კვიციანის თქმით, თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის ბექა კვიციანის მეგობარია. ბექა კვიციანს კი ორი დღეა ეძებენ.  ამის შესახებ მან "რუსთავი 2"- თან განაცხადა.  კვიციანი გარდაცვლილ მამაკაცსა და მის ძმისშვილს შორის, რაიმე სახის კონფლიქტს უარყოფს. "ორივეს ეძებენ ორი დღეა უკვე. ორივე არიან დაკარგულები, ჯერ არ ვიცი, არაფერი. ჩემი ძმისშვილი ორი თვის უკან ვნახე ბოლოს,  ნათესაური კავშირი აქვთ, ერთად გაზრდილები და ბავშვის ნათლიაა ჩემი ძმისშვილი მაგისი. არ ვიცი ერთად რას საქმიანობდნენ,"- განუცხადა კვიციანმა "კურიერს".  ცნობისთვის, თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას ... ...
  • ლომჯარიას მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისსა და სახლთან – სანდრო ბრეგაძე„ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა „ქართულ მარშს“ ძალადობრივი ჯგუფი უწოდა, რის გამოც ლომჯარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ომბუდსმენს „მიწიერ ჯოჯოხეთს მოუწყობს“. „ქალბატონ ნინო ლომჯარიას მოუწევს პირველ რიგში საჯარო ბოდიშის მოხდა და შემდგომში თანამდებობის დატოვება. ჩვენ ვგეგმავთ გრანდიოზულ, რადიკალურ აქციას სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ვაძლევთ  ერთკვირიან ვადას, რომ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისთან და არა მარტო ოფისთან, საცხოვრებელ სახლთანაც. თუ ოფისში დაგვემალება, ჩვენ მივალთ საცხოვრებელ სახლში“, – თქვა ბრეგაძემ. მანამდე სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, განაცხადა, რომ ისინი შეხვედრაზე მზაობას გამოთქვამდნენ, თუმცა მისივე თქმით, იმ ფორმატითა და რეჟიმით, რაც ბრეგაძეს სურდა, შეხვედრა ვერ გაიმართებოდა. „ჩვენ გახსნილები ვართ შეხვედრისთვის. მან აქცია დააანონსა და განაცხადა, რომ ბოდიში უნდა მოეხდევინებინა და ბუნებრივია,  ვაცნობე, რომ ამ ფორმატითა და ამ რეჟიმში ასეთი დესტრუქციული თვალსაზრისით, ვერ მოხდებოდა შეხვედრის გამართვა და ამიტომ ვუთხარი, რომ წერილობით მოემართა, რის შესახებაც ვიმსჯელებდით და კანონით დადგენილი წესით ვაცნობებდით პასუხს“, – განაცხადა ... ...
  • საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ხდებასაქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. როგორც ევრო საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მისი ვიზიტი საქართველოში ქვეყნის თავმჯდომარეობისთვის მომზადებას უკავშირდებოდა. „მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება და ველი მინისტრის ვიზიტს სტრასბურგში, რათა 27 ნოემბერს საქართველომ თავმჯდომარეობა გადაიბაროს. მოხარული ვარ რომ საქართველომ თავის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებში ადმიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის საკითხებთან ერთად, გარემოს დაცვის პრიორიტეტი გამოყო. საყურადღებოა, რომ თავმჯომარე ქვეყანამ პირველად გამოყო გარემოს დაცვის თემატიკა თავის პრიორიტეტებში, რაც ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის და გათვითცნობიერების ამაღლება“, _ განაცხადა ბურიჩმა. ბურიჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კორუფციასთან ბრძოლის, გენდერულ საკითხებთან და ბავშვთა უფლებებთან მიმართებაში. გენერალური მდივანი ასევე შეეხო საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის საკითხს და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველო საჭიროებებს და ევროპის საბჭოს პრიორიტეტებს ასახავს. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ რანგში ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში და მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ორგანიზებისთვის. ბურიჩის თქმით, საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების 20 წლის იუბილე შესანიშნავად დაემთხვა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და მისი ვიზიტის ძირითადი ამოცანა საქართველოს თავმჯდომარეობის მომზადებაა. როგორც ცნობილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამზადებს კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომლის მეშვეობითაც ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. „მოგეხსენებათ ჩვენ ვახორციელებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს და მინდა გამოვხატო შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩემი კონსოლიდირებული ანგარიში მიმართული იქნება არსებული სიტუაციის დამშვიდებაზე და საკითხის მშვიდობიან მოგვარებაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპის საბჭოსთვის და ზოგადად ევროპისთვის“, _ განაცხადა გენერალურმა მდივანმა დავით ზალკალიანთან გამართულ ერთობლივ ... ...
  • რა გავლენას ახდენს დედის ტირილი ნაყოფზეორსული ქალბატონები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაანაწყენოთ. გარეგანი ფაქტორები გავლენას ახდენს ჰორმონალურ ცვლილებებზე და განწყობაზე. ამიტომ, საინტერესოა, რას იწვევს დედის ტირილი ნაყოფზე. ბავშვი მჭიდროდ არის დაკავშირებული დედასთან. ოცდამეცხრე კვირიდან ბავშვს უკვე განვითარებული აქვს შეგრძნების ორგანოები. განარჩევს სუნს, გემოს, გრძნობს სივრცეს მის გარშემო. დედა და ბავშვი ერთმანეთთან დაკავშირებულია როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად. როცა დედას უხარია, სისხლში გამოიყოფა ენდორფინი და ბავშვის განწყობაც საშვილოსნოში უმჯობესდება. ხოლო, როცა დედა ნერვიულობს ან ტირის გამოიყოფა სისხლში სტრესის ჰორმონი - კორტიზოლი. დედა უნებურად გადასცემს ამ ჰორმონს ბავშვს და შესაბამისად, ცუდ განწყობას. იმისათვის, რომ გაზარდოთ ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვი, აკონტროლეთ ემოციები. დაიცავით ნეგატიური განწყობისაგან ბავშვი. ის, ასე მშვიდი და გაწონასწორბული ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?