ვინ არის „ლეიბორისტი“ ლანჩხუთის საკრებულოში და ვის არ ახურავს ქუდი

ფინანსები

ვინ არის „ლეიბორისტი“ ლანჩხუთის საკრებულოში და ვის არ ახურავს ქუდი

2018 იან 18 15:59:55

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში  პოლიტიკურ თანამდებობის პირებსა და აპარატის მოსამსახურეებს თანამდებობრივი სარგო გაეზარდათ. აღნიშნულ საკითხზე დადგენილება  საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცეს.

ახალი დადგენილების შესაბამისად, მერიასა და საკრებულოში ხელმძღვანელ პირთა სახელფასო ანაზღაურება არ შეცვლილა და  ისევ 2650 ლარით განისაზღვრა. კვლავინდებურად  2000-2000 ლარს აიღებენ მერის პირველი და საკრებულოს მოადგილეები. 1700 ლარის ნაცვლად 1800 ლარით განისაზღვრა მერის რიგითი მოადგილის ანაზღაურება.  უცვლელი რჩება  საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეების თანამდებობრივი სარგო, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 1700 ლარია.  ფრაქციათა თავმჯდომარის მოადგილის ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოდ კი 1250 ლარი განისაზღვრა.

ახლადმიღებული დადგენილების შესაბამისად, პირველი რანგის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირის ანაზღაურება, ნაცვლად  1350 ლარისა,  1500 ლარით წარმოდგენილი.  200 ლარით გაეზარდათ ანაზღაურება მეორე რანგის სპეციალისტებს და მათი ხელფასი 1200 ლარს შეადგენს. თუმცა, ერთი  გამონაკლისით _ საკრებულოში ამ რანგის სპეციალისტი, რომელიც სამდივნოს ხელმძღვანელობს 1100 ლარს აიღებს. მისივე საკრებულოელი კოლეგა კი, რომელიც საორგანიზაციო განყოფილებას უდგას სათავეში _ 1200 ლარს.

თუ რატომაა ერთი და იმავე რანგის სპეციალისტის ხელფასებს შორის სხვაობა, გაუგებარია დეპუტატ ამირან გიგინეიშვილისთის, რომელმაც საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააჟღერა კიდეც საკრებულოს სხდომაზე.

„ეტყობა, ქუდი არ ახურავს ან „ლეიბორისტია?!“ ორივე მეორე რანგის სპეციალიტს განეკუთვნება და რატომ უნდა ჰქონდეთ განსხვავებული ხელფასები?!“ _ კითხვა დასვა  გიგინეიშვილმა, რაზეც ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ვერიკო კვირკველიამ განმარტა _  „სამდივნოს განყოფილების ხელმძღვანელის ანაზღაურება წინათაც 100 ლარით ნაკლები იყო და ვინაიდან  მეორე რანგის სპეციალისტების ანაზღაურების მატება 200 ლარით მოხდა, ეს სხვაობაც სწორედ ამითაა გამოწვეული“, _ თქვა კვირკვრლიამ.

თუმცა, გიგინეიშვილისთვის კომისიის თავმჯდომარის ეს არგუმენტი არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა და მან საბოლოოდ დაასკვნა, რომ სამდივნოს ხელმძღვანელი უთუოდ „ლეიბორისტია“.

შედარებით მიზერული სახელფასო მატება შეეხოთ  მესამე რანგის სპეციალისტებს. ირკვევა, რომ მათი თანამდებობრივი სარგო მხოლოდ  50 ლარითაა გაზრდილი. ამ რანგის პირველი კატეგორიის უფროსი  სპეციალისტის ხელფასი  750 ლარის ნაცვლად 800 ლარითაა განსაზღვრული,  ხოლო მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის _ ნაცვლად 650 ლარისა, 700 ლარით. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ   ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ხელფასი, რომლებიც ასევე  მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს წარმოადგენენ, 1000 ლარია. მათი თანაშემწეების კი, რომლებიც  მეორე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის სტატუსს ატარებენ, ყოველთვიურად სარგოს სახით 600 ლარს მიიღებენ.

მერიასა და საკრებულოში თანამდებობრივი სარგოს ზრდას უმრავლესობასთან ერთად მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კახა ასკურავამ იმედი გამოთქვა, რომ ხელფასების ზრდა „გარე სამსახურებშიც“ მოხდება. ასკურავამ ამ შემთხვევაში მეეზოვეები იგულისხმა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ კიდეც ლანჩხუთის მერს ხელფასის გაზრდის მოთხონით.




 ახალი ამბები
  • რომან გოცირიძემ პარლამენტში "სამარცხვინო დეპუტატების" 45-კაციანი სია გამოაკრა"გუშინ პარლამენტში ვერ გავიდა რეზოლუცია “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ. ეს რომ მიეღოთ, ამას მოჰყვებოდა უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები. ამის შესახებ გააფრთხილა უმრავლესობის წევრები პარლამენტის თავმჯდომარემ და მოუწოდა მათ, არ დაეჭირათ მხარი „პატრიოტთა ალიანსის“ ამ უგუნური ინიციატივისათვის: გულით რეზოლუციის მხარეზე ვარ, მაგრამ სამართლებრივად ვერაო, ბრძანა სპიკერმა. მაინც ვერ შევიდა ზოგიერთების თავში მათი თავმჯდომარის ნათქვამი. დღეს პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზის წინ გამოვაკარი ”სამარცხვინო სია” იმ 45 ბნელი დეპუტატისა, რომელმაც ამ რეზოლუციას დაუჭირა მხარი", _ წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში და შესააბამის ვიდეოს ... ...
  • გია ვოლსკი: “თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა დასაკარგია, უნდა დაიკარგოს“პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის თქმით, უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლა გულდასაწყვეტია: „ძალიან გული მწყდება _ პირველი შეგრძნება გულდაწყვეტაა. გარკვეულ საკითხებზე სრული უთანხმოება არ ნიშნავს, რომ არ მახსოვს, როგორ მოვდიოდით და როგორ ვიდექით ერთ პოზიციაზე რთულ ვითარებაში. შეიძლება, საკითხზე ემოციურად ერთნაირი შეხედულება გვაქვს, მაგრამ ანალიზი, რა მოჰყვება ამ ყველაფერს ჯაჭვური რეაქციის სახით, ამ საკითხზე ჩვენი შეფასება სხვადასხვანაირია“, _ განაცხადა გია ვოლსკიმ. დეპუტატი ამბობს, რომ პოლიტიკური მეგობრების დაკარგვა რთულია: „თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა დასაკარგია, უნდა დაიკარგოს. არ შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაზე ინანო და პირველ პლანზე ეს დააყენო. პოლიტიკური მეგობრების დაკარგვა და პოზიციების ასე დაპირისპირება რთულია, რაც საზოგადოებაზეც აისახება მაშინ, როდესაც სიმართლე გაცილებით არაპოპულარულია. პოზიცია ემოციურად ყველასთვის ერთია, მაგრამ ანალიზიდან გამომდინარე ეკა ბესელიას პოზიცია არასწორია“, _ განაცხადა გია ... ...
  • "ქართული ოცნება" 1 ოქტომბრის იდეალებს ასცდა" _ ბესელიამ უმრავლესობა დატოვაეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და მიზეზებზე საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა: „რთულია და ძალიან ემოციური ჩემთვის, ამავდროულად საპასუხისმგებლო, რაც უნდა განვაცხადო. ცხადია, რთულია ვთქვა, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია ვთქვა, ამ პოლიტიკური გუნდიდან მივდივარ იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საზოგადოება. კოჰაბიტაციას არ გადაყვება თითოეული ოჯახისთვის ყველაზე ღირებული რამ _ სამართალი, სამართლიანი სასამართლო. ჩვენ, ყველას ერთად, სრულიად საქართველოსთან ერთად, 2012 წლის პირველი ოქტომბერი გვყავს ბოლომდე მისაყვანი, ბოლომდე უნდა განვახორციელოთ ის იდეალები, რითაც პირველი ოქტომბერი მოვიდა. რამდენიმე მიზეზი, რამაც განაპირობა ჩემი ეს გადაწყვეტილება _ სააკაშვილისა და ადეიშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედნი მოსამართლეები, მათ უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარის თქმა; იმ ძალადობრივი მმართველობისთვის სახელის დარქმევა და კიდევ ერთხელ იმ სისასტიკის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციის ჩაგდება. პოლიტიკური უმწიფრობით არის გამოწვეული პარლამენტის იმ წევრთა გადაწყვეტილება, რომელთაც ეს კენჭისყრაზე ჩააგდეს და ასევე, ამაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა ვერ გაბედეს. „ქართული ოცნება“ პირველი ოქტომბრის იდეალებს აცდა. ჩვენ გვაქვს ღირებულებთა სხვაობა, ჩემი ყველა მცდელობა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც კი მე მქონდა შიგნით, შეცვლილიყო ეს ვითარება, გავთავისუფლებულიყავით „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებისგან, რომელმაც შემოაღწია „ქართული ოცნების“ შიგნით, ვერ გამოიღო შედეგი“, _ განაცხადა ... ...
  • ლანჩხუთში დაჭრილი ორი მამაკაციდან ერთი გარდაიცვალალანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ ახალსოფელში წუხელ დაჭრილი მამაკაცებიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა. 50 წლის ოთარ მოქიას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. რაც შეეხება მეორე დაჭრილის _ გია ტუღუშის მდგომარეობას, იგი ლანჩხუთის "ავერსის" კლინიკაშია მოთავსებული და ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც გვითხრეს, მოქია და ტუღუში მეზობლები იყვნენ. ახალსოფლელების თქმით, მათ თანასოფლელმა ესროლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ და მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ... ...
  • დაჭრა სუფსაში _ შსს-მ გამოძიება დაიწყოლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ორი მამაკაცია დაჭრილი _ როგორც გვითხრეს, მათ ერთმანეთი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით ისინი მეზობლები არიან და ერთმანეთში კომფლიქტი ჰქონდათ. ორივე მათგანი ამ წუთებში საავამდყოფოშია გადაყვანილი. ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როგორც უწყებაში "გურია ნიუსს" უთხრეს, ამ წუთებში, ადგილზე, საგამოძიებო მოქმედებები ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...