დავით საყვარელიძე: "ჩაყოლა" გვირჩევნია "ჩასვრას"...

პოლიტიკა

დავით საყვარელიძე: "ჩაყოლა" გვირჩევნია "ჩასვრას"...

24 მაი. 2013, 09:52:17

"ბატონმა ბიძინამ კაცურად გულზე ხელი დაიდოს, შემდეგ თავის ირგვლივ მილიარდებზე და ზიზღზე შემოკოწიწებულ შემთხვევით "გუნდს" გადახედოს და გვითხრას ერთი ზურა ჭიაბერაშვილზე უფრო იდეალისტი და ენთუზიასტი კაცი ან ქალი თუ ყავს ირგვლივ... ან რომელ მათგანს გაუკეთებია ასე ერთგულად და ასე უანგაროდ იმის მეოთხედი მაინც, რაც ზურა ჭიაბერაშვილმა მართლა კაცურად აკეთა წლების მანძილზე. დადგება დრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩვენზე უფრო მეტად მწარედ წააგებს არჩევნებს, ან უამისოდ მოუწევს წაგება. როგორ გონია ქართული აუხდენელი ოცნების ლიდერს, თუ დარჩება მის გვერდში ზურას მსგავსი კაცები და ქალები? ან რა იდეოლოგიას სთავაზობს მომავალ თაობას, რომ ადამიანები მის ირგვლივ გაერთიანდნენ? ახალგაზრდა ვარ საკმარისად, რომ მაგ დროს მოვესწრო და შევახსენო მათ, ვინც ბატონი ბიძინას ძეგლების გამოძერწვის და ფსევდო-მართლმადიდებლურ საფარქვეშ რუსეთის ჰეგემონიის განცხადებებს და იდეოლოგიას გვახვევს თავს. მართლა სირცხვლია.

ქართული კომფორმისტული პოლიტიკის ყველა დაწერილ-დაუწერელი წესით, თბილისის მერობიდან "მოხსნილი", გნებავთ გათავისუფლებული დავარქვათ, ზურა ჭიაბერაშვილი აქამდე პირველი დაუძინებელი მტერი და მოწინააღმდეგე უნდა ყოფილიყო სააკაშვილის და მისი პარტიის. ალბათ, ბატონი ბიძინას კარზეც პატარა პოზიციები არ ექნებდა ასეთ კაცს, ვისაც ნებისმიერი ოპოზოციური სულის მღაფავი პარტია დიდი ზარ-ზეიმით მიიღებდა, მაგრამ რა მოხდა... ზურამ არა სააკაშვილს, არამედ საკუთარ ფასეულობებს არ უღალატა და სხვა ფრონტზე გააგრძელა ღირსეული ბრძოლა, რადგან ეს მის ქვეყანას ჭირდებოდა. აი ესაა რაც გვაქვს ჩვენ და რაც არ გაქვთ თქვენ, რის გამოც გიკვირთ რაზეა დაფუძნებული ჩვენი ერთობა, როდესაც ბევრ ჩვენგანს მაღალი თანამდებობებიდან მზითევად წამოკიდებული ბანკის კრედიტები ახრჩობს და მაინც, ბოლოს დროს პოპულარული, შემოსული ტერმინი _ "ჩაყოლა" გვირჩევნია "ჩასვრას"...

დღეს ხელისუფლებას გონია, რომ ყველაზე ძლიერია და ყველაფრის უფლება აქვს. თავისივე მოგონილი ე.წ. "სამართლიანობის აღდგენითაა" გართული, თუმცა, აქვე გულახდილად ვეტყვი მათ, ჩვენც გაგვივლია ეგ ეტაპი, როდესაც თავი ყველაზე ძლიერი გვეგონა, ვიყავით კიდევაც, რასაც ეს მთავრობა ვეღარასოდეს შეძლებს. არადა საქართველოს ეკონომიკის და სტაბილურობის გარანტი მხოლოდ ერთშია, უაღრესად მოქნილი და ეფექტური, ძლიერი ხელისუფლება, რომლის შექმნის არც სურვლი აქვს ბატონ ბიძინას და ვერც გაუბედავს ხალხს, რომელსაც თავიდანვე მისცა ამის პირობა. ყველაზე დაზიანებადი მაშინ ხარ, როდესაც ყველაზე ძლიერად გრძნობ თავს. სირცხვილია ზურა ჭიაბერაშვილი მსგავსი ახალი და წარმატებული ქართველი ჯარისკაცებისადმი ასეთი მოქცევა.

ზურას დაჭერა ვერ გაზრდის დასაქმებულთა ადგილებს და ვერც საქართველოს უკან-უკან მიმავალ ეკონომიკას ამოქაჩავს. საინტერესოა, ოქტომბერში ვიღას დაიჭერთ, როდესაც ხელშესახები გახდება უფრო მეტად გაჭირვება და სიდუხჭირე?!

კიდევ ერთი გამახსენდა _ 2003 წელს თუ მართლა არსებობდა სამართლიანობის აღდგენის და შემოღების მოთხოვნა, შევარდნაძის დროინდელი მინისტრების მიმართ იდგა მთელი სიმწვავით. ზოგიერთმა მათგანმა უშუქოდ და უგაზოდ, სიცივეში და სიბნელეში აცხოვრა ხალხი. სიდუხჭირეს და ყოველგვარ ზღვარგადასულ კორუფციას აღარ გაგახსენებთ. მოხდა კიდეც, თუმცა, წლები გავიდა და მათ მიმართაც კი, ვინც ხალხის დაკვეთით იხდიდა სწორედ სასჯელს, საზოგადოებას გაუჩნდა სოლიდარობის განცდა მიუხედავად ყველაფრისა.

საქართველოში, ბატონო ბიძინა, ასეთ ხალხს, როგორიც ვანო და ზურაა, ვინც წარმატების ეპოქას ჩაუყარა სათავე, ციხეში დიდხანს ვერ გააჩერებთ. გაიხსენეთ დავით მირცხულავა, სულხან მოლაშშილი და სხვანი. მათ მიმართაც კი მობეზრდა ხალხს სეირის ყურება. "გაანალიზება" საზოგადოებისთვის მიმინდია.

ბოლოს არ შემიძლია ირონიის გარეშე არ დავტოვო ერთ-ერთი კაცის დღევანდელი კომენტარი, რომელიც ყოჩივით ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ვანოს და ზურას დაკავებას. და ეს კაცი ვინ გახლდათ _ არც მეტი და არც ნაკები ბატონი გოგი თოფაძე, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა: "ეს ის ხალხია სწორედ, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს დღეს საქართველო". რა მგომარეობამდე არ დაუკონკრეტებია. დანარჩენი თქვენთვის მომინდია "საანალიზოდ"...

ბატონ ბიძინას, სამწუხაროდ კიდევ ბევრჯერ მოეშლება ნერვები, ვიდრე ერთი ჩვენგანი მაინც იქნება ციხის გარეთ ან თუნდაც ციხის შიგნით. ასეთია საბედნიეროდ პოლიტიკური თამაშის წესები. ჩემო კარგებო, გული არ გაიტეხოთ! მაგრად დავდგებით და გამარჯვება საბოლოოდ ჩვენია. მთავარია მანევრები და გამძლეობა, _ წერს საყვარელიძე.




 ახალი ამბები
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ცესკო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ თუ რა უნდა გაითვალისწინონ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: „საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას); საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი”,_ აცხადებენ ცესკოში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ  არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ ჩათის საშუალებით შეუძლიათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე შეუძლიათ, თუ ამომრჩეველი  ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...