ბიუჯეტის თანხებით შეძენილი ძვირადღირებული მანქანა და პრემიები გუბერნატორებისთვის

პოლიტიკა

ბიუჯეტის თანხებით შეძენილი ძვირადღირებული მანქანა და პრემიები გუბერნატორებისთვის

2013 მაი 10 21:38:46

სხვა დანარჩენ შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია სრულყოფილია. საინტერესოა, რომ 2012 წლის 1 აგვისტოს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხული თანხით შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ 100 000 ლარად შეიძინა ავტომანქანა ტოიოტა ლენდ კრუზერ პრადო (2012).

ამ პერიოდში შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობა ეკავა სულხან სიბაშვილს, რომელმაც ამ თანამდებობაზე 2012 წლის 10 ივლისს გიორგი ტატიშვილი შეცვალა. მანამდე სულხან სიბაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წელს IDFI-ის მიერ მიღებული ინფორმაციით, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე უკვე ირიცხებოდა 10 სატრანსპორტო ერთეული, აქედან 1 პერსონალური სარგებლობისთვის, 4 სამსახურეობრივი მიმოსვლისთვის და 5 ოპერატიული და სპეცდანიშნულების. საინტერესოა, რა აუცილებლობას წარმოადგენდა სრულიად ახალი, 100 000 ლარის ღირებულების ავტომანქანის შეძენა.

როგორც 2012 წლის მანძილზე გაცემული პრემიების შესახებ მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ტატიშვილმა 2012 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პრემიის სახით სულ მიიღო 16 150 ლარი. საინტერესოა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 2012 წლის 10 ივლისს გაკეთებული განცხადების მიხედვით, გიორგი ტატიშვილი გუბერნატორის თანამდებობაზე სულხან სიბაშვილმა შეცვალა.

გამოდის, რომ გიორგი ტატიშვილი მხოლოდ 10 ივლისამდე ასრულებდა გუბერნატორის მოვალეობას, თუმცა ივლისის თვეში 2625 ლარის პრემია მაინც დაერიცხა. თავად სულხან სიბაშვილს ივლისსა და აგვისტოში პრემია არ აუღია, თუმცა სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ყოველთვე იღებდა ერთი ხელფასის ოდენობის პრემიებს, რამაც ჯამში 10 125 ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2013 წლის მონაცემებს, შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე 2013 წლის 12 იანვარს დანიშნულმა ანდრო ბარნოვმა იანვარშივე აიღო 2000 ლარი პრემიის სახით.

ასევე საინტერესოა 2012 წლის 20 ოქტომბრიდან განთავისუფლებული თანამშრომლების შესახებ მიღებული ინფორმაცია. სულ 2013 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან განთავისუფლდა 9 ადამიანი, აქედან 7 გუბერნატორის თანამდებობაზე ანდრო ბარნოვის დანიშვნიდან მცირე ხანში:

სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი; ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; რეგიონალური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი; საფინანსო-სამეურნეო სამსახურის მთავარი სპეციალისტი; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი; ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი განთავისუფლდა იმ მიზეზით, რომ 2013 წლის 31 იანვრიდან 2013 წლის 5 თებერვლამდე არ გამოჩენილა სამსახურში და არასაპატიო მიზეზით გააცდინა 22, 25 და 28 იანვარი. მისი განთავისუფლების თარიღად ჩაითვლა 2013 წლის 1 თებერვალი. ყველა დანარჩენი განთავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე.




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...