რწმუნებული: "ჩემი თავი გამგეობას წარუდგინა ჩემმა გაკეთებულმა საქმეებმა!"

პოლიტიკა

რწმუნებული: "ჩემი თავი გამგეობას წარუდგინა ჩემმა გაკეთებულმა საქმეებმა!"

11 მაი. 2013, 21:37:05

10 მაისს სოფელ ბახვიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სოფელში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კოტე შარაშენიძე აპირებდა ჩასვლას და მოსახლეობა  თავისი პრობლემების შესახებ ისაუბრებდა.  გვითხრეს ისიც, რომ ახალ რწმუნებულს კაბინეტში არ უშვებდნენ.

_ დანიშნული ვარ და ველოდები, რომ ოთახში შევიდე. ბრძანება  ჩემი დანიშვნის შესახებ უკვე დაწერილია. _ განგვიცხადა იური ვაშალომიძემ.

_  ბატონო იური, რა გიშლით ხელს, რატომ არ შედიხართ ოთახში?

_ ველოდები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, კოტე შარაშენიძეს.

_ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თქვენ არ შეგიშვეს შენობაში.

_ კარები ღიაა, ორივე მოადგილე აქ არის და ამობრძანდიო მეუბნებიან, მაგრამ ერთმა ახალგაზრდამ სამართლიანად ბრძანა, მოვიდეს გამგებელი და შეგიყვანოსო და ქე, ვარ აგერ.

_ რატომ არ შეხვიდეთო, არ გიკითხავთ?

_ სხვათაშორის, ასე არ ჩავწვდომივარ... ჩემი სურვილი იყო ერთი, პატარა, რიგითი თანამშრომელი გამგეობიდან მოსულიყო და შევსულიყავი.  მე წესი ვიცი, ერთ დროს ვმუშაობდი პარტიაში და კაცი როდესაც მიმყავდა დასანიშნავად მივიდოდი, შევუძღვებოდი და გავაცნობდი ხალხს.

_ რომელ პარტიაში "მუშაობდით"?

_ ოო, პარტიის რაიკომში.

_ მოქალაქეთა კავშირის წევრიც იყავით?

_ რა თქმა უნდა, როგორც მიშა სააკაშვილი იყო ფრაქციის თავმჯდომარე.

_ ისიც გავიგეთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყავით და სოფლის ერთ ნაწილს ამის გამო არ სურს თქვენი რწმუნებულობა?

_ ერთი რამ მინდა გითხრათ: კაცო, ცხრა წელი მართეს ნაციონალებმა ქვეყანა და 80-90 % მხარს უჭერდა.

_ ბატონო იური, თქვენი კანდიდატურა ვინ წარადგინა რწმუნებულის პოსტზე?

_ ჩემი თავი გამგეობას წარუდგინა ჩემმა გაკეთებულმა საქმეებმა, რაიონში მოღვაწეობამ და მაჟორიტარი-დეპუტატის ბიუროში მუშაობამ.

_ იქნებ კონკრეტულად გვითხრათ თქვენი საქმიანობის შესახებ.

_ გითხარით პარტიული საქმიანობა, შემდეგ მშვიდობაურის აგროკომბინატი იყო, ჩაის ფაბრიკა და მისი თავმჯდომარე ვიყავი 10 წელი. ზურაბ ჩხაიძის დეპუტატობის დროს ვიყავი ბიუროს უფროსი და შემდეგ მაკარ ნიკოლაიშვილის დეპუტატობის დროსაც გავაგრძელე იქ მუშაობა. _ გვითხრა იური ვაშალომიძემ.

სოფელ ბახვის მკვიდრის, მალხაზ ქურასბედიანის თქმით, კარგი იქნებოდა, რომ რწმუნებულის დანიშვნის დროს სოფლის მოსახლეობის აზრი მოესმინა ახალ ხელისუფლებას:

_ როდესაც კანდიდატების დანიშვნა ხდება, ეს არ არის მოსახლეობასთან შეთახმებული. ადამიანები ხომ ვართ, ამ ხნის განმავლობაში არავინ არაფერს ეკითხებოდა ხალხს და შეიცვალა მთავრობა, ახლა ხომ უნდა მოხდეს ისე, როგორც ხალხს უნდა? სოფლის აზრი უნდა გაიზიარონ. ჩემი გულისტკივილია ეს და ნუ გაიგებ ისე, რომ ვინმეს ვეწინააღმდეგები. ოთხი შვილის მამა ვარ და არავინ  ვმუშაობთ სახლში. _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს მალხაზ ქურასბედიანმა.

_ მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მთავარია, რომ ძველი რწმუნებული არ ჰყავს სოფელს. ეს არის ჩემი პოზიცია.  ძველმა რწმუნებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფაც მომაყენა, რადგან "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვიყავი. _ გვითხრა ქეთევან თევზაძემ.

ბახვის მკვიდრი, ნაირა მელქაძე ამბობს, რომ იური ვაშალომიძე წესიერი ადამიანია. მისივე თქმით, კარგი იქნებოდა სოფელში საკადრო ცვლილებების დროს ის ხალხი დასაქმებულიყო, რომლებიც არჩევნების დროს აქტიურად უჭერდნენ მხარს "ქართულ ოცნებას".

სოფელ ბახვში იმ დღეს კოტე შარაშენიძე არ ასულა. მისი თქმით, მას მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ბახვში არ ჰქონდა დაგეგმილი.  მან ასევე ჩვენთან საუბრის დროს ახალდანიშნულ რწმუნებულზეც გააკეთა კომენტარი.

კოტე შარაშენიძე: "ბატონი იური ვაშალომიძე არის გამოცდილი ადამიანი და კეთილსინდისიერად შეასრულებს თავის მოვალეობას, მას ვიცნობ პირადად, ოჯახსაც ვიცნობ. საერთოდ რწმუნებულის დანიშვნის საკითხი რომ გაჭინაურდა ბახვში, ეს საზოგადოებასთან არის შეთახმებული. იური ვაშალომიძე, არის ბახვის საზოგადოების წევრი. ვიღაცას არ მოსწონს და რაღაც ინტერესი აქვთ, ეს ასე არ არის. იმაზე რატომ არავინ არ საუბრობს, რანაირი გამგებელი ჰყავდა ბახვს ამდენი წელიწადი?

_ იური ვაშალომიძე რამდენიმე საათით ვერ შევიდა ადმინისტრაციულ შენობაში.

_ არა, არა ასეთი რამ არ მომხდარა. ის სამთვიანი ვადით არის დანიშნული და თუ ვერ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, შესაბამისად ვიმოქმედებთ. ვისაც აზროვნება აქვს სოფელ ბახვში, კარგად შეხვდა იური ვაშალომიძის კანდიდატურას.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ზურა ჩხაიძემ ბახვში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა:

"ამ სოფელში ყველა ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ და დიდად ვაფასებ. ასეთი ტრადიციების სოფელს ხელმძღვანელიც შესაფერისი სჭირდება,ახალგაზრდა,ნიჭიერი,პატიოსანი,განათლებული,ბიზნესის გამოცდილებით და ასე შემდეგ".




 ახალი ამბები
  • მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: თქვენი მოტივაციაა, რომ საარჩევნო უბნებზე ვიღაცებმა ქაოსი მოაწყონ„მემორანდუმი არის ყველას პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის აღება არ გინდათ, იმიტომ  რომ მერე ვიღაცა მობილური ტელეფონით გადაიღებს, რომ შევარდნენ „ნაციონალური მოძრაობის" პარტიული აქტივისტები და იქ რაღაცები აკეთეს და ეს არ გინდათ. თქვენი მოტივაციაა, რომ იქ ვიღაცებმა ირბინონ, რაღაცები არიონ, ქაოსი მოაწყონ და ამიტომ არ აწერთ ხელს. ატყუებთ ახლა ხალხს და ეს ხალხი არ ტყუვდება და რამდენჯერ უნდა სცადოთ",-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია გაურბის პასუხისმგებლობას, სურს საარჩევნო უბნებზე არეულობის და ქაოსის შექმნა და ესაა მიზეზი, რის გამოც ის მემორანდუმს ხელს არ აწერს და მის კანონში ასახვას ითხოვს.   „საბურთალოს ქუჩაზე, სადაც მე ხმას ვაძლევ, ათ მეტრში არის გაჩერება და თქვენ ითხოვთ, რომ საერთოდ არავინ არ იდგესო და ჩვენ გეუბნებით, რომ ამას კანონში ვერ ჩავწერთ, მაგრამ მემორანდუმი გავაფორმოთ და ყველა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მისი პარტიული აქტივი არ შევიდეს იქ, ამ რადიუსში. მემორანდუმის კანონში ასახვა კიდევ ცალკე რაღაც ახლი საოცარი მესიჯბოქსია",-განაცხადა მამუკა ... ...
  • თალაკვაძე - ოპოზიციას: ვერანაირი თანხა ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგელი„როგორც ჩანს, ერთწლიანმა ბოიკოტმა და სხდომების გაცდენამ ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა თქვენზე. გეტყობათ, რომ ძალიან გაოცებული ხართ ელემენტარული რამით, რომელიც არის საპარლამენტო სამუშაოს ანი და ბანი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითიც ოპონენტებს გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ რეფორმაზე მუშაობისას, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა კანონშემოქმედებითი საქმიანობის ჩვეულებრივი ნაწილია. „ ნუ გიკვირთ, როდესაც, მაგალითად, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი მთავრობასთან ერთად მუშაობს ბიუჯეტზე, ან განათლების კომიტეტი თანხმდება რეფორმის საკანონმდებლო პაკეტზე და მერე ხდება ინიცირება, ეს არის კანონშემოქმედებითი საქმიანობის ანი და ბანი. ამიტომ, სხდომებს ნუ გააცდენთ -  როგორც ჩანს, დაგავიწყდათ, რა არის საპარლამენტო პროცესი",- მიმართა ოპონენტებს არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა კიდევ ერთ განცხადებას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი კანონებს არ აღასრულებს. მან ოპონენტებს შეახსენა, რომ ოპოზიციამ 120-30-ზე ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. „ერთი მაგალითი მარტო ის კმარა, რომ 120/30-ზე იყო თქვენი ინიციატივა -  პროპორციულთან მიახლოებული სისტემა 2020 წელს. ეს ინიციატივა შეთანხმდა ფართო პოლიტიკურ ჯგუფში, პარტნიორებთან ერთად, მერე ყველანი გამოვედით, საზოგადოებას ვუთხარით, რომ ამას დავამტკიცებდით, დავაინიცირეთ და თქვენ მხარი არ დაუჭირეთ. პირიქით მოხდა, კი არ ჩავაგდეთ, ჩვენ მივიღეთ და თქვენ ოპოზიციამ თქვენს საკუთარ მოთხოვნას არ დაუჭირეთ მხარი, ხალხს ეუბნებოდით, რომ მხარს ვუჭერთ, მაგრამ ხმას ვერ ვაძლევთო. ასეთი გასაოცარი პოლიტიკური კლასი შესთავაზეთ საზოგადოებას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ოპონენტებს შეახსენა ის დარღვევებიც, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა და რომლის გამოც, სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ფინანსური ჯარიმების გადახდა უწევს. „გინდათ ფინანსური შედარება გავაკეთოთ, გინდათ უფლებრივი შეფასება. წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ადარებთ კონკრეტული ავტორიზაციის აქტის გასაჩივრებას? სიცოცხლის უფლების დარღვევას ადარებთ იმას, რომ თეა წულუკიანი ერთი კვირის წინ რომ იყო მოსული, ამ კვირაშიც მოვიდეს? ან ბიზნესებს ღამღამობით რომ იბარებდით და ართმევდით ქონებას, მაგ საკუთრების უფლების დარღვევას ადარებთ აქ თქვენი ფრაქციის პროცედურულ მოთხოვნას, რომ მაინცდამაინც პლენარული სხდომის დღეს გამართეთ საკომიტეტო შეხვედრა? ან რომან გოცირიძე აქ ფინანსების სპეციალისტი რომ არის და 6 მილიონი მარტო ამ თვეში რომ დაგვაკისრა სტრასბურგმა თქვენი ხელისუფლების დარღვევებზე, რა ფინანსურ ჯარიმებზე მელაპარაკებით და საერთოდ, ვის ადარებთ? ვერანაირი ფული ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს, რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი. სტრასბურგში 3 ათასი საჩივარი შედიოდა ყოველწლიურად, 10 წელია გასული იმ დარღვევების მერე და  საქართველოს მოქალაქეებს თქვენი დარღვევების გადახადა უწევთ ჯარიმების სახით. გსურთ,  რომ ისტორიული მიმოხილვა გავაკეთოთ და დავუბრუნდეთ იმას, რაზეც ათასჯერ გვისაუბრია? მოდი, დავანებოთ ამას თავი, მოდი, მომავალზე ვიფიქროთ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა. პარლამენტი არის მომავალზე ორიენტირებული და ფიქრობს, რა უნდა გააკეთოს მომავალში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესს ხელი შეუწყოს და ჩვენმა მოქალაქეებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. მოდით, ამ ამოცანაზე ჩამოვყალიბდეთ",- განაცხადა არჩილ ... ...
  • „კაწროს“ მეუღლე ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად „კაწროს“ მეუღლე ნათია რუხაია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორსა და წამყვანს, ნიკა გვარამიას, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის. განმცხადებელი თავდაპირველად თავად ბილანიშვილი იყო, თუმცა, მოგვიანებით, მომჩივანისვე თხოვნით, განმცხადებელი შეიცვალა.მხარე დავობს 2020 წლის 7 ივლისს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ნიკა გვარამიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მკვლელეობის ღამეს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკადრებში ასახული ადამიანი ავთანდილ ბილანიშვილია.„იმის გამო, რომ ნიკოლოზ გვარამიას 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის უმძიმესი ტრაგედია როგორღაც დაეკავშირებინა „ქართულ ოცნებასთან“ და კერძოდ ივანიშვილის ოჯახთან, სრულიად დაუსაბუთებლად გააჟღერა ავთანდილ ბილანიშვილის გვარი, ვინაიდან ყველასთვის, მათ შორის ბატონი გვარამიასთვის იმთავითვე ცნობილი იყო ავთანდილ ბილანიშვილის და ბერა ივანიშვილის მეგობრობის შესახებ. მართალია, 12 ივნისის გადაცემაში ეს ინფორმაცია თავად ნიკოლოზ გვარამიამ უარყო, თუმცა მიგვაჩნია, რომ მის მიერ, თუნდაც ვარაუდების დონეზე გავრცელებულმა ცრუ-ინფორმაციამ თავის მიზანს მიაღწია და ავთანდილ ბილანიშვილი, ისევე როგორც მისი ოჯახი - მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი გახდნენ საყოველთაო ბულინგის მსხვერპლნი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქარტიამ 13 ივლისს მიიღო.ავთანდილ ბილანიშვილის წარმომადგენელი ნიკა გვარამიას სამი პრინციპის დარღვევას ედავება: 1-ლი (სიზუსტის), მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-11(ფაქტის განზრახ დამახინჯება).1-ლი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.მე-3 პრინციპი - „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.“მე-11 პრინციპი - ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: · ფაქტის განზრახ დამახინჯება; · ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;  პლაგიატი. ავთანდილ ბილანიშვილის სახელი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში არაერთხელ გაჟღერდა. მისი სახელი თავდაპირველად ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ ახსენა, როგორც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული ქუჩის ავტორიტეტი, რომელიც საქმეში ფიგურირებს და „საქმის ჩფარცხვას“ ცდილობს.მედიაში ბილანიშვილის სახელის არაერთხელ გაჟღერების შემდეგ, 8 ივლისს, იგი საგამოძიებო ორგანოებში დაიბარეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი ჩანს და არა „ქუჩის ავტორიტეტი", ავთანდილ ბილანიშვილი. ამ ინფორმაციის გასაჯაროება უწყებამ მაღალი საზოგადოებივი ინტერესით ... ...
  • ვოლსკი: „საარჩევნო კოდექსი", რომელიც მივიღეთ, არ ტოვებს რაიმე მანიპულაციის საშუალებას"პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საერთაშორისო სტდანდარტის   საარჩევნო კოდექსი, რომელიც მიღებულია პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების,  ძალიან ფართო ჩართულობით, არ ტოვებს რაიმე მანიპულაციის საშუალებას. „ვინც ამ დებატებს ადევნებს თვალ-ყურს შთაბეჭდილება შეექმნება ისეთი, თითქოს ოპოზიციამ ყველაფერი მაღალ დონეზე გააკეთა და ახლა დარჩათ ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ ხელის „სავსავით" არ ვიღებთ იმიტომ, რომ თურმე გვინდა დავიტოვოთ რაღაც გასაძრომი, რაღაც მოვშალოთ ან არასწორად ჩავატაროთ.  ყველას გაუჩნდა ეჭვი, რომ ამათ არჩევნები არ უნდათ და აქედან გამომდინარე, დღეს ხდება ამის კომპენსირება. ამაში იყენებენ თუ არა ეკა ბესელიას შემოთავაზებულ წინადადებას, ეს მეორე საკითხია. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს არის შეთანხმებული. მთავარი თემა არის, რომ „საარჩევნო კოდექსი", რომელიც მივიღეთ პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების,  ძალიან ფართო ჩართულობით, არ ტოვებს რაიმე მანიპულაციის საშუალებას და ჩვენ ამ მანიპულაციას არ ვაპირებთ. ვინც აპირებს ეგ ჩვენ ვიცით. აქედან გამომდინარეობს ეს დებატიც და წარმოუდგენელი შემოტევაც, რომ   თითქოს მემორანდუმის, კანონის, რაღაცის განხილვა არ გვინდა, რაღაცა  ჩრდილით მიმდინარეობს, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად საფუძველმოკლებული არგუმენტები თუ ამას არგუმენტები შიძლება ეწოდოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მიღებულია საერთაშორისო სტდანდარტის   კანონი, „საარჩევნო კოდექსი", რასაც თან ახლავს დამკვირვებელთა დიდი არმია, შიგნიდან თუ გარედან. გამორიცხულია, აქ ვერ დაიშვება ვერანაირად 25 მეტრში იქნება თუ 30-ში, რომ რაიმე ვინმემ თვალებით  მოახდინოს ფსიქოლოგიური გავლენა საარჩევნო უბნისკენ მიმავალ ადამიანზე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვილსკიმ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ... ...
  • კორონავირუსზე დიაგნოსტიკის ლაბორატორია ოზურგეთში იქნებაორ დღეში ქალაქ ოზურგეთში, ბავშვთა სამკურნალო ცენტრის შენობაში კორონავირუსზე ანალიზის შემოწმება დაიწყება. სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორია “ბიომედიკა გეორგია“ ლაბორატორია უკვე ოზურგეთში არსებობს, სადაც C ჰეპატიტზე მოწმდება ანალიზი. ახლა კი შესაძლებლობა გვეძლევა მოხდეს კორონავირუსისზე ანალიზის შემოწმება ანუ კვლევის მეთოდი ე.წ. ოქროს სტანდარტით. ანალიზის პასუხი 4 საათში გვეცოდინება. ანალიზებს იღებს გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და ჩვენთან მოხდება ანალიზის შემოწმება. ბატონო ამირან გამყრელიძის დიდი ჩართულობით უკვე მოხდა ლუგარიის ლაბორატორიისაგან მონიტორონგი, ხარისხის კონტროლიც გავიარეთ და ორ დღეში დავიწყებთ ანალიზების შემოწმებას.“- გვითხრა ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო დირექტორმა დავით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...