დავით ნარმანია და დავით შერვაშიძე სოფელ ტირიფონში არხის გახსნაში მიიღებენ მონაწილეობას

პოლიტიკა

დავით ნარმანია და დავით შერვაშიძე სოფელ ტირიფონში არხის გახსნაში მიიღებენ მონაწილეობას

10 მაი. 2013, 22:22:03

გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე, USAID -ის საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე როი პლაკნეტი , მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თეიმურაზ მურღულია და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავა დაესწრებიან.

კონფლიქტის ზონაში ტირიფონი-სალთვისის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 13 მლნ. 365 ათასი ლარია. სამუშაოები 2012 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. სამუშაოებზე ასამდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.
სალთვისისა და ტირიფონის საირიგაციო სისტემების მაგისტრალური არხები ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარს მიუყვება. კერძოდ, ტირიფონის მაგისტრალური არხი ოკუპირებულ ტერიტორიას სამჯერ კვეთს. სწორედ ამიტომ სამუშაოები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. პროექტს კონფლიქტურ ზონაში ქართული სამშენებლო კომპანია შპს "მშენებელი 80" ახორციელებს.

ტირიფონის მაგისტრალური არხის გახსნის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის 23 სოფლის 5000 ჰექტარი მიწა მოირწყვება, აქედან 5 ოსური სოფლის - ზემო არცევის, გოიაანთკარის, ოტრევის, მაქსიაანთ უბნისა და წინაგარის დაახლოებით 700 ჰექტარი სასოფლო-სამურნეო ფართობი სარწყავი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. ტირიფონის მაგისტრალურ არხში  წყალი მდინარე პატარა ლიახვიდან ჩაედინება.

სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ ტირიფონის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით განსაზღვრულია 8500 ჰექტრამდე 14 სოფლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. ეს სოფლებია: ერგნეთი, მეღვრეკისი, ბროწლეთი, ტირძნისი, თერგვისი, კარბი, ქერე, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი, ქვეში, ქიწნისი, მარანა, კარალეთი.

სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით განსაზღვრულია 9700 ჰექტრამდე 16 სოფლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. ეს სოფლებია: ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ხვითი, ფხვენისი, ყელქცეულა, შინდისი, ახალდაბა, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი, ძლევიჯვარი, არაშენდა, დირბი, დვანი, ტახტისძირი.
2008 წლამდე ტირიფონის საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილი სარგებლობდა, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ დეფაქტო ხელისუფლებამ არხი გადაკეტა, რის გამოც უწყლოდ დარჩენილ სოფლებში მოსავლის მოყვანა შეუძლებელი გახდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა სრულად აღდგება.
ამ დროისთვის სამუშაოების შედეგად სალთვისისა და ტირიფონის 16 კმ-ნი მაგისტრალური არხი უკვე გაწმენდილია. სწორედ რამდენიმე თვიანი სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი სარწყავი სისტემის გახსნა.

 




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?